ვიდრე ცოცხალი ვარ…ვიდრე სული მიდგას …

ბლოგოსფეროს ოცნებების ცისფერმა სიომ შემოუქროლა…ყველა აიტაცა,თავის მშვენიერ საბურველში გახვია…ფრთები გამოასხა და ააფრინა. ..იქ ცისკენ…სილურჯეში…უსასრულობაში,ნატვრების საბრძანისში,სადაც ოცნებებია გამეფებული…მეც დამიბერა ამ ნიავმა…ოზის ჯადოქარმა დაიქნია თავისი ჯოხი და ამაფრინა… მეც გავუყევი ოცნებების ცისფერ ბილიკებს…


ეს თამაში summer-მა დაიწყო,პოსტით Before I Die..რა არის ის უმთავრესი მიზანი ,რომელსაც ადამიანი ისახავს…რომლის ასრულებასაც მთელი სიცოცხლე ნატრობს?!მიზანი..ესაა ადამიანის გაცნობიერებული ლტოლვა ,რომლის ძალითაც ინდივიდი შეგნებულად ისწრაფვის ,რომ  განახორციელოს სასურველი…ფროიდიც მიზანს ადამიანის საქმიანობის განმსაზღვრელ მექანიზმად მიიჩნევდა…მართლაც სწორედ ეს  მიზნებია ის ძალები,რომელიც თითოეულ ჩვენგანს აძლიერებს,ძალას მატებს განვითარდებოდეს..უფრო და უფრო წინ მიიწევდეს…სიცოცხლე მართლაც წამიერი გაელვებაა და მეტი არაფერი,რეალობა ხშირად მწარეა და მას ცისფერი ოცნებები ალამაზებენ…ისინი ჩვენს ყოფას უფრო ნათელს,უფრო მშვენიერს და მიზანმიმართულს ხდიან …

ჩემი აზრით ოცნებები შეიძლება რამდენიმე კატეგორიად დავყოთ…პირველს მიეკუთვნება ბავშვური,გულუბრყვილო,ყველაზე წმინდა ოცნებები,მათ განხორციელება არ უწერიათ,იმიტომ რომ შეუძლებელია…მეორე_ ე.წ ,,პრაგმატული”,მიზანმიმართული ოცნებები,რომლებიც რეალობასთან ახლოსაა და თუ მოვინდომებთ შეგვიძლია განვახორციელოთ …და მესამე კატეგორია_ოცნებები,რომლებიც მეტია ,ვიდრე უბრალოდ ოცნებები,ისინი არსებობის ,ცხოვრების მამოძრავებელი ძალებია…რომლებიც გვაიძულებს წინ ,დასახული მიზნისკენ მუხლჩაუხრელად მივიწევდეთ….



ჯერ კიდევ ბავშვობაში წავიკითხე ანატოლი ფრანსის ,,პატარა პიერი”..დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ოცნებების მისეულმა  ინტერპრეტაციამ…მისი აზრით :

,,სურვილი ალამაზებს საგნებს,რომელთაც თავის ცეცხლოვან ფრთებს შეახებს ხოლმე.საწადლის ასრულებას ხშირად იმედის გაცრუებაც და ილუზიის მოშლაც მოსდევს…ილუზია კი ერთადერთი სიკეთეა ამქვეყნად..საწადლის ასრულება კლავს სურვილს,რაიც სიცოცხლის ერთადერთი სამკაულია….”

,,ძლიერი ნატვრა თითქმის ფლობას უდრის,თითქმისო?! ესაა ფლობა ზიზღისა და მოყირჭების გარეშე”..


ალბათ ყველამ ვიცით პეჩორინი–ლერმონტოვის ,,ჩვენი დროის გმირი”,რომელიც საოცრად სევდიანად და სინანულით იხსენებს ოცნებებში დაკარგულ წლებს..

,,ადრეულ ახალგაზრდობაში მე მეოცნებე ვიყავი;მიყვარდა რიგ–რიგობით ხან  შავბნელ,ხანაც ფერად  სახებასთან ლიცლიცი,რომელსაც მშფოთვარე და ხარბი წარმოსახვა მიხატავდა .მაგრამ,რა დამრჩა აქედან?მხოლოდ დაღლილობა,როგორც მოჩვენებასთან ღამეული ბრძოლის შემდეგ და ბუნდოვანი  მოგონება,აღვსილი სინანულით.ამ ამაო ბრძოლაში მე გავხარჯე როგორც სიმხურვალე სულისა,ისე სიმტკიცე ნებისა,საჭირო რეალური ცხოვრებისათვის;მე ფეხი შევდგი ამ ცხოვრებაში,განვიცადე რა იგი უკვე ფიქრებში და მოწყენილობისა და ზიზღის გრძნობა დამეუფლა,როგორც მას,ვინც ცუდ მიბაძვას კითხულობს მისთვის დიდი ხნის წინ  ცნობილი წიგნისა”.

საინტერესოა ასევე მართლმადიდებლური შეხედულება ოცნებებზე..ოცნება მეტად სახიფათოა …ვინაიდან,თუკი მხედარი ვერ დაიმორჩილებს ფიცხ ცხენს,მალევე გადმოვარდება ,ასევე თავისუფალ ფანტაზიებსაც შეუძიათ სრულ სულიერ აშლილობამდე მიგვიყვანოს…მეტიც,ვინც გადამეტებით ფანტაზიორობს,ეშმაკს ბაძავსო,სწორედ მან დაიწყო პირველად ოცნება თავის მოჩვენებით სიდიადეზე…

ნებისმიერი ფანტაზია სინამდვილის ანტიპოდია,სიცარიელეა..და რა საჭიროა სიცარიელეში ცქერა?!_ამბობენ წმ.მამები..

მსოფმხედველობა ის ჭუჭრუტანაა,საიდანაც ვხედავთ სამყაროს…რამდენი ადამიანიცაა ვფიქრობ,იმდენი მსოფმხედველობაა,ვინაიდან ყველა ჩვენეულად აღვიქვამთ სინამდვილეს…ამიტომაც განსხვავებულია შეხედულებები ოცნებებზეც….ზოგისთვის ის ძალაა ცხოვრებისათვის აუცილებელი,ზოგისთვის მხოლოდ უნაყოფო ფანტაზია,ვისთვის სინანულისმომგვრელი დანაშაული,ვისთვის კიდევ უბრალოდ წარმოსახვა,რომელიც რეალობას ალამაზებს,ამშვენებს…

ბუნებრივია მეც მაქვს საკუთარი შეხედულება ოცნებებზე..მთლიანად ვიზიარებ მართლმადიდებლურ სწავლებას და ვთვლი,რომ ფანტაზია მართლაც სიცარიელეა,სინამდვილის ანტიპოდია,მაგრამ ეს ისე ტკბილია,ცხოვრებას აფერადებს ,ალამაზებს….არ შემიძლია ოცნებების გარეშე ცხოვრება!მიზანი კი მართლაც სტიმულია,რომელიც გვიბიძგებს მუდამ განვვითარდებოდეთ..წინ მივიწევდეთ….

ვაღიარებ ბავშვობიდან  გაუთავებლად ვოცნებობ :)ღამით ,როცა ვარსკვლავებით მოსირმულ ცას ვუყურებდი,წარმოვიდგენდი თითქოს ღამის ლურჯი ჯადოქარი  ჯადოსნური კალათიდან  ამოიღებდა ჯადოსნურ ვარსკვლავებს  და პატარებს გვიგზავნიდა..ეს ვარსკვლავები ანათებდა წარმოსახვას და ოცნებების საბრძანისში გადაყავდა..რაზე აღარ ვოცნებობდი,მაშინ ჩემი ოცნებები მართლაც ბავშვური და სუფთა იყო,მათ ასრულება არ ეწერათ..

მახსოვს,  ჯემალ ჯაყელის ,,კაეშნის ღამის სანთელი”ს წაკითხვის შემდეგ აბიბოსავით მეც დავიწყე ოცნება ,მეპოვა სიყვარულის ნიჭი და მერე ყველასთვის დამერიგებინა..ყველას გულები სითბოთი და სიყვარულით ამევსო..

მერე დარდების შემგროვებლობა მინდოდა…..მინდოდა ყველა ტკივილი,ყველა დარდი ერთად შემეგროვებინა,მერე სკივრში ჩამეკეტა და აღარასოდეს გამომეშვა…ეხ..ახლაც არ ვიტყოდი უარს ამ ოცნებებზე..მაგრამ ვიცი განუხორციელებელია 😦

გავიზარდე და ჩემი ფერადი ოცნებებიც გაიზარდნენ..თითქოს გაფერმკრთალდნენ,პრაგმატულობით შეიმოსნენ…მაგრამ მაინც ათას რამეზე ვოცნებობ….

აი,რა მინდა გავაკეთო,სანამ ცოცხალი ვარ….

  • მინდა შევიცნო საკუთარი თავი…უფლის მიერ ჩემთვის ბოძებული ტალანტი აღმოვაჩინო და გავამრავლო…..

  • მინდა ვიპოვნო საკუთარი ადგილი სამყაროში….

  • მინდა გავიგო რაშია ცხოვრების აზრი..

  • მინდა ,,სასარგებლო”ვიყო…ადამიანების სამსახურში …

  • მინდა  სადმე ტყეში,ტბის პირას პატარა ქოხი, ,,მტვრიანი,ფურცლებგაცვეთილი წიგნებით,სანთლებით,ყავის მადუღარათი და ბუხრით”…მწვანე ვაშლს შევპირდი და აუცილებლად დავპატიჟებ ყავაზე 🙂


  • კიდევ მინდა ჩემი ქოხის მახლობლად ტბა იყოს და ულამაზესი მდელო…. სრული სიმშვიდე და ბევრი ფიქრი….


  • მინდა  მთელი საქართველო ფეხით,სოფელ_სოფელ მოვიარო….განსაკუთრებით ტაო_კლარჯეთი …


  • ფ ე რ ე ი დ ა ნ ი….ცისარტყელას ქვეშ გამოვიარო…. ;(  ♥

  • ჰო..კიდევ მინდა მონტანიოლაში მოვხვდე…ჰესეს სახლმუზეუმი დავათვალიერო….♥მერე მის საფლავზე მივიდე და არაუკარიებით შევამკო…

  • მინდა  ალუბლების ხეივანი გავაშენო….როგორც იაპონიაშია…♥

  • მინდა ერთი ცხენი მაინც მყავდეს….თეთრი..თეთრას დავარქმევ….


  • კიდევ..იცით რა მინდა?ეს ოცნებაც არაა,სურვილთა სურვილია…იერუსალიმში მინდა …მაცხოვრის თითოეული ნატერფალი მინდა მოვილოცო….

  • მინდა ყველას იმედები გავამართლო….

  • კიდევ…. ბევრი..ბევრი რამ მინდა….

  • ვისაც გული ვატკინე..ნებით თუ უნებლიეთ..ყველას მოვუშუშო ჭრილობები და შეცდომები გამოვასწორო…

  • მინდა მზის სხივები დავაგროვო,სითბოთი და სიყვარულით ავივსო,მერე  გულის კარი ფართოდ გავაღო და  ყველას ვუწილადო…♥ ♥ ♥


  • კიდევ…მინდა ეს ოცნებები ამისრულდეს…

ვიცი, რომ ანატოლი ფრანსივით არასოდეს ვიფიქრებ….მე არ მექნება მოყირჭების გრძნობა თუ ოცნებები ამიხდება.. 😀 და იმასაც არ ვფიქრობ რომ,,ცხოვრება ცარიელი ნატვრაა…”(ა.ფრანსი) ცხოვრება ყველაფრის მიუხედავად მშვენიერია..თუნდაც ოცნებები არ ახდეს….და მიუღწეველ ლტოლვად დარჩეს..მერე რა…

ვიდრე ცოცხალი ვარ…ვიდრე პირში სული მიდგას ….მინდა ყოველ ცისმარე დღეს უფალს მადლობას ვწირავდე ყველაფრისათვის….თითოეული წამისთვის რომელიც  მაჩუქა…

  • მინდა ყველა ,ყველა ბედნიერები იყოთ  და ოცნებები აგსრულებოდეთ….

მადლობა ანის რომ ამაფარფატა და ოცნების ბრწყინვალე ,ფერადოვან სხივებს ამაყოლა.. 😀  ♥ ♥ ♥

ოცნებების საამო და ტკბილმა სიომ ყველას ჩამოუქროლა..აღარ ვიცი ვინ დავთაგო..თითქმის ყველამ დაწერა…მოდი,ვისაც სურს ყველამ დაწეროს…





ნუ შემაქებთ….(უაზრო და მეტისმეტად გულწრფელი პოსტი)

მეგობრებო…

მეზობლებო..

ნათესავებო….


მასწავლებლებო.


დიდებო და პატარებო…


ბიჭებო და გოგონებო..


ერთი თხოვნა შემისრულეთ….

(blush)


ნუ შემაქებთ!!!

გეხვეწებით….ალბათ უცნაურად გეჩვენებათ ჩემი თხოვნა..მართლაც სულელურად ჟღერს.. 🙂 მაგრამ მართლა ვამბობ..მეტიც,სულაც არ მინდა ამას ვწერდე,მაგრამ ისე ცუდად ვარ, განცდებს ვეღარ ვიტევ..

შეიძლება არც კი დამიჯეროთ, მაგრამ ქება საშინლად მოქმედებს ჩემზე….მთრგუნავს და ძალას მაცლის…მაშინებს….საშინელებაა,როცა შენგან ბევრს ელიან და ყველა დარწმუნებულია შენში…თავად კი ხვდები,რომ არაფერიც არ ხარ.. 😦  უბრალოდ ქარის ქროლვა ხარ..სიცოცხლის წამიერი გაელვება და … მეტი არაფერი…

ისინი კი გაიძულებენ, გიბიძგებენ მუდამ განვითარდებოდე…სულ ძიებაში იყო და მიღწეულით არასოდეს კმაყოფილდებოდე…სულ წინ მიიწევდე…ეს ერთი მხრივ კარგია,რა თქმა უნდა ,მაგრამ მომაბეზრებელია…დამღლელია…ძალას გაცლის..განადგურებს….

სოციალური მოლოდინი..აი რა გვაიძულებს ადამიანებს განვვითარდეთ…მუდამ წინ მივიწევდეთ..რომ არა ის ,შეიძლება არც კი ვიზრუნებდით ამაზე…უბრალოდ ცხოვრებით დავტკბებოდით…გავაკეთებდით იმას, რაც თავად გვსურს და სიმშვიდესაც ვპოვებდით…

არ ვიცი…ეგებ ზედმეტად ვფიქრობ სხვების შეხედულებებზე..ზედმეტად განვიცდი….ან ამაყი ვარ…იმდენად ამაყი,რომ არ მინდა ,,სხვებს” იმედები გავუცრუო და ამისთვის საკუთარ ოცნებებზეც კი ვამბობ უარს…არ ვიცი.. 😦  უბრალოც ვხვდები ,რომ ასე აღარ შეიძლება გაგრძელდეს….დავირალე..  😦

ტყუილად გაქვთ დიდი იმედები….ერთი ჩვეულებრივი,დაკომპლექსებული ადამიანი ვარ….

, ,გაქუცული ტრამალის მგელი” და მეტი არაფერი  😦

ნუ შემაქებთ…..ნუ დაამყარებთ იმედებს ჩემზე…..მომეცით საშუალება თვითონ ავირჩიო რაც მინდა……

მინდა დავისვენო…გავთავისუფლდე და აღარ ვფიქრობდე….ყველაფერი უფლის ნებაა,მან უწყის რაც იქნება….არ ღირს ზედმეტი ტვინისჭყლეტა და თავპირის მტვრევა….

უბრალოდ მეც მინდა ვიპოვნო საკუთარი თავი …

მეტი არაფერი….


არეული ფიქრები…მონატრება .. და პოსტი ,რომელსაც სახელი ვერ მოვუფიქრე…


,,ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს….” მთელი დღეა ეს სიტყვები მაქვს აკვიატებული…. გონება იმეორებს და იმეორებს…ბავშვობაში…სიამტკბილობაში,სითბოსა და სიყვარულში მითრევს….აზრები იფურჩქნებიან და ლამაზ მოგონებებად იშლებიან… რაღაც შეიცვალა…არა!რაღაც კი არა ბევრი რამ…..სამყარო?! არა..სამყარო არა..ცვლილება ჩემშია…მე  შევიცვალე…მაშინ ყველაფერს სხვაგვარად ვუყურებდი..სხვა სიხარულით მიხაროდა და სხვა ტკივილით მტკიოდა….ირგვლივ სიმშვიდე და სისუფთავე სუფევდა..ყველაფერი ფერადი იყო და….დიიდი….ჰო…დიიდი….. ამ ფიქრებში გართული დავხეტიალობდი უსაყვარლეს ადგილებში და ყველაფერი სხვანაირად მეჩვენა… _     როგორ გამოცვლილა… ნუთუ ეს ისაა?ის ხე,რომელიც  ბუმბერაზი მეგონა..მაშინ ხომ თვალსაც ვერ ვუწვდენდი…..ეს გვირაბი,რომელიც იმდენ საიდუმლოს ,იმდენ განცდას და ემოციას აღვიძებდა ,რაღატომაა ასე უფერული და რეალური…მიწიერი….რამდენი რამ მაკავშირებდა მასთან..მთელი ბავშვობა იქ ,გამოქვაბულთან ჩამომჯდარმა გავატარე…იქ ვფიქრობდი..ვფანტაზიორობდი..ჭინკა–ფიქრებთან ერთად დავხეტიალობდი შინაგან ლაბირინთებში…ნუთუ ყველაფერი ასე გაცამტვერდა? ჰო….ყველაფერმა ფერი დაკარგა თითქოს…არა..გრძნობა დაკარგა..მაშინ ხომ ხეებს,ყვავილებს..ბალახებსაც კი ველაპარაკებოდი..მათი გაგება შემეძლო თითქოს…..ახლა მე შევიცვალე…..ჰო და ყველაფერი იმიტომ ჩანს ასე უფერულად…გავიზარდე…….და მეც დამავიწყდა რომ ოდესრაც ბავშვი ვიყავი… :–( ერთხელ ერთმა ადამიანმაც ეგ მითხრა…..ბავშვობა დაგავიწყდაო…..  :–( მართლა ასეა…მეტიც..მე კი არა ,მგონი ყველას თუ არა,ძალიან ბევრ ადამიანს დაავიწყდა ოდესღაც ბავშვი რომ იყო…გავწყვიტეთ კავშირი ბუნებასთან..სამყაროსთან…და ყველაფერს მუქი სათვალეებით ვუყურებთ….. მუდამჟამს  ახალახალი პასუხისმგებლობით ვიბოჭებით და მთავარი და არსებითი გვავიწყდება…..ამიტომაც განვსხვავდებით პატარებისგან..რომლებიც ჩვენთან შედარებით ნათლად ხედავენ ყველაფერს…. ,, ადამიანები ჩქარი მატარებლებივით დაქრიან, მაგრამ თვითონაც არ იციან რას დაეძებენ. ამიტომაა, რომ მოსვენება დაუკარგავთ და აქეთ-იქეთ აწყდებიან, მაგრამ ამაოდ… მარტო ბავშვებმა იციან რასაც დაეძებენ. ისინი თავს ევლებიან ჭინჭის თოჯინას და ამიტომაა იგი ასე ძვირფასი მათთვის და თუ ვინმემ მათ თოჯინა წაართვა, მწარედ ტირიან. . .” არა,რა უცნაურები არიან ეს დიდები!!!!! აღარ მინდა დიდობა….მინდა ბავშვი ვიყო ისევ….თავისუფალი..ლაღი და  სუფთა….მინდა ზედაპირულობისგან განვთავისუფლდე და ყველაფერი სიღრმისეულად შევიგრძნო….მინდა, ისევ იმ ჩემ სამყაროში…საზღაპრეთში ვხეტიალობდე..მინდა ღამით იდუმალ ცაზე პატარა უფლისწულის ვარსკვლავს კვლავ ვეძებდე…..კვლავ ვთხზავდე იდუმალებით მოცულ,ფანტასტიკურ ამბებს  გვირაბზე…..მინდა ისევ ვკრეფდე ბაბუაწვერებს და ვნატრობდე….მინდა …   ჰო.. მინდა…


ვინ ვარ მე?

ახლა ,,დღიურთან” წავაწყდი საინტერესო რამეს…რამდენნაირი სტატუსი გააჩნია ადანიანს   …ცოტა ,,კორექტივები ” შევიტანე და.. :–) მაშ ასე:ვინ ვარ მე?

ადამიანი

დედამიწელი

ევროპელი

მართლმადიდებელი

კავკასიელი

ქართველი

აჭარელი

ბათუმელი

შვილი

და

შვილიშვილი

დისშვილი

ძმისშვილი

დეიდაშვილი

მამიდაშვილი

ბიძაშვილი

მამიდა :–)

დეიდა:–)

ნათლული

ნათლია

მეზობელი

მეგობარი


კურსელი

კლასელი

სტუდენტი

bsu-ელი :–)

სემინარიელი

ბლოგერი

მოდერატორი

ავტორი :–)

ვაი–მხატვარი :–(

ვითომ მწერალი  :–(

მომავალი იურისტი :–)

არშემდგარი ჟურნალისტი :–(

მედავითნე

მკითხველი

ბიბლიოთეკაფილი:–)))))

ბლოგერომან–ბლოგეროფილი :–))))))

გამოუსწორებელი ოპტიმისტი

მეოცნებე

შემგროვებელი

მაძიებელი ..

ფილოსოფიაზე და ფილოსოფოსებზე შეყვარებული…

დროის მფლანგველი

ცოტა ჭკვიანი

ცოტა ნიჭიერი

ცოტა მშიშარა :–(

ცოტა აბეზარი :–(

ხანდახან ,,ფროილაინ ლაქლაქა” :–))))))))….

ვეღარ ვიხსენებ..:–( მერე დავამატებ :–))))))

ხო მართლა…ალუბლებზე,მზეზე,სითბოზე და სიყვარულზე შეყვარებული….


ვთაგავ ყველას ვისაც სურს დაწეროს…. :–)

ჩემი სამყარო

ესაა სამყარო,სადაც ვცხოვრობ მე..იქ ..შორს..ყველაზე სევდიან

,მაგრამ ლამაზ ვარსკვლავზე…

ჩემი საყვარელი საქმიანობა არის” წიგნების ჩხრეკა” ,რომელიც

არასოდეს მომბეზრდება და კიდევ ჭინკა–ფიქრებთან ერთად ხეტიალი

შინაგან ”მე”–ში…უმისამართოდ…..