ჩემზე…


ვფიქრობ რა დავწერო..ძალიან რთულია საკუთარ თავზე წერა….ერთი ჩვეულებრივი გოგონა ვარ….არაფერი განსაკუთრებული..როგორც ყველას მეც მაქვს საკუთარი სამყარო,საკუთარი შეხედულებები….

არ მახსოვს რომელმა ფილოსოფოსმა თქვა:”მსოფმხედველობა ესაა ფანჯარა,რომლითაც ვხედავთ სამყაროს”…მეც მაქვს ასეთი ფანჯარა,საიდანაც ვუმზერ გარესამყაროს და ჩემეულად აღვიქვამ.


ამას წინათ ,დედაჩემის მეგობარმა ასეთი სახელი შემარქვა”გოგონა ზღაპრებიდან ” მერე ოდნავ შეცვალა და ”გოგონა წიგნებიდან ” მიწოდა…რაღაცნაირად მომეწონა ეს სახელები,თითქოს მოვისადაგე…

რაც თავი მახსოვს ,სულ ჩემს სამყაროში,საზღაპრეთში ,საწიგნეთში ვხეტაიალობ…თითქოს მოწყვეტილი ვიყავი სამყაროს,თანატოლებს და საწიგნეთში ვხეტიალობდი..იქ მყავდა მეგობრები ჰეკლბერი ფინი,ტომ სოიერი,ემილი,პეპი,თიმ ტალერი…და მრავალი სხვა..მე მათთან ერთად ვიზრდებოდი…მერე ჩემში ახალი პერსონაჟები გაჩნდნენ..მათ უკვე მე ვქმნიდი..იქ,ჩემ ნაწერებში ვიყავი სულ..ჩემ ცხოვრებას ვაზღაპრებდი და ზღაპრებს რეალობად ვაქცევდი…

პირველი მოგონება რაც ბავშვობიდან გამომყვა და ჩემს ცნობიერებაში აღიბეჭდა, არის  ის,რომ ერთხელ საწიგნეზე სქელი,წითელი წიგნი შევამჩნიე,დედას არ მოვეშვი სანამ არ ვათქმევინე ვისი წიგნი იყო,მან  მითხრა ,ეს გოდერძი ჩოხელის წიგნიაო…მას მერე ეს წიგნი შემიყვარდა,თუმცა ჯერ კითხვაც კი არ ვიცოდი :–)     მერე კი ,როცა კითხვა ვისწავლე და გავიზარდე ”თევზის წერილები”ჩემ სამაგიდო წიგნად იქცა.ახლა უკვე მეც მინდოდა დარდების შემგროვებელი ვყოფილიყავი…მიმეწერა წერილები ნაძვებისთვის….


მერე გაჩნდნენ სხვა მწერლები..სხვა წიგნები….დედა სულ მიყვიროდა უყურდღებო ხარო,რამეს როცა გეუბნები არ მისმენო..ისიც მითხრა ყურის ექიმთან უნდა მიგიყვანოო…მე კიდევ ყრუ კი არ ვიყავი…ჩემ სამყაროში,საწიგნეთში ვხეტიალობდი…. :–(

მერე კიდევ გავიზარდე….. :–) მივხვდი რომ რეალური სამყაროც არსებობდა და საწიგნეთიდან გამოვიჭყიტე…დედაც იმდენად აღარ მსაყვედურობდა,იმიტომ რომ კარგად ვსწავლობდი….

დადგა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში…უნდა ამერჩია პროფესია..ამაზე იყო დამოკიდებული ჩემი მომავალი….მიყვარდა წერა….ინფორმაციის მოძიება…ყოველთვის ”ინფორმაციის შემგროვებელი ”ვიყავი,ამიტომაც მინდოდა ჟურნალისტობა…ჩემდა საბედნიეროდ ჩავირიცხე სასურველ ფაკულტეტზე,მაგრამ…….იმედები გამიცუვდა…მართალია ოჯახის სურვილით,მაგრამ მაინც საკუთარი ნებით გადავედი სამართალმცოდნეობაზე….ახლა ვეუფლები იურისტის პროფესიას,არ ვიცი რამდენად დადგება ჩემგან კარგი ადვოკატი,მოსამართლე…არც ვფიქრობ   ამაზე,მაგრამ ეს  ვიცი მხოლოდ,რომ თავს სამეცნიერო საქმიანობაში ვხედავ..ასე მგონია ესაა ჩემი სფერო…

პარალელურად სასულიერო სემინარიაშიც ვსწავლობ….აქ სწავლა ,ასე ვფიქრობ ჩემი ყველაზე სწორი ნაბიჯია,რომელსაც არასოდეს ვინანებ….

მყავს მოძღვარი….უსაყვარლესი მამა თეიმურაზი….ვცდილობ ჩემი ცხოვრება მისი კურთხევით და დარიგებებით განვლო….

მყავს უამრავი მეგობარი…მათგან რამდენიმე(ასე ვთქვათ) შესისხლხორცებულია ჩემთან..ისინი ჩემი დები და ძმები არიან…

როგორც ყველას..უამრავი ნაკლი მაქვს…ვცდილობ გამოვასწორო,მაგრამ….

კიდევ რა ვთქვა..ისედაც ძალიან ბევრი მომივიდა….ალბათ თავი შეგაწყინეთ..მომიტევეთ…გრძელი სიტყვის მოკლედ გადმოცემა ნიჭია,მე კი ამ ნიჭს მოკლებული ვარ… :–(

82 thoughts on “ჩემზე…

  1. ძალიან კარგი ადამიანი ხარ. ეს ამ პატარა ავტობიოგრფაიიდანაც ჩანს. წარმატებებს გისურვებ 🙂 შემომიარე ხოლმე ბლოგზე და აუცილებალდ ჩაგამატებ მეზობლებში 🙂 მომწონს შენი ბლოგი

    • მე თქვენს ჩანაწერებს ყოველთვის ვკითხულობ..და ძალიან გაფასებთ))

  2. რა თქმა უნდა, წარმატებები შენს კარიერაში, მაგრამ რომ არ ვთქვა არ შემიძლია.
    რამ გაფიქრებინა იქ ჩაგაბარა?
    არავინ არ გითხრა, რომ შენთვის შესაფერისი პროფესია არ იყო?
    შენ ხელოვნებასთან და მეცნიერებასთან ახლოს საქმიანობა უნდა აგერჩია. იმდენად მეოცნებე და დაბნეული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ.. მაინც, რა გამფიქრებინა ადვოკატობა?
    თბილი ხარ, სითბოს და სიყვარულს ასხივებ.
    იცი, როგორი შთაბეჭდილება დამრჩა? რომ ისევ ისეთივე, ფურცლებზე მოხეტიალე გოგონა ხარ.. მე ისე მიყვარს შენნაირი ადამიანები. ერთი მეგობარი მყავს. თამო ჰქვია(cherry ბლოგზე) შენს ნაწერებს რომ ვკითხულობდი, იმ წუთშივე თამო გამახსენდა. ძალიან გავხართ ერთმანეთს. მგონია, როგორც თამოს უყვარს ყველა, შენც ასე ხარ.

  3. მადლობა გენაცვალე!
    მართალი ხარ…მეც მასე ვფიქრობ,ეს არაა ცემი მოწოდება და სხვებიც აღნიშნავენ ცოდო ხარ ამისთვისო….მაგრამ..როგორც მიწერია ოჯახმა ითამაშა დიდი როლი ჩემი პროფესიის არჩევაში…ხელოვნება და ლიტერატურა მართლაც უსაყვარლესი სფეროა…ჟურნალისტობა მინდოდა,მაგრამ….
    მაინც არ მწყდება გული დიდად…ხელოვნებასთან მაინც შემიძლია ვიყო ახლოს…ვწერო კიდეც…ადვოკატი მგონი არც გავხდები…სამეცნიერო მუშაობას გავაგრძელებ ჩემი პროფესიით…მგონი ჩემი ადგილი იქაა…:)

    მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის….შენც ძალიან კარგი ჩანხარ…:* :* :*

  4. ეს ესაა აღმოგაჩინე :)) იცი, ჩემი თავი გამახსენდა, ქუჩაში თითქმის არ გავდიოდი, სახლში და წიგნებში ჩემი სამყარო მქონდა და იქ უფრო მიხაროდა… ამის გამო უცნაურად ვეჩვენებოდი და ვეჩვენები ბევრს… თითქოს ახლობელი ხარ, სულიერი ახლობელი 🙂 შეცევდები , როცა დრო მექნება, ”წაგიკითხო” ხოლმე 🙂

    • კიდევ ერთი ჩემნაირი :))) გამიხარდი! 🙂 მეც ,, გესტუმრები” აუცილებლად 🙂

  5. = ) სწორად მოქცეულხარ როცა წიგნიერებაში იცხოვრე, დიდი არაფერი დაგიკარგავს, უბრალოდ “მხიარული ბავშობა” , ბავშური ოცნება, ბავშური შეცდომა, და აშ… – მაგრამ, ცხოვრება 1 დიდი წრეა საიდანაც იწყებ ისევ იქ ბრუნდები, გზა 1 არსებობს, აღქმა კი მრავალი, შენ ამ წრეზე მიდიხარ წიგნით, ვიღაცა თოხით, ვიღაცა უბრალოდ მიდის, ისე აინტერესებს ბოლოს რა მოხდება, “უმრავლესობა” კი, ტყუილად მიდის. მომეწონა შენი ბლოგი, მომწონს შენი გულახდილობა, ალბათ ერთერთი წინაპირობაა შენი წარმატების = ) , მომწონს შენი ცხოვრების მიმდინარეობა ასე ვთქვათ “რუსას პატარა სუბ–კულტურა” რომელსაც საფიქრეთი ქვია ;P, გრანდიოზულია ;P, მაგრამ ფიქრი ქაოსია, ქაოსში კი სრული “ჭეშმარიტების” პოვნა რთულია, მე კი ეჭვი არ მეპარება რომ შენ ეს გიჭირს, რადგან სასულიერო ცხოვრებაშიც ჩართული ხარ, იცი რა არის ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებიდან წყვეტ ყველაფერს = ) წარმატებები ! ;* = )

    PS. ძალიან მომწონს ბლოგი = ) ^^

  6. რომ იცოდეთ როგორ გამიხარდა თქვენი კომეტარი..ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ეს.. vannie pooh-ის სამყარომ მომაჯადოვა მგონი,ისე მომეწონა… =)

    ,,რუსას პატარა სუბ–კულტურა” როგორ მომწონს….რა კარგად დაარქვით.. =)
    მართლაც მინდა ჭეშმარიტებიდან გამომდინარე გადავწყვიტო ყველაფერი და არ ვიცი როგორ გამომდის…უფალი მოწყალეა….
    უღრმესი მადლობა!

  7. თვალაცრემლებულმა ჩავიკითხე, ალბათ მუსიკამაც იმოქმედა:))
    იცი რას ვგრძნობ ყველაზე მეტად? სისუფთავეს და სიმსუბუქეს, რომელიც ასე იღვრება ამ თითქოს უბრალო ჩანაწერიდან…
    მიხარია ეს ვარსკვლავი რომ აღმოვაჩინე, ძალიან თბილა აქ:)

  8. sheni sitbo upro xmamagalia vidre am saitis azri 🙂 saocrad sayvareli xar getyoba, cota chemeburi sityvebit vsaubrob sul da tuver gaige pirveli cinadadebis azri araushavs 😀 agprovanebuli var patara da mravlis mtqmeli pirveladi cdit

  9. iks მშვენივრად გავიგე 😀 მადლობა… საიტს რაც შეეხება მართლაც დიდი არაფერი,უბრალოდ აქ ჩემი პატარა სამყარო შევიქმენი,უდროობის გამო კი ბევრი არაფერი დამიწერია… 😦 მინდა ბლოგს უფრო დიდი აზრი ქონდეს ვიდრე ჩემს პიროვნებას..თუმცა რა ვიცი,ცდა ბედის მონახევრეაო..ვეცდები საინტერესო გავხადო 🙂 😀 მადლობა ასეთი საინტერესო და გულახდილი კომენტარისთვის 😀
    რაც შეეხება მუსიკას,ეს keiko matsuis ,,midnight stone”-აა…შეგიძლია youtube-ზეც იპოვო..ასევე http://soundcloud.com/safiqreti/keiko-matsui-15-midnight-stone ამ ლინკზეც 🙂

  10. რა კარგი ბლოგუნა გქონიიაა : )) ძალიან, ძალიან კარგი ხარ : )) წარმატებებბს გისურვებ :*

  11. შენც ძალიან კარგი ბლოგუნა გაქვს:) სითბოთი და სიყვარულით სავსე:)) შენც ჩემო კარგო,წარმატებები..:* :*

  12. მოგესალმებით მეგობრებო და რუშა შენც რატქმაუდა.. 🙂
    რუსა, წავიკითხე დ აის ვიფიქრე რა მაგარი ადამიანი ყოფილა მეტი, მართალია კომენტარები არ გადაიკითხავს ალბატ მომიტევებთ ამ სიზარმაცეს მაგრამ ჩემო რუსა მეც თითქმის შენსავით გავატარე ცხოვრბის 23 წელი, სულ კითხვაში, ბავშობიდანვე 8-9 წლის რომ ვიყავი პირამიდების და ბერძნული მითოლოგია მიტაცებდა, მამაჩემის გახარება უნდ აგენახა პატარა ასაკიდან ბავში წიგნს დიდი ინტერესით როგორ ვკითხულობდი, შემდე უფრო გადავედი ლიტერატურულ შედევრებზე..შემდეგ გადავინაცვლე ეკონომიკაში..ერთი პერიოდი წიგნის კითხვას შევეშვი რადგან ძველ-ბიჭური პერიოდი მქონდა დამდგარი..რამაც2-3 წელი გასტანა მერე მივხდი უბანაში დგომა ბრჟის გამაგრება დ აუაზრო სიგარეტის წევა ნაკლებად მაინტერსებდა და ისევ წიგნებს დუაბრუნდი , მსურდ აეკონომისტობა ძალის-ხმევასაც არ ვიშურებდი, გეპეიში ეკონოიკურ-ინფორმატიკაზც მოვხი მაგგრამ 3 კურსე მივხდი რომ ინფორმატიკა უფრო მაინტერსებს, დავამთავრე ეკონომიური და უფრო მეტ დროს ჩემით ინფორმატიკას ვუთმობ(დი)..ახლა სულ სხვა განხრით ვსწავლობ… მოკლეთ ჩემი ცხორვების ელემნეტბით თავი რომ არ შეგაწყინო მხოლო იმას გირჩევ გულით რისი კეთებაც გსურს მუდამ ის აკეთე.. 🙂

  13. კეთილი იყოს შენი მოსვლა ჩემს საფიქრეთში… იცი ძალიან მომწონს შენი ბლოგი 🙂 ბევრ საინტერესოს ვპოულობ 🙂
    კარგია,მართლაც საინტერესო ცხოვრებით გიცხოვრია…ამას რა ჯობია…მეც მინდა სულ იმას ვაკეთებდე რაც გულით მინდა….
    შეცდომებს არაუშავს,მაინც ყველაფერი გავიგე 🙂

    • გენაცვალე,გატყობ შენც 🙂 იცი,გამოგიტყდები და რამდენჯერ შენი კომენტარი სხვის ბლოგზე წამიკითხავს,მარტო სახელმაც კი ძალიან დამაინტერესა,შემოვიჭყიტე შენთან ,მაგრამ ბლოგის გულდასმით დათვალიერება უდროობის გამო სხვა დროისთვის გადავდე..:( აუცილებლად გესტუმრები კიდევ :))
      რა თქმა უნდა,გეთანხმები,მაგრამ ვფიქრობ გაბედულება და ამბიციურობა მაკლია,ადვოკატს კი ეს თვისებები ძალიან ჭირდება.. 😦
      მეც ჩავიმატებ შენც ბლოგს… ❤ ❤

  14. გენააცვალეე :* ძალიან კარგი ადამიანიიი ხარ ძააალიაან.. წარმატებებს გისურვეებ :*♥ ♥ ♥ უფალიი გოარავდეეეს !! :*:*:* ♥ ♥ ♥ ♥

    • ვაიმე ,დიდი მადლობა ასეთი თბილი კომენტარისთვის:)) ♥ ♥ !შენც უფალს ებარებოდე!

  15. დიდი მადლობა შენ ასეთი თბილი კომენტარისთვის :* ❤ შენც ჩემო კარგო ,წარმეტებები! ახლავე გესტუმრები შენც :))

  16. გამარჯობა )))

    მე ახალი ბლოგერი ვარ და ვიწყებ სწავლას ნელ-ნელა შენ ბლოგს ვკითხულობ და მომწონს იმედია დამიმეგობრდებით და დამეხმარებით…

    ჩემი ბლოგია gogonapoem.wordpress.com

    მე ვწერ ჯერ ჯერობით ჩემს მიერ დაწერილ ლექსებს აქ და მერე ნელნელა იმეიდა ვისწავლი და გავამრავალფეროვნებ ))

  17. გამარჯობა :)) ძალიან მიხარია… 🙂
    მაპატიე შენი კომენტარი გვიან წავიკითხე,დიდი ხანია ვეღარ ვიცილი ბლოგისთვის, მაგრამ აუცილებლად გესტუმრები 🙂
    წარმატებები! 🙂

  18. რა თბილი და გულწრფელია, რაც წავიკითხე, – მომწონს, ძალიან! მომწონს, რომ ასეთი ხარ… ადვოკატი ან მოსამართლე? – რა ვიცი… სამეცნიერო კვლევები კი კარგი მიგნებაა, თუნდაც მაგ სფეროში. ერთი, რაც კეიკოს კომპოზიციასთან ერთად ვიგრძენი, – მესევდიანე, არადა არ უნდა გქონდეს ამის საფუძველი, თითქოს… ღმერთმა დაგლოცოს, მიზნების მიღწევა გაგიადვილოს, მხიარული განწყობა არ მოგაკლოს და ბედნიერი გამყოფოს, რუსა!.. ვისიამოვნე აქაურობით. თუ ნებას დამრთავ, კიდევ გესტუმრები :))) P.S. რომ იცოდე, ეხლა შემთხვევით აღმოვჩნდი აქ.. თუმცა შემთხვევით არაფერი ხდება ამქვეყნად 😉 :))

  19. ტატა, ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარა შენმა ტკბილმა კომენტარმა,ამავსო 🙂 გამათბო ❤
    მინდა ყველას კარგი განწყობა შევუქმნა და მიხარია ,როცა სიამოვნებთ აქ ყოფნა:)

    იცი, სევდიანობის მიზეზი თითქოს არ მაქვს, პირიქით, უფალს უსაზღვროდ ვმადლობ და უამრავჯერაა წუთები ჩემს ცხოვრებაში როცა ბედნიერებისგან გადავსილმა უბრალოდ მინდა ვთქვა,,შეჩერდი წამო!’’.. მაგრამ ვფიქრობ, რაც არ უნდა ბედნიერები ვიყოთ, ყველას გვაქვს ჩვენ ჩვენი სევდა, ალბათ… როგორც ჩოხელი ამბობდა , ადამინად ყოფნის სევდა…..

    უღრმესი მადლობა შენ ასეთი თბილი სიტყვებისთვის… შენც არ მოგკლებოდეს ღვთის მადლი და წყალობა….სიამოვნებით ჩემო კარგო, პირიქით, ყოველთვის სიხარულით ,,გავუმასპინძლდები ’’ თითოეულ მკითხველს…..

  20. რუსა – რაც თვალში მეცა და ყურში მესმის მუსიკა – სევდაა
    ფრანსუაზა საგანს აქვს რომანი ,,სალამი, სევდავ” , შენც ასე ხარ, . ეს სევდა დამთრგუნველია ზოგჯერ არ გინდა დამიჯერე: )))

    რაც შეეხება შენს წიგნების სიყვარულს, რა კარგია რომ ასე გიყვარს ლიტერატურა. მთელი ცხოვრება ჟურნალისტობა მინდოდა, მაგრამ ოჯახის რჩევით ჩავაბარე იურიდიულზე და მეც შენსავით ვეუფლები ამ პროფესიას. და შენსავით ძალიან, ძალიან მინდოდა სასულიეროში სწავლა, მაგრამ ვერ…
    ამდენი საერთოს შემდეგ
    სალამი რუსა
    და შორს სევდავ:*

  21. სალომეა იცი როგორ გამიხარდი? :* ❤
    ჯერ კიდევ არ მაქვს ეს რომანი წაკითხული და უახლოეს დღეებში მინდა წავიკითხო… იცი ყველა ფიქრობს რომ ძალიან სევდიანი ვარ..მაგრამ მთლად ასეც არაა..ტატასაც ვუთხარი წინა კომენტარში ..ყველა ადამინს აქვს თავისი სევდა.. ეს სევდა სხვადასხვაგვარია…ჩემი სევდა…იცი როგორია? ღიმილიანი, იმედიანი, ფიქრიანი….აი გრავატარად რომ მაქვს კლოუნი..მას ღიმილი მიხატული აქვს, ჩემგან განსხვავებით,მე სულ ვიღიმი, სულ …..მართლა:) და უამრავჯერ ბედნიერებისგან ავსილს მიტირია უსაზღვრო სიხარულისგან და სიყვარულისგან….მართლაც არანაირი მიზეზი არ მაქვს იმის, რომ სევდიანი ვიყო..ალბათ ეს უფრო შინაგანია..მელანქოლიკი არ ვარ..პირიქით ფლეგმატური ადამიანის ყველა თვისება მაქვს ლამის…
    ბევრი ,,ვიბოდიალე ’’ ახლა მე 🙂 🙂
    ზუსტად ჩემნაირად… მართლაც , რამდენი საერთო გვქონია 🙂 :*
    ისე მომწონს შენი ბლოგი, ხშირად შემოგივლი :*
    სალამი სალომეა!

  22. მივხვდი, მაგრამ ეს შინაგან სევდა მაინც მოიშორე– მეთქი:* მეც სულ ვიღიმი, მაგრამ თვალები სევდიანი მაქვს, მერე თანდათან გაქრა სევდა. შენთანაც გაქრება:*

  23. ალბათ..ალბათ… :*
    მადლობა დიიდი.. :* ძალიან, ძალიან მიხარია კიდევ ერთი თბილღიმილიანი და მზიანი რომ ვიპოვე…

  24. დიიდი მადლობა!შენც ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ, ღვთის წყალობა არ მოგკლებოდეს…
    ჩემი ბავშვობის მეგობარი? აუ..მაშინ ისიც გეცოდინება რა ცნობისმოყვარე ვარ.. სხელი რატო არ მიაწერე…. ძალიან გამახარებდი….<3 :* :*

  25. კეთილი და რეიტინგინი იყოს ჩემი თითების მიერ კლავიატურაზე აკრეფილი სიტყვები შენს ბლოგზე კომენტარად! 😀
    ახლა კი მთავარი, გამარჯობა! მეც მომეწონა შენი ბლოგი! ჯერ ახალი ვარ და ბევრის ბლოგი არ ვიც(ოდი)ი, სასიამოვნოა იმის გაფიქრება რომ ამ მინი ბიოგრაფიის მქონე ადამინი არსებობს და ჩემთვის პირადად აღმაფრთოვანებელია მენიუში “უბრალო კანუდოსელის” ხილვა, რაც “სამოსელი პირველი” წავიკითხე მუდამ ვეძებ “კანუდოსელებს” და როცა ასეთ სასიმოვნო პოსტებს ვნახულობ ხოლმე ასე ვწერ ხოლმე: “შე ჩემნაიროო” 🙂 🙂 🙂

  26. რუსა სულ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე შენი ბლოგი და ისე ძალიან მომეწონა,რომ სურვილი გამიჩნდა მთლად გადამექოთებინა და და გადამეკითხა აქაურობა.კარგი ადამიანი ჩანხარ და ვფიქრობ რომ შენნაირები სანთლით არიან საძებნელი.ბევრს აღარ ვილაპარაკებ,მხოლოდ საუკეთესო სურვილებით შემოვიფარგლები…წარმატებები 🙂

  27. დიდი მადლობა შენ ასეთი ტკბილი სიტყვებისთვის :* შენც ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ… ღვთის წყალობა არ მოგკლებოდეს! შემოიარე ხოლმე თუ მოგინდება კიდევ ..სიამოვნებით გაგიმასპინძლდები…. სიზარმაცემ დამრია ხელი და ამ ბოლო დროს არაფერი დამიწერია, ასეთი კომენტარი კი მავსებს და სურვილს მიღვიძებს რამე დავწერო… გაიხარე :*

  28. გამარჯობათ,

    მე ვარ ბლოგ http://www.igeorgia.org -ის ავტორი ქარიმან ქიმაძე. მაინტერესებს ხომ არ დაგაინტერესებდათ ლინკების გაცვლა? თქვენ ბლოგროლში დაამატებდით ჩემი საიტის ლინკს, მე კი footer-ში თქვენი საიტის ლინკს.

    ლინკი უნდა გამოიყურებოდეს ასე ბლოგი ekonomica

    ველი თქვენს გამოხმაურებას. ჩემი ელფოსტაა: info@igeorgia.org

    პატივისცემით,
    ქარიმან ქიმაძე

  29. მეც ძალიან გამიხარდი 🙂 ტაძარში ხშირად დადიხარ? მე მედავითნე ვარ, აუცილებლად გეყოლები ნანახი, ან ჩემი ხმა გექნება მოსმენილი 🙂 არაუშავს, ეგ არაფერი 🙂
    ახლავე გეწვევი :*

  30. საკმაოდ ხშირად, ამ ზაფხულში ცოტაჯერ. მაგრამ სკოლის პერიოდში შაბათ–კვირით ჩემს ნათლიას ნინო კოსტავას დავყავარ. პუტკუნა მარიამი იცი?
    მე სუსტი ვარ ძვალი და ტყავი :)))))))) ვერ შემამჩნევდი. იცი თითქოს გამახსენდი.

    • მაშინ რომ იქნები ტაძარში მნახე, ძალიან გამიხარდება..:) ნინო კოსტავას ვიცნობ 🙂 მარიამიც ვიცი..ნინოს უთხარი ჩემზე და გაჩვენებს ჩემ თავს 🙂 :* ძალიან გამიხარდა

  31. ხო მართლა ჩემი მეგობარი ბლოგების პირველი წარმომადგენელი შენ იქნები. :))) გიმეგობრდები. მე გვანცა ვარ.

  32. 🙂 აუცილებლად გაგიცნობ ახლოდან. ძალიან კარგი ადამინი ხარ. 🙂 🙂
    ხო ამ შაბათ–კვირას თუ ნინო წავა მეც წამოვყვები… 🙂 აუცილებლად გაგიცნობ.

  33. მომწონს შენი ბლოგი.. ძალინ კარგად წერ…ხშირად ვსტურობდი შენს ბლგოს და ვეცნობოდი შენს მიერ დაწერილ სიახლეებს….მეც იურიდულზე ვსწავლობ და წარმატებები.. პროფესის მხრივ… შენს ბლოგზე სასიამოვნო გარემოა ძალინ მყუდრო და თბილი 🙂

    • გაიხარე, დიდი , დიდი მადლობაა.. :* ძალიან მიხარია , ჩემი მიზანიც ესაა, მინდა თბილი გარემო იყოს… ❤ ძალიან კარგი, კოლეგები ვყოფილვართ, შენც წარმატებები! გესტუმრები შენც 🙂

  34. შენს ბლოგზე შემოვედი მეთქი რამე სიახლე ხომ არ არის თქო, დავინახე ახალი დიზაინი რომელიც ძალიან მომწონს. სად დამეწერა არ ვიცოდი და აქ გწერ 🙂

  35. 🙂 დიდი მადლობა, მეც მომეწონა და დროებით იყოს სანამ რამე უკეთესს წავაწყდები:)
    სიახლე არ მაქვს სამწუხაროდ… ძალიან იშვიათად ვწერ და ამ სიზარმაცეს ვერაფერი ვუშველე 😦

  36. რუსა, საოცარი ადამიანი ხარ. ყოველდღიურობიდან დაღლილი შენთან შემოსვლა დიდ სულიერ ძალას მაძლევს, უფალი გულში მყავს მუდამ, მაგრამ სულ გადარბენები მაქვს და აქ შემოხედვა ისე მამშვიდებს…. გაიხარე რუსა, სიკეთეს, სითბოს და სიყვარულს ასხივებ, რაც ასე აკლია ჩვენ საზოგადოებას. პირადად არ გიცნობ, მაგრამ ჩემი გულწრფელი სიყვარული დაიმსახურე ….. დიდ ბედნიერებას გისურვებ…

  37. უღრმესი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის, თუმცა არ ვიცი რით დავიმსახურე .. ისე მართლა ძალიან მიხარია აქ შემოსვლა თუ გამშვიდებთ და გათბობთ.. ჩემი მიზანიც და ბლოგის შექმნის მიზეზიც ესაა სწორედ..
    მიხარიხართ…
    თქვენც ასევე ბედნიერებას გისურვებთ.. მუდამ ღიმილიანი და მზიანი, სითბოთი და სიხარულით სავსე ყოფილიყავით….

  38. mixaria shennaeri adamianebis agmochena…sithbothi da siyvarulith vivsebi da sicocxle mindeba…gagaxaros da daglocos ufalma…chemthan imegobreb?…momwonxar…ara ragac axloblurs vgrznob shentan…kadnierebashi nu chamitvli…

  39. ვიფიქრე მეთქი რა? რა? რა? და ეგაა! სიმყუდროვე, მშვიდი ტონი და უხმოდ დაწერილი საკითხავი… განსაკუთრებით ღამით კითხვას აქვს მუღამი.

    გამარჯობა რუსა

  40. წარმატებებს გისურვებ რუსა, მე შენ თანამოაზრედ მიგულე.არც ისეთი ცოტანი ვყოფილვართ და მიხარია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s