შემოქმედება და სულიერება

            (მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელის მიხედვით)
               საინტერესო წიგნმა იოლად იცის ჩათრევა და თუ მკითხველი მიიჯაჭვა, შეიძლება ღამეები გაათენებინოს, ეგ უცხო არაა არცერთი ბიბლიოფილისთვის. მაგრამ ისიც იცით, არის წიგნები, რომელსაც ჩქარა ვერაფრით წაიკითხავ… კითხულობ, გითრევს და თითოეული წინადადება ისე გაფიქრებს შეუძლებელია ჩქარი კითხვის მეთოდით ან თუნდაც ჩვეულებრივად წაიკითხო… როცა მეუფე ანტონი ბლუმის წიგნი გადავშალე რეცენზიაში ზუსტად ეგ წავიკითხე, წიგნი ნელი კითხვისთვისაა განკუთვნილიო…

 ,, სუროჟელი მიტროპოლიტის გულშიჩამწვდომი საუბრები , ალბათ ასევე გაგათენებინებთ ღამეებს,ოღონდ არა კითხვაში, არამედ ფიქრში, რადგან ძალიან ძნელია, თავიდან შეუძლებელიც კია, წრფელად გაიაზრო მეუფის ნაუბარი და გაითავისო ურთულესი ჭეშმარიტებები…’’

    რა თქმა უნდა ვიცოდი ძალიან საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ესოდენ საოცარს ნამდვილად არ მოველოდი…საერთოდ წიგნებს ძალიან სწრაფად ვკითხულობ, მაგრამ ესაა წიგნი, რომელსაც რამდენიემე თვე ვკითხულობდი! რა თქმა უნდა პაუზებით, ფრაგმანტ-ფრაგმენტ… ერთიდაიმავე ადგილს რამდენჯერმე.. თითოეული ადგილის წაკითხვას მოსდევდა დაუსრულებელი ფიქრი ..ეს იყო წიგნი საოცრება… ავტორი სასულიერო პირია  და ბუნებრივია კარგი თეოლოგი, მაგრამ გამაოგნა მისმა ცოდნამ მხატვრულ ლიტერატურაში, ფილოსოფიაში..ისე ოსტატურად მოჰყავს ადგილები მხტვრული ნაწარმოებებიდან და ისე აკავშირებს მათ ნებისმიერ თემასთან…. გარდა ამისა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მეუფის ცხოვრებამ, პირადმა მაგალითებმა… ის ექიმი იყო პროფესიით, ფრონტზე დაჭრილებს ეხმარებოდა , ამავდროულად ბერი…  მეუფე ჩვეული თავმდაბლობით ამბობს, შეგიძლიათ ჩემი ვარაუდებისთვის ორიანი დამიწეროთ ღვთისმეტყველებაშიო, მაგრამ მისი ქადაგებები ისე ღრმაა, ისე მრავლისმომცველი, შეუძლებელია დაეთანხმო…. დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო მამა ანტონზე და მის საოცარ ქადაგებებზე, მაგრამ მინდა ერთი ადგილი გაგაცნოთ , რომელმაც ბევრი,  ძალიან ბევრი მაფიქრა…..

  მეუფეს ეკითხებიან :

     ,,როგორ გადავწყვიტოთ წინააღმდეგობა დაძაბულ სულიერ ცხოვრებასა და მხატვრულ და მოაზროვნე ცხოვრებას შორის? ხელოვნება დაკავშირებულია ცხოვრებასთნ;მაგრამ მწერალი, ხელოვანი წინააღმდეგობრივ სიტუაციაში ხვდება. კონკრეტული მაგალითი-ბლოკი, რომელმაც თქვა, რომ შეუძლებელია ერთდროულად ყურს უგდებდე სამყაროს ხმებს და უდიდეს ხმაურს,რომელიც მარადისობიდან მოდის. შემოქმედ ადამიანს ხანდახან ეჩვენება , რომ მარადისობის ხმაური ახშობს სამყაროს ხმებს.ტოლსტოი, გოგოლი  საერთოდ, ვერაფერს ქმნიდნენ , რადგან ეჩვენებოდათ რომ შემოქმედება ცოდვააა….’’

__    ,,მე არ შემიძლია რაიმე არსებითი გითხრათ, რადგან ბუნებით არ გახლავართ შემოქმედი ადამიანი; მე შემიძლია რაღაც ნაწილები შევკრიბო, გადავაადგილო, მაგრამ მე არასდროს შემძლებია რაღაც ახლის თქმა ან გამოგონება. ამიტომ შემოქმედების შესახებ პირადი გაგება არ გამაჩნია.მაგრამ თუ იმ მაგალითს ავირებთ, რომელსაც თქვენ იძლევით , მე მეჩვენება , რომ ტოლსტოიმ  თავის თავში ხელოვანი მოკლა, რადგან გადაწყვიტა მოაზროვნე გამხდარიყო, ის ნიჭით დაჯილდოებული ხელოვანი იყო.სილამაზის საშუალებით მის  წინაშე საგნების სიღრმე იშლებოდა; როცა მან ფიქრი ხედვიდან განყენებულად დაიწყო, დარჩა ძალიან უფერული გონება, კოლოსალური სიამაყით და საკუთარ თავზე წარმოდგენით_ და დიდი ხელოვანიდან რაღაც ძლიან უბადრუკი რამ გამოვიდა. შეიძლება ეს სულ მთლად ასეც არ არის, მაგრამ ესაა ჩემი რეაქცია ტოლსტოიზე.                                                                                                                                 გოგოლმა, ვფიქრობ სხვა ადამიანების გავლენით და შინაგანი ცხოვრების საკუთარი სვლით , შექმნა დაპირისპირება იქ, სადაც შეიძლებოდა არც ყოფილიყო. ანუ სწორედ ის დაპირისპირება, რომლის შესახებაც ბლოკი წერდა, გოგოლმა უკიდურესობამდე მიიყვანა:  ან_ან. მან საკუთარი თვი, როგორც ხელოვანი, უარყო, რომ არსებითად იგივე ეკეთებინა , რაც ტოლსტოის, იმიტომ ,რომ წერა დაიწყო სულიერზე შთაგონების გარეშე.  და მისი ლიტურგიის კომენტარები _ დათაფლული, მწირი და დიკანკის საღამოებზე განუზომლად უარესია….                                                                    რაც შეეხება, ბლოკის სიტყვებს, მე ვფიქრობ, რომ ეს მაინც ხელოვნური დაპირისპირებაა, რადგან დედამიწის ხმები აუცილებლად როდი უპირისპირდება ზეცის ხმაურს . ის რაც დედამიწის ხმებში გვესმის, რაღაც სხვა რამის გამოხატულებაა_ ხშირად დამახინჯებული, შეზღუდული.  ყველაფერი, რაც დედამიწაზე მოჩანს_  უფლის ქმნილებაა; ყველაფერი , რასაც ვხედავთ , უფლის ხელითააა შექმნილი, და ჩვენ რომ თვალხილულნი ვიყოთ, დავინახავდით არამარტო სქელ, გაუმჭვირვალე ფორმას, არამედ სხვა რაღაცასაც. არის წმ.მიტროპოლიტ ფილარეტ მოსკოველის შესანიშნავი საშობაო ქადაგება, სადაც ის ამბობს: ჩვენ რომ ხედვა შეგვეძლოს, ყოველ საგანზე, ყოველ ადამიანზე , ყველაფერზე _ მადლის ხატებას დავინახავდით; და თუ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ , მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ ვართ ბრმანი _ და არა იმიტომ, რომ ეს ასე არ არის. მაგრამ, მეორე მხრივ,  ჩვენ ვცხოვრობთ  დაცემულ, დამახინჯებულ სამყაროში, სადაც ყველაფერი ორაზროვანია; ყოველი საგანი შეიძლება ზეშთაგონება იყოს  და – კერპი და სიცრუე გახდეს. ისეთი ცნებებიც კი, როგორიცაა სიმართლე, ჭეშმარიტება, შეიძლება ზეშთაგონება იყოს, ან პირიქით, შეიძლება თვითონ ის საგანი გაყინოს , რომლის გამოხატვაც სურთ. ამიტომ ყველაფერს ან ხელოვანის, ან წმიდანის თვალით უნდა უყურო; სხვა გამოსვალი არ არის….                                                                               რამდენიმე წლის წინ ინგლისში ჩავიდა მეცნიერი, რომელიც ეკოლოგიას მისდევდა; ეკოლოგია მაშინ ჩასახვის პერიოდში იყო. ის ცდილობდა მოეძებნა მიზეზი, თუ რატომ ექცევიან ადამიანები ასე ველურად გარემოს. ის მოგზაურობდა ორი კითხვით. დაგიდგამდათ მიკროფონს და გთხოვდათ: თუ სეიძლება დაუფიქრებლად მიპასუხეთ ჯერ ერთ კითხვაზე, მერე შეისვენეთ, სული მოითქვით და _  მეორეზე. პირველი კითხვა : ,,რა არის დუმილი?’’ მეორე კითხვა : ,, რა არის ხე?’’ რა ვუპასუხე პირველ კითხვაზე მნიშვნელოვანი არ არის , როგორც მღვდლებს სჩვევიათ , მთელი სიტყვა წარმოვთქვი. შემდეგ საქმე ხემდე მივიდა, მე კი სწორედ ახალჩამოსული ვიყავი ამერიკიდან და  იქ მიწის და ბუნების სიძლიერემ გამაოცა: რა სიცოცხლის ძალა აქვს მიწას, რომ ასეთი ძალით შეუძლია აბარტყოს სიცოცხლე ხეების, ბალახის, ბუნებრივი მყოფობით სავსე უზარმაზარი სივრცეების სახით.  და როცა მან დამისვა კითხვა, ხე რა არისო, ვუთხარი , რომ ჩემთვის ხე _ დედამიწის ძალის გამოხატულებაა. შემდეგ დაინტერესებულმა სხვებს დავუწყე გამოკითხვა. ვკითხე ერთ ჩვენ მრევლს_ ახალგაზრდა გოგონას, რომელმაც სახეგაბრწყინებულმა მომიგო: ,,ხე _ ეს პოეზიაა!’’ შემდეგ ღვთისმეტყველების სუნივერსიტეტო განათლების მქონე ახალგაზრდა კაცს ვკითხე, მან მიპასუხა: ,,ხე _ სამშენებლო მასალა! ’’ ესეც ორი უკიდურესობა!  ერთსა და იმავე ცნებაზე შეიძლება ავაშენოთ სამყარო, გულისხმიერებით, სილამაზით, სიცოცხლით სავსე, ან მაგიდები და სკამები და სხვა არაფერი, მკვდარი საგანი.!   ის ვერაფერს ხედავდა ხეში გარდა იმისა, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა მისგან; როგორც დიკენსის გმირი, რომელიც უყურებდა ცხვრის ფარას და ამბობდა: მოარული მწვადები… სხვას ვერაფერს ხედავდა; ცოცხალ არსებებში მხოლოდ ხორცს ხედავდა, რომლითაც მუცელს ამოიყორავდა.                                           ამ უკიდურესობამდე მიუსვლელადაც , ადამიანი ყოველთვის  ვერ ხედავს საგნებს წმიდანის თვალით , ისე როგორც ღმერთი ხედავს. ან ხელოვანის თვალით, რომელიც შეიცნობს კეთილსაც და ბოროტსაც. აქ, მე ვფიქრობ , ხელოვანის პასუხისმგებლობაცაა: ის შეიძლება ხედავდეს საგანს , ხედავდეს სიმახინჯეს, ცოდვას, ბოროტებას, შეუძლია ისინი გამოხატოს _ და ეს იქნება დადებითი მნიშვნელობის სიმართლე  ან _ პორნოგრაფია…  და ყოველთვის არ იცი რა იქნება, რადგან ყველაფერი მოცემულ ადამიანზეა დამოკიდებული.  მსოფლიო ლიტერატურაში არის მთელი რიგი შემზარავი სახეებისა,  მაგრამ ისეა ნაჩვენები, რომ შენთვის გაკვეთილი იყოს:იცოდე! სხვები კი ისეა ნაჩვენები, რომ ფიქრობ:მაგარია! აფსუს, თაღლითობა, უსინდისობა და ა.შ. არ მომდგამს,თორემ მეც მდიდარი და ცნობილი კაცი ვიქნებოდი!                                                                                                                              აი, აქ არის ხელოვანის ზეშთაგონების საკითხი: ერთი მხრივ, ის, რასაც ის ხედავს, და მეორე მხრივ _  მისი ზნეობრივი ხარისხის საკითხი, რადგანაც, ხელოვანის თვალსაზრისით , შეიძლება ხედავდე ერთსაც და მეორესაც, ისევე , როგორც ღმერთის თვალსაზრისით , შეიძლება ხედავდე მადლის ნათებას და _ცოდვის საშინელებას.  მაგრამ ხელოვანს ხშირად არ შეუძლია ამ განსხვავების გაკეთება, რადგან ეს მისი როლი არ არის, _ სხვანაირად ის ტოლსტოი გახდება : ის ილაპარაკებს ცოდვაზე იქ, სადაც სილამაზეზე უნდა ილაპარაკოს. ეს ორი სხვადასხვა მოწოდებაა, რომლებიც, ისევე, როგორც ყველაფერი ამ ცხოვრებაში, მადლის შთაგონებით შეიძლება იყოს დალოცვილი ან არ იყოს…. მაგრამ ასევე სულიერი ცხოვრებას შეიძლება შემობრუნდეს ეშმაკის სახით: ამას ჩვენ ზოგჯერ სექტებში ვხედავთ…. აი, ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია….

*    *    *

         ჩემი ყველანაირი კომენტარი ზედმეტია, მაგრამ ბევრი მაფიქრა მისმა ქადაგებამ… კიდევ ერთხელ გამახსენდა გოლდმუნდის ტრაგედია… (ჰერმან  ჰესეს ,, ნარცისი და გოლდმუნდიდან’’) ისიც ხომ ამან დაღუპა…  ჭიდილმა სულიერებასა და ხელოვნებას შორის…. არადა წინააღმდეგობა შეიძლებოდა არც კი ყოფილიყო  … … …

სიყვარულის რექვიემი


აქ სიბნელეა…
ოთახის სარკმელს ნამგალა მთვარის შუქი ჰა და ჰა სწვდება,მე კი ვცდილობ პეშვით დავიჭირო მისი სითბო,მერე უკლებლივ ჩაუშვა უბეში,რათა მივაწოდო იმედი სიყვარულს,დავყურებ ტერფებვარდისფერ,სიცხით გათანგულ,გალეულ გრძნობას და შენს გაცრეცილ-გახუნებულ სევდიან ფიქრებს ძაღლად ქცეული მოთმინებით გაბმულად ვუყეფ; კვდება ლამაზი სიყვარული! ღმერთო,ან რაღად მაჩუქე იგი,ანდა,თუ ჩემი სიხარული მთლიანად მას გაუნაწილე,რაღად მიცურებ თითებიდან;მნათობი მოსწყდა ჩანაცრებულ ზეცას გრძნობისას-ისჩემი ბედის ვარსკვლავი იყო.მიწას გაეკრნენ ზარები ზათქით;თვით ბრმა ზარებმაც ვერ შეიძლეს სასტიკი გლოვის მუდმივი ზიდვა; შენც ამ ტვირთივით მძიმე გამოდექ ფრთებფარფატა და ნაზო ლოცვავ სიყვარულისა.
ისევ კვნესიან სირინოზები ჩემში რეკვიემს;ჰა,მოსახდენი დღეს უკვე მოხდა;მე დავიმსხვრიე…ცალკეა სული,ცალკეა გული და გრძნობებიც მიჰქრი-მოჰქრიან;გონებას შეუკრია შუბლი მრისხანედ,თვალყურს ადევნებს მარიონეტთა ტაკიმასხრობას;ისევ კვნესიან სირინოზები ჩემში რეკვიემს.
M.M.M./მაია მარუაშვილი/



”ლტოლვა პარნასისკენ..”

”შემოქმედება არს მუდმივი ლტოლვა ვერმიღწეულის..”

ვინ ვართ ჩვენ-ადამიანები,რა მოვალეობა გვაკისრია,რისთვისმოვედით ამქვეყნად?მარადიული კითხვები არ მასვენებენ…ფიქრები დაქრიან უმისამართოდ..ისინი პაწაწუნა ჭინკები არიან ჩემში რომ ცხოვრობენ.ყველას კარგად ვიცნობ,სახელებიც კი შევარქვი მათ.ისინი ჩემი მეგობრები არიან,არასოდეს მტოვებენ,მუდამ ჩემში არიან,ჭირსაც და ლხინსაც ჩემთან ერთად იზიარებენ…ჩემთან ეთად იზრდებიან,იფურჩქნებიან…ისინი ცხოვრებას მიადვილებენ,მეხმარებიან სწორი გზა ავირჩიო,რჩევებს მაძლევენ,შეცდომებსაც კი მპატიობენ.მართალია,ვერ ველაპარაკები,მაგრამ ჩემი ესმით,ჩემს აზრებს კითხულობენ და ექოსავით უკან მიბრუნებენ.ეს ჩემი გულის ხმაა,გულის ფიქრი,გულის ჩურჩული…ვერ გავიგებდი გულის ხმას რომ არა ისინი.ახლაც ისინი მკარნახობენ და მაწერინებენ.ერთმანეთს ეცილებიან ვინ მიკარნახებს.მე კი უსასრულოდ,უმისამართოდ ვწერ…ხან ერთს ვუგდებ ყურს,ხან მეორეს.ისინი ჩხუბობენ:)
_ ასე როგორ დავწერ…ყველას ერთად როგორ მოგისმენთ?!
ჩემში ნამდვილი რევოლუცია ხდება.აზრები ერთმანეთში ირევიან,იფანტებიან…არა! უნდა დამშვიდდნენ,თორემ ასე როგორ დავწერ?
_ რაზე დავწერო?
ულამაზეს პრინცესაზე,ფერიებზე,თუ თავგადასავლების მოყვარულ პატარა ბიჭზე?!თუ ღატაკ,მშიერ ,მაგრამ ამაღლებული სულის მქონე ადამიანზე?ბუნების მშვებიერებაზე თუ…არა!მათზე ბევრჯერ დაიწერა…სათქმელი ბევრი აღარაფერი დარჩა…ეს უბრალოდ გამოგონილია..ფანტაზიის ლტოლვა ვერმიღწეულისაკენ…
გულის ჩურჩულს ჭინკები უკან მიბრუნებენ და მე საკუთარი გილის ხმა მესმის …
_ არა!ამჯერად ამ გზას არ ავირჩევ!ფიქრებო,ნუ მირჩევთ ზღაპარი შევთხზა…მე რაღაც სხვა მინდა!მინდა მშიდად ვიხეტიალო ადამიანთა გულებში,მათი აზრები ამოვიკითხო…მაშინ გავიგებდი ვის აქვს გულში ბოროტება და ვის არა..მერე ბოროტ აზრებს ერთად ავკინძავდი და სადღაც შორას მოვისროდი.კიდევ,მინდა სამყაროს იდუმალება ამოვხსნა..ღვთის საიდუმლოს ჩავწვდე…რა მოხდება ამის უნარი რომ შემწევდეს?_ პაწაწინა აზრის ჭინკა გაისუსა,ჩაფიქრდა…მეც გავირინდე,მხოლოდ გულის წიკწიკი მესმოდა… _ გული ფეთქავს,მაგრამ მისი მონოლოგი აღარ მესმის?რატომ გაყუჩდა ჭინკა?-ამას მეორე აზრი მეუბნება.მე კი გაფაციცებული ყურს ვუგდებ-ისიც გაჩუმდა…
მშიდად მივცურავ ფიქრების ზღვაში,ვინ იცის რომელი აზრი ჩამავლებს ხელს,ტალღებზე მივსრიალებ.აქედან,სულის უშორესი კუნჭულიდან სამყარო სულ სხვა ფერია…თვალები დახუჭული მაქვს,სულით დანახული სამყარო კი სულსხვანაირია,საოცარია..აზრების ზღვა მშვიდია,მაგრამ უცებ აბობოქრება იცი ხოლმე…წყალი ფირუზისფეია,ანკარა..ისეთ სუფთა,ისეთი ცისფერი,რომ ლამის ცას შეერწყას უნდა…ცა და ზღვა უნდა გაერთიანდეს..საოცარია ამის ყურება…მზეც აიტაცა ამ თვალწარმტაცმა სანახაობამ,გაოცებული შესცქერის ამ სილამაზეს და ათას მცხუნვარე სხივს გზავნის..მე კი მივცურავ..სხივების სითბო ჩემს სულში იჭრება და მათბობს…ხელი ახლა სხვა ჭინკა-აზრმა ჩამავლო,ეს ისაა ,რომელიც გზას მიჩვენებს,პაწაწინა,წითელი კომპასივითაა,ხან აღმოსავლეთისკენ მივყავარ,ხან- სამხრეთისკენ,ხანდახან ჩრდილოეთითაც,მაგრამ არასდროს წავუყვანივარ დასავლეთისკენ.სულ მაინტერესებს,რატომ?მაგრამ მხოლოდ ამას მეუბნება:
_ მოითმინე!შენთვის ჯერ ადრეა..ეს დროც მალე მოვა….
_ ჭინკავ!პაწია აზრო,ახლა საით მიაქანებ ჩემს სულს?
_ იქ,სადაც შენ გსურს იყო! – მიპასუხა და გამიღიმა.
_სად მსურს ვიყო?ეს როგორ გაიგე ჭინკავ?
_ მე შენში ვცხოვრობ….ამიტომ ყველაფერი მესმის..შენ გინდა ჩვენნაირი იყო,არა?
_ეს როგორ?არა,სულაც არ მინდა…
_ შენ ხომ ოცნებობ ადამიანთა სულებში შეაღწიო?მათი ფიქრი ამოიკითხო?
_ დიახ!ძალიან მინდა….
– მაშინ ჩვენნაირი უნდა გახდე!
საიდანღაც მოცვივდნენ ჩემი პატარა მეგობრები.ისეთი პატარები იყვნენ!ნამცეცები!ჭრელაჭრულა ტანსცმელში გამოწყობილნი.ერთი მეორეს არაფერით ჰგავდა.ამოდენა,ჭრელაჭრულა ბრბო მიყურებდა და ამას ჩამძახოდა.გაოცებული შევყურებდი მათ.მოხუცი,ბრძენი” აზრი-ჭინკა” მიხვდა ვერაფერს ვხვდებოდი,ბრბოს გამოეყო და მომიახლოვდა.ხელზე დავისვი.ეს სიბრძნე იყო,მხცოვანი,თეთრწვერა მოხუცი,ფაფუკი,ქათქათა წვერი გრძლად ეშვებოდა.მოხუცმა ალერსიანად გიმიღიმა და მითხრა:
_ მეგობარო.,ჩვენ გვინდა სურვილი აგისრულოთ.ის რომ მოხდეს,რაც გინდა ,ჩვენნაირი უნდა გახდე,ოღონდ ყველა უნდა გავერთიანდეთ და სიბრძნე გიბოძოთ…ჩვენ მხოლოდ შენში ვართ,სხვაგან ვფერ წავალთ..შენ კი გინდა ,ისეთი ჭინკა იყო ყველას აზრებს კითხულობდე..ამისთვის შენ დასავლეთით უნდა გაეშურო..იქ,საბერძნეთში,თესალიაში,ხელოვნების ღმერთი აპოლონი ცხოვრობს.ის უთუოდ დაგეხმარება..შემოქმედ ადამიანებს მფარველობს…
აღტაცებულმა მადლობა გადავუხადე სიბრძნის ჭინკას და სათუთად დავსვი.ახლა დასავლეთით მივეშურები..აზრები მიკვლევნ გზას,პაწაწინა მეგობრები..გზა დაუსრულებელია და მტვრიანი..ირგვლივ სულ ქვიშის უდაბნოებია,მზე ისე აცხუნებს,ლამის დავიწვა..ქვიშა ნაღვერდალივით გახურებულა,თითქოს მიწას ცეცხლი უკიდიაო.ჩემი და აზრების გარდა აქ არავინაა.არა!მხოლოდ მე მივაბიჯებ ქვიშიან ბილიკზე,აზრები კი ჩემში არიან და ჯიუტად მიბიძგებენ უსასრულობისკენ….ვჩერდები,ტერფები მტკივა,ქვიშა მწვავს.ფიქრის ჭინკები კი ისევ მაიძულებენ წავიდე.
– არა! არ უნდა გაჩერდე…არ უნდა ჩაიმუხლო,თორემ მიზანს ვერ მიაღწევ,ერთი თუ ჩაიმუხლე,ერთ წამს თუ თვალი დახუჭე,ცხოვრების ქვიშიან უდაბნოში ჩაინთქმები,გავარვარებული,ცხელი უდაბნო შენს დასაღუპავად დაიძვრის,სანამ თვალს გაახელ მასში ჩაინთქმები! არ გაჩერდე! არ ჩაიმუხლო!
_ სხვა გზა არ მაქვს,შეშინებული მივაბიჯებ ცხიოვრების უდაბნოში..სიმხურვალესაც ვეგუები უკვე,,ყველაფერმა შეჩვევა იცისო”,- მართალი ყოფილა ვისაც ეს უთქვამს.ჩაფიქრებული მივაბიჯებ,დაბრკოლებებსაც ხშირად ვხვდები,მაგრამ ვუძლებ,მე ხომ ადამიანი ვარ!პატარა პაიკი დიდი მოჭადრაკის-ცხოვრების ხელში!მივილტვი ვერმიღწეულისაკენ,თუ ჩავიმუხლე, მეგობრები ამომიდგებიან მხარში და წამომაყენებენ.უნდა მივაღწიო მიზანს! ჩემი მიზანი კი დიდია… მინდა კასტილიის წმინდა წყაროს დავეწაფო და პარნასის პატარძლად ვიქცე …
ჩემდაუნებურად ფიქრებს თავი დავაღწიე და მარტო დავრჩი.არა,მარტო არ დავრცენილვრ,მაგრამ შევძელი ცოტა ხნით ფიქრებისგან თავი დამეღწია.მტვრიან გზაზე მივდიოდი,ქვიშას ქარი პირდაპირ სახეში მაყრიდა.გარემოს მოვავლე თვალი და გავოცდი.ადამიანი დავინახე! გამიხარდა…ის ჩემნაირი იყო..
საუკუნეა ადამიანს არ შევხვედრივარ,სადაცაა მივუახლოვდები,აი, უკვე გარკვევით ვხედავ.ეს შუახნის კაცია.მოწყენილს ქვიშაში ჩაუმუხლავს,იდაყვდდაყრდნობილი ცას მისცერებია.ცა კი ისე მშვიდია ,ისე ნაზი როგორც არასდროს…ჩავიმუხლე მასთან და ასე ვიყავით ერთხანს…სამარისებური სიჩუმე იყო…ფიქრებსაც კი აღარ ვახსოვდი.არ ვიცოდი,როგორ მოვქცეულიყავი,მეშინოდა…
_ რა უნდა ვუთხრა? -ვფიქრობდი ჩემთვის..რას გარინდებულა?ნუთუ ვერ მხედავს?- რომ დავრწმუნებულიყავი,ხელი მხარზე შევახე.-იგრძნო?_ ვკითხე ჩემს თავს._დიახ,იგრძნო და შეკრთა..თვალები,რომლებიც ცას მისჩერებოდნენ,ახლა მე მიცქეროდნენ,ლამობდნენ ჩემში შემოეღწიათ.მის თვალებში კითხვითი ნიშნები დავლანდე.ალბათ ასეთი კითხვითი ნიშნები ჩემ თვალებშიც იყო.მაინტერესებდა,მწყუროდა გამეგო,ვინ იყო,მინდოდა მის სულში შემეღწია.სურვილი მოსვენებას არ მაძლევდა..დანახვისთანავე მივხვდი,რომ ის დიდი ადამიანი უნდა ყოფილიყო.სხვანაირი,უჩვეულო ელფერი დაჰკრავდა,თითქოს თავზე შარავანდედი ედგა.დიდხანს ვიყავით ასე.. გარინდებულები…და ერთურთის სულში ჩაჭვრეტა გვწყუროდა..მე მას ვსწავლობდი,ის- მე…ვცდილობდით სულის კუნჭულში მფეთქავი,ჭრელი ფიქრები აგმოგვეჩინა.როცა სულები საუბრობენ,მათ სიტყვები აღარ ჭირდებათ,უსიტყვოდაც ყველაფერი გასაგებია.მასთან არ მისაუბრია,მაგრამ უკვე ვიცნობდი,ისიც ჩემნაირი იყო,მასშიც ცხოვრობდნენ პაწაწინა ჭინკები,ფიქრები მისი მეგობრებიც იყვნენ,მასაც ჰყავდა ბრძნული აზრი,ისიც” კომპას-აზრმა” მოიყვანა ფიქრთა უდაბნოში სახეტიალოდ,ისიც მიზნისკენ მიისწრაფოდა,უნდოდა სრულყოფილებისათვის მიეღწია,ილტვოდა ჯიუტად ვერმიღწეულისკენ..ცდილობდა არ ჩაემუხლა,რომ არ გაეთალა ცხოვრებას,მაგრამ ჩაიმუხლა,არ დაინდო ულმობელმა უდაბნომ… არ მინდოდა ლაპარაკი,ისედაც ყველაფერი გასაგევბი იყო,მაგრამ ეს არ ისურვა,მომიახლოვდა,მხარზე ხელი დამადო და მითხრა:
_რა პატარა ხარ! -გამიღიმა და განაგრძო _ მეც შენოდენა ვიყავი ,როცა ვრცელი უდაბნოებისკენ გამოვეშურე..ჯიუტად მივილტვოდი წინ,მშვიდად გადმოვცურე ფიქრთა ოკეანეები,ზღვენი,რომ ამ ცხელ ტრამალებამდე მომეღწია.მეც არ მასვენებდნენ პაწია ჭინკა-აზრები,მივილტვოდი ვერმირწეულისაკენ…ცხოვრებას გავურბოდი ,მაგრამ მაინც ცხოვრებისკენ მივისწრაფოდი,მუხლჩაუხრელად წინ მივიწევდი..ბევრი დაბრკოლება გადავლახე,მაგრამ გავუძელი… ვსწავლობდი,ვსწავლობდი,ვსწავლობდი,რადგან მსურდა სამყაროს იდუმალება გამომეცნო,მივისწრაფოდი ღვთის საიდუმლოს ჩავწვდომიოდი.ბევრი ჭინკა დაიბადა ჩემში,მათი დახმარებით შევძელი აქამდე მომეღწია,მართალია,მარიგებდნენ,არ ჩაიმუხლო,განაგრძე გზაო,მაგრამ ვერ შევძელი,მიზანს ვერ მივაღწიე,თუმცა ცოტაღა დამჩენოდა..პარნასელი დების დახმარებით შევძელი მომეწყვიტა პარნასის ულამაზესი ყვავილები…ალბათ ეს იყო ჩემი ვალი,ეს დამაკისრა მამაზეციერმა აღსასრულებლად..მეტი ვერ შევძელი… -ეს თქვა და გაირინდა..თვალები სადღაც შორს იცქირებოდნენ…
_ იცით,მეც მინდა ამოვხსნა სამყაროს იდუმალება… _ დავიწყე გაუბედავად_ კიდევ მინდა პატარა ჭინკა-ფიქრია გავხდე და ადამიანთა სულებში შევიჭრა,სწორედ ამიტომ გამოვეშურე ქვიშიან ტრამალებში სახეტიალოდ,ამიტომაც მივილტვი დასავლეთისაკენ..სადაც თურმე ხელოვნების ღმერთი აპოლონი ცხოვრობს.მივილტვი,თუმცა ვიცი,რომ ეს ფუჭი ლტოლვაა ვერმიღწეულისკენ…
_არა! შენ ცდები!იარე,იარე და მიხვდები,რაც გსურს…იარე და შენს ვალს აღასრულებ!მთავარი არ არის პარნასზე ახვიდე,მეც ამას ვესწრაფოდი,მაგრამ გზაში,ფიქრთა ზღვაში არმოვაჩინე ,რაც მსურდა,ჭინკად ვერ ვიქეცი,მაგრამ სამყაროს ერთი საიდუმლო ამოვხსენი,იმ საიდუმლოს კარი გავაღე,რომელიც მსურდა გამომეცნო,მე მივაღწიე ამას და შენც მიაღწევ,ოგონდ იარე,იარე და შენც აღასრულებ ვალს…აბა,შენ იცი,გასწიე ..მე კი მარადისობაში გადავინაცვლებ..
აქამდე გასუსული,სმენადქცეული ვიჯექი,ის მიდიოდა,მშორდებოდა,მე კი ხმასაც ვერ ვიღებდი.უცებ გონება გამინათდა.შიშის ნაპერწკლებმა სხეული დამწვა თითქოს..
_ არა! იქ არ წახვიდეთ!!! არ მიმატოვოთ! _ აღმომხდა უნებურად. მან მოიხედა,მომაჩერდა და მითხრა.
_ უნდა წავიდე..სხვა გზა არ მაქვს…
ავტირდი….მომიახლოვდა,შუბლზე მაკოცა და მითხრა:
_ სიამოვნებით ვიხეტიალებდი ამ უსასრულო,ქვიშიან ტრამალებში,მაგრამ აღარ შემიძლია..მე იქ მიხმობენ..სხვა გზა აღარ მაქვს…უნდა დაგემშვიდობო.გახსოვდეს რაც გითხარი,იარე,იარე და ვალს აგასრულებ…ადამიანთა სულებში ჩასაღწევად ”ჭინკა-ფიქრად” ქცევა აუცილებელი არაა,გზა გააგრძელე,იარე,იცხოვრე და მიხვდები,როგორ აისრულო ოცნება.თუ ადამიანთა სულებში ვერ ჩააღწევ,გამოიგონე საკუთარი ადამიანები,მასინ შეძლებ სული შთაბერო მათ,ისინი ისეთივე მარიონეტები იქნებიან შენს ხელში,როგორც ადამიანები ცხოვრების ხელში,ოღონდ ეს მარიონეტები ნამდვილი ადამიანები კი არა პერსონაჟები იქნებიან შენს სამყაროში.თუ სამყაროს საიდუმლოს ვერ გამოიცნობ შებ თვითონ შექმენი შენი სამაყარო! დაე,სხვამ სცადოს ამოხსნას..თუ ქვიშიანი ტრამალი გაილევა,შენ თვითონ შექმენი შენი უდაბნო..იწვალე..ირომე და საწადელს მიაღწევ! მე მივდივარ,გზას შებ დაგითმობ..მშვიდობით!!_ მითხრა და წავიდა.ატირებული გავცქეროდი,აღარ ჩანდა,მაგრამ თითქოს ვხედავდი,ცრემლები მახრჩობდა,სული ამიფორიაქა მასთან შეხვედრამ…
_ არა ! არ უნდა ვიტირო! ეს ხომ არ მოეწონებოდა! უნდა ვიარო ამ უდაბნოში და მივხვდევი,რაც მინდა…
მართლაც მივხვდი რაც მინდოდა,რაცაც ვნატრობდი..ჩემი სამყარო მინდოდა მქონოდა..ეს მოვახერხე..შევიქმენი საკუთარი სამყარო,დავიწყე წერა..
ახლა დავხეტიალობ ფიქრთა უდაბნოში და ადამიანთა სულებშიც კი ვიჭყიტები.ისინი ჩემი მარიონეტები არიან,როგორც ჩვენ_ ცხოვრების..არ ვჩერდები,მივაბიჯებ ვერმიღწეულისაკენ ქვიშიან ტრამალებში…გზას პარნასისაკენ კი პაწაწინა ”ჭინკა-ფიქრია-კომპასი” მიჩვენებს….