ქართველი გოგონა _ ბაირონის ალალი ზრუნვის საგანი

  ლორდთა პალატა მიატოვა და მოგზაურის ბედი იტვირთა…პირველი იყო, ვინც სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ გაილაშქრა…
 აბიდოსიდან სესტორში მოსახვედრად დარდანელის სრუტე გადაცურა და მისდაუნებურად მარათონული ცურვის ფუძემდებელი გახდა…
  ბობოქარი და დაუდეგარი იყო, ამასთანავე რომანტიკული…უფაქიზესი სულის მქონე, რომელსაც ყველას გასაჭირი გულთან მიქონდა და ცდილობდა დახმარებოდა…
  ჯორჯ გორდონ ნოელ ბაირონი…
  მართლაც სხვანაირი, საოცრად მგრძნობიარე სულის მქონე იყო…სწორედ ის პოეტია,რომლის ყოველ ლექსს თავისი ისტორია აქვს, თითოეული სტრიქონი მთელი გულით, დიდი გრძნობით და მოზღვავებული შთაბეჭდილებით იქმნდებოდა. იმდენად ბუმბერაზია მისი პიროვნება, თითქმის ყველა ლექსის დაწერის ისტორიაა ცნობილი, მაგრამ თითქმის 2 საუკუნის მანძილზე მკვლევართა ძიება უშედეგო იყო, ვერვის ეპოვნა პროტოტიპი ლექსების ციკლისა, რომელიც ეძღვნებოდა ვინმე თირზას… ორი ასწლეულის შემდეგ, 1995 წელს ამ საიდუმლოს ფარდა ქართველმა ბაირონოლოგმა, პროფესორმა ინესა მერაბიშვილმა ახადა და თქვა, თირზა ქართველი  ყოფილა! ქალბატონმა ინესამ ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმის ბიბლიოთეკაში მიაკვლია  უცნობი  ავტორის მიერ 1825 წელს გამოცემულ ბირონის ბიოგრაფიას, რომლის მე-3 ტომში, მთელ 11 გევრდზე აღწერილია დიდი პოეტის ცხოვრების ერთი ტრაგიკული ფრაგმენტი…
    ტრაგიკული ამბავი 1809-1810 წლებში დაიწყო, როცა ბაირონი მცირე აზიაში მოგზაურობდა. ალექსანდრიაში ის  შესწრებია საქართველოდან და ჩერქეზეთიდან ტყვე ქალების საჯარო გაყიდვას, ახალგაზრდა რაინდის ყურადღება მიუპყრია განწირულ გოდებას. ერთი გოგონა აგონიაში ყოფილა და ხმამაღლა მოთქვამდა..ის სულ პატარა იყო, 13 წლის.. პოეტი შეუძრავს მის გულსაკლავ მოთქმას, ლინგვა ფრანკაზე დალაპარაკებია და გაუგია ქართველი  ყოფილა, თბილისელი მემამულის ერთადერთი ქალიშვილი, ცხვრებს გასდევნებია თამაშისას და ქურთებს მოუტაცნიათ…რამდენჯერმე გაუყიდიათ..ბაირონს მაშინვე  800 პიასტრი გადაუხდია  ვაჭრებისთვის და გაუთავისუფლებია. 22 წლის ლორდი  მასში მხოლოდ ბავშვს ხედავდა და გულწრფელად უნდოდა გაეხარებინა, სათუთად ზრუნავდა მასზე და ყველა ღონე იხმარა  საქართველოში დაებრუნებინა, ირლანდიელ ვაჭარ ფლეტჩერს დიდი ფული გადაუხადა რომ თირზა საქაღთველოში ჩაეყვანა,მაგრამ  ის მოღალატე და გაიძვერა აღმოჩნდა, პატარა გოგონა თავის ხასად აქცია და ძვირფასეულობაც მიუთვისებია. ბაირონმა მოახერხა და გოგონა კვლავ გაათავისუფლა, მაგრამ მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად შერყეულიყო,საოცარი ყოფილა თირზასა და ბაირონის შეხვედრა.  ბიოგრაფი ამის აღწერისას დასძენს, ამბის წარმოდგენა უფრო ადვილია, ვიდრე აღწერაო-დაუძლურებული და და სასოწარკვეთილი მხსნელის გამოჩენას შეუძრავს,სიხარულისგან ყელზე შემოხვევია და დაუკოცნია, თითქოს გაგიჟდაო… ბაირონი დაპირდა სამშობლოში დააბუნებდა, კონსტანტინოპოლში შვედი ელჩისთვის მიუბარებია,რომელიც განსაკუთრებით ზრუნავდა მასზე, მერე აპირებდა ქარავანისთვის გამოეყოლებინა,მაგრამ აღარ დასცალდა..ბაირონის არყოფნისას მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესებულა, კუნძულ კრეტაზე წაუყვანიათ, ეგებ ჰავა მოუხდესო, მაგრამ ეს საბედისწერო აღმოჩენილა, ქალაქ კანდიაში გარდაცვლილა და იქვე ბერძენთა სასაფლაოზე დაუმარხავთ… პოეტს  მტკივნეულად განუცდია ქლიშვილის სიკვდილი და გულით დაუტირია,ბაირონის დაკვეთით საფლავზე ქვის ძეგლი დაუდგამთ   და მისი სახელი და თავს დატრიალებული ამბავიც ამოუტვიფრავთ…
   მეტად ფაქიზი სულის მქონე და მგრძნობიარე პოეტზე თირზას ტრაგედიას ძლიერ უმოქმედია, სულ განიცდიდა მის სიკვდილს და იმას, რომ ვერ შეძლო გადაერჩინა…  რაღაცნაირი, არამიწიერი, სუფთა და უმწიკვლო დამოკიდებულება ქონია გოგონასთან, მისი ხსოვნა არასოდეს გამქრალა პოეტის გულში. ეს ჩანს  საოცარი სტრიქონებიდან, რომელიც მას მიუძღვნა.
        პორტრეტის ქვეშ დაწერილი სტრიქონები
 ალალი იყო ზრუნვა ჩემი და უფაქიზესი,
რაც მიმატოვე დამაობლა თვით სიყვარულმა,
შენი ხატება კვლავ იქნება სევდის მიზეზი,
რომ უშენობა დაიტიროს ცრემლმა ფარულმა…
თუმც ნათქვამია, დროა განკურნავს ყველა იარას,
გული ეს ჩემი ძველებურად აღარ ხალისობს,
და თუ იმედი სულ დაიმსხვრა და დაინაცრა
მე ხსოვნა შენი გადამირჩა სამარადისოდ…”
                                         თირზას…

ვიცი,შენს საფლავს ხსოვნის ნიშნად ქვაც კი არ ადევს,
მინდა სიმართლეს გავუსწორო მზერა თვალებში,
ვაითუ ყველამ დაგივიწყა, არვის ადარდებ,
ასე უდროოდ, ასე მალე რატომ წახვედი..

ცხრა მთის გადაღმა, ცხრა ზღვის გადაღმა მეგულებოდი,
და სიყვარული ჩვენი თურმე იყო ამაო,
შენსკენ მოჰქროდა ერთი ფიქრი _ კვლავ შევხვდებოდით,
თუმც დამსხვრეული იმედები დამრჩა სანაცვლოდ..

როცა სიკვდილი გიმზადებდა მსუბუქ აღსასრულს,
როცა წარსულმა გაიელვა უხმო წამებით,
გულს ვინ ეწადა?თუ ნატრობდი შენგან შორს წასულს?
ვისაც უყვარდი და კვლავ უყვარხარ კვლავ გამალებით..

სხვისთვის თუ იყავ უფრო მეტი ზრუნვის საგანი?
გულს ვის უკლავდი , როცა თვალში შუქი ჩაგიქრა?
ვიდრე სიკვდილის და სიცოცხლის ჰპოვე სამანი..
ხომ ჩუმი სევდით მიზიდავდი წუხილს,საფიქრალს…

სადაც მე დიდხანს არ დამიდგამს ფეხი თავადაც
აქ დაგიტირე, ამ კოშკებში, ამ დარბაზებში,
რისთვის მომიხმეს, თუ მელოდა ტანჯვა მარადჟამს,
ბებერ ქონგურებს ვეფერები ამ განსაცდელში.

სხვა ცისქვეშ მახსოვს მე ცრემლები, ჩვენი გულწრფელი,
ჩვენს თვალთამზერას ვერ ხედავდა უცხო ახდილად
გულში მწვდებოდა შენი ფიქრი გამოუთქმელი,
მთრთოლარე ხელი მეხებოდა მხოლოდ ფაქიზად,

შენი ამბორი წმიდა იყო და უწყინარი,
დიდრონ თვალებში გამოკრთოდა მზერა უმწიკვლო,
ვნება იქ უმალ გაწრებოდა ვით უჩინარი,
და სიყვარულის ყველა განცდა იყო უბიწო…

მე, გულჩათხრობილს შენი ხმა თუ მახალისებდა,
შენით ვისწავლე სიცოცხლესთან ლაღი ტრფიალი,
ჰანგი უტკბესი მიქარწყლებდა დარდსა და სევდას,
ღვთიურ სიმღერით ჩაესმაოდა ცათა შრიალი,

სად ხარ ახლა, სად გეძებო სულზე უტკბესო?
თან წარიტანე სანუკვარი ის სახსოვარიც..
შენი თან დამაქვს ,ისღა დამრჩა ხსოვნად უბედოს,
როგორც არასდროს ვარ ბედკრული და უბედური…

თუ სათნოება შენი გულის სევდას მისახავს
და სული შენი ცათა მიღმა გაცისკროვნდება,
ლოცვა-ვედრებით მომაწიე ნეტარ მომავალს,
თან წამიყვანე! ამისრულე ერთი ოცნება,

ბედის ბორბალი დატრიალდა რადგან უკუღმა,
თავად მოწყალე პატიებას შენგან მოვითხოვ,
და თუ ამქვეყნად ჩვენს სიყვარულს ბედმა უმუხთლა,
მჯერა შევხვდებით, როს საუფლო ცათა მომიხმობს…

        ცნობილია ლორდ ლავრეისის, ბაირონის შვილიშვილის ნაამბობი,რომელიც გადმოცემით ცოდნია. ბაირონს არაერთხელ უჩვენებია მეუღლისთვის ქალის თმა და უთქვამს,ის ეკუთვნოდა თირზას, რომელიც ძალიან ადრე დაიღუპა,იმ დროს ,როცა აღმოსავლეთში მოგზაურობდა და მის ნამდვილ სახელს არ გაუმხელდა… ბაირონს ჩვევად ქონდა ქალის თმის შენახვა,რაც მოდაში იყო იმ დროს. სამტომეულში მოთხრობილი ამბის თანახმად, სანამ ფლეჩტერს გაატანდა,მეტი უსაფრთხოებისთვის ბიჭის ტანსაცმელში გამოუწყვიათ,ალბათ  მშვენიერ ასულს  თმაც შეკრიჭეს და ის თავად ბაირონმა შეინახა.
        ბაირონი არაოსდეს ასახელებდა თირზას ვინაობას,მაგრამ ცნობილია მას აგონებდა  სათნო, ქერა, ცისფერთვალა მისის კაროლინა ლემი, რომელიც ტკბილად მღეროდა. შემონახულია მისი პორტრეტი და თავისუფლად შესაძლებელია ქართველი გოგონა ასეთი ყოფილიყო…
 ბიოგრაფიაში შემონახულია ბაირონის წერილები მეგობარ დალასის მიმართ,რომელშიც ღრმა მწუხარებით საუბრობს ძვირფასი ადამიანის დაკარგვაზე…ინესა მერაბიშვილის აღმოჩენის შემდეგ თვლიან,  ბაირონი ამ წერილებში შეიძლება თირზას სიკვდილით გამოწვეულ მწუხარებაზე საუბრობდეს…
  ,,მე დავკარგე ის,ვინც ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო უფრო ბედნიერ დროას, მაგრამ ვაი,რომ დამავიწყდა თითქმის, სევდის გამო,რამეთუ მხოლოდ საშინელებებითღა ვსაზრდოობ და უკვე გულქვა გავხდი.   ასე მგონია,თავად განგებამ ინება ,რომ ახალგაზრდობაშივე გამოვცადო სიბერის ყველა უბედურება.ჩემი მეგობრები ერთიმეორის მიყოლებით იხოცებიან,დავრჩები ვითარცა განმარტოებული ხე,  სანამ ბოლომდე არ გავხმები”               1811წ/11/x
იმავე დღეს                                                                                                   ,,საჭიროდ მიმაჩნია გაცნობოთ,რომ ეს..გულისხმობს იმ ამბავს,რომელიც ჩემი ჩამოსვლის შემდეგ მოხდა და ეს არ არის მამაკაცის სიკვდილი..”
დალასი ბაირონს :     ,,გმადლობთ, რომ გამანდეთ თქვენი გულისნადები..ნეტავ ის გადარჩენილიყო და მარად თქვენი ყოფილიყო…წარმომიდგენია რაოდენ დიდი იყო თქვენი პასუხისმეგებლობა მის მიმართ…”
      გენიალურმა პოეტმა იმგვარი სიმძლავრის შინაგანი გამოსხივებით იცხოვრა, რომ მისი სიცოცხლე,აღსავსე მრავალი პოეტური შედევრითა და საგმირო საქმეებით ,დღესაც გრძელდება… მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იქმნება ბაირონის საზოგადოებები ,     წამყვანი მეცნიერები ცდილობენ გამოიკვლიონ მისი ცხოვრების უცნობი დეტალები…ლორდ ბაირონის ცხოვრების დეტალები ისეთივე შთამბეჭდავია ,როგორც მისი შემოქმედება…  ამ პატარა ამბავს, თავად ცალკე აღებულს, შესწევს ძალა უკვდავყოს ლორდ ბაირონის ჰუმანურობა, სიფაქიზე და დიდსულოვნება…
(ლესების თარგმანი ეკუთვნის ინესა მერაბიშვილს)
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ:
რუსუდან დარჩიაშვილი,,მე ხსოვნა შენი გადამირჩა სამარადისოდ”., ,,24 საათი”,2008წ, #132;
ინგა მილორავა-,,ბაირონის თირზა ქართველი ყოფილა”(საუბარი ინესა მერაბიშვილთან),ჟურნალი ,,ომეგა”.,2002წ,#1(27);
ინტერვიუ ინესა მერაბიშვილთან

5 thoughts on “ქართველი გოგონა _ ბაირონის ალალი ზრუნვის საგანი

  1. რუსა, ძალიან კარგი სტატია იყო. მშვენივრად შეგირჩევია.
    უბრალოდ, ერთი თხოვნა მექნება, ის ხაზგასმები მოაშორე რა. ძალიან გამიჭირდა კითხვა.
    დარწმუნებული ვარ, კიდევ იქნება ჩემს გარდა რამდენიმე ადამიანი, ვისაც კითხვის დროს ხელს უშლის ასეთი დამატებითი რაღაცები.
    მე ქართულის მასწავლებლისგან ვიცოდი ეს ისტორია. საინტერესოა ძალიან. )))

  2. გმადლობ მაცო,მიხარია თუ მოგეწონა:)
    აი მოვაშორე…არ ვიცი რა ჭირს ჩემს ბლოგს, თავიდან ვსინჯე და გავაკეთე ხაზგასმები, მერე ვეღარ წავშალე, გაჭედა… დავტოვე ისე, მერე სულ გადამავიწყდა..მადლობა რომ შემახსენე..ახლა წავშალე…:) მგონი მართლა უკეტესია.
    მადლობა გულახდილობისთვის და კარგი რჩევისთვის..
    იცი კიდევ რა უნდა გკითხო? ლექსებში სტრიქონებს შორის ინტერვალი ძალიან დიდია და არ მომწონს..ხომ არ შეიძლება რამენაირად შევამცირო?ვცადე, მაგრამ ვერ გავაკეტე:(

    • რუსა, გააჩნია საიდან დააკოპირე.
      მე იცი, რას ვაკეთებ ხოლმე?
      თინჯიზე, ან რომელიმე ფორუმზე შევდივარ ვაკოპირებ ლექსებს იქპოსტების დასაწერ გრაფაში, ვასწორებ და მერე უკან გადმოვაკოპირებ ხოლმე პოსტსში. მაშინ სწორდება, აბა სცადე.

      აი, ასე:
      ვიცი,შენს საფლავს ხსოვნის ნიშნად ქვაც კი არ ადევს,
      მინდა სიმართლეს გავუსწორო მზერა თვალებში,
      ვაითუ ყველამ დაგივიწყა, არვის ადარდებ,
      ასე უდროოდ, ასე მალე რატომ წახვედი..

      ცხრა მთის გადაღმა, ცხრა ზღვის გადაღმა მეგულებოდი,
      და სიყვარული ჩვენი თურმე იყო ამაო,
      შენსკენ მოჰქროდა ერთი ფიქრი _ კვლავ შევხვდებოდით,
      თუმც დამსხვრეული იმედები დამრჩა სანაცვლოდ..

      როცა სიკვდილი გიმზადებდა მსუბუქ აღსასრულს,
      როცა წარსულმა გაიელვა უხმო წამებით,
      გულს ვინ ეწადა?თუ ნატრობდი შენგან შორს წასულს?
      ვისაც უყვარდი და კვლავ უყვარხარ კვლავ გამალებით..

      სხვისთვის თუ იყავ უფრო მეტი ზრუნვის საგანი?
      გულს ვის უკლავდი , როცა თვალში შუქი ჩაგიქრა?
      ვიდრე სიკვდილის და სიცოცხლის ჰპოვე სამანი..
      ხომ ჩუმი სევდით მიზიდავდი წუხილს,საფიქრალს…

      სადაც მე დიდხანს არ დამიდგამს ფეხი თავადაც
      აქ დაგიტირე, ამ კოშკებში, ამ დარბაზებში,
      რისთვის მომიხმეს, თუ მელოდა ტანჯვა მარადჟამს,
      ბებერ ქონგურებს ვეფერები ამ განსაცდელში.

      სხვა ცისქვეშ მახსოვს მე ცრემლები, ჩვენი გულწრფელი,
      ჩვენს თვალთამზერას ვერ ხედავდა უცხო ახდილად
      გულში მწვდებოდა შენი ფიქრი გამოუთქმელი,
      მთრთოლარე ხელი მეხებოდა მხოლოდ ფაქიზად,

      შენი ამბორი წმიდა იყო და უწყინარი,
      დიდრონ თვალებში გამოკრთოდა მზერა უმწიკვლო,
      ვნება იქ უმალ გაწრებოდა ვით უჩინარი,
      და სიყვარულის ყველა განცდა იყო უბიწო…

      მე, გულჩათხრობილს შენი ხმა თუ მახალისებდა,
      შენით ვისწავლე სიცოცხლესთან ლაღი ტრფიალი,
      ჰანგი უტკბესი მიქარწყლებდა დარდსა და სევდას,
      ღვთიურ სიმღერით ჩაესმაოდა ცათა შრიალი,

      სად ხარ ახლა, სად გეძებო სულზე უტკბესო?
      თან წარიტანე სანუკვარი ის სახსოვარიც..
      შენი თან დამაქვს ,ისღა დამრჩა ხსოვნად უბედოს,
      როგორც არასდროს ვარ ბედკრული და უბედური…

      თუ სათნოება შენი გულის სევდას მისახავს
      და სული შენი ცათა მიღმა გაცისკროვნდება,
      ლოცვა-ვედრებით მომაწიე ნეტარ მომავალს,
      თან წამიყვანე! ამისრულე ერთი ოცნება,

      ბედის ბორბალი დატრიალდა რადგან უკუღმა,
      თავად მოწყალე პატიებას შენგან მოვითხოვ,
      და თუ ამქვეყნად ჩვენს სიყვარულს ბედმა უმუხთლა,
      მჯერა შევხვდებით, როს საუფლო ცათა მომიხმობს…

  3. არ დამიკოპირებია, ეგ ძველ გაზეთში ვნახე და თვითონ დავბდეჭდე ახალი პოსტის გრაფაში, და ასე ცუდად გამოვიდა. .ახლა ჩავასწორებ.ასე მინდოდა . 🙂
    გაიხარე, უღრმესი მადლობა მაცო. :* ❤

  4. არ ვიცი ვინ თარგმნა/გარითმა ეს პოემა, მაგრამ მთავარი ისაა რომ ვერანაირი გრძნობა რომელსაც შეუძლია პოეზიის სამყაროში გადაიყვანოს მკითხველი ამ ლექსს არა აქვს ჩემთვის. (სამწუხაროდ ინგლისური მშობლიური ენა არაა ჩემთვის და ორიგინალში კითხვაც ცხადია არაფერ პოეზიურს არ მაძლევს, არადა ბაირონია). სამწუხაროა. ამასთან მიკვირს იმათი (ჩვენების, ქართველების) ვინც ბაირონს აღმერთებს და გულგადაღეღილი და თვალდახუჭული ასეთ ლექსებს/გარითმულებს კითხულობს. მინიმუმ ცოდოა ასეთი ადამიანი ალბათ. საწყალი ტერენტი გამახსენა ამ ლექსმა და ობიანმა რითმებმა თეთრპკემოკიდებული მჟავე კიტრის გემო დამიტოვა. პირველი რიგში იმის თქმა მინდა რომ თარგმნილი ლექსი (გინდა ბაირონის იყოს და გინდა კრილოვის) სულ სხვა პროდუქტია და თუ ასეთ გარითმულს ღირებული აქვს რამე ბრავო მის მთარგმნელს და არა ავტორს!

დატოვე კომენტარი