ნუ შემაქებთ….(უაზრო და მეტისმეტად გულწრფელი პოსტი)

მეგობრებო…

მეზობლებო..

ნათესავებო….


მასწავლებლებო.


დიდებო და პატარებო…


ბიჭებო და გოგონებო..


ერთი თხოვნა შემისრულეთ….

(blush)


ნუ შემაქებთ!!!

გეხვეწებით….ალბათ უცნაურად გეჩვენებათ ჩემი თხოვნა..მართლაც სულელურად ჟღერს..🙂 მაგრამ მართლა ვამბობ..მეტიც,სულაც არ მინდა ამას ვწერდე,მაგრამ ისე ცუდად ვარ, განცდებს ვეღარ ვიტევ..

შეიძლება არც კი დამიჯეროთ, მაგრამ ქება საშინლად მოქმედებს ჩემზე….მთრგუნავს და ძალას მაცლის…მაშინებს….საშინელებაა,როცა შენგან ბევრს ელიან და ყველა დარწმუნებულია შენში…თავად კი ხვდები,რომ არაფერიც არ ხარ..😦  უბრალოდ ქარის ქროლვა ხარ..სიცოცხლის წამიერი გაელვება და … მეტი არაფერი…

ისინი კი გაიძულებენ, გიბიძგებენ მუდამ განვითარდებოდე…სულ ძიებაში იყო და მიღწეულით არასოდეს კმაყოფილდებოდე…სულ წინ მიიწევდე…ეს ერთი მხრივ კარგია,რა თქმა უნდა ,მაგრამ მომაბეზრებელია…დამღლელია…ძალას გაცლის..განადგურებს….

სოციალური მოლოდინი..აი რა გვაიძულებს ადამიანებს განვვითარდეთ…მუდამ წინ მივიწევდეთ..რომ არა ის ,შეიძლება არც კი ვიზრუნებდით ამაზე…უბრალოდ ცხოვრებით დავტკბებოდით…გავაკეთებდით იმას, რაც თავად გვსურს და სიმშვიდესაც ვპოვებდით…

არ ვიცი…ეგებ ზედმეტად ვფიქრობ სხვების შეხედულებებზე..ზედმეტად განვიცდი….ან ამაყი ვარ…იმდენად ამაყი,რომ არ მინდა ,,სხვებს” იმედები გავუცრუო და ამისთვის საკუთარ ოცნებებზეც კი ვამბობ უარს…არ ვიცი..😦  უბრალოც ვხვდები ,რომ ასე აღარ შეიძლება გაგრძელდეს….დავირალე..  :(

ტყუილად გაქვთ დიდი იმედები….ერთი ჩვეულებრივი,დაკომპლექსებული ადამიანი ვარ….

, ,გაქუცული ტრამალის მგელი” და მეტი არაფერი  :(

ნუ შემაქებთ…..ნუ დაამყარებთ იმედებს ჩემზე…..მომეცით საშუალება თვითონ ავირჩიო რაც მინდა……

მინდა დავისვენო…გავთავისუფლდე და აღარ ვფიქრობდე….ყველაფერი უფლის ნებაა,მან უწყის რაც იქნება….არ ღირს ზედმეტი ტვინისჭყლეტა და თავპირის მტვრევა….

უბრალოდ მეც მინდა ვიპოვნო საკუთარი თავი …

მეტი არაფერი….


18 thoughts on “ნუ შემაქებთ….(უაზრო და მეტისმეტად გულწრფელი პოსტი)

  1. არც მე არ მიყვარს,რომ მაქებენ.პირიქით ყურადღების ცენტრში ყოფნასაც ვერ ვიტან🙂 მაგრამ მგონი გულის სიღრმეში მაინც ყველას გვსიამოვნებს ხოლმე )

  2. კი გეთანხმები,გულის სიღრმეში კიდეც გვსიამოვნებს..მაგრამ იმდენად მაკომპლექსებს ეს ქება აღარაფრის გაკეტება აღარ ძალმიძს მერე 😦

  3. ”როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები ისეთი აღარ ხარ,როგორიც სხვებს უნდიხარ”(რ .ინანიშვილი)

  4. საკმაოდ განვსხვავდებით.
    მე ძალიან მიყვარს ქება, ზედმეტადაც კი.
    თუ ადამიანისგან ყოველდღე არ მოვისმინე, რომ კარგია, როგორ გიხდება, რა კარგად გამოიყურები, რა კარგი ნაწერია, რა კარგი იდეები გაქვს და ზოგადად რა კარგი ხარ, საერთოდ ყველაფერს ესმევა ხაზი, მიფუჭდება ხასიათი, ვხდები მოწყენილი და პესიმისტი. მეგობრები მეუბნებიან, ნარკომანზე უარესი ავადმყოფი ხარო.
    ვერ ვძლებ ქების გარეშე.

    ნუ ფიქრობ ასე.
    მემგონი, ძალიან გულჩათხრობილი ხარ.

  5. აუუუუ, ახალი დიზაინი მაგრად მომეწონა…

    ამ პოსტს რაც შეეხება, ნაწილობრივ მესმის შენი, გარშემომყოფთა მოლოდინზე სადაც საუბრობ იქ განსაკუთრებით…

  6. იგრძნობა გულახდილობა მართლაც. ვისურვებდი გეპოვა შენი თავი რუსა ))

  7. გაიხარე! შენს ბლოგს შევავლე თვალი და მომეწონა..აუცილებლად წავიკითხავ! :)))

  8. ძალიან ძალიან კარგი პოსტია. და ძალიან მაგარი ბლოგია. ძალიან მომეწონა

  9. სამწუხაროა, მაგრამ მეც უნდა შემოგიერთდე😐

    მეც მინდა საკუთარი თავის პოვნა😐

  10. “შეიძლება არც კი დამიჯეროთ, მაგრამ ქება საშინლად მოქმედებს ჩემზე”… ჩემზეც აიი ძალიან მოქმედებს. ვერ ვიტან როცა მაქებენ, ყოველთვის ძალიან ვბრაზდები, როცა რამე საქებარი სიტყვა მესმის. მეც საკუთარი ძიებაში ვარ, მარა ჯერ პროგრესს ვერ ვგრზნობ. ყოველდღე რაღაც ახალი მინდა, ყოველთვის რაღაცით უკმაყოფილო ვარ😦 და ესეც ძალიან მთრგუნავს. იმედია შენც იპოვი შენს თავს და მეც. wish u good luck :*

  11. გაიხარეეეეე….მჯერა მალე იპოვი საკუთარ თავს და პროგრესსაც თვალნთლივ დაინახავ და იმედი მაქვს მეც..🙂 უკმაყოფილების გრძნობა კარგია,საკუტარი გამოცდილებიდან მივხვდი…ეს სულ გიბიძგებს წინ იარო….Thanks :* :* Best wishes to you… :*

  12. დაი შენ გაიხარე… როგორ არ უნდა შეგაქოს ხალხმა მართლა საქებარი რომ ხარ… შენნაირი ადამიანები იშვიათია… ძალიან ძალიან ნიჭიერი და სულით უთბილესიადამიანი ხარ… შენს იმედზე ყოველთვის იქნებიან, შენ ხო მათი სტიმული ხარ… დაი უფალმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს…მიყვარხარ… 🙂🙂🙂

  13. დაიიი..ასე ნუ მაქებ და ნუ მაწითლებ…..დაი მეც ძალიან,ძალიან მიყვარხარ და ეგ იცი შენ,მაგრამ….ზედმეტს მაქებ მართლა….არაფერიც არ ვარ…..😦😦😦😦😦 შენც უფალმა დაგლოცოს!

  14. მე კიდევ პირიქით, შექება საერთოდ არ მაძლევს განვითარების სტიმულს🙂

  15. 😀 გაგიკვირდება და გეთანხმები…კი მიწერია სოციალური მოლოდინი..შექება გიბიძგებს განვითარდებოდე მეთქი,მაგრამ საბოლოოდ ვფიქრობ ,ეს სტიმული კი არა, გამანადგურებელი იარაღი უფრო ხდება მგონი😦

  16. zusti xar, rac me ar mitqvams is shen daamate, yvelaze cudi, ara ucudesi ra aris ici? ai amden adamians namdvilad ar gauxardeba sheni kargi, xoda ro ici rom zogi bogmit elis shens warmatebas da erti suli aqvs mere sacershi gagataros eg gishlis adamians nervebs, ise ki martla aravis ar unda miaqcio yuradgeba, mec imden rameze vtqvi ukve uari, roim nevebi meshleba, sakutari tavi marioneti mgonia xolme:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s