აღმოსავლეთის ქალები სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში

ქალს უძველესი დროიდან მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა საზოგადოებაში.როცა პირველყოფილი ადამიანები გაერთიანდნენ გვარებად ,გვარში წამყვან როლს ქალი თამაშობდა.კაცობრიობის ისტორიაში ამ პერიოდს მატრიარქატი ეწოდა.მეურნეობის განვითარებამ ნელ–ნელა დააწინაურა მამაკაცი,ახლა უკვე ის ასრულებს წამყვან როლს.ქალები ყოველთვის შეადგენდნენ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს,მაგრამ უმცირესობაში აქცევდნენ.ისინი განიცდიდნენ დისკრიმინაციას,ბევრ ქვეყანაში ქალები ყველაზე დაბალ სოციალურ საფეხურზე იდგნენ.მათთვის მიუწვდომელი იყო როგორც პოლიტიკური,ისე საზოგადოებრივი კარიერა.მაგალითად,მეზობელი აღმოსავლეთის ქვეყნებში პოლიტიკა და ქალი ურთიერთის არაკეთილხმოვან სიტყვებს წარმოადგენდნენ.მთავარი არგუმენტი ,რომელიც ქალებისთვის პოლიტიკური შეღავათების საპირისპიროდ მოჰყავდათ იმ მოსაზრებას ეფუძნება,რომ ეს ჯერ დაასუსტებს,შემდეგ კი დაშლის ოჯახს..

ძველი აღმოსავლეთის ფემინისტური კულტურები


კაცობრიობის ისტორიაში ნეოლითური რევოლუციით დაიცყო ახალი ეტაპი…დედამთავრული გვარი მამამთავრულმა შეცვალა…ამ დროს მამაკაცი ფაქტიურად ორგანიზაცია უწევს მტელ საზოგადოებას,ამ პერიოდში იქმნება კულტურული გმირის –მამრის არქეტიპი.princips civitatis-”პირველი კაცი”აუცილებლად მამაკაცი უნდა ყოფილიყო.

მდედრის როლი გამოკვეთილი იყო,როგორც შთამომავლობის მომცემის  და მომწესრიგებლის..ნეოლითში კი ძალზე განივრცო დედა–ქალღმერთის კულტი.დედა ქალღმერთი უზენაესი ღვთაება იყო,მისგან შობილი ძე– მზე–უნივერსალური…მიწადმოქმედების განვითარებამ წამოსწია საზოგადოებაში ანდროგენული საწყისის განვითარება,ქალს უკვე მამაკაცთან შედარებით თანაბარი სოციალური სტატუსი აქვს..რელიგიაშიც ”გაჩნდა” ქალი..უკვე ქურუმის როლში…

შუამდინარეთის ისტორია იცნობს ქალ მმართველებსაც..ძვ.წ.აღ. მე–3 ათასწლეულში ისინიელი ქალი ვინმე კუგ–ბაბა ტახტის უზურპატორი ხდება.შუამდინარეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობდა დედოფალი ბარანამტრა.აღსანიშნავია,რომ მას ქონდა ქონების და პირადობის დამადასტურებელი საბუთი  და ბეჭედი :–)ასურელი მმართველი ქალი იყო სემირამიდა…

შუამდინარეთის კანონების მიხედვით ,მშობლები თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ შვილებზე.ქალს შეეძლო ყოფილიყო მომჩივანი ან მოწმე.ქალს შეეძლო დაეკავებინა თანამდებობა,ყოფილიყო მწერალი ან სასამართლო კოლეგიის წევრი.ისინი სპორტულ ასპარეზობებშიც კი მონაწილეობდნენ.

საყურადრებოა ჰეროდოტეს ცნობები ლიკიელების სესახებ:

,,ერთი ჩვეულება აქვთ ლიკიელებს და ხალხთა შორის არავის გააჩნიათ მათი მსგავსი .ისინი სახელებს დედის მიხედვით ირქმევენ.თუ მოქალაქე ქალი შეუღლდება მონასთან შვილები კეთილშობილებად ითვლებიან ,ხოლო ტუ კაცია მოქალაქე და ცოლად ჰყავს მხევალი ან უცხოელი ,მაშინ შვილები მოკლებულნი არიან მოქალაქეთა უფლებებს.”

ლიდიელებზე კი ისტორიის მამა გვეუბნება” ლიდიელი ხალხის ასულები ყველანი ეწევიან მეზავობას და ამით აგროვებენ მზითევს..ისინი თვითონ ითხოვებენ თავს..”თანამედროვე მეცნიერთა უმეტესობა მიიცნევს რომ უბრალოდ ეს უცხო იყო ავტორისთვის და გააზვიადა,”თვითონ ითხოვებენ თავს ”უბრალოდ იმას უნდა ნისნავდეს,რომ ისინი თვიტონ ირცევენ მეორე ნახევარსო…

აღმოსავლური ოჯახური ტრადიციები,აღმოსავლეთის ქალთა უფლებები


მუსულმანურმა შარიათმა დააკანონა ახალი კანონები..ეს კანონენები აიძულებდა ქალს კარჩაკეტილ ცხოვრებას ( ჰიჯაბი)

არაბი ქალები ჩადრის შემორებას მათ შორეულ წინაპარს აიშეს უნდა ”უმადლოდნენ”,რომელიც მუჰამედის ულამაზესი ცოლი ყოფილა.თქმულების მიხედვით,მას ერთ–ერთი მოგზაურობის დროს ცოლიც თან ახლდა.ერთ ღამეს იგი გაპარულა და ახალგაზრდა ბედუინთან ერთად დაბრუნებულა.ორივენი არწმუნებდნენ უცოდველობაში,ბედუინმა უამბო თუ როგორ იპოვა გზაზე ღონემიხდილი აიშე ,აქლმზე შესვა და ქმარს მიუყვანა.მუჰამედს მზეთუნახავი ცოლისთვის არაფერი უთქვამს,მაგრამ უბრძანებია ამიერიდან ჩადრში გახვეულიყო.თურმე ამ შემთხვევის შემდეგ დაიწერა ყურანის 24–ე სურა,სადაც ქალის ქცევის წესებია განსაზღვრული.

ასე იყო თუ ისე,ყურანის კანონების მიხედვით მუსულმანი ქალი გამოეთიშა საზოგადოებას…”ჰიჯაბი”ანუ კარჩაკეტილი ცხოვრება ესაა მუსულმანური ეთიკის ნორმების მთელი კრებული ,სადაც წვრილმანებამდეა  დამუშავებული ქალის ცხოვრებისა და ქცევის წესები.

ყურანის მიხედვით გოგოს დაბადება ოჯახში იყო დიდი უბედურება.არაბული ანდაზებიც ამაზე მატყველებენ:

”ვაჟი სიმდიდრეა,გოგო–ზედმეტი ტვირთი”

”გოგო მძიმე ტვირთია”

”შენს გაჩენას ჯობდა ქვა გამეჩინა,იმისთვის მნაინც გამოდგებოდა,რომ თავის ადგილს დაიკავებდა კედლის მშენებლობისას..”

თუ პირმშო გოგო იქნებოდა,ასთ სახელებს არქმევდნენ”ყიზ–ტამანი”(საკმარისია გოგოები),”ბასხანუმი”(მეტი გოგოა  არაა საჭირო),”უღლან ჩერეკი”(ბიჭია საჭირო),”საციტა”(საკმარისია)

როდესაც ქალს ზედიზედ უჩნდება გოგოები ეთიკა ნებას აძლევს კაცს გაეყაროს ცოლს.ბიჭის გაჩენა კი ნამდვილი დღესასწაულია ისლამურ ოჯახში.მას არქმევენ ისლამის ფუძემდებლების ან სახელგანთქმული ადამიანების სახელებს.მათი ტრადიციების მიხედვით უკეთესია ქალიშვილი არ გყავდეს,მაგრამ თუ არის  –ჯობს იყოს გათხოვილი ან  საფლავში…. ( ბარბაროსობაა…:–((  )საქმე იქამდეც მიდიოდა, რომ ბევრ უძველეს ხალხს და მათ შორის არაბებსაც ქონდათ საშინელი,ბარბაროსული ტრადიცია–ახალშობილ გოგონებს ცოცხლად მარხავდნენ! :–(

ძალიან ძნელია თანამედროვე პირობებში ისლამური ტრადიციების დაცვა.ქალს არა აქვს უფლება ესაუბროს უცნობ მამაკაცს,მამაკაცს  კი სამართალი უწესებს,თუ სურთ ესაუბრონ უცნობ ქალს,უნდა იდგეს მისგან მოშორებით და განზე იხედებოდეს,ილაპარაკოს სწრაფად…. ქალის გარესამყარო შეზღუდულია საკუთარი სახლის კედლებით.თუ ქუჩაში გავა,უსათუოდ უნდა გაეხვიოს შავ ჩადრში,რომლის ქვემოთ ახლა უკვე იშვიათად როდი იმალება მოდური კაბა. :–) ისლამში ნებადართულია პოლიგამია….ყურანის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს გაყრის პროცედურას.ეს პროცედურები ძლიერ მოძველებრულია და შეუსაბამოა თანამედროვეობასთან…

შეუძლებელია ასეთი ძველი ტრადიციების დაცვა თანამედროვე ცხოვრებაში,ამიტომ მთელ აღმოსავლეთის სახელმწიფოებში ბოლო საუკუნეების განმავლობაში შეინიშნება ბრძოლა მათ წინააღმდეგ.ირღვეოდა ყოფის ტრადიციული ფორმები და ფასეულობათა სისტემები.რაც უფრო ღრმად შედიოდა ევროპა აღმოსავლეთში,მით უფრო აქტიურად ხდებოდა აღმოსავლური სახელმწიფოების  დაახლოება ევროპულ მოდელთან.დასავლეთმა ახალი სული დანერგა აღმოსავლეთის ცხოვრებაში .ქალებსაც მიეცათ მეტი თავისუფლება,გისოსები თანდათან დაიხსნა და სამყარო ქალისთვის უფრო გაიშალა.

აღმოსავლეთში ქალთა ფემინიზაციისთვის მნიშვნელოვანი იყო მაჰათამა განდის მოღვაწეობა. ის სისტემატურად იმაღლებდა ხმას დიდი ხნის წინათ დამკვიდრებული ქალთა სრული უუფლებობის წინააღმდეგ.მაჰათამა ქალებს ,,მსხვერპლად შეწირულებს” და ,,ტანჯვის განსახიერებას” უწოდებდა.ის მკაცრად გმობდა კასტურ და რელიგიურ ტრადიციებს.მისი მმართველობის დროს საგრძნობლად გაფართოვდა ქალთა უფლებები.ქალები მასობრივად ჩაებნენ განათლების და ჯანდაცვის სფეროში.ის ამბობდა,,ქალი მამაკაცის თანაბარია,მისი თანასწორია ჭირსა და ლხინში,ამიტომ არ შეიძლება მამაკაცთა სათამაშო ტიკინა იყოს.მას უფლება უნდა ქონდეს დაიკავოს სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული თანამდებობები სახელმწიფო აპარატის ნებისმიერ სფეროში.”

განდის იდეების კეთილისმყოფელ გავლენას განიცდიდა ინდირა განდი.ის ერთერთ ყველაზე ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწედ იქცა მსოფლიო ისტორიაში.

რაც შეეხება თურქეთს,აქ ქალები ათა თურქს უნდა უმადლოდნენ მათი უფლებების გაფართოებას.მან შემოიღო ევროპული ნიმუშის სამოქალაქო კოდექსი,რასაც მოჰყვა მრავალცოლიანობის გაუქმება.გაჩაღდა ბრძოლა ჩადრის წინააღმდეგ.ქალებმა მოიპოვეს არჩევნებში მონაწილეობის ,ასევე უმაღლესი განათლების უფლება.შეიქმნა უფასო დაწყებითი და ფასიანი საშუალო და უმაღლესი განათლების სისტემა.დაარსდა თეირანის უნივერსიტეტი.მისი რეფორმების შემდეგ თურქეთი განვითარებულ,ევროპულ სახელწიფოდ იქცა,შეიცვალა მუსულმანი ქალის სტერეოტიპები.

ეს პერიოდი შესანიშნავად ასახა ნობელის პრემიის ლაურეატმა მწერალმა  რიჩარდ ნური გიუნთექინმა  თავის პოპულარულ რომან ”ნარჩიტაში”.ავტორმა ,,ნარჩიტას ”სახით მოახერხა  მკითხველისთვის დაენახებინა თურქი ქალი –ჩადრს მიღმა…

თანდათანობით საბოლოოდ დაიმსხვრა ძველი ტრადიციების ბარბაროსული გადმონაშთები და აღმოსავლეთშიც განმტკიცდა ქალთა უფლებები.ქალებმა დაიკავეს თავისი კუთვნილი ადგილი.მართლაც ქალს მნიშვნელოვანი როლი აკისრია საზოგადოებაში და ის არ შეიძლება დისკრიმინირებული იყოს.ქალი მამაკაცის თანაბარია და ჭირსა და ლხინში მის გვერდით უნდა იყოს.პოლიტიკაში ქალებიცაა საჭირო..ფემინა ფრთხილია,მშვიდობისმყოფელი,ნაკლებ აგრესიული,უფრო მობილური ,ვიდრე მამაკაცი,მეტადაა განწყობილი გადარჩენის გზების ძიებისთვის,მას ყველაზე ექსტრემალურ სიტუაციებშიც კი შეუძლია სწორი გადაწყვეტილების მიღება.თანამედროვე ყოფამ აჩვენა ,რომ ”სუსტი სქესი”არაფერით ჩამოუვარდება ,,ძლიერ სქესს”.ამის ნათელი დადასტურებაა არაერთი პოლიტიკოსი ქალი.მათ ხშირად ,,კაბაში გამოწყობილ მამაკაცებს”უწოდებენ,თუმცა ისინი ჩვეულებრივი ქალევბი არიან,რომლებმაც თავიანთი დაუღალავი შრომით   და წარმატებისკენ სწრაფვით მიაღწიეს მიზანს…შეაღეს პოლიტიკის კარები და დაიკავეს მნიშვნელოვანი ადგილი პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

დღესდღეობით,მართლაც შეიცვალა მუსულმანი ქალი.შავებშიგამოწყობილ შაჰიდ ქალს,რომელიც თავის სილამაზეს მხოლოდ ქმარს უძღვნის და შვილების   აღზრდაა მისი ერთადერთი მოვალეობა,არაფერი აქვს საერთო ნამდვილ აღმოსავლელ ქალთან–საოცრად ბრძენთან,ლამაზთან და თავისუფალთან….ამის ნათელი მაგალითია იორდანიის დედოფალი რანია.რომელსაც ხშირად პრინცესა დიანასაც ადარებენ ქველმოქმედების,ხალხთან ურთიერთობის და დახვეწუილობის გამო.ის სრულები არ შეესაბამება მუსულმანი ქალის შესახებ დამკვიდრებულ შეხედულებებს,ის ჩადრს არ ატარებს,მაგრამ მაინც რცება აღმოსავლელი ქალის იდეალად.ჯერ კიდევ ახალგაზრდაა,განათლება უცხოეთში აქვს მიღებული,ის იორდანიის ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროშია ჩართული.ის სრულიად არაბული სამყაროს პირველ ლედადაც კი აღიარეს.

აღმოსავლეთისთვის დამახასიათებელი უზარმაზარი უფსკრული,რომელიც ქალსა და მამაკაცს შორის არსებობდა დღესდღეობიობით აღარ არსებობს.საზოგადოება მივიდა იმ დასკვნამდე ,რომ ქალის აქტიური როლის გარეშე ქვეყანას მხოლოდ აკლდება…

,,სიბრძნე,სიმამაცე,თანალმობა….თავგანწირვის უნარი–სულის თვისებებია ,სული კი არ არჩევს ფიზიკურად უმწეოს ეკუთვნის თუ ძალმოსილს,არც იმას დაგიდევთ მეფეს ეკუთვნის თუ მონას…ჯადოსნური ჯინივით ბოთლიდან ამოღწევას ლამობს  და განთავისუფლებული სასწაულებს ჩადის…მთავარია საკუთარ თავში პიროვნება აღმოაჩინო!”– წავიკითხე სადღაც…მთავარია იყო პიროვნება და სულაც არა აქვს მნიშვნელობა ქალი ხარ თუ კაცი.,….არ შეიძლება დისკრიმინირებული იყო შენი სქესის გამო….

როგორც რუსთველი ბრძანებს:

,,ლეკვი ლომისა სწორია,ძუ იყოს თუნდა ხვადია”

 

მომზადებულია ზ. კიკნაძის ,,სამი კონტინენტის კონტრასტებზე” , რამდენიმე კვლევაზე და საგაზეთო პუბლიკაციაზე დაყრდნობით.

2006  წელი.

 

13 thoughts on “აღმოსავლეთის ქალები სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში

  1. მაგარიააა :))))))) ილია ჭავჭავაძის გენიალურ სიტყვებსაც დავამატებდი- საქმე კარგი დედაკაცობაა, ქალს სხვა ბევრი მოვალეობა აწევს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, აგრეთვე- არა არს რჩევა მამაკაცისა და დედაკაცისა
    “”””სიბრძნე,სიმამაცე,თანალმობა….თავგანწირვის უნარი–სულის თვისებებია ,სული კი არ არჩევს ფიზიკურად უმწეოს ეკუთვნის თუ ძალმოსილს,არც იმას დაგიდევთ მეფეს ეკუთვნის თუ მონას…ჯადოსნური ჯინივით ბოთლიდან ამოღწევას ლამობს და განთავისუფლებული სასწაულებს ჩადის…მთავარია საკუთარ თავში პიროვნება აღმოაჩინო!”– წავიკითხე სადღაც…მთავარია იყო პიროვნება და სულაც არა აქვს მნიშვნელობა ქალი ხარ თუ კაცი.,….არ შეიძლება დისკრიმინირებული იყო შენი სქესის გამო….””””‘” 100%-ით სწორია!!!!!! სულს სქესი არ აქვს

  2. მადლობა🙂
    მართლაც გენიალური სიტყვები გენიალური მწერლისა…
    სქესის გამო დისკრიმინაცია მადლობა ღმერთს მგონი წარსულს ჩაბარდა ცივილიზირებულ სამყაროში,მაგრამ აღმოსავლეთში ამ მხრივ სამწუხარო რეალობაა😦

  3. კარგი სიტყვები აქვს ილია ჭავჭავაძეეს :* გენიალური აზრიიიაა!ქალს ბევრი მოვალეობა ეკისრება კუხნასჰიი????? ::D:D:D:D:D:D:D:D:Dratqmaundaa qveynis da eris winashec :*

  4. მაჰათმა განდის შვილი არ იყო ინდირა განდი. ის ჯავაჰარლალ ნერუს ქალიშვილი იყო, გადაამოწმე.

  5. ავტორ რას ებადუნები თუ ხვდები მაინც? – “ყურანის მიხედვით გოგოს დაბადება ოჯახში იყო დიდი უბედურება” – ერთი აიათი დამიწერე სადაც ყურანი ამას ამბობს და არა არაბული წარმართული კერპთაყვანისმცემლური გადმონაშთური ანდაზები და თქმულებები. ის, რომ გოგოს ცოცხლად მარხავდნენ დაბადებისთანავე არაბეთში ეგ მართალია, მაგრამ მუჰამმადმა სალ ალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამმა ეგ აკრძალა, ქალებს უდიდესი უფლებები მიანიჭა ოჯახში და საზოგადოებაში, ჰიჯაბი არ ნიშნავს კარჩაკეტილ ცხოვრებას,როგორც ეს ზემოთ აღნიშნე – ეგ სისულელე საიდან მოგივიდა თავშიმიკვირს.

    “როდესაც ქალს ზედიზედ უჩნდება გოგოები ეთიკა ნებას აძლევს კაცს გაეყაროს ცოლს.ბიჭის გაჩენა კი ნამდვილი დღესასწაულია ისლამურ ოჯახში.” – ეს არის სრული სისულელე ისლამური გადმოსახედიდან.. ბავშვი (გოგოც და ბიჭიც) ღმერთის საჩუქარია და განძია. ყურანი გვიკრძალავს მათ მოკვლას ” და არ მოჰკლათ შვილნი თქვენი სიღარიბის შიშით! მათაც ჩვენ ვაძლევთ სარჩოს და თქვენაც. უეჭველად, მათი მოკვლა მძიმე ცოდვაა!” ( სურა ისრა 17:31)
    რატომ არ წერია ბიჭი და რატომ წერია შვილნი? – შვილნიში ისევე იგულისხმება გოგო, როგორც ბიჭი! ისლამამდე კი ეს ასე არ იყო , გოგონას მარხავდნენ იმის გამო ,რომ გოგო იყო – ეს იყო ისლამამდე და არა ისლამის შემდეგ!

    .”თუ ქუჩაში გავა,უსათუოდ უნდა გაეხვიოს შავ ჩადრში” – არსად არ არის არც ნაბრძანები, არც აუცილებელი რომ შავ ჩადრში ჩაცმული გავიდეს ქუჩაში, ნებისმიერი ფერით შეუძლია გავიდეს ქუჩაში როგორც მოესურვება ,ისლამური ტრადიციების დაცვით..

    ყურანის ჩამოვლინებიდან პირველი მუსლიმი იყო ქალი. ( ჰატიჯა)

    პირველი ისლამისთვის წამებული იყო ქალი.(სომაია)

    ყურანი ქალებს დიდ ყურადღებას უთმობს და რიგით მე-4 სურა ” ნისა – ქალები ” ქალებზეა გარდმოვლენილი ( კაცებზე ასეთი სურა არ არსებობს)

    ყურანი სურა ბაყარა 2 : 228 ამბობს : ” და ქალებს აქვთ იგივე უფლებები, რა უფლებებიც მათზე (ქმრებს) აქვთ კანონის ფარგლებში. ოღონდ ქმრები მათზე მაღლა არიან ერთი საფეხურით. უეჭველად, ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია. ” – ქალებიც იგივე უფლებებით სარგებლობენ კაცებზე, როგორც კაცები ქალებზე. ხოლო ის, რომ კაცი ოჯახში ავტორიტეტია ეს ყველა ქართულ თუ უცხოურ ოჯახშია ცნობილი და სადაო არ არის აქ არაფერი.

    მუჰამმადი სალ ალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამ ამბობს : – ყველაზე სრულყოფილი და რწმენაში სრულფასოვანი ის მორწმუნეა, ვინც ცოლს ყველაზე კარგად ეპყრობა” (რიაზუ სალიჰი ტომი 2 გვ. 148)

    ხოლო ვედა – გამოსამშვიდობებელ ხუთბეში ამბობს: “ადამის მოდგმავ კარგად მისმინეთ! გეშინოდეთ ალლაჰისა ყველაფერში რაც ქალთა უფლებებს ეხება! თქვენ გაქვთ უფლება ქალებზე და ქალებსაც აქვთ უფლება თქვენზე ”

    ყურანი ამბობს : ” მოექეცით მათ ( ცოლებს ) კეთილად. ხოლო თუკი მოიძულებთ, ვაი თუ თქვენ მიერ შეძულებულში ალლაჰმა უდიდესი სიკეთე ჩააქსოვა” ( სურა ნისა – ქალები 4:19)

    https://www.youtube.com/watch?v=52i5jrLmAs4 – უყურე ამ ვიდეოს..

    https://www.youtube.com/watch?v=MAGvC5mWpfE – ამასაც უყურე .. და თუ გიანტერესებს ბიბლიური ქალი მაშინ https://www.youtube.com/watch?v=iR_o7m8DptU – ამასაც უყურე!

    ნუ გამოკვებამ ხალხს ტყუილებით! ამის შემდეგ რა სინდისით უნდა თქვა და დაწერო ის რაც ზემოთ გიწერია… თუ რამის თქმა მოგინდეს ჩემთვის https://www.facebook.com/giorgi.shavadze.7 – ეს ვარ!

  6. გიორგი, პირველ რიგში, მინდა გითხრათ, აზრის გამოხატვა და დაკომენტარება ნებისმიერ მსურველს, ნებისმიერი ფორმით შეუძლია, მაგრამ ცოტა კორექტულად მოგემართათ კარგი იქნებოდა.. არაუშავს, ეს ისე, უბრალოდ🙂 ბოდიში, აქამდე ვერ მოვიცალე მეპასუხა, ვეცდები ახლა გავცე პასუხი კომენტარს.
    დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ასეთი საინტერესო კომნეტარისთვის და პოზიციის დაფიქსირებისთვის. თქვენ მომეცით საშუალება ამ საკითხს უფრო ღრმად გავცნობოდი.
    მივყვეთ თავიდან:
    როგორც facebook-ზე პირად შეტყობინებაში გითხარით, ეს პოსტი სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით მომზადდა და ჩემი ნააზრევი ნამდვილად არ არის. ამასთან, არ ეხება მხოლოდ ისლამს, ეს სათაურიდანაც კარგად ირკვევა მგონი… მომზადებულია რამდენიმე საგაზეთო პუბლიკაციასა და სამეცნიერო ნაშრომზე დაყრდნობით. ძირითადად კი ეყრდნობა მკვლევარ თამაზ კიკნაძის ერთერთ წიგნს, რომელშიც საუბრობს არაბ, ალჟირელ და ირანელ ქალებზე. პოსტში წერია – ყურანის მიხედვით, გოგოს დაბადება ოჯახში იყო დიდი უბედურება. არ მიწერია , რომ ყურანი ქადაგებს ამას. მოგიყვანთ ყურანის შესაბამისი სურიდან ნაწყვეტს.
    ,,სურა 16 ,,ნაჰლი’’
    57. და ალლაჰს უდგენენ ქალიშვილებს –დიდება მას! თავისთვის კი იმას იტოვებენ რაც სურთ. 58. და როცა რომელიმე მათგანს ქალიშვილს ახარებენ, დაეფარება სახე შავად, სიბრაზის გამო. 59. ემალება ხალხს უხეირო ცნობის გამო. დაიტოვოს სირცხვილად შვილი, თუ მიწაში ჩამარხოს? ‘’ – კარგად მესმის შინაარსი და ვხვდები ეს რა მიზნითაც ჩაიწერა ყურანში, მითუმეტეს ასე გრძელდება – ,, ერთი შეხედე, რა საზიზღარია მათი განაჩენი!, რომელსაც არ სწამთ საიქიოსი მათ ცუდი თვისებები ახასიათებთ!’’
    პოსტში ეს იგულისხმებოდა, თუ თუ ორაზროვნადაა და ამან გამოიწვია გაუგებრობა ბოდიშს ვიხდი. თვითონაც ადასტურებთ, რომ ეს ტრადიცია გავრცელებული იყო არაბეთში, თუმცა, ჩემი ინფორმაციით არამარტო არაბეთში. რაც შეეხება ქალთა უფლებებს, ყურანში ბევრი მუხლი ეხება ქალებს, მაგრამ ასე ვთქვათ ისინი განსაზღვრავენ ქალების ქცევის წესებს, მოვალეობებს.. როცა ვწერ იმ ბარბაროსულ ქმედებებზე, თუ დააკვირდებით არსად ვახსენებ ყურანს, სუნას და სხვა წყაროებს. მთელი პოსტი აქცენტს აკეთებს ჩვეულებებზე, ეთიკაზე და ტრადიციებზე. კიდევ გადაავლეთ თვალი და თავად დარწმუნდებით. ისლამამდე იყოო მეთანხმებით, მაგრამ ისლამის შემდეგად ირანის, არაბეთის, იორდანიის, ავღანეთის და სხვა ისლამური ქვეყნების პროვინციებში დღესაც შემორჩენილია საშინელი ტრადიციები… ამაზე არაერთი წიგნი დაწერილა, არაერთი ფილმი გადაღებულა!
    ისლამის შემდეგ როგორ შეიცვალა ქალების უფლებრივი მდგომარეობა , ამ კითხვაზე პასუხობს ეს სტატია.
    http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00—off-0civil2-civil2-01-1–0-10-0–0-0—0prompt-10–..-4—-4—0-0l–11-en-10—10-ru-50–00-3-about-00-0-00-11-1-0utfZz-8-00-0-11-1-1utfZz-8-00&cl=CL1.10.4.1&d=HASH35dde02140cb7861815255.6.5&x=1
    კიდევ მინდა დავამატო, რომ ყურანი ეს მუსულმანთა ,,წმინდა წიგნია’’, მაგრამ ,,მუსულმანურ სამართალს’’ – ,,შარიათს’’ მხოლოდ ის როდი ქმნის.. მუსულმანური სამართლის წყაროებზე კი სხვადასხვა შეხედულება არსებობს, ერთნი თვლიან, რომ მას მხოლოდ ყურანი და სუნა ქმნის, მეორენი სამართლის წყაროდ მიიჩნევენ იურიდიულ ნორმებს, რომლებიც ყურანში არ არის შეტანილი (კიიასი, ფეტვა, იჯმა) მესამენი ასახელებენ მხოლოდ იმ ადათებსა და ტრადიციებს, რომლებიც მუსლიმური სამართლის ძირითად საფუძვლებს არ ეწინააღმდეგებიან.. რაც შეეხება ქალისა და მამაკაცის თანასწორობას, შარიათი, მისი რიგი ,,იურიდიული ნორმები’’ ხაზს უსვამს სწორედ ქალისა და მამაკაცის უთანასწორობას…
    თქვენც მიერ მოწოდებულ ლინკებს გავეცანი და საპასუხოდ მინდა ამ ლინკს გაეცნოთ… https://www.youtube.com/watch?v=9IDaRoBSxMk თუმცა, ვაღიარებ ძალიან მშრალია და მწირია. ქალის როლზე და მნიშვნელობაზე, ქალის უფლება–მოვალეობებზე ქრისტიანობაში , ბევრია დაწერილი და ამაზე კომენტარებით საუბარი ძნელია.
    ვაღიარებ შავი ფერის სამოსი შეცდომით მიწერია. ეს ძალიან ადრე, სკოლაში სწავლის პერიოდში დაწერილია და როგორც ჩანს მცდარ წყაროს დავეყრდენი. რაც შეეხება სტატიისშეცვლას, არ ვაპირებ რა თქმა უნდა. მართალია დღევანდელი გადმოსახედიდან განსხვავებულად დავწერდი და უფრო სიღრმისეულად გავეცნობოდი წყაროებს, თუმცა, ისეთი არაფერი მიწერია, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩემს შეხედულებებს. ამასთან, მინდა დავამატო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით დასავლელი ქალების აპოლოგეტი ვარ და ვიზიარებ თანამედროვე დასავლეთის ცხოვრებისა და ჩაცმის სტილს… ქალის უფლებებზე, როლზე, ფუნქციაზე და მნიშვნელობაზე, ცხოვრების სტილსა თუ ჩაცმულობაზე სრულად ვიზიარებ ქრისტიანულ შეხედულებას და შევეცდები ამაზეც დავწერო.

    • მოკლედ ჩამოვაყალიბებ ჩემს სათქმელს..
      მე არ მაინტერესებს დანარჩენი აღმოსავლური ტრადიციები რაც პოსტში წერია, ჩემთვის ეგ მე-10000 ხარისხოვანია, მე უფრო ისლამზე რაც გიწერიაიმაზე გავეცი პასუხი, თორემ მაჰათმა განდის შვილი, რომ არ იყო ინდირა განდი მაგის დაწერაც შემეძლო, მაგრამ მე ისლამზე ვაკეთებ აქცეთს და გასაგები იქნება რატომაც..

      ძალიან ცუდია, როცა საუბრობთ ისლამზე, დოგმებზე, ქალის ფუნქციაზე და იყენებთ “საგაზეთო პუბლიკაციებს” და არა უშუალოდ ყურანს, რადგან გაზეთებში ათასგვარ სისულელეს წერენ .. აი მაგალითად ერთერთმა ჩემმა სულიერმა ძმამ მითხრა, რომ ევროპაში ყურანის აიადან ჭრიან ერთ აბზაცს და ისე წერენ გაზეთებშიო, ყურანში წერია , რომ მთვრალი ნამაზს არ მიუახლოვდეთო, ხოლო ისინი მთვრალს შეგნებულად ჭრიან და წერენ, რომ ნამაზს არ მიუახლოვდეთო ბრძანებს ყურანიო.. – ეს ისე მარტივი მაგალითი მოვიყვანე თემასთან არანაირ კავშირში მყოფი, მაგრამ გამოსადეგი.

      ისლამის შემდეგ შემორჩენილია ტრადიციები რაც ისლამში აკრძალულია და დაუშვებელი. აი მაგალითად ცოლზე მჟავას გადასხამ რითიც ხშირად მანიპულირებენ არამუსლიმები დაბალი ინტელექტის მქონე მუსლიმთან, მაგრამ ისლამში ეს არსად არ წერია, და ეს ძველი ტრადიციების გადმონაშთია, ამიტომ ამის ისლამზე მიკუთნება კი დიდი დაუდევრობაა!

      მეუბნებით, რომ არ ვამბობ ყურანი ამას ქადაგებდსო, მაგრამ პოსტში წერთ : “როდესაც ქალს ზედიზედ უჩნდება გოგოები ეთიკა ნებას აძლევს კაცს გაეყაროს ცოლს.ბიჭის გაჩენა კი ნამდვილი დღესასწაულია ისლამურ ოჯახში.” – აქ ხაზი გავუსვი და თვალში მომხვდა ის გარემოება, რომ თითქოს ბიჭის გაჩენა ისლამურ ოჯახში დღესასწაულია ვიდრე გოგოს გაჩენა.. ამის სხვა უფრო “ჰუმანურად” გაგება თუ შეიძლება იქნებ თქვენ თვითონ ამიხსნათ🙂

      ეგ ლინკი, რომელიც დამიდეთ დიდი ხანია ვიცი, სწორედ მაგის საპასუხოდ გაკეთდა დანარჩენი ვიდეოები, რომელიც მე დაგიდეთ ” ქალის ფუნქცია ისლამში ” “ქალი ბიბლიაში” , ხოლო ეგ კაცი გიორგი გველესიანი ვინც ეგ ვიდეო გააკეთა და ატვირთა სრულიად “გაქრა” პოლემიკაში. ჩემს სულიერ ძმებთან პოლემიკა ვეღარ გაუძლო.. მაგ ვიდეოს კომენტარებშიც იყო დაწერილი კომენტარები, მაგრამ ახლა, როგორც ხედავ დაბლოკილი აქვს საწერი ველი, რაც მის უსუსურობაზე მიუთითებს😉 – ასეთის არგუმენტად გამოყენება კი არაფერში გამოგადგებათ .. აი მაგალითად ერთს მოვიყვან , ვიდეოში ამბობს , რომ კაცს შეუძლია არც ჰკითხოს ქალს უნდა თუ არა მასთან ქორწინებაო და ისე მოიყვანოსო, მაგრამ მუჰამმადმა სალ ალლაჰუ ‘ალეიჰი ვა სალლამა ჩაშალა ქორწინება, როდესაც გაიგო, რომ გოგოს ნების წინააღმდეგ აქორწინებდნენ ვიღაც კაცზე. ისლამში თუ გოგო თანახმა არ არის ქორწინებაზე ის არ უნდა შედგეს, ქორწინება ძალდატანებით არ ხდება, ისევე, როგორც სხვა რელიგიური რიტუალი ( ქორწინებაც ერთ-ერთია ) “იძულება არაა სარწმუნოებაში” ( 2:256) ..

      ამასაც გაეცანით – https://www.youtube.com/watch?v=cXej8UcmBbw

      ეს მარტივი მაგალითი მოვიყვანე თორემ კიდევ ბევრი ცდომილება აქვს, მაგ ვიდეოში ისევე, როგორც სხვა ვიდეოებში…

      ბოდიშის მოხდა და შეცდომის აღიარება ზრდილობის მანიშნებელია და ძალიან კარგია, მაგრამ რას გვარგებს ბოდიში თუ ამდენ ხალხს შეცდომაში შევიყვანთ?! – მე ეს “საფიქრეთი” ერთ – ერთი სტატუსი კომენტარში ვნახე სადაც ისლამში ქალის უფლებებზე იყო საუბარი.. იქაც გავეცი საკადრისი პასუხი, მაგრამ მაინც შედის ხალხი ცდომილებაში და ამას ვერაფერი უშველის თუ არა პოსტის ამ მონაკვეთის შეცვლა ან სრულიად წაშლა – თუ არ წაშლით ან არ შეცვლით ეგეც თქვენს სინდისზე იყოს.

      სამწუხაროდ კორექტული ამ შემთხვევაში ვერ ვიქნები…

  7. პროგრესი აშკარაა🙂 ამ შემთხვევაში არაკორექტული ნამდვიალდ არ ხართ. უბრალოდ თქვენ ისევ ვერ გაიგეთ. კიდევ ვიმეორებ, პოსტის მიზანი ისლამზე საუბარი და ისლამის კრიტიკა ნამდვილად არ არის. ეს სურვილი რომ მქონოდა, ამაზე სხვა წყაროებზე დაყრნობით და დასაბუთებულად დავწერდი. საგაზეთო პუბლიკაციებს რაც შეეხება, არაბულ ტრადიციებთან დაკავშირებით არ გამომიყენებია. პოსტში საუბარია იმ ეთიკაზე, მორალზე, ფასეულობებზე და ტრადიციებზე, რაც იყო არც თუ ისე შორეულ წარსულში და დღესაც შემორჩენილია ისლამურ სამყაროში, ისლამურ ოჯახებში… მე კი არა, მათ შეჰყავთ ხალხი ,,შეცდომაში” (როგორც თქვენ უწოდებთ). ამას ვამბობ იმიტომ, რომ ისინი ამ ყველაფერს ისლამის სახელით აკეთებენ. თქვენ თვითონაც ადასტურებთ, ისლამის შემდეგაც შემორჩა ტრადიციები, რაც ისლამში აკრძალულია და დაუშვებელი. დაბალი ინტელექტის მქონე მუსლიმები ზუსტად ამ ტრადიციებს მისდევენ ისლამის სახელით. ჩემი პოსტით გპირდებით არავინ შევა ,,შეცდომაში” ვინც ყურადღებით წაიკითხავს. თქვენი კომენტარებიც აქაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია თავისუფლად ნახოს და თავად განსაჯოს. ასე, რომ იყოს ,,ჩემს სინდისზე ”.
    რაც შეეხება პოლემიკას, თქვენთან პოლემიკას ნამდვილად არ ვაპირებ.
    ღმერთმა სწორი განსჯის უნარი მოგცეთ…

    • მე პირადად, რომ არ მენახოს შეცდომაში შესული პიროვნება სწორედ ამ პოსტით ამას არ ვიტყოდიი🙂 ჯერ ის ვერ მომინელებია ჰიჯაბით ცხოვრებას კარჩაკეტილობას, რომ უწოდებთ მაშინ ,როდესაც თვით მუსლიმი ქალები ( დიახ მუსლიმი ქალები) ამბობენ, რომ ჰიჯაბი მათი სიამაყეა და არც ჩაკეტილად ცხოვრობენ… – ამის შემდეგ კი მთხოვთ კორექტული ვიყო მაშინ, როდესაც ავტორია არაკორექტული თემასთან მიმართებაში? – რა დავარქვა ამას? – უვიცობა, გაუნათლებლობა თუ სიძულვილი? – სიძულვილს უფრო გამოვრიცხავდი.. დანარჩენი ორი კიდე შეიძლება.. თუ ამბობთ და ფიქრობთ , (ზოგ შემთხვევაში ასეც არი ) , რომ ხალხი მათ შეცდომაში შეჰყავთ , რატომ იყენებთ იგივე მეთოდებს?
      კარგი თუ არაფერს წარმოადგენს ეს თქვენთვის მაშინ იყოს ეგრე თქვენს სინდისზე.. მე ხელები დამიბანია …

      “და ქალებს აქვთ იგივე უფლებები, რა უფლებებიც მათზე (ქმრებს) აქვთ კანონის ფარგლებში. ოღონდ ქმრები მათზე მაღლა არიან ერთი საფეხურით. უეჭველად, ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია.” 2:228
      ღმერთმა სწორი გზა დაგანახოთ და გონება გაგინათოთ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s