ჩიხში გალეული ცხოვრება თუ ხიდი მარადისობაზე

,,საერთოდ, რა იგულისხმება „რეალობაში“? ეს არის რაღაც ძალიან არამყარი, ცვალებადი და წერტილოვანი „ახლა“, რომლის პოვნაც შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას – მტვრიან გზაზე, ქუჩაში, გაზეთის სტრიქონში, მზეზე გაშლილ ნარცისში.” ….

,,ზოგჯერ რეალობა ისეთ ფორმებში ბინადრობს, რომლებიც ჩვენი აღქმისათვის ძალიან შორსაა. მაგრამ ყველაფერი, რასაც კი რეალობის ხელი შეეხება, საკუთარ, მუდმივ ადგილს პოულობს ცისქვეშეთში. ეს ის არაა, რაც დღესთან ერთად იწურება და ქრება, ეს ისაა, რაც რჩება წარსული დროისაგან, ჩვენი სიყვარულისა და სიძულვილისაგან”. ….

,,მწერლის ვალია დაიჭიროს სინამდვილის მომენტები, თავი მოუყაროს და სხვა ადამიანებს გადასცეს”….

ვირჯინია ვულფის (,,საკუთარი ოთახი”) ეს სიტყვები გამახსენდა ამოს ოზის ,,ჩემო მიხაელ” რომ დავამთავრე..  საოცარი რეალიზმითაა სავსე მთელი წიგნი.. მიხაელის და ხანას ცხოვრების თითოეული მომენტი ისე ახლოს მოდის კითხვისას, თითქოს საკუთარი თვალებით ვხედავდი, თვითონ განვიცდიდი მათ გრძნობებს..  მკითხველი უხილავად მყოფობს არა მხოლოდ მათთან, არამედ მათშიც, მათ სულში, ფიქრებსა და ემოციებში აღწევს.. თითქოს მწერალმა ჩვეულებრივი რუტინული, არაფრისმთქმელი ცხოვრების მომენტები აკინძა და სხვა აზრი, სხვა მნიშვნელობა მისცა…

ნაწარმოების შესავალში მწერალი ამბობს, რომ ,,ჩემო მიხაელ” თითქმის იძულებით დაიწერა, ხანას სახებამ ისე შეიპყრო, რომ მისი ენით ამეტყველდა და მის სიზმრებს ხედავდა. ავტორი თურმე ფიქრობდა, ერთ მუჭა მგრძნობიარე მკითხველს თუ შემოიკრებდა რომანი, რომელშიც არც სიუჟეტია, არც გმირები არიან მთლად გმირები.. არაფერი ხდება.. ისეთი არაფერი… მხატვრული ხერხებიც მინიმალურია.. წერის სტილი მარტივი, სადა..ჩვეულებრივი.. მაგრამ ამის საპირისპიროდ წიგნი ბესტსელერი გახდა.. ვირჯინია ვულფის არ იყოს,  ავტორმა მოახერხა  ერთად აკინძული რეალობის მომენტები მკითხველამდე მოეტანა.

ცალკე მინდა გამოვყო წიგნში არცთუ ისე იშვიათად გაბნეული, უმარტივესი, ერთ ან ორსიტყვიანი წინადადებები. უბრლოდ სიტყვები და მათ ბოლოს დასმული წერტილები მრავლისმთქმელი, ღრმა და დამაფიქრებელია.. არცერთ მწერალთან შემხვედრია მსგავსი წინადადებები – ,,ვარსკვლავი.”,,პირველი სიტყვები.” ,,თვლემა.” ,,შერჩილვა.”,,თითი მხარზე.”. ,,უტყვი დინება.”,,ფიჭვი და ქარი.”,,შედნობა.”,,მოძრაობა და ჩრდილი.”,,სასიკვდილო შერწყმა.”

გამაოცა ქალის სახის მამაკაცი მწერლის მიერ ასე ვირტუოზულად შექმნამ.. ხანა საოცრად ნამდვილია.. ეს  წიგნი იმ ქალის დღიურს წარმოადგენს, რომელიც ლექსებს არ წერს, თუმცა, სულით პოეტია, ლიტერატორია.. ხანა გრინბაუმ – გონენი – ქალი, რომელზეც ფიქრები, წარმოსახვები, აზრები ბატონობენ.. საკუთარი სულის ფანჯრიდან უმზერს რეალობას და სხვა აღქმით ხედავს. ის რეალურია, არსებობს, თანაცხოვრობს მეუღლესთან, შვილთან, გარესამყაროსთან.. თუმცა, ის ფანჯარა, რომლის დაორთქლილ მინას აკვრია და იმზირება, მისი შინაგანი და გარემომცველი სამყაროს გამყოფია.  ხანა გონენმა დამაფიქრა  ისეთ ადამიანებზე, რომლებიც სიტყვებს, ფიქრებს ვერ აღწევენ თავს.. რომლებიც შინაგან ხმას ვერ ახშობენ, ეფიქრებათ, ეწერებათ, მათ შიგნით არსებული ფერები გარეთ გამოღწევას, ხორჩშესხმას ცდილობენ, ან მათი სულიდან მელოდია ლამობს გადმოიღვრეს.. თუმცა, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ წერენ, ვერ ხატავენ.. ვერ ქმნიან…  ცდილობენ სიტყვები, ფერები, შემოქმედება მოკლან, ჩაახშონ შინაგანი ხმა და რეალობას არ მოწყდნენ…ისინი სინამდვილეს სხვა ფერებში ხედავენ.. მიწას, არსებულ რეალობას ეჯაჭვებიან თითქოს, მაგრამ მათი არსება მაინც სხვას მიელტვის.. სხვა განზომილებას ესწრაფვის… მართალია არ ქმნიან, მაგრამ შინაგან არსებაში მიძინებულ შემოქმედებას ატარებენ… ასეთ ადამიანებს ვერ უგებენ.. ან ისინი ვერ უგებენ სხვებს.. ისინი ხომ ყველაფერს სხვა სპექტრში ხვევენ და უჭირთ საკუთარი თავების რეალობის ჩარჩოებში ჩატევა..

ხანას საპირისპიროდ, მწერალი გვიხატავს მიხაელ გონენს..  გეოლოგს, შემდგომ უკვე გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, რომელსაც თავისი ცხოვრება დაუკავშირა ხანამ. მიხაელი კარგი ადამიანია, მშვიდი, მშრომელი, მუყაითი, მომთმენი, ჭკვიანი, პატიოსანი, მოზომილი, თანამგრძნობი, მეოჯახე, ოპტიმისტი, მოკრძალებული, გაწონასწორებული… თუმცა… ის სულ სხვაა.. სხვანაირად აღიქვამს სამყაროს.. მწერალი ერთგან საოცრად კარგად ხნის ამას  – ,,ადამიანთა უმრავლესობა რაღაცისთვის არ ცხოვრობს, ცხოვრობს და მორჩა.” მიხაელიც ასეთია, როგორც ხანა ამბობს, მჩატეა და ლაღი, ზედაპირული.. ხანას უნდოდა მასზე ძლიერ კაცს გაჰყოლოდა ცოლად, თუმცა, მიხაელი არ იყო ძლიერი. ხანას უნდა ერთხელ მაინც ენახა ეს კაცი აღშფოთებული, განრისხებული, გაცოფებული.. ხანას გული წყდება მათ ურთიერთობაზე ,,თითქოს მხოლოდ ფიქრი ვიყო მის გულში. რა იმედი უნდა ჰქონდეს მავანს, იმაზე მეტი იყოს, ვიდრე ფიქრი სხვის გულში. მე ნამდვილი ვარ მიხაელ. ოდენ ფიქრი როდი ვარ შენს გულში”. მიხაელი ხანას გამო ყველაფერს ითმენს,  ყველაფერში ცდილობს დაეხმაროს, გაუგოს, მისი საქმე იტვირთოს, თუმცა, შორსაა მისი შინაგანი სამყაროსგან, ვერ ხედავს მის სულს… არ ესმის მისი … სულ ახლოსაა მასთან, მაგრამ მაინც შორსაა.. მას არ შეუძლია ხანას ოცნებები აუხდინოს.. ხანა წერს და მიმართავს მიხაელს ,,ისე დავიხოცებით შენ და მე, მიხაელ, რომ ერთხელაც არ შევეხებით ერთმანეთს. შეხება. გადახლართვა. შენ ეს არ გესმის. ჩაკარგვა ერთი მეორეში. შედნობა. შერჩილვა. შეზრდა შინაგანი.”

წიგნს ვკითხულობდი და სანამ ბოლომდე ჩავიდოდი, რაღაცნაირად მეშინოდა ხანას იმედი არ გაეცრუებინა ჩემთვის…

ასეთი გაუცხოებული ურთიერთობის, უკმაყოფილო ქორწინების შედეგი ხანდახან სხვაა, ზოგჯერ საბედისწერო შეცდომაც.. მაგრამ ეს ქალი უძლიერესია, მართლაც განსხვავდება სხვა ქალი პერსონაჟებისგან. ,,ის არჩევს იცხოვროს მარადიული ცხოვრებით სხეულს მიღმა, ხორციელ შეზღუდვებს მიღმა, დროისა და ადგილის მიღმა”

წიგნს  თან ერთვის თანამედროვე ისრაელელი მწერლის ცრუია შალევის ძალიან საინტერესო ბოლოთქმა. ის ხანაზე წერს ,,ის უდავოდ ერთერთ უმამაცეს ქალთაგანია ებრაულ ლიტერატურაში, მიუხედავად იმისა, რომ ყოფით ცხოვრებაში ბევრს არ იღწვის, არც დიდ საქმეებს ეწევა და არც ფარულად მოქმედებს, მხოლოდ ფანჯარაში იმზირება, ჭურჭელს ალაგებს სამზარეულოში, როგორც გოგონა თოჯინების სახლში, დროდადრო უანგარიშო საყიდლებს აწყობს ან ჩაის ეტლს დაატარებს თავის მოკრძალებულ ბინაში, მჭკნობარე იერუსალიმურ უბანში. შეუპოვრად ეშურება შეურიგდეს თავისი ცხოვრების სინამდვილეს, თუმცა, აგრეთვე – ამ რეალობის შეცვლის ყოველგვარი მცდელობის აბსოლუტური დათმობით. … ქალი, რომელიც სრული ცნობიერებით ბედავს, ჩიხში გალიოს თავისი ცხოვრება….

ზოგჯერ ხდება, რომ წიგნს უცებ კითხულობ, მაგრამ მერე დიდხანს გაგყვება ფიქრი მასზე, ესეც ის შემთხვევაა. ერთი ამოსუნთქვით შემომეკითხა, მაგრამ წიგნისგან მიღებულ ემოციისგან და შთაბეჭდილებებისგან ალბათ კარგახანს ვერ გავთავისუფლდები. წიგნმა დამაფიქრა ქორწინებაზე. ყველა ადამიანი განსხვავებული, ინდივიდუალურია, თუმცა, თუ ადამიანებს ზოგადი ხედვა, ძირეული ღირებულებები და მთავარი მისწრაფებები საერთო არ აქვთ, ისინი ვერ ერთდებიან.. არ ხდება ,,შინაგანი შეზრდა”, ,,შეხება”.. სულის ძაფებით შეერთება…. ცოლ-ქმარი ცხოვრობს ერთად, ზოგჯერ წლებს გალევენ თანაცხოვრებით, თუმცა, უცხონი რჩებიან ერთურთისთვის…მაგრამ რატომ ირჩევენ ერთმანეთს?! ერთგან მიხაელი ხანას ეკითხება – ,,ხანა, როგორ მოხდა, რომ სწორედ მე გამომარჩიე ყველა შენით დაინტერესებულ მამაკაცთაგან რომლებსაც შეხვედრილხარ?” … ეს არჩევანი ყველაზე მნიშვნელოვანია… საბედისწერო….
,,ჩემო მიხაელ”- ის წაკითხვამდე ცოტა ხნით ადრე რიჩარდ ბახის ,,ხიდი მარადისობაზე” წავიკითხე. თითქოს ამ წიგნში ასახული ბანალური ცხოვრების სრული  ანტიპოდია. იმ წიგნის პერსონაჟები, რიჩარდი და ლესლი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ინდივიდები არიან, სხვადასხვა მისწრაფებებით, ხასიათის შტრიხებით, გემოვნებით, გატაცებებით, პროფესიით, თუმცა მათ აქვთ მთავარი – სულიერი სიახლოვე, რასაც ნამდვილად შეუძლია სამუდამოდ შეაერთოს.. რიჩარდ ბახი ამბობს კიდეც ,,მარტოობის საპირისპირო ერთად ცხოვრება კი არა სულიერი სიახლოვეაო” და ,,ორ ადამიანს მოწყენილობა ეუფლება არ მაშინ, როცა ფიზიკურად არ არიან ერთად, არამედ, მაშინ როცა მენტალურად და სულიერად არიან ერთმანეთისგან შორს”. 
რიჩარდი და ლესლი ახერხებენ ცხოვრების ამოცანის ამოხსნას, გაუგონ ერთურთს…

,,სხვადასხვანაირები ვართ, მაგრამ ერთნაირებიც, შენ ფიქრობდი, რომ არაფერი გექნებოდა სათქმელი ქალისთვის, რომელიც არ დაფრინავს თვითფრინავით. მე ვერ წარმომედგინა თავი იმ მამაკაცის გვერდით, რომელსაც არ უყვარს მუსიკა. იქნებ უფრო მნიშვნელოვანია რა მსგავსება, არამედ ცნობისწადილი? რადგან სხვადასხვანაირები ვართ, ჩვენ ერთმანეთის სამყაროს გაცნობის სიხარული გველოდება, შესაძლებლობა ვაჩუქოთ ერთმანეთს ჩვენი გატაცებები და აღმოჩენები. შენ ისწავლი მუსიკას, მე – ფრენას. და ეს მხოლოდ დასაწყისია. მგონია, რომ ასე უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს” …

 

გოგონა,რომელსაც ბავშვობა ,,დაავიწყდა”?!

წინასწარ გაფრთხილებთ,შეიძლება ვერაფერი    გაიგოთ…უბრალოდ..ძალიან მომინდა დამეწერა...მეც       არ ვიცი რისი თქმა მსურდა:(

იმ დღეს უჩვეულოდ მშვიდი ზღვა იყო..ტალღები თითქოს არც        
ინძრეოდნენ…ტაატით მოიწევდნენ ნაპირისკენ და ისევ მშობლიურ წიაღს უბრუნდებოდნენ…ჩამავალი მზის  სხივები წყალში ირეკლებოდა და საოცარ პეიზაჟს ქმნიდა…თოლიები დაფრინდავდნენ და მათ ყიჟინში ისე ჩანდა ,თითქოს ზღვა ბუტბუტებდა…უცნაურ ზღაპარს მიყვებოდა…

ძალიან მიჭირდა…აფორიაქებული ვიყავი….ჯერ სულ ბავშვი ვიყავი…ცხოვრების  მეოთხედიც კი არ გამევლო,მაგრამ ჩემ  სულში ღრმა მელანქოლიას დაესადგურებინა…მეშინოდა..ცხოვრების..საკუთარი თავის..არასწორი ნაბიჯების..სხვისი შეხედულებების….

ირგცვლივ სიჩუმე იყო ,მაგრამ წყნარი მდუმარება ბავშვურმა ,მხიარულმა მელოდიამ დაარღვია.. უნებლიედ ფიქრებს გამოვექეც და დავინახე კაცი…მუსიკა მისგან მოდიოდა….გამიკვირდა…ასაკოვანი ჩანდა.. თლილ,დანაოჭებულ შუბლზე თეთრად ჩამოშლოდა თმა..წვერიც  ჰქონდა,გრძელი და სულ თეთრი,თოვლისფერი…მართალია ,არც ისე ახლოს არ იყო,მაგრამ  კარგად გავარჩიე მისი სახე..საოცრად ნაკვეთი და მეტყველი…თავში კვლავ ათასი ფიქრი აიშალა…რომელ პერსონაჟს აღარ მივასგავსე!გონებამ ის ათასი ფერით შემოსა…იდუმალებით გაფერადოვნდა…

მომიახლოვდა….ახლა გარკვევით დავინახე მისი უცნაური ,იდუმალებით სავსე , გამჭოლი თვალები..უნებურად ერთიანად ავცახცახდი…

კაცმა თავზე ხელი დაადო და გამიღიმა.ერთიანად ვცახცახებდი..თითქოს არაფერი შეუმჩნევია უცნობს..იღიმოდა..თვალებში იდუმალი ვარსკვლავები უცეკვავდა.უცნაურად მომაჩერდა და მითხრა:

–  უსმინე! გესმის სიტყვები?ნახე,რა საოცარია! რამხელა სიღრმეა ჩაქსოვილი ამ სიტყვებში…უსმინე!

პლეიერი ყურზე მომადო.იმდენად შეშინებული და დაბნეული ვიყავი ,,იდუმალი სტუმრით”, სიტყვების მოსმენაც კი არ შემეძლო…

–არ ესმის?ნახე რა სიტყვებია…შენ ბავშვობა დაგვიწყნია…არადა ყველანი ხომ იქიდან მოვდივართ! ეს საყვარელი მელოდია ,,ვინი პუჰიდანაა”…მულთბილმიდან,რომელიც უამრავ რამეს გვასწავლის..არ გახსოვს?

მხრები ავიჩეჩე…ბავშვობაში კი მქონდა წაკითხული წიგნი,მაგრამ ვერაფერი გავიხსენე თითქმის….ძლივს ამოვილუღლუღე:

– ბავშვობაში წამიკითხავს,მაგრამ იცით თითქმის არაფერი არ მახსოვს…

უცნაურად მომაჩერდა..ზღვისფერ,გამჭვირვალე თვალებში ჩემს სახეს ვხედავდი,დაფეთებულს და დაბნეულს….

– შენ ბავშვობაც კი დაგავიწყდა!_ უცნაური რამ შევნიშნე,თვალებში კითხვის  ნიშნები აკიაფდნენ და იდუმალი სევდით შეიმოსნენ….

აღარ შემეძლო,ასე მეგონა ეს კაცი ჩემს სულში იქექებოდა,მშიფრავდა..შემეშინდა..საკუთარი თავის,მისი…

მხოლოდ ესღა ამოვილუღლუღე:

–მეჩქარება!უნდა წავიდე….    _ ამოვილუღლუღე  და უკანმიუხედავად გამოვიქეცი…მის გამჭოლ მზერას ვგრძნობდი..მხრებს მიწვავდა თითქოს…

სანაპიროს გამოვცდი და ვიწრო შუკას დავუყევი,მართალია ,,ის” უკვე ძალიან შორს იყო,მაგრამ მაინც მოვრბოდი…თითქოს საკუთარ თვს გავურბოდი …არ მინდოდა შიგ გულის სიღრმეში ჩამეხედა,მეშინოდა სიმართლის ამოკითხვის…

მთელი ღამე ჩაილია,შემომათენდა…ისე დავიღალე გამოცდის საკითხების მზადებისგან აღარც  კი  შემეძლო იმ  უცნაურ შეხვედრაზე დავფიქრებულიყავი…უფრო სწორად  ფიქრი არ მშორდებოდა,მაგრამ თავს ვაიძულებდი არ მეფიქრა, სანამ ყველაფერს არ ვისწავლიდი…ყოველი გამოცდის წინ ტაძარში მივდიოდი ხოლმე…უფალს ვთხოვდი შეწევნას..იმ დღესაც ასე მოვიქეცი…

ლამის ტაძრის კარიბჭის ზღურბლს გადავაბიჯე და..მოულოდნელოვისაგან შევკრთი….ისევ ის მელოდია..სასაცილო და ბავშვური….გუშინდელი მოგონებები კვლავ აიშალა თავში და ის აუხსნელი შიში…უნებურად უკან მოვიხედე და ის კაცი დავინახე..მომჩერებოდა..და მომეჩვენა სახეზე ირონიული ღიმილი ქონდა…წასვლა დავაპირე,მაგრამ შემაჩერა,ისევ თავზე ხელი დამადო და მითხრა..

_    უსმინე….აი,ნახე რა დიდებულია! იცი,ასე მგონია ამ ნაწარმოებში უდიდესი სიბრძნეა ჩაქსოვილი..თითქოს ბავშვურია,მაგრამ ავტორმა იმ ეპოქის(და არა მარტო იმ ეპოქის,მთელი კაცობრიობის)ადამიანთა ხასიათები  ცხოველებში გადაიტანა…აქ ვხვდებით დიდ მოაზროვნეს  და პოეტს, ღორმუცელა დათვს, რომელსაც ნახერხით აქვს თავი გამოტენილი და თავის ბრიყვულ ფილოსოფიას  სასაცილო ლექსიკით აყალიბებს, მშიშარა  გოჭს,გამოუსწორებელი პესიმისტს  იო-იოს, დინჯი და მეოჯახე კურდღელს….იცი,ასე მგონია თითოეული ადამიანი აქ იპოვის თავის პროტოტიპს….შენ რომელს ამსგავსებ თავს?

დაბნეულობისგან მხრები ავიჩეჩე.ის განაგრძობდა.

_  აი,მე კი დანამდვილებით ვიცი ვინი პუჰი ვარ…ღორმუცელა დათუნია,რომელსაც თავი დიდი ვინმე ჰგონია და  თავი ათასი წრელი აზრით აქვს გამოტენილი..და იცი შენ რა უყვრას მას?_  მე ისევ მხრები ავიჩეჩე_ ეეხ..შენ სულ აღარ  გახსოვს…მურაბა!მურაბა უყვარს ვინის ძალიან!_ თქვა და თვალებში ბრწყინავი ვარსკვლავები აკიაფდა…მერე დაიმორცხვა და დაამატა–მეც…

გამეცინა:) რამხელა კაცი იყო და ასეთი მიამიტი და გულუბრყვილო!თან ეჭვის ჭია რატომღაც არ მასვენებდა…რა უნდა კი მაგრამ?რას გადამეკიდა?

– უკვე მეორეჯერ შეგხვდი და არც კი იცი ჩემი სახელი…იცი,მე ცუდ ბიჭს მეძახიან….ზოგი ძიას მეძახის..შენ რაც გინდა ის დამიძახე…სი…

გამეღიმა..იცით მაშინვე შევურჩიე სახელი..პირველივე დღიდანვე მომინდა მისთვის ვინი პუჰი დამეძახებინა.. 🙂 რომ იცოდეთ, მართლაც  როგორ ჰგავდა  უწყინარ და დრუნჩა,მიამიტ  დათუნიას!

_     მე სის დაგიძახებ..წმ.სერაფიმე საროველი ასე მიმართავდა თვის სულიერ შვილებს…სიხარულო,სიყვარულო…მე მინდა რომ ,,სი”დაგიძახო…  რა პატარა ხარ,სულ ბავშვი…მიუხედავად იმისა,რომ  ბავშვობა დაგვიწყნია,ამ თვალებში იმხელა სითბოა და ისეთი გულუბრყვილობა…კარგი იქნება სულ ასე დარჩე..მაცხოვარი ხომ ბრძანებს..მაგათნაირებისთვისაა ცათა სასუფეველიო..ბავშვივით უმანკო უნდა იყო და გველივით ბრძენი…სიი..შენც ასეთი უნდა იყო….

– მაპატიეთ..ძალიან კარგად საუბრობთ,მაგრამ მეჩქარება,გამოცდა მაქვს..ხატებს მოვილოცავ და უნდა წავიდე….

–კარგი სი..აღარ მოგაცდენ…ილოცე.._და გამშორდა…

მაცხოვრის ხატთან თავი ვეღარ შევიკავე…აქ ისეთი მეტყველი სახე აქვს..ნაჭდევები  და სისხლი ისე გავს აქ  რეალურს…უყურებ და თვალწინ წარმოგიდგება ყოველივე…მთელი გოლგოთა..მთელი ტანჯვა,რაც იტვირთა განკაცებულმა ღმერთმა ჩვენი ცხონებისთვის..მგონი ვერავინ შეძლებს ამ ხატს უემოციოდ უცქიროს..

ფიქრებიდან ისევ ,,ვინი პუჰმა ”გამომარკვია…_ სი,უფალი შეგეწევა..გაგაძლიერებს….იცი,რაღაც მაქვს შენთვის…_და პატარა ხატი გამომიწოდა_ეს ქ.ბარიდანაა,წმ.ნიკოლოზის საფლავზეა ნაკურთხი..აქამდე ყველგან დავატარებდი,ჩემთვის უძვირფასესი რელიქვია იყო…ახლა კი მინდა შენ გქონდეს…

–გაიხარეთ..უფალმა შეგიწიროთ..უღრმესი მადლობა….

–ახლა წადი..არ დაგაგვიანდეს…ყველაფერი კარგად იქნება…კიდევ შემოიარე…გამოცდას რომ ჩააბარებ…ზეციურმა დედიკომ გადმოგაფაროს თავისი მადლიანი კალთა სი…

იმ დღეს გამოცდა ბრწყინვალედ ჩავაბარე…მაგრამ ტაძარში ვარ მივედი…

რამდენიმე დღეში მოვახერხე მისვლა…ამ ტაძარში ძალიან მიყვარდა ლოცვა ,საოცარი სიმყურდოვე და სიმშვიდეა აქ..საოცრად ლამაზი და მეტყველი ხატებია,რომელიც  სულს გითბობს,ლოცვისადმი განგაწყობს…გული სულ აქით მომიწევდა…აქ შემეძლო განმარტოებიოთ მელოცა…მაგრამ ახლა,ახლა სულ სხვა შეგრძნება იყო..აქ უკვე მარტო აღარ ვიყავი,ვიღაცის მოდარაჯე მზერას ვგრძნობდი და დავიძაბე….ეს აუხსნელი შიში არ მშორდებოდა..

რისი მეშინოდა?ამ კაცის? რას დამიშავებს?ის ხომ  მიამიტი,გულუბრყვილო დათუნიასავითაა,თან ასე კეთილგანწყობილია ჩემდამი….მისთვის უძვირფასესი ხატიც კი მაჩუქა..თან ტაძრის მსახურია,სტიქაროსანი…რისი უნდა მეშინოდეს?

არა,ჯობია საკუთარ თვს გამოვუტყდე..მისი კი არ მეშინია..საკუთარი თავის მეშინია..მის თვალებში დანახული საკუთარი თავის…ასე მგონია მისი თვალები ჩემს სულში იჭყიტებიან..ჩემს სულს აშიშვლებენ…

_ღმერთო!რატომ მომივლინე ეს უცნაური კაცი…რა უნდა მასწავლო….

_სი…იცი ,ვიცოდი რომ აუცილებლად მოხვიდოდი…მაგრამ შენ დააგვიანე..ძალიან ვნერვიულობდი შენზე..რამე ხომ არ მოუვიდა მეთქი…

_ სი..იცი შენს თვალებში უცნაურ სევდას ვხედავ და შიშს…პატარა შვლის ნუკრს გავხარ,პირველად რომ გამოვიდა დედის გარეშე და ყველაფერი აშინებს….იცი,ადამიანების არ უნდა შეგეშინდეს….მათ უნდა მიენდო..ამ შენი,პატარა გულუბრყვილო გულით…სიყვარულით უნდა დაითმინო და დაეხმარო…იცი სი..მე შენი მჯერა..მე შენი დახმარების იმედი მაქვს..შენი დახმარება მჭირდება…ყველამ მიმატოვა..სულ მარტო ვარ…შენც მიმატოვებ ალბათ….მაგრამ არ მინდა ეს მოხდეს….მაგრამ..ვგრძნობ..შენ გეშინია,ჩემი გეშინია…ასეა,არა?

_ კი,მეშინია….  _  ძლივს ამოვილუღლუღე.

არაფერი მიპასუხა…ამ დროს მამაომ დაუძახა და წავიდა…ერთხანს მდუმარედ ვიდექ…მერე ხატები მოვილოცე და ტაძრიდან გამოვედი…კარიბჭესთნ მელოდა..

–სი..რაღაც უნდა გთხოვო….შენი ტელეფონის ნომერი მინდა….ხანდახან შეგეხმიანები ხოლმე…უარი არ მითხრა გთხოვ…შენი თანადგომა მჭირდება….

ისეთი მუდარა იკითხებოდა მის თვალებში არ შემეძლო თხოვნა არ შემესრულებინა…

წასვლას ვაპირებდი…კვლავ გამაჩერა…

_  სი,იცი..შენს თვალებში მართლაც აუხსნელი და უძირო სევდაა…და კიდევ დიიდი სიყვარული…სიყვარულის დიდი უნარი უბოძებია ღმერთს,მაგრამ რატომღაც შენ მის ჩაკვლას ცდილობ…გაუფრთხილდი..მოუარე…ეს დიდი ნიჭია და არ დაკარგო…არ ჩაკლა ის შენში,ეს შენც გაგანადგურებს…

_ სი,მადლობა,მადლობა რომ მისმენ….

აი,ასე დამთავრდა მესამე შეხვედრა მასთნ…სულში თითქოს ქარიშხალი აბობოქრდა…რით უნდა დავეხმარო,მე რა შემიძლია….ან მას რაღაში ჭირდება ჩემი დახმარება…მის ნაჩუქარ წმიდა ნიკოლოზის ხატს ვევედრებოდი ჩემთვის გონება გაენათებინა…მამაოსაც ვუამბე ამ უცნაური კაცის შესახებ…შემამჩნია ძალიან აღელვებული ვიყავი..დამამშვიდა..მითხრა არაფერია საშიში,ვიცი ვინცაა,სულ ტაძარშია,იქვე ცხოვრობსო…ლტოლვილიაო..ძალიან,ძალიან განათლებულიაო…მაგრამ ბევრი ლამის შეშლილადაც თვლისო…ამიტომ ,მარტოსულია და დამლაპარაკებელიც კი არ ყავსო…შენში ალბათ თანაგრძნობა დაინახა და უნდა იმეგობროს შენთანო….არ შეგეშინდესო….

მამაოსთან ლაპარაკმა დამამშვიდა..გადავწყვითან ურთიერთობა..ის ხომ ასეთი საინტერესო იყო..მე კი ბავშვობიდან ასეთი იდუმალი ადამიანების გაცნობაზე ვოცნებობდი….გონებამ ის კვლავ ათასფერი ფერით შემოსა…

მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა…მეც ისეთივე სუსტი გამოვდექ როგორც სხვები..გამოდის მეც მივატოვე…:(  დრო ვერ გამოვნახე რომ მისთვსი დამეთმო…ან არ გამოვნახე..იმიტომ რომ კვლავ ვერ ამოვიგდე ის აუხსნელი შიში,რომელიც არ მასვენებდა…რატომ..რატომ მეშინია ადამიანების..მათთან ურთიერთობების…ხომ წამიკითხავს მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელის სიტყვები:

,,ერთ–ერთი ამოცანა ადამიანური ურთიერთობებისა არის ის,რომ არ შეაჩერო შენი მზერა გარეგნულზე,არამედ სიღრმეში ჩაიხედო.უნდა ისწავლო,რომ როცა ადამიანს შეხვდები არ უნდა განიხილო ის მხოლოდ შენთან მიმართებაში,იმისდა მიხედვით გეშინია თუ არა მისი,გაწყობს თუ არა,მოგწონს თუ არა ეს ადამიანი,არამედ შეხედო მას სრულიად გახსნილი გონებით,როგორც მოვლენას,რომელიც შენს წინაშეა,რომელიც არანაირად არ აისახება შენს ცხოვრებაზე.უნდა ვისწავლოთ შევხედოთ ადამიანებს შიშის გარეშე…არ დავსვათ კითხვა ,თუ რა მომივა მე იმ შემთხვევაში,თუ ის მოიპოვებს ძალაუფლებას ჩემ,ზე დს აღმოჩნდება ბოროტი,ულმობელი,ანგარი.ძალიან ხშირად ასე არ ვიქცევით ,იმიტომ,რომ არ გვაინტერერსებს ადამიანები,ასე არ ვიქცევით სრული,ცივი გულგრილობის გამო.ეს კი შეიძლება ყველაზე საშინელი დამოკიდებულება იყოს ,რომელიც შეიძლება ადამიანის მიმართ გამოავლინო..”

ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამომარკვია…შეტყობინება იყო მოსული..აი,შინაარსი:

,,კაპიტანს მოენატრა ბოცმანის მოციმციმე ვარსკვლავივით თვალები თაფლის სურნელით,ხმა საამური,ვითარცა შაშვი,ცისკარზე მგალობელი,ფიფქივით მოკაშკაშე სახე და ანთებული სანთელივით,მთლიანად ,ჰაეროვანი პეპელასავით  მოფარფატე გვირილების მინდორში…გამოდი,გამოდი,გამოდი…ზღვა ბუტბუტებს თოლიების ყიჟინით…სი,როგორა ხარ?”

დავიბენი..რა უცნაურია ეს დათუნია…ახლა ბოცმანიც გავხდი… 🙂

,,ვინი პუჰი ფანტაზიორიც ყოფილა…აი,ახლა მესმის რატომ ამბობთ ვინი პუჰს ვგავარო.. 🙂 🙂 კარგად ვარ,მადლობა უფალს…თქვენ?”

,,აკვანში ვარ და ვუსმენ სასულე ორკესტრს..წვიმის წვეთები ახმოვანებენ…ვერდი..აიდა(გამარჯვების სცენა) .. ისმის ყვავის ხმა..საყვირი ჟღერს…შაშვი გალობს და აყვება ბეღურების გუნდი…    სცენაზე სიჩუმეა…გაისმის ეჟვნიანი ფაეტონის ჟღარუნი,რომელსაც შენ მოყავხარ ..კეთილი იყოს შენი მოსვლა!    წვიმა აგრძელებს გზას….”

გამეცინა 🙂 რა უცნაური სმსებია..ვერაფერიც ვერ გავიგე…ალბათ ზედმეტი ჭკუისგან ცოტა შეშლილია….მომიტევე კაპიტანო ასე რომ ვიფიქრე….  😦

,,თვალებია შუქურა,ანარეკლი კეთილი გულისა,მატარებელი დღითა და ღამითა,რომელსაც ხატები უწერია,გზაზე ცხვრები უმწყემსია და ოკეანე გადაულახავს…სი,შენც ასეთუ გულისა ხარ!”

,,ეეჰ.. 😦  ვაი,რომ არაფერიც არ ვარ..  😦  ”

,,თავმდაბლობა კარგია,რამეთუმ მოიპოვებს სასოებას,სასოება სიმშვიდეა გულისა,რომელიც ჰპოვებს ჭეშმარიტებას ..ღმერთს…გზა..არჩეული –სათნოებაა,რომელიც  გადის დღე –სისხლიან უდაბნოში,სადაც ასპიტები დასისინებენ დფა ზეცაში ანდები დაჰქრიან,ღამე–უდაბურ ტყეში სადაც ტურები ყმუიან…შენ შეუპოვარი ხარ და გზა შენი გამავალია მინდვრით,მთვარის შუქზე მგლები ხორუმს ბუქნიან და ისმის ყორნების კაპელა ….ოდეს მიუახლოვდები ზღვას იხილავ გემს..ბოცმანი ასული ზედ გაეშურება უსასრულობისკენ…..”

გონებაში ჭრელაჭრულა აზრები აიშალა..დავიბენი….მართლაც..რა საინტერესოა ,ღრმა და თან ასე უცნაური…რა უნდა…ქარაგმებით მელაპარაკება თითქოს…რა ვქნა,როგორ მოვიქცე…მეშინია…

მახსოვს..ბავშვობაში ,,პეპი გრძელი წინდა ”ძალიან მიყვარდა..იქ ერთი სურათი იყო,მუმია…მეჩვენებოდა ,სადაც წავიდოდი თითქოს სულ თან დამდევდა..ეს აუხსნელი შიში არ მასვენებდა…მაშინ ერთმა ადამიანმა მითხრა, ძალიან ადვილად შეიძლება ეგ შიში ამოიგდოო…უბრალოდ წიგნიდან ამოხიე ეგ ფურცელი და ყველაფერი დამთავრდებაო…. 🙂 მართლაც ასე მოვიქეცი და ჩემი ღამეული კოშმარებიც წარსულს ჩაბარდა..

ახლა რა ვქნა..როგორ მოვიქცე…რა ვიღონო…როგორ დავძლუო ეს აკვიატებული შიში..ნუთუ ისიც ისევე უნდა გავაქრო,როგორც მუმია,ბავშვობის უსაყვარლესი წიგნიდან?თუ გავაგრძელო ურთიერთობა ..თითქოს არაფერი? არ ვიცი….ავირდავირიე…

დრომ დღეები გადაფურცლა…უყურადღებობამ და უპასუხო შეტყობინებებმა თავისი საქმე გააკეთა…მიხვდა ალბათ,რომ მეც ისეთივე ვიყავი როგორც ის ,,სხვები”..არანაირი სიყვარული არაა ჩემში..არანაირი თანაგრძნობა…უბრალოდ ეგოისტური  შიში,რომელმაც მაიძულა ადამიანი გამექრო საკუთარი ცხოვრებიდან…ნუთუ  მივხვდები ოდესმე?ნუთუ გავიზრდები?ნეტა ოდესმე დავძლევ ამ უაზრო შიშებს?რა უნდოდა?რაში ჭირდებოდა ჩემი თანადგომა?რა შემეძლო მისთვის გამეკეთებინა…ოდესმე მივხვდები ამას?


დღეები მიქრიან..თითქოს ვიზრდები,შეცდომებზე ვსწავლობ..მაგრამ..მაინც მეშინია…გოგონა ვარ , რომელსაც ბავშვობა ,,დაავიწყდა” თუ ისევ ბავშვობით ვცხოვრობ? 

თუ არ დაგეზარათ და ბოლომდე ჩაიკითხეთ ,მომიტევეთ..ალბათ ვერაფერი გაიგეთ.. 😦 მეც ვერაფერი გავიგე…