ცის იქით…




ცისა ფერს, ლურჯსა ფერს…”-აღმოხდა

გოგონას და აიხედა ზევით, ცისფერ, დაუსრულებელ, უკიდეგანო სივრცეში… მერე თვალები დახუჭა, ხელები ფართოდ გაშალა და იდგა ასე… ცდილობდა შეეგრძნო იმ იმედიანი, სანდომიანი, კეთილი და სიყვარულით სავსე მზერის სითბო… ცდილობდა გულის თვალებით შეეგრძნო და სულის ხელებით ჩაეხუტებინა ცის იქითა სამყარო… მთავარია, გულის ცაზე თბილოდეს… გულის ცაზე თუ მზე არ ანათებს, აბა რომ დაგვიღამდება, რა გაგვინათებს გზას? რომ შეგვცივდება, რა გაგვათბობს? გულის ცის კარი მუდამ ღია უნდა გვქონდეს მ ი ს შემოსაშვებად… ალბათ იგი ამას იგრძნობს, შემოვა ჩვენში და ბედნიერებით სავსეებს დაგვტოვებს მარადის……

ავტორი : ლიზი ბაზერაშვილი

დატოვე კომენტარი