მეათე მუზად სახელდებული ლეგენდარული პოეტი ქალი თუ….

უდიდესი ფილოსოფოსი სოკრატე მას ულამაზესს უწოდებდა…მისი თანამედროვე ალქიუსი ამგვარად მოიხსენიებს: ,, იისფერთმიანი, სუფთა,ტკბილიღიმიანი საფო..’’ მესამე საუკუნის ფილოსოფოსი მაქსიმუს ტირიუსი აღწერდა , როგორც დაბალსა და შავგრემანს..(მუქს) ისტორიამ შემოგვინახა მისი სახე, საუკუნეებს გამოვლილი პორტრეტებიდან გვიცქერის  ახალგაზრდა ქალი, არც მთლად მზეთუნახავი, მაგრამ აშკარაა, შინაგანი სამყარო უდავოდ მიმზიდველს, იდუმალს ხდიდა,ამშვენიერებდა….

ერთხელ, ხელოვნებაზე საუბრისას , სიტყვით პლატონი გამოვიდა:  _   ,,ესე იგი, თქვენ ამბობთ , რომ მხოლოდ ცხრა მუზა არსებობს. ცდებით, საფო ლესბოსელი ჭეშმარიტი მუზაა, მეათეა! ასე რომ, მუზათა რიცხვი ათია და არა ცხრა!’’ მისმა ნაწარმოებებმა გავლენა მოახდინა ძველი რომის ისეთ ცნობილ  პოეტებზე , როგორებიც იყვნენ კატულუსი დაოვიდიუსი.

საფო _ანტიკური ხანის ლეგენდარული პოეტი ქალი იყო. მის ცხოვრებაზე მეტისმეტად მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება, ჩვენამდე ვერ მოაღწია მისმა შემოქმედებამაც..მხოლოდ რამდნიმე პოემის ნაწყვეტმა გაუძლო საუკუნეებს. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ის ძვ.წ.აღ. 630-612 წლებში დაიბადა, კუნძულ ლესბოსზე, ქალაქ მიტილენში. ტირან პიტაკოსის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყებაში მონაწილეობისთვის კუნძულ სიცილიაზეც გადაასახლეს , მაგრამ თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი კუნძულ ლესბოსზე გაატარა.

საფოს მამის შესახებ არაფერია ცნობილი, მისი ერთი პოემის ფრაგმენტის მიხედვით დედას კლეისი ერქვა(ეს სახელი თავის ქალიშვილსაც უწოდა).ძალიან პატარას, ექვსი წლისას მშობლები დაეღუპა. ქვეყნიერება  მეტისმეტად დიდი აღმოჩნდა პატარა, ობოლი გოგონასთვის,  ამიტომაც გამოიგონა საკუთარი სამყარო და იქ ჩაიკეტა, სადაც თავს დედოფლად გრძნობდა. მერე დიდი სიყვარული ეწვია, ცოლად გაყვა სერკოლასს, რომლისგანაც გოგონა შეეძინა.ბებიას საპატივსემულოდ კლეისიუწოდა. პაპირუსის ფრაგმენტებზე შემონახულია ნაწყვეტები პოეტის პოემიდან: ,, მე მყავს მშვენიერი ბავშვი, რომელიც გაქვს ოქროს ყვავილს, ჩემი ძვირფასი კლეისი..’’ საფოს იდილია ხანმოკლე აღმოჩნდა, ბედისწერამ მამა_შვილი,,სულების სამეფოში გადაასახლა’’, პოეტის სიტყვებით ,, საიქიო წყვდიადს შეუერთდნენ’’..

ისევ მარტო დარჩა.. უკვე აღარ ყოფნიდა თავისი სამყარო..უნდა თავისი სამყაროს კარი სხვებსაც გაუღოს, ოღონდ ყველას არა.მხოლოდ მათ, ვისთვისაც ცხრა მუზასთან იდუმალი კავშირი უცხო არ იქნებოდა. ახლადდაარსებულ საიდუმლო სალონს საფომ ,,მუზების მსახურთა სახლი’’ უწოდა. ცნობილია, რომ ძვ.წ. VI საუკუნემდე კუნძულ ლესბოსზე, ქალები მონათესავე ოჯახებიდან ქმნიდნენ ამგვარ სალონებს. საფოს ბოჰემურმა  სალონმა მალე  გაითქვა სახელი, მის მოსასმენად უცხო ქვეყნებიდანაც კი ჩადიოდნენ თურმე. საფო აქაც დედოფალი იყო, ბევრი აღმერთებდა, უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა.

ის ეოლიურ დიალექტზე ქმნიდა.ჰქონდა დამახასიათებელი სტილი, რითმა, რომელსაც მოგვიანებით საფოსეული უწოდეს. მისი უბრალო  ვნებიანი ლირიკა ხალხურ ეპოსთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე ნამდვილ ლიტერატურასთან. უცნობია, თუ როგორ ვრცელდებოდა და როგორ აღწევდა მკითხველამდე მისი პოეტური ქმნილებები. მისი სიკვდილიდან 200_300 წლის შემდეგ მისი შემოქმედება ათ წიგნად იყო გაერთიანებული. მათგან  9 ლირიკული იყო , ერთი კი ელეგიების კრებული.მე_9 საუკუნემდე  მოაღწია მისმა პოეტურმა ქმნილებებმა, შემდგომ დაიკარგა და მხოლოდ ციტატები  თუ ფრაგმენტებია შემორჩენილი მისი პოემებიდან, რომლებსაც სხვა მწერლები იყენებდნენ.

პოეტი თავისუფლად წერდა. არ ერიდებოდა სხვათა აზრებს და შეხედულებებს.მისთვის არ არსებობდა კანონი და დოგმა. მის პოეტურ ქმინელბბში წამყვანი ადგილი ეჭირა სიყვარულს და სიძულვილს, მეგობარი ქალების ნაზ ურთიერთობას, სილამაზეს,მისმა სტრიქონებმა უკვდავყვეს მეგობრების სახელები. სწორედ ამიტომ მას მოიხსენიებენ როგორც ლესბოსელს, რომელიც მხოლოდ მშობლიური კუნძულის სახელწოდებიდან არ გამომდინარეობს. მართალია, ლესბოსური სიყვარულის მიმდევრობის მტკიცებულებებს  საფოს ლექსების ჩვენამდე მოღწეულ ფრაგმენტებში ვერ აღმოვაჩენთ, მაგრამ მისი თანამედროვე ანტიკური ავტორები სხვა მახასიათებლებზეც საუბრობენ.მაგალითად, მაქსიმუს ტირიუსი მის ურთიერთობას მეგობარ ქალებთან ადარებდა სოკრატეს ჰომოსექსუალურ ურთიერთობას მოწაფეებთან.მისი სახელი წყევლას წარმოადგენდა ჰომოპობებისთვის. საფოს შემდგომი თაობის ბერძენი პოეტი ანაკრეონი წერდა, რომ კუნძულ ლესბოსიდან არანორმალური უბედურება ვრცელდება და ეს უნდა დაიძლიოსო.

მართლაც ისეთი ფრაგმენტებია ცნობილი მისი ცხოვრებიდან, თუ ის სიმართლეს შეესაბამება, უგარყვნილესი ქალი ყოფილა. ის არც მამაკაცების მიმართ უყო თურმე გულგრილი, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მისთვის არსებობდა ,,ქალები, კაცები და  ღვინო’’ , ამ უკანასკნელს  ,,აფროდიტეს  რძეს ’’ უწოდებდა.  ერთი  შემზარავი ინფორმაციაა დაკავშირებული მის სახელთან. ამბობენ საკუთარი ძმის ცოლი შეუყვარდაო, სულ  ჩხუბი ქონდათ და_ძმასო და ბოლოს სხვა მხარეს გადახვეწილა ძმა თავისი ცოლით. მზეთუნახავი ფარაონს მოწონებია და ქმრისთვის წაურთმევია.  საფოს არაერთი სიყვარულით სავსე ლექსი სწორედ ამ ,,დაკარგულ ქალს ’’ეძღვნება….

იდუმალი პოეტი ქალის სიკვდილიც საიდუმლოებითაა მოცული.არსებობს ლეგენდა  საფოს დიდი სიყვარულის შესახებ. მისი ტრფიალების ობიექტი აპოლონის მსგავსი ჭაბუკი_ფაონი გამხდარა, რომელსაც მგზავრები მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადაყავდა. თავიდან თურმე იმედი ასულდგმულებდა, საპასუხო სიყვარულს მივიღებო, მაგრამ მალევე მიმხვდარა, ის არასოდეს შეიყვარებდა. ცხოვრების აზრი დაუკარგავს, ვეღარც წერდა… ბევრი აღარ უფიქრია, როგორც ამბობენ, ადგა და ზღვაში გადაეშვა….მან მიიღო და უკან აღარ გამოუშვა….

დღეს  თვლიან , რომ ეს ლეგენდაა მხოლოდ და მხოლოდ  და ისტორიულ სინამდვილეს არ შეეფერება, საფოს თაყვანისმცემლებმა შეთხზეს ის, თავიანთი კერპისთვის ჩირქი რომ ჩამოეცილებინათ და ჰეტეროსექსუალად წარმოეჩინათ.

საფოს სახელმა საუკუნეებს გაუძლო, მაგრამ იმდენად ბურუსითაა მოცული მისი რეალური სახე, არავინ იცის ვინ იყო სინამდვილეში, პლატონის მიერ მეათე მუზად სახელდებული უნიჭიერესი, ლეგენდარული პოეტი ქალი, თუ მეამბოხე, გარყვნილი, აღვირახსნილი…და ტრაგიკული…..

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ :

 საფო ;

  The Poems of Sappho

საფოს რამდენიმე ლექსი (ქართულად);