ვიდრე ცოცხალი ვარ…ვიდრე სული მიდგას …

ბლოგოსფეროს ოცნებების ცისფერმა სიომ შემოუქროლა…ყველა აიტაცა,თავის მშვენიერ საბურველში გახვია…ფრთები გამოასხა და ააფრინა. ..იქ ცისკენ…სილურჯეში…უსასრულობაში,ნატვრების საბრძანისში,სადაც ოცნებებია გამეფებული…მეც დამიბერა ამ ნიავმა…ოზის ჯადოქარმა დაიქნია თავისი ჯოხი და ამაფრინა… მეც გავუყევი ოცნებების ცისფერ ბილიკებს…


ეს თამაში summer-მა დაიწყო,პოსტით Before I Die..რა არის ის უმთავრესი მიზანი ,რომელსაც ადამიანი ისახავს…რომლის ასრულებასაც მთელი სიცოცხლე ნატრობს?!მიზანი..ესაა ადამიანის გაცნობიერებული ლტოლვა ,რომლის ძალითაც ინდივიდი შეგნებულად ისწრაფვის ,რომ  განახორციელოს სასურველი…ფროიდიც მიზანს ადამიანის საქმიანობის განმსაზღვრელ მექანიზმად მიიჩნევდა…მართლაც სწორედ ეს  მიზნებია ის ძალები,რომელიც თითოეულ ჩვენგანს აძლიერებს,ძალას მატებს განვითარდებოდეს..უფრო და უფრო წინ მიიწევდეს…სიცოცხლე მართლაც წამიერი გაელვებაა და მეტი არაფერი,რეალობა ხშირად მწარეა და მას ცისფერი ოცნებები ალამაზებენ…ისინი ჩვენს ყოფას უფრო ნათელს,უფრო მშვენიერს და მიზანმიმართულს ხდიან …

ჩემი აზრით ოცნებები შეიძლება რამდენიმე კატეგორიად დავყოთ…პირველს მიეკუთვნება ბავშვური,გულუბრყვილო,ყველაზე წმინდა ოცნებები,მათ განხორციელება არ უწერიათ,იმიტომ რომ შეუძლებელია…მეორე_ ე.წ ,,პრაგმატული”,მიზანმიმართული ოცნებები,რომლებიც რეალობასთან ახლოსაა და თუ მოვინდომებთ შეგვიძლია განვახორციელოთ …და მესამე კატეგორია_ოცნებები,რომლებიც მეტია ,ვიდრე უბრალოდ ოცნებები,ისინი არსებობის ,ცხოვრების მამოძრავებელი ძალებია…რომლებიც გვაიძულებს წინ ,დასახული მიზნისკენ მუხლჩაუხრელად მივიწევდეთ….



ჯერ კიდევ ბავშვობაში წავიკითხე ანატოლი ფრანსის ,,პატარა პიერი”..დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ოცნებების მისეულმა  ინტერპრეტაციამ…მისი აზრით :

,,სურვილი ალამაზებს საგნებს,რომელთაც თავის ცეცხლოვან ფრთებს შეახებს ხოლმე.საწადლის ასრულებას ხშირად იმედის გაცრუებაც და ილუზიის მოშლაც მოსდევს…ილუზია კი ერთადერთი სიკეთეა ამქვეყნად..საწადლის ასრულება კლავს სურვილს,რაიც სიცოცხლის ერთადერთი სამკაულია….”

,,ძლიერი ნატვრა თითქმის ფლობას უდრის,თითქმისო?! ესაა ფლობა ზიზღისა და მოყირჭების გარეშე”..


ალბათ ყველამ ვიცით პეჩორინი–ლერმონტოვის ,,ჩვენი დროის გმირი”,რომელიც საოცრად სევდიანად და სინანულით იხსენებს ოცნებებში დაკარგულ წლებს..

,,ადრეულ ახალგაზრდობაში მე მეოცნებე ვიყავი;მიყვარდა რიგ–რიგობით ხან  შავბნელ,ხანაც ფერად  სახებასთან ლიცლიცი,რომელსაც მშფოთვარე და ხარბი წარმოსახვა მიხატავდა .მაგრამ,რა დამრჩა აქედან?მხოლოდ დაღლილობა,როგორც მოჩვენებასთან ღამეული ბრძოლის შემდეგ და ბუნდოვანი  მოგონება,აღვსილი სინანულით.ამ ამაო ბრძოლაში მე გავხარჯე როგორც სიმხურვალე სულისა,ისე სიმტკიცე ნებისა,საჭირო რეალური ცხოვრებისათვის;მე ფეხი შევდგი ამ ცხოვრებაში,განვიცადე რა იგი უკვე ფიქრებში და მოწყენილობისა და ზიზღის გრძნობა დამეუფლა,როგორც მას,ვინც ცუდ მიბაძვას კითხულობს მისთვის დიდი ხნის წინ  ცნობილი წიგნისა”.

საინტერესოა ასევე მართლმადიდებლური შეხედულება ოცნებებზე..ოცნება მეტად სახიფათოა …ვინაიდან,თუკი მხედარი ვერ დაიმორჩილებს ფიცხ ცხენს,მალევე გადმოვარდება ,ასევე თავისუფალ ფანტაზიებსაც შეუძიათ სრულ სულიერ აშლილობამდე მიგვიყვანოს…მეტიც,ვინც გადამეტებით ფანტაზიორობს,ეშმაკს ბაძავსო,სწორედ მან დაიწყო პირველად ოცნება თავის მოჩვენებით სიდიადეზე…

ნებისმიერი ფანტაზია სინამდვილის ანტიპოდია,სიცარიელეა..და რა საჭიროა სიცარიელეში ცქერა?!_ამბობენ წმ.მამები..

მსოფმხედველობა ის ჭუჭრუტანაა,საიდანაც ვხედავთ სამყაროს…რამდენი ადამიანიცაა ვფიქრობ,იმდენი მსოფმხედველობაა,ვინაიდან ყველა ჩვენეულად აღვიქვამთ სინამდვილეს…ამიტომაც განსხვავებულია შეხედულებები ოცნებებზეც….ზოგისთვის ის ძალაა ცხოვრებისათვის აუცილებელი,ზოგისთვის მხოლოდ უნაყოფო ფანტაზია,ვისთვის სინანულისმომგვრელი დანაშაული,ვისთვის კიდევ უბრალოდ წარმოსახვა,რომელიც რეალობას ალამაზებს,ამშვენებს…

ბუნებრივია მეც მაქვს საკუთარი შეხედულება ოცნებებზე..მთლიანად ვიზიარებ მართლმადიდებლურ სწავლებას და ვთვლი,რომ ფანტაზია მართლაც სიცარიელეა,სინამდვილის ანტიპოდია,მაგრამ ეს ისე ტკბილია,ცხოვრებას აფერადებს ,ალამაზებს….არ შემიძლია ოცნებების გარეშე ცხოვრება!მიზანი კი მართლაც სტიმულია,რომელიც გვიბიძგებს მუდამ განვვითარდებოდეთ..წინ მივიწევდეთ….

ვაღიარებ ბავშვობიდან  გაუთავებლად ვოცნებობ :)ღამით ,როცა ვარსკვლავებით მოსირმულ ცას ვუყურებდი,წარმოვიდგენდი თითქოს ღამის ლურჯი ჯადოქარი  ჯადოსნური კალათიდან  ამოიღებდა ჯადოსნურ ვარსკვლავებს  და პატარებს გვიგზავნიდა..ეს ვარსკვლავები ანათებდა წარმოსახვას და ოცნებების საბრძანისში გადაყავდა..რაზე აღარ ვოცნებობდი,მაშინ ჩემი ოცნებები მართლაც ბავშვური და სუფთა იყო,მათ ასრულება არ ეწერათ..

მახსოვს,  ჯემალ ჯაყელის ,,კაეშნის ღამის სანთელი”ს წაკითხვის შემდეგ აბიბოსავით მეც დავიწყე ოცნება ,მეპოვა სიყვარულის ნიჭი და მერე ყველასთვის დამერიგებინა..ყველას გულები სითბოთი და სიყვარულით ამევსო..

მერე დარდების შემგროვებლობა მინდოდა…..მინდოდა ყველა ტკივილი,ყველა დარდი ერთად შემეგროვებინა,მერე სკივრში ჩამეკეტა და აღარასოდეს გამომეშვა…ეხ..ახლაც არ ვიტყოდი უარს ამ ოცნებებზე..მაგრამ ვიცი განუხორციელებელია😦

გავიზარდე და ჩემი ფერადი ოცნებებიც გაიზარდნენ..თითქოს გაფერმკრთალდნენ,პრაგმატულობით შეიმოსნენ…მაგრამ მაინც ათას რამეზე ვოცნებობ….

აი,რა მინდა გავაკეთო,სანამ ცოცხალი ვარ….

  • მინდა შევიცნო საკუთარი თავი…უფლის მიერ ჩემთვის ბოძებული ტალანტი აღმოვაჩინო და გავამრავლო…..

  • მინდა ვიპოვნო საკუთარი ადგილი სამყაროში….

  • მინდა გავიგო რაშია ცხოვრების აზრი..

  • მინდა ,,სასარგებლო”ვიყო…ადამიანების სამსახურში …

  • მინდა  სადმე ტყეში,ტბის პირას პატარა ქოხი, ,,მტვრიანი,ფურცლებგაცვეთილი წიგნებით,სანთლებით,ყავის მადუღარათი და ბუხრით”…მწვანე ვაშლს შევპირდი და აუცილებლად დავპატიჟებ ყავაზე🙂


  • კიდევ მინდა ჩემი ქოხის მახლობლად ტბა იყოს და ულამაზესი მდელო…. სრული სიმშვიდე და ბევრი ფიქრი….


  • მინდა  მთელი საქართველო ფეხით,სოფელ_სოფელ მოვიარო….განსაკუთრებით ტაო_კლარჯეთი …


  • ფ ე რ ე ი დ ა ნ ი….ცისარტყელას ქვეშ გამოვიარო…. ;(  ♥

  • ჰო..კიდევ მინდა მონტანიოლაში მოვხვდე…ჰესეს სახლმუზეუმი დავათვალიერო….♥მერე მის საფლავზე მივიდე და არაუკარიებით შევამკო…

  • მინდა  ალუბლების ხეივანი გავაშენო….როგორც იაპონიაშია…♥

  • მინდა ერთი ცხენი მაინც მყავდეს….თეთრი..თეთრას დავარქმევ….


  • კიდევ..იცით რა მინდა?ეს ოცნებაც არაა,სურვილთა სურვილია…იერუსალიმში მინდა …მაცხოვრის თითოეული ნატერფალი მინდა მოვილოცო….

  • მინდა ყველას იმედები გავამართლო….

  • კიდევ…. ბევრი..ბევრი რამ მინდა….

  • ვისაც გული ვატკინე..ნებით თუ უნებლიეთ..ყველას მოვუშუშო ჭრილობები და შეცდომები გამოვასწორო…

  • მინდა მზის სხივები დავაგროვო,სითბოთი და სიყვარულით ავივსო,მერე  გულის კარი ფართოდ გავაღო და  ყველას ვუწილადო…♥ ♥ ♥


  • კიდევ…მინდა ეს ოცნებები ამისრულდეს…

ვიცი, რომ ანატოლი ფრანსივით არასოდეს ვიფიქრებ….მე არ მექნება მოყირჭების გრძნობა თუ ოცნებები ამიხდება..😀 და იმასაც არ ვფიქრობ რომ,,ცხოვრება ცარიელი ნატვრაა…”(ა.ფრანსი) ცხოვრება ყველაფრის მიუხედავად მშვენიერია..თუნდაც ოცნებები არ ახდეს….და მიუღწეველ ლტოლვად დარჩეს..მერე რა…

ვიდრე ცოცხალი ვარ…ვიდრე პირში სული მიდგას ….მინდა ყოველ ცისმარე დღეს უფალს მადლობას ვწირავდე ყველაფრისათვის….თითოეული წამისთვის რომელიც  მაჩუქა…

  • მინდა ყველა ,ყველა ბედნიერები იყოთ  და ოცნებები აგსრულებოდეთ….

მადლობა ანის რომ ამაფარფატა და ოცნების ბრწყინვალე ,ფერადოვან სხივებს ამაყოლა..😀  ♥ ♥ ♥

ოცნებების საამო და ტკბილმა სიომ ყველას ჩამოუქროლა..აღარ ვიცი ვინ დავთაგო..თითქმის ყველამ დაწერა…მოდი,ვისაც სურს ყველამ დაწეროს…





32 thoughts on “ვიდრე ცოცხალი ვარ…ვიდრე სული მიდგას …

  1. აუ როგორ მიყვარს შენი ფარფატა პოსტების კითხვა,ხომ არ იცი❤ რა კარგი იყო რუსა ) ძალიან კარგი სურვილებით და სითბოთი სავსე :*

  2. გენაცვალე ♥ ♥ :* კიდევ ერთხელ დიდი მადლობა …ეს შენ ამაფარფატე :*♥🙂

  3. უძალიან ულამაზესი პოსტი იყო, თბილი და სიყვარულით სავსე, განსხვავებული, მიყვარს შენთან სტუმრობა, რაღაცნაირად ვმშვიდდები აქ, მინდა ორმ ყველა ოცნება აგიხდეს და კიდევ უამრავი ასეთი ლამაზი პოსტი დაწერო

  4. kristi უღრმესი მადლობა🙂 ძალიან მიხარია..მართლაც მინდა ყველა გავათბო…ვეცდები მაინც….♥ და უბედნიერესი ვიქნები ოდნავ მაინც თუ გავუთბობ ვინმეს გულს….♥

  5. შენ უკვე ათბობ იმათ გულებს ვინც გსტუმრობს, ასე განაგრძე….

  6. kakrkgi ocnebebi gaqvs, seriozuli. gmerto me rashi davxarje :d😀
    tavidan ra seriozulad daiwyo, vnaxce summer-is posti… ext…

    sanam cocxali xar, mteli saqartvelo ki unda moaro fexit🙂 me naxevari maqvs shersrulebuli😀

  7. ხოო..თავიდან მართლა სერიოზულად დაიწყო ეს ტეგ–თამაში და მერე😀
    ნახევარი საქართველო ფეხით არ მაქვს მოვლილი,მაგრამ ბევრგან ვყოფილვარ და კიდევ მინდა….მართლა სოფელ–სოფელ თითო კუნჭული მოვიარო….:)
    ღმერთმა ორივეს აგვისრულოს ოცნებები….გაიხარე🙂

  8. იცი.. ოცნების მთავარი ხიბლი მაინც ის არის, რომ არ ახდეს… სხვა ყველაფერი მიზანია. კითხვისას მეგონა ჩემ ფიქრებსაც გადმოსცემდი, ისე მომეწონა:)

  9. მართალი ხარ niniTo… ოცნება თავისთავად განიჭებს ტკბობას,აუხდენელიც კი… გაიხარე:)

  10. რა საინტრესოა. ეხლა წავაწყდი შენს ბლოგს. შრიფტი და დიზაინი მეცნო თან😀 ჰოდა, ფანტაზიებს რაც შეეხება. ჩემთვის პირადად აუცილებელია რაღაცაზე ვოცნებობდე, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ჩვეულებრივის გარდა, რაღაც ზღაპრულისკენ და ერთი შეხედვით მიუწვდომელისკენ მიისწრაფვი. რეალობას ისედაც საკმარისად ვეჯახებით ხოლმე და ჩემთვის მისი ოცნებებით გაზავება აუცილებელია ^_^ ძალიან კარგი ენითაა პოსტი დაწერილი. მშრუს კეთილი შურით : )

  11. ახლა ვესტუმრე შენს ბლოგს და მივხვდი რატომაც გეცნო😀😀 მართლაც..ცხოვრებას ალამაზებს ოცნება და მიუღწეველისკენ ლტოლვაც… 🙂 გაიხარე,მადლობის მეტი რა მეთქმის🙂

  12. რუსა.. ძალიანძალიანძალიან ლამაზი პოსტია…. ისე მომექონა შენი ოცნებები ისეთი ლამაზი და ჩემიანია.. ეჰჰ… :** ღმერთმა აგისრულოს

  13. ჩემი მზიანი….და ტკბილი :* :*❤ გენაცვალე…გაიხარე,შენც უფალმა აგისრულოს შენი ლამაზი ოცნებები:* :*

  14. სიტყვები არ მყოფნის.. უმაგრესია! )))))))))

  15. მგონი მეტისმეტად გადაჭარბებული შეფასებაა… მაგრამ გმადლობთ.. :)))

  16. ძალიან კარგად გაქვს ოცნება დახასიათებული და ერთი რამის თქმა მინდა მხოლოდ. ასეა თუ ისეა, ოცნება მაინც გვახასიათებს ყველას მეტნაკლებად და ვინ როგორ ვიყენებთ ამას. საინტერესოა ის, თუ რატომ ვოცნებობთ? ალბათ იმიტომ, რომ აი, სადგაც ჩვენს ბედნიერებას ვეძებთ და აქ რომ ვერ ვპოულობთ მას, ჩვენს წარმოდგენაში ვიქმნით ამ სამყაროს და ეს განცდა ძალიან ბუნებრივია ჩვენთვის. ეს განცდა ოდითგანვე ჰქონდა ადამიანთა მოდგმას, როგორ? – ეს ადამისეული განცდაა. განცდა, რომელიც ერთ დროს რეალობა იყო, როცა ადამი სამოთხეში იყო🙂 და ჩვენც სულ ამ განცდას დავეძებთ და ეს რეალობაა, ის ღმერთთან არის. დაე, ღირს გვყოს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რომ მოგვანიჭოს ძალა და მადლი, რომ მუდამ მისკენ ვისწრაფოდეთ და შედგომ მარადის მასთან ერთად ვიხარებდეთ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

  17. იცი შენც კომენტარებს რომ ვკითხულობ აღარაფერი მინდა დავამატო ,( ყველაფერს ისე ამბობ.. ) მხოლოდ ეს მინდა გითხრა ,,უფალმა გისმინოს” …🙂

  18. მინდა სადმე ტყეში,ტბის პირას პატარა ქოხი, ,,მტვრიანი,ფურცლებგაცვეთილი წიგნებით,სანთლებით,ყავის მადუღარათი და ბუხრით”…მწვანე ვაშლს შევპირდი და აუცილებლად დავპატიჟებ ყავაზე

    მეც დამპატიჟეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე: )))
    მინდა
    მინდა
    მინდა
    ქოხი, წიგნები, ტბა, სიმშვიდე …

  19. სალომეა! რა თქმა უნდა საყვარელო,შენნაირ სტუმარს დიიდი სიამოვნებით გავუმასპინძლდები… ახლა უფრო მეტად მინდა, შენნაირი სტუმარი რომ წარმოვიდგინე ჩემ ფურცელგაცვთილ , მტვრიან წიგნებთან…ბუხართან და ყავასთან… საუბრები ლიტერატურაზე…რა მშვენიერი იქნებოდა!❤ :ოცნებიანისმაილი:

  20. მოვალ ხოლმე შენთან ახალ წიგნებს მოგიტან და ბევრ ყვავილს. მერე პატარა ნავი ვიშოვოთ და ტბაზე ვისრიალოთ: *

  21. თუ ჩემი ოცნების სახლი მექნება ტბასთან..მაშინ ნავიც მექნება და ვისრიალოთ ტბაზე… აუუ მინდაააააააააააააააააააააა…………..❤ წიგნებიც… შენთან საუბარიც….ყვავილებიც….მზე….სითბო…და კიდევ უამრავი რამ ….

  22. აა❤ ცხენი!
    ვგიჟდები ამ ცხოველზე. ვგიჟდები❤
    ტყე, ტბა და ასეთი სახლი მეც მინდა… მაგრამ, მე უფრო მდინარე მირჩევნია და ირგვლივ ბევრი, მაღალი და სუროებით დაფარული ხეები მინდა. სიმწვანე და ნესტიანი ტყის სუნი მინდა❤

  23. მდინარეც…. ოო როგორ მინდა….ტბა იმიტომ მირჩევნია რომ უფრო მშვიდია…. პატარა მდინარე თუ იქნება კარგი იქნება….. იცი სულ წარმოვიდგენ ხოლმე…ზუსტად მასე..სულ სიმწვანე…ლიანები, ხავსები…..❤❤❤ მინდააააა……. თუ ავისრულებ ოცნებას დაგპატიჟებ ჩემთან… სალომეასაც შევპირდი..მასაც უნდა და თან ისიც იურისტია🙂

    • უიმე წავედით : )))
      მე მდინარის ხმა მიყვარს ძალიან, წყლის ჩხრიალი ძალიან მამშვიდებს…

    • წავედიით🙂
      მეც მიყვარს წყლის ჩხრიალი…იცი ჩემ სახლთან პატარა ნაკადულია და სიჩუმეში არაფერი შეედრება მისი ხმის მიყურადებას… ბუნებაც ულამაზესია.. მაგრამ ჯერ იქ არ გადავსულვართ საცხოვრებლად, ქოხი არაა სამწუხაროდ სახლია, მაგრამ მაინც კარგი გარემოა… როცა მშენებლობა დამთავრდება და გადავიბარგები დაგპატიჟებთ🙂
      რა ვქნა ქოხი ძალიან მინდა , თანაც ნამდვილ ტყეში..მაგრამ..ეგ შორეული ოცნებაა…😦

  24. მართალია ქოხი არაა და მთლად შუაგულ ტყეშიც არ დგას, მაგრამ ნაწილობრივ მაინც აგხდენია ოცნება : )))
    მე ჯერ ვერ მიავღწიე იმას რომ რამდენიმე საათით მშვიდად განმარტოება მოვახერხო, თუნდაც სოფელში. ტელეფონი არ ჩერდება- გამოვრთავ და მერე პანიკა იწყება, თუ გავედი სახლიდან გამყოლების მთელი ბანდა მომყვება,…. მოკლედ არ ვიცი ოდესმე ცხოვრება კი არა, მდინარის პირას მშვიდად ჯდომა მაინც თუ მეღირსება : შ : )))))))

  25. კიი ნამდვილად🙂
    მესმის შენი, იმიტომ რომ მეც მასე ვიყავი… ცოტა ხნის წინ ტელეფონი დამეკარგა , ახლა სხვა ნომერი მაქვს და უახლოესი ადმიანების გარდა არავინ იცის ..ასე რომ შემიძლია ხანდახან სამყაროს მოვწყდე და განვმარტოვდე🙂 ამასწინათ მთელი დღე ბაღში ვიჯექი და ვკითხულობდი… ისე დავისვენე …🙂 იოცნებე და შენც აგიხდება🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s