სერიალების ,,სიბრძნე”

ანუ ბრძნული აზრები ,,საპნის ოპერებიდან”

ალბათ გაგიკვირდათ,რადგან ჩემს პოსტს უცნაური სახელი ქვია..მეტყვით, სად სერიალი და სად სიბრძნეო….სიმართლე გითხრათ,სერიალების მოყვარული სულაც არ გახლავართ და არცერთ სერიალს არ ვუყურებ….უბრალოდ ჩემს ცხოვრებაში იყო ეტაპი როცა დავინტერესდი სერიალებით…თუნდაც იმიტომ, რომ  დამებადა იდეა საკონფერენციოდ მომემზადებინა თემა ,,სერიალების სიბრძნე”…მას მერე ჩავუჯექი ცისფერ ეკრანს,მოვიმარჯვე კალამი ,ბლოკნოტი  და ვცდილობდი დამეჭირა,,  საპნის მარგალიტები” :–)

მანამ,სანამ ამ ,,მარგალიტებს”  გაგაცნობდეთ,მოდით მივყვეთ სერიალების ისტორიას…

დედამიწაზე მილიონობით ადამიანი ცისფერ ეკრანებთან  მოუთმენლად ელის  ამა თუ იმ სერიალის მორიგი სერიის დაწყებას.თვლიან ,რომ სერიალი ერთგვარი ნარკოტიკია,რომლის ზეგავლენისგან გატავისუფლება ძნელია.სერიალის მიმზიდველობა დაუმტავრებელი თხრობის მანერაში მდგომარეობს.მსოფლიოში სერიალების გმირებს აღმერთებენ,ლამის ოჯახის წევრებად თვლიან.მიუხედავად უზარმაზარი პოპულარულობისა,დღეს ტერმინი ,,საპნის ოპერა” მეორეხარისხოვანი,დაბალი გემოვნების და ინტელექტის მანიშნებელია.თვით ტერმინი,,საპნის ოპერა” მე–20 საუკუნის 30–იან წლებში გაჩნდა.მაშინ ერთერთ რადიოში მზადდებოდა დადგმები,რომელსაც ასპონსორებდა საპნისა  და სარეცხი საშუალებების მწარმოებელი ფირმები.ფილმის შემქმნელები ცდილობდნენ დიასახლისების ყურადრება სხვადასხვა სარეცხი საშუალებებისადმი მიეპყრათ.

პირველი საპნის ოპერა ეტერში 1930 წელს ჩიკაგოს რადიოში WGN-ში გავიდა.ეს იყო ყოველდღიური შუადღის გადაცემა  სახელწოდებით ,,ფერადი სიზმრები”.თხრობითი მანერა შთაგონებული იყო ძალიან პოპულარული,კომედიური დადგმიდან,,Amon’s Andy”,რომელიც ჩიკაგოელ შავკანიანთა ცხოვრებას ასახავდა.

მალე გამოჩნდა ტელევიზიაც.Procter and Camble-მა დააფინანსა ეს პროექტიც.1950 წელს გავიდა პირველი სერიალი ,,პირველი ასი წელი”,მსახიობები პირდაპირ ეთერში თამაშობდნენ.დროთა განმავლობაში ტ საპნის ტერმინი ,,საპნის ოპერა”მხოლოდ სატელევიზიო სერიალებს შემორჩა.60–იან  წლებში სერიალების ისტორიაში მოხდა გადატრიალება.აგნეს ნიქსონმა გადაიღო მაღალმხატვრუკლი,ხარისხიანი სერიალი.80–იან წლებში,,დალასს”, ,,დინასტიას” 300 მლნ.ზე მეტი მაყურებელი უყურებდა.დღესაც,ყველაფრის მიუხედავად ,,საპნის ოპერა რჩება ერთერთ პოპულარულ ჟანრად.

მიუხედავად იმისა,რომ ტერმინი ,,სერიალი”დაბალი ინტელექტის მაჩვენებელია ,,,საპნის ოპერებიდანაც შეგვიძლია ვისწავლოთ რამე და ცოტაოდენი სიბრძნეც აღმოვაჩინოთ.პერსონაჟებს არაერთხელ უთქვამთ ჭკვიანური ფრაზები.

ალბათ გაგიკვირდებათ და ტელენოველა ,,კლონში” უამრავი ჭკვიანური ფრაზა დავიჭირე.

  • ,,დედამიწა ოცნების წყალობით ბრუნავს,რეალობას თუ არ დაემორჩილე ,ოცნება გადაგყლაპავს..”
  • ,,თვალები არასოდეს ტყუიან..”
  • ,,,სიყვარული ლამაზ გველს ჰგავს,ტკივილის გარდა არაფერი მოაქვს..”,მიზნის მისაღწევად ზალისხმევაა საჭირო”
  • ,,ვინც ამქვეყნიურ გრძნობებს ემალება დიდი მოცეკვავე ვერასოდეს გამოვა..”
  • ,,ადამიანი ცნობისმოყვარე რომ არ იყოს და ყველაფრის ამოხსნის სურვილი არ ჰქონდეს მეცნიერება ვერ იარსებებს..’‘
  • ,,მეცნიერება მხოლოდ დაშვებული შეცდომების ხარჯზე მიიწევს წინ.”
  • ,, დიდი მიზნის მისაღწევად მსხვერპლი უნდა გაიღო,თორემ მიზანს ვერ მიაღწევ.”
  • ,,სხვის შეცდომებზე იშვიათად თუ ვინმე სწავლობს,ჯობია საკუთარ შეცდომებზე ისწავლო.”
  • ,,ბუნება მსხვერპლის გარეშე ვერ იარსებებს,დანაკლისი დროთა განმავლობაში ივსება,ქმნილება კი რჩება”
  • ,,დედამიწაზე დროებით ვართ,მოვალთ აქ და წასასვლელს სემდეგ ვპოვებთ..”
  • ,,მეცნიერის ყველაზე დიდი სასჯელი მისი გულის გარდაცვალებაა”
  • ,, გულს თუ უსმინე მხოლოდ შორს ვერ გაფრინდები”
  • ,,დრო მდინარეს ჰგავს,არ ჩერდება ,მუდამ მიედინება”
  • ,,ადამიანი ფიქრისთვის არის გაჩენილი”
  • ,,დღეს გადადგმული არასწორი ნაბიჯის გაბათილება ხვალ კარი საქციელით შეიძლება.”
  • ,,აკრძალული სიყვარული სამარადისოა!”
  • ,,ქუჩაზე გადასვლისას ფრთხილად უნდა იყო და არა მარტო ქუჩაზე  გადასვლისას,ცხოვრების გზაზეც დიდი სიფრთხილე გვმართებს..”
  • ,,თვალები არასოდეს      ტყუიან..”
  • ,,როცა წარსულს ვიხსენებთ,იმაზე უკეთესად გვეჩვენება ,ვიდრე სინამდვილეში იყო..”
  • ,,ბავშვები მშობლების გამო არ უნდა იტანჯებოდნენ..”
  • ,,სიყვარული..ეს ერთგვარი ჩვევაა..”

  • ,,ადამიანები წყალივით ცვალებადნი არიან,წყალი კი გამუდმებით მიედინება”
  • ,,მამაკაცი გემს ჰგავს,ნავსაყუდელი სჭირდება ,თუ არადა ზღვაში დაიღუპება”
  • ,,წარსულში გადადგმული არასწორი ნაბიჯი აწმყოში ტვირთად გვაწვება”
  • ,,ცუდ ჩვევებს ადვილად ეჩვევი”
  • ,,დალევ თუ არა მაშინვე სასმელის მონა ხდები”
  • ,,გარეგნობით არასოდეს უნდა იმსჯელო”
  • ,,სიყვარული გრძნობების გარეშე,იგივეა ,რაც ზღვა ტალღების გარეშე..”
  • ,,ბედნიერების პოვნა ძალიან ძნელია”
  • ,,ყველა სასიყვარულო ამბის ბოლო მხოლოდ ღმერთმა იცის…”
  • ,,არასოდეს არ უნდა ჩაიქნიო ხელი საკუთარ ბედნიერებაზე”
  • ,,სინდისი მიუკერძოებელი  მსაჯულია,რომელსაც ვერსად წაუხვალ”
  • ,,მამაკაცის გულს ცრემლებით ვერ დაიპყრობ,მამაკაცი თვალებით უნდა მოაჯადოვო..”
  • ,,შეცდომების აღიარებას დიდი გამბედაობა ჭირდება”
  • ,,ბედნიერება–ესაა იმის კეთების შესაძლებლობა რაც გსიამოვნებს…”
  • ,, შენი სინდისი სიმართლეა და შენი ბედის მწერალი”
  • ,,ოჯახის სიმტკიცე ქალზეა დამოკიდებული,მას შეუძლია ოჯახი ააყვავოს ან დააქციოს..”
  • ,,თუ ადამიანს ცხოვრებაში არარაფერი შერჩა,მის ცხოვრებასაც აზრი ეკარგება”
  • ,,ქმარი მხოლოდ საფეხურია იმ დიდი ბედნიერებისკენ ,რომელსაც შვილები და ოჯახი ჰქვია”
  • ,,ცხოვრება ყოველთვის ვარდის ბაღს როდი  ჰგავს..”
  • ფიცხი ცხენი დაღით იცნობა ,შეყვარებული ჭაბუკი კი–  თვალებით”

 

  • ,,ადამიანი ვერაფერს შექმნის ისეთს რაც ღმერთს შეუქმნია,ვერაფერს ისე მაღალს,როგორიც ცაა,ვერაფერს ისე უხვს,როგორიც წყალია და ვერაფერს ისე ლამაზს ,როგორიც დედამიწაა…”
  • ,,წარსული და მომავალი ვერასოდეს შეხვდება ერთმანეთს,ბრძენი ისე ცხოვრობს ყოველი დღე უკანასკნელად მიაჩნია”
  • ,,ოცნება რეალობიდან გამომდინარეობს,ცხოვრების თავდაყირა დაყენება შეუძლია”
  • ,,ამქვეყნიური სიამოვნება წარმავალია”
  • ,,დრო ღმერთის მსახურია,ის ბევრ რამეს ცვლის,რაც წინათ გაკეთებულა ის თავიდან შეიძლება გაკეთდეს”
  • ,,ხუთი წუთის მერე რა მოგვივა ეს მხოლოდ ღმერთმა იცის…”
  • ,,სიყვარული ძალას მაგრად გვმატებს,რეალობა კი მათრახს მაგრად იქნევს..”
  • ,,შიშს დიდი თვალები აქვს,რისიც გეშინია იმას ხედავ..;”
  • ,,ის კარი არ უყნდა გააღო ,რომლის დაკეტვაც არ შეგიძლია”
  • ,,სიძულვილი ცუდი იარაღია,ბოღმა კარგი მრცეველი არაა..”
  • ,, ენა უძვლოა,რასაც გინდა იმას იტყვის”
  • ,,შეცდომების აღიარებას დიდი გამბედაობა ჭირდება..”
  • ,,როცა რაღაცის გჯერა,უდაოდ მიაღწევ..”
  • ,,ტკივილს უნდა მოერიო,რომ ბედნიერება მოიპიოვო”
  • ,,ცხოვრება არც ისე საამურია,რომ საშინლად ვაქციოთ..”
  • ,,ოსტატობა წლებთან ერთად მოდის..”
  • ,,ჩვენი ცხოვრება ხომ უსიამოვნებათა უწყვეტი ჯაჭვია,მთავრდება ერთი იწყება მეორე,ასე იყო მუდამ და ასე იქნება ახლაც..”
  • ,,ყვალა ისე აღგიქვამს,როგორც შენ ხედავ საკუთარ თავს..”
  • ,, ტანსაცმელი მხოლოდ ფასადია,ყველაზე ღირებული კი შიგნითაა,სულში და გულში”
  • ,,ტანსაცმლით გვცნობენ და ჭკუით გვაფასებენ..”
  • ,,სიყვარული ყინული არ არის ,ის არ ქრება,მან შეიძლება შენს გულში სამუდამოდ დაიდოს ბინა”
  • ,,ბედნიერება მოუხელთებელია და კარებზე დაკაკუნებაც არ სჩვევია”
  • ,,ცხოვრება ენერგიაა,ის არ იცვლება,ცხოვრება იქმნება!”
  • სიყვარული და სიძულვილი ერთი ჯიშის მხეცები არიან,გვაიძულებენ შეუძლებელი შევძლოთ…’

ახლა კი რუსული ტელენოველის ,,საბრალო ნასტიას” ,,მარგალიტებს” შემოგთავაზებთ :–)

  • ,,ცხოვრება  ეშმაკის დადგმული კომედიაა,რაღაც ზღაპარი..მხოლოდ ქარის ხმა..სხვა არაფერი……”
  • ,,ცხოვრების ხელოვნება სიძნელეების გადალახვის ხელოვნებაა..”
  • ,,ადამიანები ქვები არ არიან,გრძნობები გააჩნიათ..”
  • ,,ცხოვრების განსაცდელს ვერავინ აირიდებს თავიდან”
  • ,,სიყვარული ვარსკვალავურ მტვერს გვამსგავსებს და ვბრწყინავთ კიდეც..”
  • ,,ადამიანებს ,რომელთაც საერთო მოგონებები აერთიანებთ ერთმანეთისთვის უცხონი ვერასდროს იქნებიან”
  • ,,ტკივილის გარეშე სიყვარული არ არსებობს,სიყვარული ცრემლებით მტკიცდება”
  • ,,ადამიანები საკუთარი ღირსებებით უნდა დაფასდნენ და არა  წინაპრების..”
  • ,,თეატრში ნიჭიერი მსახიობები ყოველთვის როლებზე მეტია.”
  • მწუხარებას მხოლოდ ცრემლებით ვერ უშველი”
  • ,,სისასტიკე სხვისი ცხოვრების ჯოჯოხეთად ქცევაა”
  • ,,ჯობია სასიამოვნო სათქმელი დროულად თქვა ,თორემ მერე შეიძლება ვეღარც კი მოახერხო ”
  • ,,სიყვარული მარტო ნეტარება არ არის..”
  • ,,ეჭვი სიყვარულს კლავს..”
  • ,,ცხოვრებაში ჭადრაკის მსგავსად უამრავი საშუალება არსებობს,რომ გაიმარჯვო!”
  • ,,სჯობს სიყვარულს მისდიო და არა ვნების ცეცხლს აჰყვე,რომელიც სწრაფად იწვის და მალე ქრება..სჯობს უკმარისობით დატკბე…”
  • ,,დუმილი ტყუილს არ ნიშნავს,მაგრამ დუმილიდან სიცრუემდე ცოტაღა რჩება..”
  • ,,გალიაში გამომწყვდეული ბულბული კანარის ჩიტად ვერ იქცევა..უბრალოდ გალობას შეწყვეტს..”
  • ,,ვნება გფიტავს,სიყვარული კი გამიშვიდებს…”

,,  მოჯადოება”-”incantesimo”

  • ,,სიყვარულის მიღება ყოველთვის იოლი არ არის..”
  • ,,ახალ შენობას ზოგჯერ პირდაპირ ნანგრევებზე ასენებენ..”
  • ,,ვინც რისკავს და არ ეშინია სულელია..”
  • ,,ფოტოაპარატი მიკროსკოპს ჰგავს,რომელიც სულს ხედავს..”
  • ,,პრობლემებს კი არ უნდა დაემალო,უნდა გადაჭრა!”
  • ,,ადამიანი მუდამ მარტოა..მზის სხივისგან განგმირული..მერე კი საღამო მოდის..”
  • ,,ადამიანები იცვლებიან,მათ ცხოვრება ცვლის..”
  • ,,ქორწინება შენობასავითაა,რაც დრო გადის უფრო მაღლდება და უამრავი სართული ემატება..”
  • ,,იმ ადამიანებმა უფრო იციან ცხოვრების ფასი ,ვინც ტანჯვა გადაიტანეს და ცხოვრებაც უფრო უყვართ..”
  • ,,ყველაზე კეთილშობილი ხელოვნება ლამაზად ცხოვრების ხელოვნებაა..”
  • ,,ძლიერი სიყვარულის ყველას შურს..”
  • ,,ზოგჯერ ცხოვრება ისე ცვლის ადამიანს ,რომ სეიძლება ვეღარც კი იცნო..”
  • ,,სიყვარული სულთა ერთობლიობაა!”
  • ,,ამქვეყნად ორი რამ არსებობს,სიკეთე და ბოროტება,ერთი უნდა ეძიო,მეორეს კი თავი უნდა არიდო.”
  • ,,აი,რა სჭირდება სამყაროს,მეტი სიყვარული და ნაკლები ეგოიზმი!”
  • ,,მუდამ წარსულზე ფიქრს მხოლოდ ტკივილი და წყენა მოაქვს.”
  • ,,სიმდაბლეს ზღვარი აქვს,რომლის იქითაც ზღვარი არ არის..”

ექიმს პაციენტები აოსტატებენ..”

,,ჭირვეული ანასტასია”

  • ,,ცხოვრება ერთი დიდი შარაგზაა..უფლის წყალობით კი პატარ–პატარა დაბრკოლებებს ვაწყდებით”
  • ,,მსხვერპლის გაღების უნარი სიყვარულის ერთერთი დამამტკიცებელი საბუთია”
  • ,,ცხოვრება იმედს მაშინ გვაძლევს როცა არ ითხოვ”
  • ,,თუ გზაზე სიკეთეს დავთესავთ,ფინალი აუცილებლად ბედნიერი იქნება”
  • ,,ყველაფერში პოზიტიური უნდა ვეძიოთ.”
  • ,,იმისთვის ,რომ ბრწყინვალებას მიაღწიო,მოთმინება უნდა იქონიო!”
  • ,,იდიოტი ინგლისურადაც იდიოტია!” :–)
  • ,, სიყვარული ერთადერთი დაავადებაა,რომელსაც ალოეთი ვერ განკურნავ ”:–)
  • ,, ნუ მოუშლი კრაზანებს ბუდეს თუ არ გინდა რომ დაიკბინო ”
  • ,,ფრთხილ კაცს ღმერთი იცავს”
  • ,,ბედნიერება ზეციდან არ მოდის,ამაზე თავად უნდა იზრუნო”

ახლა კი უბრალოდ ,,ყურწამოკრული   ფრაზები” სხვადასხვა       სერიალებიდან :–)

  • ,,ტკივილმა შეიძლება დიდ ადამიანად გაქციოს.”
  • ,,ოდესმე ნებისმიერი მექანიზმი ფუჭდება,ჩვენი ტვინი კი მექანიზმის.”
  • ,,ადამიანმა შეიძლება იცოცხლოს ჭამის,სმის გარეშე ,მაგრამ ერთგულების და სიყვარულის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია..”
  • ,,უბედურება ქორივით დაგაცხრება,ხელის განძრევასაც ვერ მოასწრებ..”
  • ,,სილამაზე მხოლოდ სავიზიტო ბარათია,ცხოვრებას აიოლებს პირველი შთაბეჭდილება”
  • ,,მხედარი ტვინია,ცხენი კი გული..აი რა კავშირია მათ შორის..” (?)
  • ,,სისადავე კარგია,მაგრამ უბადრუკობა არა!”
  • ,,სიყვარული მდინარეს ჰგავს..მასში ორჯერ შესვლა შეუძლებელია!”
  • ,,სიყვარული ბრმაა..ყველა ნაკლს ფარავს და სასურველ თვისებად აქცევს..”
  • ,,დრო ყველაფრის მკურნალია,დღე დრეს მიჰყვება და ჭრილობებიც შუშდება..”
  • ,,წვიმას ყოველთვის მზე მოყვება,გვირაბის ბოლოს ყოველთვის სინათლე ჩნდება ,ქარიშხალს კი სიმშვიდე მოსდევს…”
  • ,,ახალგაზრდობა ქარია,გემის იალქანი კი გამოცდილება,ძლიერმა ქარმა შეიძლება ეკიპაჟი ჩაძიროს..”
  • ,,თავიდან ყველას თვალით გვიყვარს,მერე კი გულით ვიწყებთ ყურებას”
  • ,,მთავარია ადამიანის შიგნით რა არის,შოკოლადს რომ ვჭამთ ,ლამაზ ქაღალდს ვაგდებთ,მთავარია შიგნით რა გემო აქვს.”
  • ,,ჩირადა არ ღირს ის სიყვარული,თვალები ცრემლით თუ არ აგივსო”
  • ,,უსიყვარულოდ ცხოვრებს სიზმარს ჰგავს,რომელსაც მალე ივიწყებენ ან მარცვალს,რომელიც არ გაღვივდა.”
  • ,,ცხოვრება დიდი მასწავლებელია,არ უნდა დანებდე,ფერფლიდან უნდა აღდგე და წინ იარო!”
სულ ეს იყო….ჩემი ,,ნამოღვაწარი” :–) როგორც გითხარით სერიალებს არ ვუყურებ ,მაგრამ იყო დრო(5–6წლის წინ) როცა ვუყურებდი რამდენიმე სერიალს..ან ოჯახში უყურებდნენ და…ჩემი ჩვევაა, ყოველთვის ვაგროვებ რაღაცას..განსაკუთრებით ბრძნულ აზრებს,სიტყვებს..მუდამ კალმით და ფურცლით ვარ და ყველაფერ საინტერესოს ვინიშნავ…ასე შევაგროვე ეს ყველაფერი…

7 thoughts on “სერიალების ,,სიბრძნე”

  1. ზოგჯერ მართლა ბრძნულ რაღაცას ამბობენ. სხვათშორის მეც კარგი ხანი ვიყავი მიჯაჭვული მერე ანიმეებისკენ გადავიხარე და ასე მოვშორდი

  2. rusa pirvelad vxvdebi sheni saxit sxva adamians romelmac serialebshi margalitebi agmoachina.. dzalian ai dzaliian dzalian bevri cxovrebiseuli brdznuli da lamazi prazaa serialebshi, bevric chamiweria.. madloba rom am temas yuradgeba miaqcie da sxvebsac mieci sashualeba dainaxon es margalitebi..

  3. gaixare sayvarelooo..martlac dzalian bevri cxovrebiseuli,brznuli gamonatqvemi ,,damicheria” serialebshi….martalia ,axla agar vuyureb magram,vtvli adre rom vuyurebdi mgoni tyuilad ar chauvlia amas :-)ris madloba,gaixareeeeeeee ,madloba shen aseti shefasebistvis :-*

  4. რუსა რამდენი გიმუშავია: )))
    საპნის ოპერა რატომ ექვა ამ ისტორიის წარმომავლობა არ ვიცოდი და შენმა პოსტმა განმანათლა: ))
    არის სერიალები, რომლებსაც სიამოვნებით ვუყურებდი, განსაკუთრებით იტალიურს, ამერიკულს, ,,ნიკიტა”, ,,ჯაშუში”, ,,სასწრაფო”, ,,ელიზა” და რა ვიცი ბევრი იყო.
    ბრაზილიურ და მექსიკურ სერიალებს არ ვწყალობ. ჩემი მამაო მეუბნება ,,თუ სერიალებს უყურებ, არ გაზიარებო” : )) ბოლომდე ვერ ვიცავ, მაგრამ ვცდილობ დრო არ დავკარგო მათზე: ))
    გეთანხმები, რომ სერიალიდან ბევრი კარგი რამის სწავლა შეიძლება, უბრალოდ კარგი და ცუდი სერიალში 20/80 % –ზეა.

  5. არც ისე😉 იცი ჩვევად მაქვს ხოლმე..ყურწამოკრულ ფრაზებსაც კი ვიწერ ხოლმე თუ მომეწონება…სახლში ყველგან კალმები და ფურცლებია;)))) ამ სერიალებიდან რამდენიმეს საერთოდ არ ვუყურებდი, უბრალოდ შემომესმა და რადგან მომეწონა ჩავინიშნე :)) იცი ეს რამდენი ხნის წინ იყო? მგონი მე-9 თუ მე_10 კლასში..ახლა არათუ სერიალზე, ტელევიზორზეც არ შემიხედია რამდენი ხანია :))) დროის უქონლობის და უკვე უინტერესობის გამოც ალბათ….
    ეგ სერიალები არ ვიცი, მაგრამ იტალიური სერიალებიდან ,,მოჯადოება’’ ძალიან მიყვარდა, ახლაც რომ იყოს ალბათ სიამოვნებით ვუყურებდი, საუნტრეკიც ძალიან მაგარი აქვს…
    მართალი ხარ… ისე ახლა ვფიქრობ სერიალებზე დროის კარგვა ნამდვილად არ ღირს და ალბათ მოხუცებულობამდე აღარ შევხედავ :)) მერე რა საქმე მექნება და შეიძლება ცისფერ ეკრანს დროის მოსაკლავად დავუბრუნდე :)))
    ახლა გადავხედე და რამდენი შეცდომა მქონია პოსტში, მერე გავასწორებ🙂

  6. ძალიან საინტერესოა, მართლა ბევრი გიშრომია. ისე ზოგჯერ რაღაცას დაიჭერ ადამიანი… მოჯადოება ძალიან მიყვარდა მახსოვს, მაგრამ დღეს ბევრი აღარაფერი მახსოვს სიუჟეტიდან. ძალიან მომწონდა თილიას ვაჟი მასიმო :)))))))))))))))))))))))) აი თურმე რას ვუყურებდი სერიალებში

  7. დიდი ხნის შემდეგ ვაკომენტარებ, მაგრამ მაინც გეტყვი რომ ძალიან კარგი ჩვევა გქონია რომ აგროვებ, იწერ და ინახავ გაგონილ ფრაზებს. ეს ბევრს სძენს ადამიანს. მეც ასე ვაკეთებ ხშირად ისე ამ სერიალებს ბავშვობაში მეც ვუყურებდი😀 კლონს და საბრალო ნასტიას❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s