არეული ფიქრები…მონატრება .. და პოსტი ,რომელსაც სახელი ვერ მოვუფიქრე…


,,ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს….” მთელი დღეა ეს სიტყვები მაქვს აკვიატებული…. გონება იმეორებს და იმეორებს…ბავშვობაში…სიამტკბილობაში,სითბოსა და სიყვარულში მითრევს….აზრები იფურჩქნებიან და ლამაზ მოგონებებად იშლებიან… რაღაც შეიცვალა…არა!რაღაც კი არა ბევრი რამ…..სამყარო?! არა..სამყარო არა..ცვლილება ჩემშია…მე  შევიცვალე…მაშინ ყველაფერს სხვაგვარად ვუყურებდი..სხვა სიხარულით მიხაროდა და სხვა ტკივილით მტკიოდა….ირგვლივ სიმშვიდე და სისუფთავე სუფევდა..ყველაფერი ფერადი იყო და….დიიდი….ჰო…დიიდი….. ამ ფიქრებში გართული დავხეტიალობდი უსაყვარლეს ადგილებში და ყველაფერი სხვანაირად მეჩვენა… _     როგორ გამოცვლილა… ნუთუ ეს ისაა?ის ხე,რომელიც  ბუმბერაზი მეგონა..მაშინ ხომ თვალსაც ვერ ვუწვდენდი…..ეს გვირაბი,რომელიც იმდენ საიდუმლოს ,იმდენ განცდას და ემოციას აღვიძებდა ,რაღატომაა ასე უფერული და რეალური…მიწიერი….რამდენი რამ მაკავშირებდა მასთან..მთელი ბავშვობა იქ ,გამოქვაბულთან ჩამომჯდარმა გავატარე…იქ ვფიქრობდი..ვფანტაზიორობდი..ჭინკა–ფიქრებთან ერთად დავხეტიალობდი შინაგან ლაბირინთებში…ნუთუ ყველაფერი ასე გაცამტვერდა? ჰო….ყველაფერმა ფერი დაკარგა თითქოს…არა..გრძნობა დაკარგა..მაშინ ხომ ხეებს,ყვავილებს..ბალახებსაც კი ველაპარაკებოდი..მათი გაგება შემეძლო თითქოს…..ახლა მე შევიცვალე…..ჰო და ყველაფერი იმიტომ ჩანს ასე უფერულად…გავიზარდე…….და მეც დამავიწყდა რომ ოდესრაც ბავშვი ვიყავი… :–( ერთხელ ერთმა ადამიანმაც ეგ მითხრა…..ბავშვობა დაგავიწყდაო…..  :–( მართლა ასეა…მეტიც..მე კი არა ,მგონი ყველას თუ არა,ძალიან ბევრ ადამიანს დაავიწყდა ოდესღაც ბავშვი რომ იყო…გავწყვიტეთ კავშირი ბუნებასთან..სამყაროსთან…და ყველაფერს მუქი სათვალეებით ვუყურებთ….. მუდამჟამს  ახალახალი პასუხისმგებლობით ვიბოჭებით და მთავარი და არსებითი გვავიწყდება…..ამიტომაც განვსხვავდებით პატარებისგან..რომლებიც ჩვენთან შედარებით ნათლად ხედავენ ყველაფერს…. ,, ადამიანები ჩქარი მატარებლებივით დაქრიან, მაგრამ თვითონაც არ იციან რას დაეძებენ. ამიტომაა, რომ მოსვენება დაუკარგავთ და აქეთ-იქეთ აწყდებიან, მაგრამ ამაოდ… მარტო ბავშვებმა იციან რასაც დაეძებენ. ისინი თავს ევლებიან ჭინჭის თოჯინას და ამიტომაა იგი ასე ძვირფასი მათთვის და თუ ვინმემ მათ თოჯინა წაართვა, მწარედ ტირიან. . .” არა,რა უცნაურები არიან ეს დიდები!!!!! აღარ მინდა დიდობა….მინდა ბავშვი ვიყო ისევ….თავისუფალი..ლაღი და  სუფთა….მინდა ზედაპირულობისგან განვთავისუფლდე და ყველაფერი სიღრმისეულად შევიგრძნო….მინდა, ისევ იმ ჩემ სამყაროში…საზღაპრეთში ვხეტიალობდე..მინდა ღამით იდუმალ ცაზე პატარა უფლისწულის ვარსკვლავს კვლავ ვეძებდე…..კვლავ ვთხზავდე იდუმალებით მოცულ,ფანტასტიკურ ამბებს  გვირაბზე…..მინდა ისევ ვკრეფდე ბაბუაწვერებს და ვნატრობდე….მინდა …   ჰო.. მინდა…


14 thoughts on “არეული ფიქრები…მონატრება .. და პოსტი ,რომელსაც სახელი ვერ მოვუფიქრე…

  1. ბოლომდე ვცდილობ შევინარჩუნო ის ბავშვური მხიარულება რაც გამაჩნია,მაგრამ რაც უფრო დრო გადის მიჭირს ვგრძნობ და ძალიან ცუდია😦 არ მომწონს ეს ყველაფერი,შენი პოსტი კი შესანიშნავია..❤

  2. კი მართლა მასეა..თითქოს ბავშვობა უფერულდება და თანდათანობით გვეცლება ხელიდან…..
    გაიხარე..ვეცადოთ შევინარჩუნოთ ბავშვობა…. :–)

  3. მე კი მგონია, ამ პოსტს რომ წერი, ზუსტად მაშინ იყავი ბავშვი ;* = ) , ბებერი კი მაშინ ხარ როცა, წარსულში უფრო მეტ სიხარულს ნახულობ, ვიდრე მომავალში. ცხოვრება ხანმოკლეა ! , მე კი მგონია ცხოვრების ყველაზე “გენიალური” დრო > “ბავშობაა” = და საიდან მოდის ბავშობა ? ბავშობა ჩვენ სულშია, ბავშობა ჩვენ გონებაშია მოგონებად, მაგრამ საწყისი საიდანაც მოდის ეს ჩვენი სულიერი განცდებია.

    “არა აქვს აზრი ასაკს და წონას,
    არც შავს, არც ქერას,
    კაცი არ ინდობს,
    მაგრამ თვალების მაგიჟებს ფერი,
    თითქოს მუმიად გადავიქეცი,
    ამ პირამიდამ კი დამიმონა.”

    ბავშობა პირამიდას წააგავს, პირამიდული სამყარო გაგაჩნია, არ გაქვს 4 კედელი რაზეც ფიქრობ, ასაკის მატებასთან ერთად ვხვდებით რომ უნდა ვიზრუნოთ 4 კედელზე < ჩვენი სამკუთხედი, ოთხკუთხედად იქცევა, აი ! ზუსტად ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ოთხი კუთხის ნაწილია ის სამი ! სამი კუთხე, საიდანაც მოვდივარ, ბავშობა გენიალურია ! და ამავდროულად წიმინდაც, როცა ადამიანი ანგელოზად ევლინება, – აწმყოს კი თავად ირჩევს. = )

    ამასთან დაკავშირებთ, მე [კურტ ვონეგუტის – უტოპიის მანიფესტი] < ეს ნაწერი მომწონს, როცა ჩვენი მთავარი საფიქრალი სხვა რაღაც–რუღაცეებზეა გართული, კარგად აქვს ასახული კურტს ეს = )

  4. :* ნეტავ? მართალი ხართ..მართლაც ბავშვობა არსად მიდის,ის ჩვენს სულში,ჩვენს გონებაში რჩება..უბრალოდ სადღაც შორს კუნჭულში მიყუჟული..და ჩვენზეა დამოკიდებული დავუბრუნდებით თუ არა…
    რა საოცარია..მართლაც პირამიდას ჰგავს ბავშვობა..დამაინტერესა ,,უტოპიის მანიფესტმა”თუ მოვიძიებ აუცილებლად წავიკითხავ…:)
    უღრმესი მადლობა ასეთი კომენტარისთვის…

  5. და რა გგონია, ,,დიდი” ხარ? უემოციო ,,დიდი”, რომელიც ვერასდროს დაინახავს სპილოგადაყლაპულ გველს, რომლისთვისაც მთვარე მხოლოდ ციური სხეული დარჩება და მანქანა/რობოტი ცხოვრების იდეალი..
    მე კი მგონია, შენ სწორედ რომ ბავშვი ხარ, ოღონდ გაზრდილი ბავშვი. მერე რა, ეკზიუპერიც დიდი იყო, მაგრამ გული ჰქონდა სუფთა…
    მთავარიც ეს არის. უმანკოების შენარჩუნებას უნდა ვეცადოთ, თორემ დროის სვლა იქნებ ცუდი სულ არ არის:)))
    ‘დიდი, მაგრამ გულით ბავშვი…’

  6. როგორ მომეწონა…,,დიდი მაგრამ გულით ბავშვი!”🙂
    იცი , იყო პერიოდი ,თითქოს ბავშვობა მიყუჟული იყო სადღაც გულის უშორეს კუნჭულში…მაგრამ მგონი მართლა დავიბრუნე..🙂 🙂 🙂
    გაიხარე!

  7. აღარ მინდა დიდობა….მინდა ბავშვი ვიყო ისევ….თავისუფალი..ლაღი და სუფთა….

    მეც მინდა….მინდა არანაირი პასუხისმგებლობა არ მქონდეს არავის წინაშე და ყველაპერი რასაც გავაკეთებ ბავშობას მიაწერონ….

  8. ბავშვობა, ეს პერიოდი ალბათ ყველაზე ახლოსაა სასუფევლის მდგომარეობასთან. ეს ცხოვრება კი მოგზაურობას გავს ათასგვარი განსაცდელებით აღსავსეს, მაგრამ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით შინ. იქ, სადაც სიხარულით მიგვიღებენ და სადაც მოუთმენლად გველოდება ჩვენი ზეციური მამა. და იქ ვიქნებით ბავშვებივით უშფოთველები და უზრუნველები. ამიტომ, როცა ბავშვობის სურათები გადაიშლება ჩვენს თვალწინ, ვთქვათ, რომ ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ამ მდგომარეობას, ოღონდ ჯერ ეს გამოცდები (განსაცდელები) მოვილიოთ ღვთივსათნოდ და უფალს სათნო ვეყოთ. შეგვეწიოს უფალი ყველა კეთილ საქმეში!

  9. გულის სიღრმეში მგონი ყველა ბავშვია, უბრალოდ ზოგჯერ ცხოვრება ამას გავიწყებს….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s