შემოდი!
შენთვის ღიაა ჩემი სულის კარიბჭე,
შენთვის ღიაა ჩემი გულის ბოლო ფეთქვამდე!
შემოგეკედლე…
შემოდი!
და წაიკითხე ჩემი თხოვნის ბარათი:
გთხოვ, მიმიყვანე ღმერთამდე!
ხელი ხელს, სიტყვა სიტყვას,
ლოცვა ლოცვას,
წინ, იმ გზით, რომელსაც დღეს
ღმერთი ლოცავს!
შემოგეკედლე…
შემოდი!
და წაიკითხე ჩემი სულის ჩანახატები,
და დამასწავლე უკეთ ფიქრი და უკეთ წერა.
შემოგეკედლე…
შემოდი!
მომირთე სული უთვალავი სანთლით, ხატებით,
გამილამაზე შენი ლოცვით ეს ჩემი კერა.
თვალი თვალს, ფიქრი ფიქრს,
დარდი დარდს,
თუ შემცივდა, შემოვიცვამ
შენი სულის თარგს.
შემოგეკედლე…
შემოდი!
და მიმეგობრე, რათა “ერთობით დავიმკვიდროთ
სუფევაი ცათაი~.
შემოგეკედლე…
მსურს,
შენთან ერთად გავიარო
დედამიწის ყველა ფერდობი,
ჩემს ხელს გაგებებ,რადგან შენი უკვე აქ არი..
ავტორი : გვანცა ჯობავა
ირგვლივ სიჩუმეა, ღამის სიწყნარეა,
ფიქრებიც დადუმდა მგონი,
ისევ მენატრება შენი სიტკბოება,
ღმერთო, გევედრები, მოდი…
ლამაზია
მადლობა რუსა :):*
არაფრის… რომ იცოდე როგორ, როგორ მიყავრს ეს ლექსი… ❤ :*
გაიხარე რუსა, ერთი სათხოვარი მაქვს, დაწერე კომპოზიტორი ვინ არის ამ მუსიკის ფონად რომ აქვს შენს ულამაზეს საფიქრეთს……