– უნდა დავბრუნდე!

     – როგორ მომენატრა აქაურობა… დაბრუნება მინდა…

    – მეც მინდა რომ დამიბრუნდე …. დამტვერილ, ბოლო თაროზე უპატრონოდ მიგდებული დღიურივით  ვარ.. 😦 ერთ დროს შენთვის ბევრს ვნიშნავდი, გულისსიტყვებს მიზიარებდი, მენდობოდი.. ჩემი დახმარებით რამდენი ადამიანი გაიცანი, რამდენს დაუმეგობრდი.. რამდენი, რამდენი თბილი სიტყვა მოგისმენია მათგან!   ასე არაა? 

    – მართალი ხარ.. 😦 მართლაც რა კარგი იყო მაშინ.. შენ სულ  ჩემს გვერდით იყავი..  ჩემს აზრებს  გიზიარებდი.. რაც საიდუმლოდ მინდოდა შემენახა, იმასაც ინახავდი.. რამდენჯერ, როცა მიჭირდა და  სათქმელი ვერ  მეთქვა ,  შენ გიზიარებდი.. რამდენი draft დამიგროვდა, რომელიც შენ საგულდაგულოდ შეინახე 🙂 მე კი საშინლად ზარმაცი და უმადური გამოვდექი..  მკითხველებსაც კი გავუცრუე იმედები.. არადა, ამ ბლოგის სამიზნე, მთავარი ორიენტირი  ხომ მკითხველი იყო ! მე მათი გულების ავსება, გათბობა მინდოდა.. შიგადაშიგ საინტერესო ინფორმაციებსაც ვაწოდებდი… მათ თხოვნებსაც ვიზიარებდი… ასე თუ ისე რაღაც გამომდიოდა, მათგან ისე ტკბილ სიტყვებს ვიღებდი, მაგრამ… მაგრამ უკვე რამდენი თვეა არაფერი გამიკეთებია..

– გაზარმაცდი 😦 სად გაქრა ის რუსა?!  განა მაშინ დრო თავზესაყრელი გქონდა? მაგრამ ჩემთვის მაინც იცლიდი, ახლა კი მიმატოვე! 

– რა მეთქმის 😦 ;( სამწუხაროდ მართალი ხარ 😦 არაფერი მამართლებს…

– რამდენჯერ შეგახსენე თავი…  საახალწლოდ ყველა ბლოგი დაიხუნძლა ფერად-ფერადი, საახალწლო პოსტებით, ნაირფერი მოკაზმულობით, შენ კი, შენ არც კი გაგახსენდი!  😦 wordpress – მაც მოგილოცა ახალი წელი და მთელი წლის რეზიუმეც გამოგიგზავნა, მაგრამ ამანაც არ გამოგაცოცხლა… არაფერი დაიწერია ახალი, მაგრამ მკითხველებს მაინც არ დავიწყებიხარ.. რამდენი თბილი კომენტარი წაგიკითხავს, მაგრამ, უშედეგოდ 😦 

– კი, ძალიან ბევრი… რა სითბოთი სავსე სიტყვები მომწერეს, მათ შორის ახალმა  მკითხველებმაც…

– კი, შენ კი ამ შენი სამსახურის გადამკიდე ყველაფერი დაივიწყე 😦 განა სხვებიც არ მუშაობენ? მაგრამ ყველაფერს ახერხებენ! ამის საუკეთესო მაგალითი მოლი ბლუმია! დატვირთული გრაფიკის მიუხედავად ბლოგი ერთხელად არ მიუტოვებია!

– მართალი ხარ, არაფერი მამართლებს.. სამსახური უბრალოდ საბაბი იყო, თორემ დროს გამოვნახავდი… დღეს იმიტომ შემოვედი და წერაც იმიტომ დავიწყე, რომ ძალიან მომენატრა აქაურობა… სხვანაირი სითბო მეღვრება, სიხარულით, სიყვარულით ვივსები მკითხველების შთაბეჭდილებების კითხვისას და მიხარია ცოტათი მაინც თუ ვაღწევ მიზანს, რომ მათი გულები გავათბო…

– ანუ? გინდა თქვა რომ ბრუნდები? ვაშაააააააააააა :)))))

– კი… ეს მინდოდა მეთქვა.. და კიდევ მკითხველებს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, იმ თბილი და ტკბილი სიტყვებისთვის რასაც ჩემთვის იმეტებდნენ. ..  კიდევ მეგობარ ბლოგერებს, რომ არ დამივიწყეს,  რამდენჯერ მომიკითხეს… რამდენჯერ დამეხმარნენ… ძალიან მიყვარხართ… მიხარიხართ

და.. ისევ მინდა დაგიბრუნდეთ …. 

პ.ს. ემოციები მომეძალა, არც ვაპირებდი ამის გამოქვეყნებას, მაგრამ… დაბრუნება მინდა… თან მალე, ამიტომ არც ვკითხულობ რა ,,ვიბოდიალე”, 🙂  საკუთარ თავს უნდა ვუბრძანო, თან – გამოვაქვეყნო, ეს მაინც მაიძულებს სიტყვა შევასრულო და მართლა დავბრუნდე 🙂 

სიყვარულით რუსა

არეული ფიქრები…მონატრება .. და პოსტი ,რომელსაც სახელი ვერ მოვუფიქრე…


,,ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს….” მთელი დღეა ეს სიტყვები მაქვს აკვიატებული…. გონება იმეორებს და იმეორებს…ბავშვობაში…სიამტკბილობაში,სითბოსა და სიყვარულში მითრევს….აზრები იფურჩქნებიან და ლამაზ მოგონებებად იშლებიან… რაღაც შეიცვალა…არა!რაღაც კი არა ბევრი რამ…..სამყარო?! არა..სამყარო არა..ცვლილება ჩემშია…მე  შევიცვალე…მაშინ ყველაფერს სხვაგვარად ვუყურებდი..სხვა სიხარულით მიხაროდა და სხვა ტკივილით მტკიოდა….ირგვლივ სიმშვიდე და სისუფთავე სუფევდა..ყველაფერი ფერადი იყო და….დიიდი….ჰო…დიიდი….. ამ ფიქრებში გართული დავხეტიალობდი უსაყვარლეს ადგილებში და ყველაფერი სხვანაირად მეჩვენა… _     როგორ გამოცვლილა… ნუთუ ეს ისაა?ის ხე,რომელიც  ბუმბერაზი მეგონა..მაშინ ხომ თვალსაც ვერ ვუწვდენდი…..ეს გვირაბი,რომელიც იმდენ საიდუმლოს ,იმდენ განცდას და ემოციას აღვიძებდა ,რაღატომაა ასე უფერული და რეალური…მიწიერი….რამდენი რამ მაკავშირებდა მასთან..მთელი ბავშვობა იქ ,გამოქვაბულთან ჩამომჯდარმა გავატარე…იქ ვფიქრობდი..ვფანტაზიორობდი..ჭინკა–ფიქრებთან ერთად დავხეტიალობდი შინაგან ლაბირინთებში…ნუთუ ყველაფერი ასე გაცამტვერდა? ჰო….ყველაფერმა ფერი დაკარგა თითქოს…არა..გრძნობა დაკარგა..მაშინ ხომ ხეებს,ყვავილებს..ბალახებსაც კი ველაპარაკებოდი..მათი გაგება შემეძლო თითქოს…..ახლა მე შევიცვალე…..ჰო და ყველაფერი იმიტომ ჩანს ასე უფერულად…გავიზარდე…….და მეც დამავიწყდა რომ ოდესრაც ბავშვი ვიყავი… :–( ერთხელ ერთმა ადამიანმაც ეგ მითხრა…..ბავშვობა დაგავიწყდაო…..  :–( მართლა ასეა…მეტიც..მე კი არა ,მგონი ყველას თუ არა,ძალიან ბევრ ადამიანს დაავიწყდა ოდესღაც ბავშვი რომ იყო…გავწყვიტეთ კავშირი ბუნებასთან..სამყაროსთან…და ყველაფერს მუქი სათვალეებით ვუყურებთ….. მუდამჟამს  ახალახალი პასუხისმგებლობით ვიბოჭებით და მთავარი და არსებითი გვავიწყდება…..ამიტომაც განვსხვავდებით პატარებისგან..რომლებიც ჩვენთან შედარებით ნათლად ხედავენ ყველაფერს…. ,, ადამიანები ჩქარი მატარებლებივით დაქრიან, მაგრამ თვითონაც არ იციან რას დაეძებენ. ამიტომაა, რომ მოსვენება დაუკარგავთ და აქეთ-იქეთ აწყდებიან, მაგრამ ამაოდ… მარტო ბავშვებმა იციან რასაც დაეძებენ. ისინი თავს ევლებიან ჭინჭის თოჯინას და ამიტომაა იგი ასე ძვირფასი მათთვის და თუ ვინმემ მათ თოჯინა წაართვა, მწარედ ტირიან. . .” არა,რა უცნაურები არიან ეს დიდები!!!!! აღარ მინდა დიდობა….მინდა ბავშვი ვიყო ისევ….თავისუფალი..ლაღი და  სუფთა….მინდა ზედაპირულობისგან განვთავისუფლდე და ყველაფერი სიღრმისეულად შევიგრძნო….მინდა, ისევ იმ ჩემ სამყაროში…საზღაპრეთში ვხეტიალობდე..მინდა ღამით იდუმალ ცაზე პატარა უფლისწულის ვარსკვლავს კვლავ ვეძებდე…..კვლავ ვთხზავდე იდუმალებით მოცულ,ფანტასტიკურ ამბებს  გვირაბზე…..მინდა ისევ ვკრეფდე ბაბუაწვერებს და ვნატრობდე….მინდა …   ჰო.. მინდა…