მზიანი სიზმარი

ფიქრების ზღვაში ვბანაობდი..იქ ისეთი ბავშვური,ლაღი ვიყავი…თავის უფალი!!!აქ მხოლოდ ფიქრების უკიდეგანო,კამკამა ზღვას ვხედავდი…ზღვა თითქოს წყნარი იყო,მაგრამ ეს გამჭვირვალე ტალღები იმოდენა იყო!აიზიდებოდა ცისკენ..მერე დგაფუნით ისევ თავის წიაღს უბრუნდებოდა….



შორს…შორს…ვეებერთელა ,ულამაზესი ყვითელი დედოფალივით მოაბიჯებდა მზე…საოცრება იყო მისი ცქერა! ულამაზესი ,გრძელი ,ოქროსფერი დალალები ზღვას ეფინებოდნენ…ამ აზვირთებულ ტალღებში დაცურავდნენ.ისეთი ლამაზი იყო!

–აი,სხივი მეც შემეხო!


ისე მომეფერა! ისეთი სითბო ვიგრძენი!ეს აუხსნელი გრზნობა იყო! მე მას ხელიც კი შევახე….ისეთი ფაფუკი იყო….მართალია მზისფერი იყო,ყვითელი,მაგრამ მომეჩვენა,რომ ზღვასავით გამჭვირვალე იყიო…მზის თმას მზის სუნი ასდიოდა…ამ  სურნელებამ გამაბრუა ,სამყაროს შეგრძნება დავკარგე,..მასთან ვიყავი..მისი თმები ჩემ ბავშვურ სხეულს შემოხვეოდა..მზე მე მეფერებოდა..მინდოდა ამეხედა მისთვის..ბავშვური თვალები მივაპყარი,მაგრამ თვალი ვერ გავუსწორე…ისეთი ლამაზი…ისეთი მზისფერი..ისეთი უმანკო და სათუთი იყო!

– არა! ამ სილამაზეს ვერ დავიტევ!

თვალი მოვაშორე..მეტკინა…ადამიანს არ ძალუძს ასეთი სიდიადის..ასეთი ნათების დატევა…მას ხომ ზეადამიანური სილამაზე აქვს…მზე! მზე! ზე! სახელიც ისეთი აქვს…ზეციური..ზეადამიანური…ზეთბილი..ეს მზეა!


ტალღები შემეხნენ…მეფერებოდნენ..პაწია ხელებს ვიქნევვდი და ვეთამაშებოდი.ისეთი ცელქები არიან..მგონია,რომ მათ ჩემთან თამაში სიამოვნებთ..ასე დიდხანს ვიქნებოდი დედას რომ არ დაეძახა.ისე მინდოდა მათთან თამაში..დავუმეგობრდი…ჩვენ ხომ ერთნაირები ვართ,ბავშვები და თანაც ანცები :–) ნაპირისკენ კვლავ ტალღები მიმაცილებენ..ჩემი მეგობრები…

უცებ დედის შეშფოთებულ თვალებს შევეფეთე.დედას ასე პირველად ჩავხედე თვალებში..ისეთი ლამაზი თვალები ჰქონდა!შავი..გიშრისფერი..გარს წამწამთა ლაშქარი შემოხვეოდა.წამწამები იცავდნენ ჩემი საყვარელი დედიკოს თვალებს…ისე მიყვარს ეს თვალები! მსოფლიოში ასეთი ლამაზი თვალები არავის აქვს!ეს ორი,შავი ტბა ისე მიცქერის….ამ მზერაში ისეთი სითბო და სიყვარულია ჩაქსოვილი!მართალია,მუქი იყო დედიკოს თვალები,მაგრამ მე ვხედავ…ვხედავ ,რომ ეს თვალები სარკესავით გამჭვირვალეა…მე დედის თვალებში საკუთარი თავი დავლანდე…მის თვალებში ისეთი ლამაზი და კარგი ვჩანვარ!სინამდვილეში კი როდი ვარ ასეთი..დედის თვალებში დანახული საკუთარი თავი მომეწონა…

დედა შეშფოთებული მიცქეროდა…მერე გულზე მოეშვა,გულში ჩამიკრა…სითბო ვიგრძენი..გავინაბე…ასეთი სითბო მაშინაც კი არ მიგრძვნია მზე რომ მეფერებოდა!დედიკოს რაღაც ”ზემზიური” სითბო ქონდა… ანაზდად ხალხური ლექსის სტრიქონები გაკრთა გონებაში:  ”მზე დედაა ჩემი”…


არა! მე სხვაგვარად ვიტყვი!

”დედა მზეა ჩემი!!!!!”

მართალია დედას მზისფერი კულულები არა აქვს,მაგრამ მისი შავი თმები მზისფერ კულულებზე თბილია!

უცებ დედის ალერსიანი ხმა ჩამესმა….გამოვერკვიე.

–შვილო,რა მოხდა…ძილში ბორგავდი და ლაპარაკობდი…

_ არაფერი..უბრალოდ ძალიან თბილი და მძიანი სიზმარი ვნახე…..

დედიკო თბილი,ფუმფულა ხელებით მეალერსება თმებზე.ჩემს სახეს დედიკოს თვალებში კვლავ ვხედავ…აქ სხვანაირი ვარ…ისევ ბავშვური,უმანკო და საყვარელი…დედა კვლავ მეფერება…ბუთხუზა,თბილ თითებს ჩემს თმაში ამოძრავებს ,როგორც ბავშვობაში….

– დე! ჩემთან დარჩი!…გემუდარები..როგორც პატარაობისას..გულში ჩამიკარი და შენი ხელი შუბლზე დამადე….

ბედნიერი ვარ..დედა კვლავ ჩემთანაა..მე მასთან..ასე განაბულებს მთელი ცხოვრება შეიძლება გვეძინოს….მის სხეულს მივეკარი და კიდევ ჩამეძინა….