გთხოვ, მიმიყვანე ღმერთამდე!


შემოდი!
შენთვის ღიაა ჩემი სულის კარიბჭე,
შენთვის ღიაა ჩემი გულის ბოლო ფეთქვამდე!
შემოგეკედლე…
შემოდი!
და წაიკითხე ჩემი თხოვნის ბარათი:
გთხოვ, მიმიყვანე ღმერთამდე!
ხელი ხელს, სიტყვა სიტყვას,
ლოცვა ლოცვას,
წინ, იმ გზით, რომელსაც დღეს
ღმერთი ლოცავს!
შემოგეკედლე…
შემოდი!
და წაიკითხე ჩემი სულის ჩანახატები,
და დამასწავლე უკეთ ფიქრი და უკეთ წერა.
შემოგეკედლე…
შემოდი!
მომირთე სული უთვალავი სანთლით, ხატებით,
გამილამაზე შენი ლოცვით ეს ჩემი კერა.
თვალი თვალს, ფიქრი ფიქრს,
დარდი დარდს,
თუ შემცივდა, შემოვიცვამ
შენი სულის თარგს.
შემოგეკედლე…
შემოდი!
და მიმეგობრე, რათა “ერთობით დავიმკვიდროთ
სუფევაი ცათაი~.
შემოგეკედლე…
მსურს,
შენთან ერთად გავიარო
დედამიწის ყველა ფერდობი,
ჩემს ხელს გაგებებ,რადგან შენი უკვე აქ არი..

                                                           ავტორი : გვანცა ჯობავა


5 thoughts on “გთხოვ, მიმიყვანე ღმერთამდე!

  1. ირგვლივ სიჩუმეა, ღამის სიწყნარეა,
    ფიქრებიც დადუმდა მგონი,
    ისევ მენატრება შენი სიტკბოება,
    ღმერთო, გევედრები, მოდი…

  2. გაიხარე რუსა, ერთი სათხოვარი მაქვს, დაწერე კომპოზიტორი ვინ არის ამ მუსიკის ფონად რომ აქვს შენს ულამაზეს საფიქრეთს……

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s