აღმოსავლეთის ქალები სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში

ქალს უძველესი დროიდან მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა საზოგადოებაში.როცა პირველყოფილი ადამიანები გაერთიანდნენ გვარებად ,გვარში წამყვან როლს ქალი თამაშობდა.კაცობრიობის ისტორიაში ამ პერიოდს მატრიარქატი ეწოდა.მეურნეობის განვითარებამ ნელ–ნელა დააწინაურა მამაკაცი,ახლა უკვე ის ასრულებს წამყვან როლს.ქალები ყოველთვის შეადგენდნენ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს,მაგრამ უმცირესობაში აქცევდნენ.ისინი განიცდიდნენ დისკრიმინაციას,ბევრ ქვეყანაში ქალები ყველაზე დაბალ სოციალურ საფეხურზე იდგნენ.მათთვის მიუწვდომელი იყო როგორც პოლიტიკური,ისე საზოგადოებრივი კარიერა.მაგალითად,მეზობელი აღმოსავლეთის ქვეყნებში პოლიტიკა და ქალი ურთიერთის არაკეთილხმოვან სიტყვებს წარმოადგენდნენ.მთავარი არგუმენტი ,რომელიც ქალებისთვის პოლიტიკური შეღავათების საპირისპიროდ მოჰყავდათ იმ მოსაზრებას ეფუძნება,რომ ეს ჯერ დაასუსტებს,შემდეგ კი დაშლის ოჯახს..

ძველი აღმოსავლეთის ფემინისტური კულტურები


კაცობრიობის ისტორიაში ნეოლითური რევოლუციით დაიცყო ახალი ეტაპი…დედამთავრული გვარი მამამთავრულმა შეცვალა…ამ დროს მამაკაცი ფაქტიურად ორგანიზაცია უწევს მტელ საზოგადოებას,ამ პერიოდში იქმნება კულტურული გმირის –მამრის არქეტიპი.princips civitatis-”პირველი კაცი”აუცილებლად მამაკაცი უნდა ყოფილიყო.

მდედრის როლი გამოკვეთილი იყო,როგორც შთამომავლობის მომცემის  და მომწესრიგებლის..ნეოლითში კი ძალზე განივრცო დედა–ქალღმერთის კულტი.დედა ქალღმერთი უზენაესი ღვთაება იყო,მისგან შობილი ძე– მზე–უნივერსალური…მიწადმოქმედების განვითარებამ წამოსწია საზოგადოებაში ანდროგენული საწყისის განვითარება,ქალს უკვე მამაკაცთან შედარებით თანაბარი სოციალური სტატუსი აქვს..რელიგიაშიც ”გაჩნდა” ქალი..უკვე ქურუმის როლში…

შუამდინარეთის ისტორია იცნობს ქალ მმართველებსაც..ძვ.წ.აღ. მე–3 ათასწლეულში ისინიელი ქალი ვინმე კუგ–ბაბა ტახტის უზურპატორი ხდება.შუამდინარეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობდა დედოფალი ბარანამტრა.აღსანიშნავია,რომ მას ქონდა ქონების და პირადობის დამადასტურებელი საბუთი  და ბეჭედი :–)ასურელი მმართველი ქალი იყო სემირამიდა…

შუამდინარეთის კანონების მიხედვით ,მშობლები თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ შვილებზე.ქალს შეეძლო ყოფილიყო მომჩივანი ან მოწმე.ქალს შეეძლო დაეკავებინა თანამდებობა,ყოფილიყო მწერალი ან სასამართლო კოლეგიის წევრი.ისინი სპორტულ ასპარეზობებშიც კი მონაწილეობდნენ.

საყურადრებოა ჰეროდოტეს ცნობები ლიკიელების სესახებ:

,,ერთი ჩვეულება აქვთ ლიკიელებს და ხალხთა შორის არავის გააჩნიათ მათი მსგავსი .ისინი სახელებს დედის მიხედვით ირქმევენ.თუ მოქალაქე ქალი შეუღლდება მონასთან შვილები კეთილშობილებად ითვლებიან ,ხოლო ტუ კაცია მოქალაქე და ცოლად ჰყავს მხევალი ან უცხოელი ,მაშინ შვილები მოკლებულნი არიან მოქალაქეთა უფლებებს.”

ლიდიელებზე კი ისტორიის მამა გვეუბნება” ლიდიელი ხალხის ასულები ყველანი ეწევიან მეზავობას და ამით აგროვებენ მზითევს..ისინი თვითონ ითხოვებენ თავს..”თანამედროვე მეცნიერთა უმეტესობა მიიცნევს რომ უბრალოდ ეს უცხო იყო ავტორისთვის და გააზვიადა,”თვითონ ითხოვებენ თავს ”უბრალოდ იმას უნდა ნისნავდეს,რომ ისინი თვიტონ ირცევენ მეორე ნახევარსო…

აღმოსავლური ოჯახური ტრადიციები,აღმოსავლეთის ქალთა უფლებები


მუსულმანურმა შარიათმა დააკანონა ახალი კანონები..ეს კანონენები აიძულებდა ქალს კარჩაკეტილ ცხოვრებას ( ჰიჯაბი)

არაბი ქალები ჩადრის შემორებას მათ შორეულ წინაპარს აიშეს უნდა ”უმადლოდნენ”,რომელიც მუჰამედის ულამაზესი ცოლი ყოფილა.თქმულების მიხედვით,მას ერთ–ერთი მოგზაურობის დროს ცოლიც თან ახლდა.ერთ ღამეს იგი გაპარულა და ახალგაზრდა ბედუინთან ერთად დაბრუნებულა.ორივენი არწმუნებდნენ უცოდველობაში,ბედუინმა უამბო თუ როგორ იპოვა გზაზე ღონემიხდილი აიშე ,აქლმზე შესვა და ქმარს მიუყვანა.მუჰამედს მზეთუნახავი ცოლისთვის არაფერი უთქვამს,მაგრამ უბრძანებია ამიერიდან ჩადრში გახვეულიყო.თურმე ამ შემთხვევის შემდეგ დაიწერა ყურანის 24–ე სურა,სადაც ქალის ქცევის წესებია განსაზღვრული.

ასე იყო თუ ისე,ყურანის კანონების მიხედვით მუსულმანი ქალი გამოეთიშა საზოგადოებას…”ჰიჯაბი”ანუ კარჩაკეტილი ცხოვრება ესაა მუსულმანური ეთიკის ნორმების მთელი კრებული ,სადაც წვრილმანებამდეა  დამუშავებული ქალის ცხოვრებისა და ქცევის წესები.

ყურანის მიხედვით გოგოს დაბადება ოჯახში იყო დიდი უბედურება.არაბული ანდაზებიც ამაზე მატყველებენ:

”ვაჟი სიმდიდრეა,გოგო–ზედმეტი ტვირთი”

”გოგო მძიმე ტვირთია”

”შენს გაჩენას ჯობდა ქვა გამეჩინა,იმისთვის მნაინც გამოდგებოდა,რომ თავის ადგილს დაიკავებდა კედლის მშენებლობისას..”

თუ პირმშო გოგო იქნებოდა,ასთ სახელებს არქმევდნენ”ყიზ–ტამანი”(საკმარისია გოგოები),”ბასხანუმი”(მეტი გოგოა  არაა საჭირო),”უღლან ჩერეკი”(ბიჭია საჭირო),”საციტა”(საკმარისია)

როდესაც ქალს ზედიზედ უჩნდება გოგოები ეთიკა ნებას აძლევს კაცს გაეყაროს ცოლს.ბიჭის გაჩენა კი ნამდვილი დღესასწაულია ისლამურ ოჯახში.მას არქმევენ ისლამის ფუძემდებლების ან სახელგანთქმული ადამიანების სახელებს.მათი ტრადიციების მიხედვით უკეთესია ქალიშვილი არ გყავდეს,მაგრამ თუ არის  –ჯობს იყოს გათხოვილი ან  საფლავში…. ( ბარბაროსობაა…:–((  )საქმე იქამდეც მიდიოდა, რომ ბევრ უძველეს ხალხს და მათ შორის არაბებსაც ქონდათ საშინელი,ბარბაროსული ტრადიცია–ახალშობილ გოგონებს ცოცხლად მარხავდნენ! :–(

ძალიან ძნელია თანამედროვე პირობებში ისლამური ტრადიციების დაცვა.ქალს არა აქვს უფლება ესაუბროს უცნობ მამაკაცს,მამაკაცს  კი სამართალი უწესებს,თუ სურთ ესაუბრონ უცნობ ქალს,უნდა იდგეს მისგან მოშორებით და განზე იხედებოდეს,ილაპარაკოს სწრაფად…. ქალის გარესამყარო შეზღუდულია საკუთარი სახლის კედლებით.თუ ქუჩაში გავა,უსათუოდ უნდა გაეხვიოს შავ ჩადრში,რომლის ქვემოთ ახლა უკვე იშვიათად როდი იმალება მოდური კაბა. :–) ისლამში ნებადართულია პოლიგამია….ყურანის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს გაყრის პროცედურას.ეს პროცედურები ძლიერ მოძველებრულია და შეუსაბამოა თანამედროვეობასთან…

შეუძლებელია ასეთი ძველი ტრადიციების დაცვა თანამედროვე ცხოვრებაში,ამიტომ მთელ აღმოსავლეთის სახელმწიფოებში ბოლო საუკუნეების განმავლობაში შეინიშნება ბრძოლა მათ წინააღმდეგ.ირღვეოდა ყოფის ტრადიციული ფორმები და ფასეულობათა სისტემები.რაც უფრო ღრმად შედიოდა ევროპა აღმოსავლეთში,მით უფრო აქტიურად ხდებოდა აღმოსავლური სახელმწიფოების  დაახლოება ევროპულ მოდელთან.დასავლეთმა ახალი სული დანერგა აღმოსავლეთის ცხოვრებაში .ქალებსაც მიეცათ მეტი თავისუფლება,გისოსები თანდათან დაიხსნა და სამყარო ქალისთვის უფრო გაიშალა.

აღმოსავლეთში ქალთა ფემინიზაციისთვის მნიშვნელოვანი იყო მაჰათამა განდის მოღვაწეობა. ის სისტემატურად იმაღლებდა ხმას დიდი ხნის წინათ დამკვიდრებული ქალთა სრული უუფლებობის წინააღმდეგ.მაჰათამა ქალებს ,,მსხვერპლად შეწირულებს” და ,,ტანჯვის განსახიერებას” უწოდებდა.ის მკაცრად გმობდა კასტურ და რელიგიურ ტრადიციებს.მისი მმართველობის დროს საგრძნობლად გაფართოვდა ქალთა უფლებები.ქალები მასობრივად ჩაებნენ განათლების და ჯანდაცვის სფეროში.ის ამბობდა,,ქალი მამაკაცის თანაბარია,მისი თანასწორია ჭირსა და ლხინში,ამიტომ არ შეიძლება მამაკაცთა სათამაშო ტიკინა იყოს.მას უფლება უნდა ქონდეს დაიკავოს სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული თანამდებობები სახელმწიფო აპარატის ნებისმიერ სფეროში.”

განდის იდეების კეთილისმყოფელ გავლენას განიცდიდა ინდირა განდი.ის ერთერთ ყველაზე ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწედ იქცა მსოფლიო ისტორიაში.

რაც შეეხება თურქეთს,აქ ქალები ათა თურქს უნდა უმადლოდნენ მათი უფლებების გაფართოებას.მან შემოიღო ევროპული ნიმუშის სამოქალაქო კოდექსი,რასაც მოჰყვა მრავალცოლიანობის გაუქმება.გაჩაღდა ბრძოლა ჩადრის წინააღმდეგ.ქალებმა მოიპოვეს არჩევნებში მონაწილეობის ,ასევე უმაღლესი განათლების უფლება.შეიქმნა უფასო დაწყებითი და ფასიანი საშუალო და უმაღლესი განათლების სისტემა.დაარსდა თეირანის უნივერსიტეტი.მისი რეფორმების შემდეგ თურქეთი განვითარებულ,ევროპულ სახელწიფოდ იქცა,შეიცვალა მუსულმანი ქალის სტერეოტიპები.

ეს პერიოდი შესანიშნავად ასახა ნობელის პრემიის ლაურეატმა მწერალმა  რიჩარდ ნური გიუნთექინმა  თავის პოპულარულ რომან ”ნარჩიტაში”.ავტორმა ,,ნარჩიტას ”სახით მოახერხა  მკითხველისთვის დაენახებინა თურქი ქალი –ჩადრს მიღმა…

თანდათანობით საბოლოოდ დაიმსხვრა ძველი ტრადიციების ბარბაროსული გადმონაშთები და აღმოსავლეთშიც განმტკიცდა ქალთა უფლებები.ქალებმა დაიკავეს თავისი კუთვნილი ადგილი.მართლაც ქალს მნიშვნელოვანი როლი აკისრია საზოგადოებაში და ის არ შეიძლება დისკრიმინირებული იყოს.ქალი მამაკაცის თანაბარია და ჭირსა და ლხინში მის გვერდით უნდა იყოს.პოლიტიკაში ქალებიცაა საჭირო..ფემინა ფრთხილია,მშვიდობისმყოფელი,ნაკლებ აგრესიული,უფრო მობილური ,ვიდრე მამაკაცი,მეტადაა განწყობილი გადარჩენის გზების ძიებისთვის,მას ყველაზე ექსტრემალურ სიტუაციებშიც კი შეუძლია სწორი გადაწყვეტილების მიღება.თანამედროვე ყოფამ აჩვენა ,რომ ”სუსტი სქესი”არაფერით ჩამოუვარდება ,,ძლიერ სქესს”.ამის ნათელი დადასტურებაა არაერთი პოლიტიკოსი ქალი.მათ ხშირად ,,კაბაში გამოწყობილ მამაკაცებს”უწოდებენ,თუმცა ისინი ჩვეულებრივი ქალევბი არიან,რომლებმაც თავიანთი დაუღალავი შრომით   და წარმატებისკენ სწრაფვით მიაღწიეს მიზანს…შეაღეს პოლიტიკის კარები და დაიკავეს მნიშვნელოვანი ადგილი პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

დღესდღეობით,მართლაც შეიცვალა მუსულმანი ქალი.შავებშიგამოწყობილ შაჰიდ ქალს,რომელიც თავის სილამაზეს მხოლოდ ქმარს უძღვნის და შვილების   აღზრდაა მისი ერთადერთი მოვალეობა,არაფერი აქვს საერთო ნამდვილ აღმოსავლელ ქალთან–საოცრად ბრძენთან,ლამაზთან და თავისუფალთან….ამის ნათელი მაგალითია იორდანიის დედოფალი რანია.რომელსაც ხშირად პრინცესა დიანასაც ადარებენ ქველმოქმედების,ხალხთან ურთიერთობის და დახვეწუილობის გამო.ის სრულები არ შეესაბამება მუსულმანი ქალის შესახებ დამკვიდრებულ შეხედულებებს,ის ჩადრს არ ატარებს,მაგრამ მაინც რცება აღმოსავლელი ქალის იდეალად.ჯერ კიდევ ახალგაზრდაა,განათლება უცხოეთში აქვს მიღებული,ის იორდანიის ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროშია ჩართული.ის სრულიად არაბული სამყაროს პირველ ლედადაც კი აღიარეს.

აღმოსავლეთისთვის დამახასიათებელი უზარმაზარი უფსკრული,რომელიც ქალსა და მამაკაცს შორის არსებობდა დღესდღეობიობით აღარ არსებობს.საზოგადოება მივიდა იმ დასკვნამდე ,რომ ქალის აქტიური როლის გარეშე ქვეყანას მხოლოდ აკლდება…

,,სიბრძნე,სიმამაცე,თანალმობა….თავგანწირვის უნარი–სულის თვისებებია ,სული კი არ არჩევს ფიზიკურად უმწეოს ეკუთვნის თუ ძალმოსილს,არც იმას დაგიდევთ მეფეს ეკუთვნის თუ მონას…ჯადოსნური ჯინივით ბოთლიდან ამოღწევას ლამობს  და განთავისუფლებული სასწაულებს ჩადის…მთავარია საკუთარ თავში პიროვნება აღმოაჩინო!”– წავიკითხე სადღაც…მთავარია იყო პიროვნება და სულაც არა აქვს მნიშვნელობა ქალი ხარ თუ კაცი.,….არ შეიძლება დისკრიმინირებული იყო შენი სქესის გამო….

როგორც რუსთველი ბრძანებს:

,,ლეკვი ლომისა სწორია,ძუ იყოს თუნდა ხვადია”

 

მომზადებულია ზ. კიკნაძის ,,სამი კონტინენტის კონტრასტებზე” , რამდენიმე კვლევაზე და საგაზეთო პუბლიკაციაზე დაყრდნობით.

2006  წელი.