ყველაზე ,,ჩემიან” მწერალს…

                                                                    

 დაწყება ყოველთვის მიჭირდა,ახლაც ასე ვარ..ამბობენ ,თუ გინდა რამე ნორმალიურის თქმა სისულელეები თქვი ბლომადო,მაგრამ….😦  მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ გამოდგება..ო,  როგორ რთული ყოფილა მიწერო მწერალს,რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს, რომელსაც გენიოსად თვლი…საუკეთესოდ აღიარებ…მაინც ვცდი….

            * * *

        არც კი ვიცი როგორ დავიწყო..ძალიან ვკადნიერდები  ალბათ,რომ ვაპირებ მოგწეროთ…მაგრამ სურვილი იმოდენაა, არ შემიძლია ეს არ გავაკეთო….

      ყველაფერი არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყო….ერთ მშვენიერ   დღეს მოულოდნელად თქვენ შემოიჭერით  ჩემ ცხოვრებაში.. მაშინ  ერთმა ადამიანმა მითხრა თუ მოგწონსო…მე კიდევ შემრცხვა , რადგან არ გიცნობდით… მითხრა, ძალიან მოგეწონებაო და თქვენი წიგნიც მაჩუქა ,,ნარცისი და გოლდმუნდი’’ , რატომღაც პირველად დიდი ინტერესიც არ გამჩენია, ეტყობა წიგნის მცირე მოცულობა მომხვდა თვალში, (სასაცილოა მაგრამ , მე ხომ დიდტანიანი წიგნები მიყვარს…)

     თავდაპირველი შთაბეჭდილება უმალვე შეიცვალა, როგორც კი პირველი ფურცელი ჩავათავე… მაშინვე მომხიბლა თქვენმა მომაჯადოებელმა სამყარომ, წერის სტილმა, თითოეული წინადადება ისე მსუბუქი იყო და ამავდროულად ისე მრავლისმთქმელი, ისე ბრძნული…. ხარბად ვისრუტავდი თითოეულ სიტყვას  და მართლაც უდიდეს სიამოვნებას განვიცდიდი..  რა ოსტატურად აღწერდთ პერსონაჟთა სულიერ სამყაროს, მეც  მეგონა მათ სულს ვხედავდი… კარგად რომ ჩავწვდი, მივხვდი უბრალო პერსონაჟების დახატვა როდი გინდოდათ, თქვენ ხომ ერთი მთელი წარმოაჩინეთ დაპირისპირებულებით! შეუძლებელია თქვენს გმირებთან მკითხველმა საკუთარი მეს შტრიხები არ დაინახოს… თითქოს საკუთარი სინდისის ხმა გესმოდეს და ხედავდე  როგორ  ებრძვის ბოროტი კეთილს…

       ერთგან წერთ: ,,ჩემთვის ახალი ნაწარმოები მაშინ იწყებს სიცოცხლეს,როცა გამოჩნდება მითიური სახე,რომელსაც შეუძლია გარკვეული დროის განმავლობაში იქცეს ჩემი განცდის,ჩემი ფიქრების,პრობლემების სიმბოლოდ და მატარებლად…ამ მითიური სახის გამოჩენა არის ის შემოქმედებითი წამი,საიდანაც იწყება ყოველივე..”

       არ ვიცი თქვენთვის ვინ იყო ეს მითიური სახე, ჩემთვის კი ეს სახე თქვენ ხართ, თქვენი ნაწარმოებები იქცა ჩემი ფიქრების, განცდების სიმბოლოდ და მატარებლად…

      მართლაც ძნელია ამოიცნო მწერალი ნაწარმოების ფრაგმენტებიდან, მაგრამ ასე მგონია, თქვენ ყველა ნაწარმოებს ამოვიცნობ, თქვენთვის ხომ ასე დამახასიათებელია შთამბეჭდავი,დასამახსოვრებელი სახეები,მოვლენების სიღრმისეული ახსნა,ადამიანის შინაგანი სამყაროს ღრმად წვდომა..დაპირისპირებულთა განსხვავებულობის გადმოცემა, პიროვნების გახლეჩა და  ერთიანობის მიღწევის მცდელობა..სწრაფვა ჰარმონიისკენ…

     იცით ,  თქვენი ნაწარმოებების კითხვას რომ ვიწყებ  არ შემიძლია გავჩერდე… სულმოუთქმელად ვკითხულობ, მერე კიდევ თავიდან და უკვე ნელა, მინდა თითოეულ წინადადებას ღრმად ჩავწვდე და ყოველი სიტყვით დავტკბე… ასე მგონია საოცარად მგრძნობიარე და ფაქიზი სული გქონდათ, თქვენ ხომ    ისე გაინტერესებდათ  ადამიანის შინაგანი სამყარო ,პიროვნებად ქცევა, ხელოვნება,მუსიკა, ფილოსოფია, როგორც დედამიწის მაჯისცემაზე მიყურადება…. თქვენი ფიქრი იმასაც წვდებოდა ”რას ეუბნება ტყის ერთი ბუტბუტა მეორეს…”,”ხეები ფესვებით როგორ სვამენ წყალს’’…

        თქვენს ნაწარმოებებში ბუნებაც ცოცხლდება, ყოველივეს ალეგორიული სახე აქვს და ყოველი წაკითხვისას შეიძლება ახალ–ახალი აღმოჩენები გააკეთო…თქვენთან ბუმბერაზი გენიოსებიც კი იცვლიან სახეებს…თქვენთან სხვანაირად დავინახე  მოცარტი, ჰეგელი, გოეთე, ნოვალისი….

     ბევრჯერ დავფიქრებულვარ და ვერაფრით გავიხსენე თქვენი ბოლომდე უარყოფითი პერსონაჟი! მართალია, ვერ დავიკვეხნი ,რომ თქვენს შემოქმედებას სრულად ვიცნობ, მაგრამ რაც წამიკითხავს, არავინ მაგონდება…  ისე დაგვიხატეთ  პერსონაჟები, მათ მიმართ თანაგრძნობა გვიჩნდება, გვიყვარდება მათი ნაკლოვანებების მიუხდედავად..  ეს ალბათ იმიტომ , რომ რომ თითოეული მათგანი თქვენში ცხოვრობდა , თითოეული მათგანი გულიდან ცოცხლდებოდა და ყველა გიყვარდათ….

     არ ვიცი კიდევ რა გითხრათ..თუმცა სათქმელი კიდევ ძალიან ბევრი მაქვს…

     მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ დიდი სიამოვნებებისთვის, რასაც თქვენი ნაწარმნოებების კითხვა მანიჭებს…

     თქვენი შემოქმედება ისე  ახლოს მოვიდა  ჩემთან …მაპატიეთ ასე რომ ვკადნიერდები , მაგრამ სულ ისე მოგიხსენიებთ,  როგორც ყველაზე ,,ჩემიან ‘’ მწერალს…

                                                                   უსაზღვრო სიყვარულით და პატივისცემით

                                                                                                                               რუსა

              p.s       დიდი მადლობა თამარას,  მოლის, ანის, ქევანას, ვასასისmariefilleს,  nightingalusს, ლობჟანიძეს, ზარმაც გოგოს   და სხვებს მშვენიერი ტეგ-თამაშისთვის….ყველა წერილი ძალიან კარგი იყო… მეც თავისუფლად დავტოვებ ტეგს, ვისაც უნდა მიწეროს საყვარელ მწერალს.🙂

31 thoughts on “ყველაზე ,,ჩემიან” მწერალს…

  1. ra dzalian kargad giweria❤ mec miyvars hese, gansakutrebit damsvenebeli da tramalis mgeli..:) rusa erti satxovari maqvs shentan, tu shegidzlia am musikis avtori mitxra an damilinko saidan gadmoviwero:) sul shens blogze var da vusmen:) vici da ver vixseneb visia:)

    • მადლობა❤
      მეც განსაკუთრებით მიყვარს ,,ტრამალის მგელი''…
      გენაცვალე აქამდე გეთქვა🙂 keiko matsui ასრულებს და კომპოზიციას ,,midnight stone'' ქვია.
      აი ლინკიც http://soundcloud.com/safiqreti/keiko-matsui-15-midnight-stone
      მისი ყველა კომპოზიცია განუმეორებელია…

  2. გენაცვალე❤😦 რამ გაწვალა ამდენი, ადრე მოგეწერა და სიამოვნებით გიპასუხებდი🙂
    კი ეწერა ადრე თვითონ მუსიკის ვიდჯეტზე მაგრამ მერე წამეშალა,ახლა აღარ ვიცი როგორ დავაბრუნო სახელი…

  3. იგრძნობა აშკარად ჰესეს სიყვარული, მეც შემთხვევით, დაახლოებით 8-9 წლის წინ აღმოვაჩინე ჰესე, როდესაც ახალი წიგნის შერჩევისას გამყიდველმა ჰესეს ტრამალის მგელი მირჩია, მოგეწონებაო, მომეწონა ტრამალის მგელიც და სხვებიც მოგვიანებით🙂

  4. ჰესეს ყველაფერი მომწონს….ესეებიც…. ,,დემიანის” წაკითხვა მინდა ძალიან და ვერ ვიშოვე ჯერ😦

  5. შენ და შენმა უსაზღვრო სიყვარულმა ჰესეს მიმართ მეც გამათბო❤
    ძალიან კარგი იყო რუსა ))

  6. სიყვარულით დაწერილი ბარათია🙂

    ჰესეს “ტრამალის მგელი” მომწონს ძალიან. დანარჩენები – ისე რა. სადღაც ავცდით ერთმანეთს მე და ჰერ ჰერმანი.

    კეიკოს ეს კომპოზიცია ულამაზესია. ოღონდ, მე ჩემი ფავორიტი მყავს – bridge over the stars

    • ვაი, მოლი, როგორ მანუგეშე, რომ იცოდე…
      არ ვიცი, რატომ ვერ ვუგებ ჰესეს, “ტრამალის მგელს” როცა ეხება საქმე, მაშინაც კი. ჰოდა, ამ წერილს და შემდეგ კომენტარებს რომ ვკითხულობდი, ლამის დავკომპლექსდი😦😦

  7. გმადლობ🙂
    გასაგებია… ,,ტრამალის მგელს” მართლა შედევრად ვთვლი…
    ვნახავ ახლა, დამაინტერესა..შენს გემოვნებას ვენდობი მოლი🙂

    • მოლი ვნახე ეგ კომპოზიცია და თურმე მეც მიყვარს🙂 სახელით ვერ მივხვდი პირველად🙂 კეიკოს ყველა კომპოზიცია ულამაზესია❤

  8. ძალიან თბილი და ტკბილი წერილია… მეც სიამოვნებით მივიღებდი ასეთს ვინმესგა :დ :*

  9. გმადლობ ქევან:* რა მაგარი იქნება ისე ბლოგერებმა რომ მივწეროთ ერთმანეთს !🙂 მგონი შეიძლება ამაზე დაფიქრება🙂 შენნაირ ადრესატს მეც სიამოვნებით მივწერდი :*❤ :დ

  10. ძალიან თბილი წერილია🙂 მართალია, მე ჰესეს მიმართ ცოტა გაურკვეველი დამოკიდებულება მაკავშირებს, მაგრამ შენი წერილის აღქმაში ეს ხელს სულაც არ მიშლის🙂

  11. მადლობა❤ კომენტარისთვისაც ამ მშვენიერი იდეისთვისაც, ყველას დაგვაწერინე❤
    შენ და მოლის არ მოგწონთ ჰესე, მაგრამ ეს ალბათ ინდივიდუალურია… მოძველებული გამოთქმაა,მაგრამ როგორც ამბობენ,,გემოვნებაზე არ დაობენ ''🙂

  12. მოძველებულის რა გითხრა და ისე აბსოლუტური ჭეშმარიტებაა – ძნელია გემოვნებაზე დავა.

    წიგნი მკითხველისთვის იწერება. ან მოგეწონება, ან არა. შესაბამისად, არც “სავალდებულო” წიგნები არსებობს (ნებისმიერ შემთხვევაში რომ უნდა მოგეწონოს, ყველა რომ აღფრთოვანებულია და იმიტომ) და არც სანაგვეზე გადასაგდებები (უიშვიათესი გამონაკლისის გარდა).

    მე ასე მგონია და…

  13. როგორც ყოველთვის მართალი ხარ მოლი… თუ სწორად მახსოვს, ვასიკო კეჟერაძეც გაიმეტებდა დასხევად ზოგიერთ წიგნს…მაგრამ ეს მართლაც იშვიათი გამონაკლისებია, საბედნიეროდ 🙂
    ვერ ვიტან ,,სავალდებულო წიგნების” სტერეოტიპს, მართლაც წამიკითხავს რამდენიმე წიგნი იმის გამო რომ ყველა მასზე ლაპარაკობდა, მაგრამ არ მომწონებია… ეს ჩვეულებრივია, ყველა წიგნს თავისი მკითხველი ყავს🙂

  14. თავისთავად… და წიგნი მომეწონაო (ან პირიქით – არ მომეწონაო) უაღრესად ლეგიტიმური რეაქციაა. მერე რა, რომ სხვას არ მოსწონს (ან პირიქით – მოსწონს). შენ ხომ სხვა არ ხარ და შენი იმპრესიებით აკეთებ დასკვნებს.

  15. რა თბილი წერილია, ჰესე არ მიყვარს, მაგრამ ბარათის შინაარსმა ამიჩუყა გული🙂

  16. ჰესე ჩემთვის არის შტეპენვოლფი..

    აი, ასე: შტეპენვოლფი და მეტი არაფერი.. :))

    კარგი იყო, გულწრფელი და პატივსაცემი (ანუ, პატივს რომ სცცემ თან ვისაც წერ, ზედმეტი ფამილარობის გარეშე)…🙂

  17. […] “წერილი საყვარელ მწერალს” არის ჩემს მიერ წამოწყებული პირველი ტეგ–თამაში, რომელსაც ისეთი გამოხმაურება და მარგალიტივით პოსტები მოჰყვა, რომ თითოეული მათგანი მენანება სხვადასხვა ბლოგების არქივებში ჩასაკარგად. ჰოდა, თავს მაინც მოვუყრი: tamara – წერილი ლევ ტოლსტოის Molly Bloom – წერილი არტურო პერეს რევერტეს Mariefille – წერილი ვირჯინია ვულფს ვასასი – წერილი ორჰან ფამუქს ანი – წერილი ჯეკ ლონდონს ana – წერილი ჟიულ ვერნს ლობჟანიძე – წერილი ფილიპ როტს აგათა – წერილი ასტრიდ ლინდგრენს რუსა – წერილი ჰერმან ჰესეს  […]

  18. vasasi როგორ გამიხარდა შენი კომენტარი! ვერც კი წარმოვიდგენდი თუ დააკომენტარებდი ..
    როგორც მე და მოლი ,,შევთანხმდით” გემოვნებაზე არ დაობენ… 🙂 ყველა წიგნს თავისი მკითხველი ყავს…
    დიდი, დიდი მადლობა!

  19. ჰესსეს ,,ტრამალის მგელი” და ,,დამსვენებელი” მაქვს წაკითხული. მეტი არ…
    ეს წერილი კი ძალიან თბილია, რომ მიეღო შეინახავდა სიკვდილამდე:*

  20. ,,ტრამალის მგელი’’ ჩემი ფავორიტია..ძალიან, ძალიან მიყვარს… მადლობა სალ.. ოღონდ ცოცხალი ყოფილიყო და ამ საუკუნეში ეცხოვრა მართლა ი მივწერდი წერილს და მთელ ცემ სიყვარულს ჩავაქსოვდი… :ოცნებიანისმაილი:❤

  21. “ჩემი” ჰერმანი თავის ჰარისთან და სიდჰარტჰასთან ერთად❤ მიყვარს ჰესე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s