( ბათუმი/08/11/2007) ;(
ჩემი შემოქმედება
ჩემი სული აქაა..ჩემს ნაწერებში….
_ ეს მომეცი..შენ არაფერში გჭირდება…_ ვთქვი და იარაღი და ხელკეტი გამოვართვი. არავითარი წინააღმდეგობა, მისდაუნებურად დამითმო.
გოგონა,რომელსაც ბავშვობა ,,დაავიწყდა”?!
წინასწარ გაფრთხილებთ,შეიძლება ვერაფერი გაიგოთ…უბრალოდ..ძალიან მომინდა დამეწერა...მეც არ ვიცი რისი თქმა მსურდა:(
იმ დღეს უჩვეულოდ მშვიდი ზღვა იყო..ტალღები თითქოს არც
ინძრეოდნენ…ტაატით მოიწევდნენ ნაპირისკენ და ისევ მშობლიურ წიაღს უბრუნდებოდნენ…ჩამავალი მზის სხივები წყალში ირეკლებოდა და საოცარ პეიზაჟს ქმნიდა…თოლიები დაფრინდავდნენ და მათ ყიჟინში ისე ჩანდა ,თითქოს ზღვა ბუტბუტებდა…უცნაურ ზღაპარს მიყვებოდა…
ძალიან მიჭირდა…აფორიაქებული ვიყავი….ჯერ სულ ბავშვი ვიყავი…ცხოვრების მეოთხედიც კი არ გამევლო,მაგრამ ჩემ სულში ღრმა მელანქოლიას დაესადგურებინა…მეშინოდა..ცხოვრების..საკუთარი თავის..არასწორი ნაბიჯების..სხვისი შეხედულებების….
ირგცვლივ სიჩუმე იყო ,მაგრამ წყნარი მდუმარება ბავშვურმა ,მხიარულმა მელოდიამ დაარღვია.. უნებლიედ ფიქრებს გამოვექეც და დავინახე კაცი…მუსიკა მისგან მოდიოდა….გამიკვირდა…ასაკოვანი ჩანდა.. თლილ,დანაოჭებულ შუბლზე თეთრად ჩამოშლოდა თმა..წვერიც ჰქონდა,გრძელი და სულ თეთრი,თოვლისფერი…მართალია ,არც ისე ახლოს არ იყო,მაგრამ კარგად გავარჩიე მისი სახე..საოცრად ნაკვეთი და მეტყველი…თავში კვლავ ათასი ფიქრი აიშალა…რომელ პერსონაჟს აღარ მივასგავსე!გონებამ ის ათასი ფერით შემოსა…იდუმალებით გაფერადოვნდა…
მომიახლოვდა….ახლა გარკვევით დავინახე მისი უცნაური ,იდუმალებით სავსე , გამჭოლი თვალები..უნებურად ერთიანად ავცახცახდი…
კაცმა თავზე ხელი დაადო და გამიღიმა.ერთიანად ვცახცახებდი..თითქოს არაფერი შეუმჩნევია უცნობს..იღიმოდა..თვალებში იდუმალი ვარსკვლავები უცეკვავდა.უცნაურად მომაჩერდა და მითხრა:
– უსმინე! გესმის სიტყვები?ნახე,რა საოცარია! რამხელა სიღრმეა ჩაქსოვილი ამ სიტყვებში…უსმინე!
პლეიერი ყურზე მომადო.იმდენად შეშინებული და დაბნეული ვიყავი ,,იდუმალი სტუმრით”, სიტყვების მოსმენაც კი არ შემეძლო…
–არ ესმის?ნახე რა სიტყვებია…შენ ბავშვობა დაგვიწყნია…არადა ყველანი ხომ იქიდან მოვდივართ! ეს საყვარელი მელოდია ,,ვინი პუჰიდანაა”…მულთბილმიდან,რომელიც უამრავ რამეს გვასწავლის..არ გახსოვს?
მხრები ავიჩეჩე…ბავშვობაში კი მქონდა წაკითხული წიგნი,მაგრამ ვერაფერი გავიხსენე თითქმის….ძლივს ამოვილუღლუღე:
– ბავშვობაში წამიკითხავს,მაგრამ იცით თითქმის არაფერი არ მახსოვს…
უცნაურად მომაჩერდა..ზღვისფერ,გამჭვირვალე თვალებში ჩემს სახეს ვხედავდი,დაფეთებულს და დაბნეულს….
– შენ ბავშვობაც კი დაგავიწყდა!_ უცნაური რამ შევნიშნე,თვალებში კითხვის ნიშნები აკიაფდნენ და იდუმალი სევდით შეიმოსნენ….
აღარ შემეძლო,ასე მეგონა ეს კაცი ჩემს სულში იქექებოდა,მშიფრავდა..შემეშინდა..საკუთარი თავის,მისი…
მხოლოდ ესღა ამოვილუღლუღე:
–მეჩქარება!უნდა წავიდე…. _ ამოვილუღლუღე და უკანმიუხედავად გამოვიქეცი…მის გამჭოლ მზერას ვგრძნობდი..მხრებს მიწვავდა თითქოს…
სანაპიროს გამოვცდი და ვიწრო შუკას დავუყევი,მართალია ,,ის” უკვე ძალიან შორს იყო,მაგრამ მაინც მოვრბოდი…თითქოს საკუთარ თვს გავურბოდი …არ მინდოდა შიგ გულის სიღრმეში ჩამეხედა,მეშინოდა სიმართლის ამოკითხვის…
მთელი ღამე ჩაილია,შემომათენდა…ისე დავიღალე გამოცდის საკითხების მზადებისგან აღარც კი შემეძლო იმ უცნაურ შეხვედრაზე დავფიქრებულიყავი…უფრო სწორად ფიქრი არ მშორდებოდა,მაგრამ თავს ვაიძულებდი არ მეფიქრა, სანამ ყველაფერს არ ვისწავლიდი…ყოველი გამოცდის წინ ტაძარში მივდიოდი ხოლმე…უფალს ვთხოვდი შეწევნას..იმ დღესაც ასე მოვიქეცი…
ლამის ტაძრის კარიბჭის ზღურბლს გადავაბიჯე და..მოულოდნელოვისაგან შევკრთი….ისევ ის მელოდია..სასაცილო და ბავშვური….გუშინდელი მოგონებები კვლავ აიშალა თავში და ის აუხსნელი შიში…უნებურად უკან მოვიხედე და ის კაცი დავინახე..მომჩერებოდა..და მომეჩვენა სახეზე ირონიული ღიმილი ქონდა…წასვლა დავაპირე,მაგრამ შემაჩერა,ისევ თავზე ხელი დამადო და მითხრა..
_ უსმინე….აი,ნახე რა დიდებულია! იცი,ასე მგონია ამ ნაწარმოებში უდიდესი სიბრძნეა ჩაქსოვილი..თითქოს ბავშვურია,მაგრამ ავტორმა იმ ეპოქის(და არა მარტო იმ ეპოქის,მთელი კაცობრიობის)ადამიანთა ხასიათები ცხოველებში გადაიტანა…აქ ვხვდებით დიდ მოაზროვნეს და პოეტს, ღორმუცელა დათვს, რომელსაც ნახერხით აქვს თავი გამოტენილი და თავის ბრიყვულ ფილოსოფიას სასაცილო ლექსიკით აყალიბებს, მშიშარა გოჭს,გამოუსწორებელი პესიმისტს იო-იოს, დინჯი და მეოჯახე კურდღელს….იცი,ასე მგონია თითოეული ადამიანი აქ იპოვის თავის პროტოტიპს….შენ რომელს ამსგავსებ თავს?
დაბნეულობისგან მხრები ავიჩეჩე.ის განაგრძობდა.
_ აი,მე კი დანამდვილებით ვიცი ვინი პუჰი ვარ…ღორმუცელა დათუნია,რომელსაც თავი დიდი ვინმე ჰგონია და თავი ათასი წრელი აზრით აქვს გამოტენილი..და იცი შენ რა უყვრას მას?_ მე ისევ მხრები ავიჩეჩე_ ეეხ..შენ სულ აღარ გახსოვს…მურაბა!მურაბა უყვარს ვინის ძალიან!_ თქვა და თვალებში ბრწყინავი ვარსკვლავები აკიაფდა…მერე დაიმორცხვა და დაამატა–მეც…
გამეცინა:) რამხელა კაცი იყო და ასეთი მიამიტი და გულუბრყვილო!თან ეჭვის ჭია რატომღაც არ მასვენებდა…რა უნდა კი მაგრამ?რას გადამეკიდა?
– უკვე მეორეჯერ შეგხვდი და არც კი იცი ჩემი სახელი…იცი,მე ცუდ ბიჭს მეძახიან….ზოგი ძიას მეძახის..შენ რაც გინდა ის დამიძახე…სი…
გამეღიმა..იცით მაშინვე შევურჩიე სახელი..პირველივე დღიდანვე მომინდა მისთვის ვინი პუჰი დამეძახებინა.. 🙂 რომ იცოდეთ, მართლაც როგორ ჰგავდა უწყინარ და დრუნჩა,მიამიტ დათუნიას!
_ მე სის დაგიძახებ..წმ.სერაფიმე საროველი ასე მიმართავდა თვის სულიერ შვილებს…სიხარულო,სიყვარულო…მე მინდა რომ ,,სი”დაგიძახო… რა პატარა ხარ,სულ ბავშვი…მიუხედავად იმისა,რომ ბავშვობა დაგვიწყნია,ამ თვალებში იმხელა სითბოა და ისეთი გულუბრყვილობა…კარგი იქნება სულ ასე დარჩე..მაცხოვარი ხომ ბრძანებს..მაგათნაირებისთვისაა ცათა სასუფეველიო..ბავშვივით უმანკო უნდა იყო და გველივით ბრძენი…სიი..შენც ასეთი უნდა იყო….
– მაპატიეთ..ძალიან კარგად საუბრობთ,მაგრამ მეჩქარება,გამოცდა მაქვს..ხატებს მოვილოცავ და უნდა წავიდე….
–კარგი სი..აღარ მოგაცდენ…ილოცე.._და გამშორდა…
მაცხოვრის ხატთან თავი ვეღარ შევიკავე…აქ ისეთი მეტყველი სახე აქვს..ნაჭდევები და სისხლი ისე გავს აქ რეალურს…უყურებ და თვალწინ წარმოგიდგება ყოველივე…მთელი გოლგოთა..მთელი ტანჯვა,რაც იტვირთა განკაცებულმა ღმერთმა ჩვენი ცხონებისთვის..მგონი ვერავინ შეძლებს ამ ხატს უემოციოდ უცქიროს..
ფიქრებიდან ისევ ,,ვინი პუჰმა ”გამომარკვია…_ სი,უფალი შეგეწევა..გაგაძლიერებს….იცი,რაღაც მაქვს შენთვის…_და პატარა ხატი გამომიწოდა_ეს ქ.ბარიდანაა,წმ.ნიკოლოზის საფლავზეა ნაკურთხი..აქამდე ყველგან დავატარებდი,ჩემთვის უძვირფასესი რელიქვია იყო…ახლა კი მინდა შენ გქონდეს…
–გაიხარეთ..უფალმა შეგიწიროთ..უღრმესი მადლობა….
–ახლა წადი..არ დაგაგვიანდეს…ყველაფერი კარგად იქნება…კიდევ შემოიარე…გამოცდას რომ ჩააბარებ…ზეციურმა დედიკომ გადმოგაფაროს თავისი მადლიანი კალთა სი…
იმ დღეს გამოცდა ბრწყინვალედ ჩავაბარე…მაგრამ ტაძარში ვარ მივედი…
რამდენიმე დღეში მოვახერხე მისვლა…ამ ტაძარში ძალიან მიყვარდა ლოცვა ,საოცარი სიმყურდოვე და სიმშვიდეა აქ..საოცრად ლამაზი და მეტყველი ხატებია,რომელიც სულს გითბობს,ლოცვისადმი განგაწყობს…გული სულ აქით მომიწევდა…აქ შემეძლო განმარტოებიოთ მელოცა…მაგრამ ახლა,ახლა სულ სხვა შეგრძნება იყო..აქ უკვე მარტო აღარ ვიყავი,ვიღაცის მოდარაჯე მზერას ვგრძნობდი და დავიძაბე….ეს აუხსნელი შიში არ მშორდებოდა..
რისი მეშინოდა?ამ კაცის? რას დამიშავებს?ის ხომ მიამიტი,გულუბრყვილო დათუნიასავითაა,თან ასე კეთილგანწყობილია ჩემდამი….მისთვის უძვირფასესი ხატიც კი მაჩუქა..თან ტაძრის მსახურია,სტიქაროსანი…რისი უნდა მეშინოდეს?
არა,ჯობია საკუთარ თვს გამოვუტყდე..მისი კი არ მეშინია..საკუთარი თავის მეშინია..მის თვალებში დანახული საკუთარი თავის…ასე მგონია მისი თვალები ჩემს სულში იჭყიტებიან..ჩემს სულს აშიშვლებენ…
_ღმერთო!რატომ მომივლინე ეს უცნაური კაცი…რა უნდა მასწავლო….
_სი…იცი ,ვიცოდი რომ აუცილებლად მოხვიდოდი…მაგრამ შენ დააგვიანე..ძალიან ვნერვიულობდი შენზე..რამე ხომ არ მოუვიდა მეთქი…
_ სი..იცი შენს თვალებში უცნაურ სევდას ვხედავ და შიშს…პატარა შვლის ნუკრს გავხარ,პირველად რომ გამოვიდა დედის გარეშე და ყველაფერი აშინებს….იცი,ადამიანების არ უნდა შეგეშინდეს….მათ უნდა მიენდო..ამ შენი,პატარა გულუბრყვილო გულით…სიყვარულით უნდა დაითმინო და დაეხმარო…იცი სი..მე შენი მჯერა..მე შენი დახმარების იმედი მაქვს..შენი დახმარება მჭირდება…ყველამ მიმატოვა..სულ მარტო ვარ…შენც მიმატოვებ ალბათ….მაგრამ არ მინდა ეს მოხდეს….მაგრამ..ვგრძნობ..შენ გეშინია,ჩემი გეშინია…ასეა,არა?
_ კი,მეშინია…. _ ძლივს ამოვილუღლუღე.
არაფერი მიპასუხა…ამ დროს მამაომ დაუძახა და წავიდა…ერთხანს მდუმარედ ვიდექ…მერე ხატები მოვილოცე და ტაძრიდან გამოვედი…კარიბჭესთნ მელოდა..
–სი..რაღაც უნდა გთხოვო….შენი ტელეფონის ნომერი მინდა….ხანდახან შეგეხმიანები ხოლმე…უარი არ მითხრა გთხოვ…შენი თანადგომა მჭირდება….
ისეთი მუდარა იკითხებოდა მის თვალებში არ შემეძლო თხოვნა არ შემესრულებინა…
წასვლას ვაპირებდი…კვლავ გამაჩერა…
_ სი,იცი..შენს თვალებში მართლაც აუხსნელი და უძირო სევდაა…და კიდევ დიიდი სიყვარული…სიყვარულის დიდი უნარი უბოძებია ღმერთს,მაგრამ რატომღაც შენ მის ჩაკვლას ცდილობ…გაუფრთხილდი..მოუარე…ეს დიდი ნიჭია და არ დაკარგო…არ ჩაკლა ის შენში,ეს შენც გაგანადგურებს…
_ სი,მადლობა,მადლობა რომ მისმენ….
აი,ასე დამთავრდა მესამე შეხვედრა მასთნ…სულში თითქოს ქარიშხალი აბობოქრდა…რით უნდა დავეხმარო,მე რა შემიძლია….ან მას რაღაში ჭირდება ჩემი დახმარება…მის ნაჩუქარ წმიდა ნიკოლოზის ხატს ვევედრებოდი ჩემთვის გონება გაენათებინა…მამაოსაც ვუამბე ამ უცნაური კაცის შესახებ…შემამჩნია ძალიან აღელვებული ვიყავი..დამამშვიდა..მითხრა არაფერია საშიში,ვიცი ვინცაა,სულ ტაძარშია,იქვე ცხოვრობსო…ლტოლვილიაო..ძალიან,ძალიან განათლებულიაო…მაგრამ ბევრი ლამის შეშლილადაც თვლისო…ამიტომ ,მარტოსულია და დამლაპარაკებელიც კი არ ყავსო…შენში ალბათ თანაგრძნობა დაინახა და უნდა იმეგობროს შენთანო….არ შეგეშინდესო….
მამაოსთან ლაპარაკმა დამამშვიდა..გადავწყვითან ურთიერთობა..ის ხომ ასეთი საინტერესო იყო..მე კი ბავშვობიდან ასეთი იდუმალი ადამიანების გაცნობაზე ვოცნებობდი….გონებამ ის კვლავ ათასფერი ფერით შემოსა…
მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა…მეც ისეთივე სუსტი გამოვდექ როგორც სხვები..გამოდის მეც მივატოვე…:( დრო ვერ გამოვნახე რომ მისთვსი დამეთმო…ან არ გამოვნახე..იმიტომ რომ კვლავ ვერ ამოვიგდე ის აუხსნელი შიში,რომელიც არ მასვენებდა…რატომ..რატომ მეშინია ადამიანების..მათთან ურთიერთობების…ხომ წამიკითხავს მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელის სიტყვები:
,,ერთ–ერთი ამოცანა ადამიანური ურთიერთობებისა არის ის,რომ არ შეაჩერო შენი მზერა გარეგნულზე,არამედ სიღრმეში ჩაიხედო.უნდა ისწავლო,რომ როცა ადამიანს შეხვდები არ უნდა განიხილო ის მხოლოდ შენთან მიმართებაში,იმისდა მიხედვით გეშინია თუ არა მისი,გაწყობს თუ არა,მოგწონს თუ არა ეს ადამიანი,არამედ შეხედო მას სრულიად გახსნილი გონებით,როგორც მოვლენას,რომელიც შენს წინაშეა,რომელიც არანაირად არ აისახება შენს ცხოვრებაზე.უნდა ვისწავლოთ შევხედოთ ადამიანებს შიშის გარეშე…არ დავსვათ კითხვა ,თუ რა მომივა მე იმ შემთხვევაში,თუ ის მოიპოვებს ძალაუფლებას ჩემ,ზე დს აღმოჩნდება ბოროტი,ულმობელი,ანგარი.ძალიან ხშირად ასე არ ვიქცევით ,იმიტომ,რომ არ გვაინტერერსებს ადამიანები,ასე არ ვიქცევით სრული,ცივი გულგრილობის გამო.ეს კი შეიძლება ყველაზე საშინელი დამოკიდებულება იყოს ,რომელიც შეიძლება ადამიანის მიმართ გამოავლინო..”
ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამომარკვია…შეტყობინება იყო მოსული..აი,შინაარსი:
,,კაპიტანს მოენატრა ბოცმანის მოციმციმე ვარსკვლავივით თვალები თაფლის სურნელით,ხმა საამური,ვითარცა შაშვი,ცისკარზე მგალობელი,ფიფქივით მოკაშკაშე სახე და ანთებული სანთელივით,მთლიანად ,ჰაეროვანი პეპელასავით მოფარფატე გვირილების მინდორში…გამოდი,გამოდი,გამოდი…ზღვა ბუტბუტებს თოლიების ყიჟინით…სი,როგორა ხარ?”
დავიბენი..რა უცნაურია ეს დათუნია…ახლა ბოცმანიც გავხდი… 🙂
,,ვინი პუჰი ფანტაზიორიც ყოფილა…აი,ახლა მესმის რატომ ამბობთ ვინი პუჰს ვგავარო.. 🙂 🙂 კარგად ვარ,მადლობა უფალს…თქვენ?”
,,აკვანში ვარ და ვუსმენ სასულე ორკესტრს..წვიმის წვეთები ახმოვანებენ…ვერდი..აიდა(გამარჯვების სცენა) .. ისმის ყვავის ხმა..საყვირი ჟღერს…შაშვი გალობს და აყვება ბეღურების გუნდი… სცენაზე სიჩუმეა…გაისმის ეჟვნიანი ფაეტონის ჟღარუნი,რომელსაც შენ მოყავხარ ..კეთილი იყოს შენი მოსვლა! წვიმა აგრძელებს გზას….”
გამეცინა 🙂 რა უცნაური სმსებია..ვერაფერიც ვერ გავიგე…ალბათ ზედმეტი ჭკუისგან ცოტა შეშლილია….მომიტევე კაპიტანო ასე რომ ვიფიქრე…. 😦
,,თვალებია შუქურა,ანარეკლი კეთილი გულისა,მატარებელი დღითა და ღამითა,რომელსაც ხატები უწერია,გზაზე ცხვრები უმწყემსია და ოკეანე გადაულახავს…სი,შენც ასეთუ გულისა ხარ!”
,,ეეჰ.. 😦 ვაი,რომ არაფერიც არ ვარ.. 😦 ”
,,თავმდაბლობა კარგია,რამეთუმ მოიპოვებს სასოებას,სასოება სიმშვიდეა გულისა,რომელიც ჰპოვებს ჭეშმარიტებას ..ღმერთს…გზა..არჩეული –სათნოებაა,რომელიც გადის დღე –სისხლიან უდაბნოში,სადაც ასპიტები დასისინებენ დფა ზეცაში ანდები დაჰქრიან,ღამე–უდაბურ ტყეში სადაც ტურები ყმუიან…შენ შეუპოვარი ხარ და გზა შენი გამავალია მინდვრით,მთვარის შუქზე მგლები ხორუმს ბუქნიან და ისმის ყორნების კაპელა ….ოდეს მიუახლოვდები ზღვას იხილავ გემს..ბოცმანი ასული ზედ გაეშურება უსასრულობისკენ…..”
გონებაში ჭრელაჭრულა აზრები აიშალა..დავიბენი….მართლაც..რა საინტერესოა ,ღრმა და თან ასე უცნაური…რა უნდა…ქარაგმებით მელაპარაკება თითქოს…რა ვქნა,როგორ მოვიქცე…მეშინია…
მახსოვს..ბავშვობაში ,,პეპი გრძელი წინდა ”ძალიან მიყვარდა..იქ ერთი სურათი იყო,მუმია…მეჩვენებოდა ,სადაც წავიდოდი თითქოს სულ თან დამდევდა..ეს აუხსნელი შიში არ მასვენებდა…მაშინ ერთმა ადამიანმა მითხრა, ძალიან ადვილად შეიძლება ეგ შიში ამოიგდოო…უბრალოდ წიგნიდან ამოხიე ეგ ფურცელი და ყველაფერი დამთავრდებაო…. 🙂 მართლაც ასე მოვიქეცი და ჩემი ღამეული კოშმარებიც წარსულს ჩაბარდა..
ახლა რა ვქნა..როგორ მოვიქცე…რა ვიღონო…როგორ დავძლუო ეს აკვიატებული შიში..ნუთუ ისიც ისევე უნდა გავაქრო,როგორც მუმია,ბავშვობის უსაყვარლესი წიგნიდან?თუ გავაგრძელო ურთიერთობა ..თითქოს არაფერი? არ ვიცი….ავირდავირიე…
დრომ დღეები გადაფურცლა…უყურადღებობამ და უპასუხო შეტყობინებებმა თავისი საქმე გააკეთა…მიხვდა ალბათ,რომ მეც ისეთივე ვიყავი როგორც ის ,,სხვები”..არანაირი სიყვარული არაა ჩემში..არანაირი თანაგრძნობა…უბრალოდ ეგოისტური შიში,რომელმაც მაიძულა ადამიანი გამექრო საკუთარი ცხოვრებიდან…ნუთუ მივხვდები ოდესმე?ნუთუ გავიზრდები?ნეტა ოდესმე დავძლევ ამ უაზრო შიშებს?რა უნდოდა?რაში ჭირდებოდა ჩემი თანადგომა?რა შემეძლო მისთვის გამეკეთებინა…ოდესმე მივხვდები ამას?
დღეები მიქრიან..თითქოს ვიზრდები,შეცდომებზე ვსწავლობ..მაგრამ..მაინც მეშინია…გოგონა ვარ , რომელსაც ბავშვობა ,,დაავიწყდა” თუ ისევ ბავშვობით ვცხოვრობ?
თუ არ დაგეზარათ და ბოლომდე ჩაიკითხეთ ,მომიტევეთ..ალბათ ვერაფერი გაიგეთ.. 😦 მეც ვერაფერი გავიგე…
მზიანი სიზმარი
ფიქრების ზღვაში ვბანაობდი..იქ ისეთი ბავშვური,ლაღი ვიყავი…თავის უფალი!!!აქ მხოლოდ ფიქრების უკიდეგანო,კამკამა ზღვას ვხედავდი…ზღვა თითქოს წყნარი იყო,მაგრამ ეს გამჭვირვალე ტალღები იმოდენა იყო!აიზიდებოდა ცისკენ..მერე დგაფუნით ისევ თავის წიაღს უბრუნდებოდა….
შორს…შორს…ვეებერთელა ,ულამაზესი ყვითელი დედოფალივით მოაბიჯებდა მზე…საოცრება იყო მისი ცქერა! ულამაზესი ,გრძელი ,ოქროსფერი დალალები ზღვას ეფინებოდნენ…ამ აზვირთებულ ტალღებში დაცურავდნენ.ისეთი ლამაზი იყო!
–აი,სხივი მეც შემეხო!
ისე მომეფერა! ისეთი სითბო ვიგრძენი!ეს აუხსნელი გრზნობა იყო! მე მას ხელიც კი შევახე….ისეთი ფაფუკი იყო….მართალია მზისფერი იყო,ყვითელი,მაგრამ მომეჩვენა,რომ ზღვასავით გამჭვირვალე იყიო…მზის თმას მზის სუნი ასდიოდა…ამ სურნელებამ გამაბრუა ,სამყაროს შეგრძნება დავკარგე,..მასთან ვიყავი..მისი თმები ჩემ ბავშვურ სხეულს შემოხვეოდა..მზე მე მეფერებოდა..მინდოდა ამეხედა მისთვის..ბავშვური თვალები მივაპყარი,მაგრამ თვალი ვერ გავუსწორე…ისეთი ლამაზი…ისეთი მზისფერი..ისეთი უმანკო და სათუთი იყო!
– არა! ამ სილამაზეს ვერ დავიტევ!
თვალი მოვაშორე..მეტკინა…ადამიანს არ ძალუძს ასეთი სიდიადის..ასეთი ნათების დატევა…მას ხომ ზეადამიანური სილამაზე აქვს…მზე! მზე! ზე! სახელიც ისეთი აქვს…ზეციური..ზეადამიანური…ზეთბილი..ეს მზეა!
ტალღები შემეხნენ…მეფერებოდნენ..პაწია ხელებს ვიქნევვდი და ვეთამაშებოდი.ისეთი ცელქები არიან..მგონია,რომ მათ ჩემთან თამაში სიამოვნებთ..ასე დიდხანს ვიქნებოდი დედას რომ არ დაეძახა.ისე მინდოდა მათთან თამაში..დავუმეგობრდი…ჩვენ ხომ ერთნაირები ვართ,ბავშვები და თანაც ანცები :–) ნაპირისკენ კვლავ ტალღები მიმაცილებენ..ჩემი მეგობრები…
უცებ დედის შეშფოთებულ თვალებს შევეფეთე.დედას ასე პირველად ჩავხედე თვალებში..ისეთი ლამაზი თვალები ჰქონდა!შავი..გიშრისფერი..გარს წამწამთა ლაშქარი შემოხვეოდა.წამწამები იცავდნენ ჩემი საყვარელი დედიკოს თვალებს…ისე მიყვარს ეს თვალები! მსოფლიოში ასეთი ლამაზი თვალები არავის აქვს!ეს ორი,შავი ტბა ისე მიცქერის….ამ მზერაში ისეთი სითბო და სიყვარულია ჩაქსოვილი!მართალია,მუქი იყო დედიკოს თვალები,მაგრამ მე ვხედავ…ვხედავ ,რომ ეს თვალები სარკესავით გამჭვირვალეა…მე დედის თვალებში საკუთარი თავი დავლანდე…მის თვალებში ისეთი ლამაზი და კარგი ვჩანვარ!სინამდვილეში კი როდი ვარ ასეთი..დედის თვალებში დანახული საკუთარი თავი მომეწონა…
დედა შეშფოთებული მიცქეროდა…მერე გულზე მოეშვა,გულში ჩამიკრა…სითბო ვიგრძენი..გავინაბე…ასეთი სითბო მაშინაც კი არ მიგრძვნია მზე რომ მეფერებოდა!დედიკოს რაღაც ”ზემზიური” სითბო ქონდა… ანაზდად ხალხური ლექსის სტრიქონები გაკრთა გონებაში: ”მზე დედაა ჩემი”…
არა! მე სხვაგვარად ვიტყვი!
”დედა მზეა ჩემი!!!!!”
მართალია დედას მზისფერი კულულები არა აქვს,მაგრამ მისი შავი თმები მზისფერ კულულებზე თბილია!
უცებ დედის ალერსიანი ხმა ჩამესმა….გამოვერკვიე.
–შვილო,რა მოხდა…ძილში ბორგავდი და ლაპარაკობდი…
_ არაფერი..უბრალოდ ძალიან თბილი და მძიანი სიზმარი ვნახე…..
დედიკო თბილი,ფუმფულა ხელებით მეალერსება თმებზე.ჩემს სახეს დედიკოს თვალებში კვლავ ვხედავ…აქ სხვანაირი ვარ…ისევ ბავშვური,უმანკო და საყვარელი…დედა კვლავ მეფერება…ბუთხუზა,თბილ თითებს ჩემს თმაში ამოძრავებს ,როგორც ბავშვობაში….
– დე! ჩემთან დარჩი!…გემუდარები..როგორც პატარაობისას..გულში ჩამიკარი და შენი ხელი შუბლზე დამადე….
ბედნიერი ვარ..დედა კვლავ ჩემთანაა..მე მასთან..ასე განაბულებს მთელი ცხოვრება შეიძლება გვეძინოს….მის სხეულს მივეკარი და კიდევ ჩამეძინა….
”ლტოლვა პარნასისკენ..”
”შემოქმედება არს მუდმივი ლტოლვა ვერმიღწეულის..”
ვინ ვართ ჩვენ-ადამიანები,რა მოვალეობა გვაკისრია,რისთვისმოვედით ამქვეყნად?მარადიული კითხვები არ მასვენებენ…ფიქრები დაქრიან უმისამართოდ..ისინი პაწაწუნა ჭინკები არიან ჩემში რომ ცხოვრობენ.ყველას კარგად ვიცნობ,სახელებიც კი შევარქვი მათ.ისინი ჩემი მეგობრები არიან,არასოდეს მტოვებენ,მუდამ ჩემში არიან,ჭირსაც და ლხინსაც
ჩემთან ერთად იზიარებენ…ჩემთან ეთად იზრდებიან,იფურჩქნებიან…ისინი ცხოვრებას მიადვილებენ,მეხმარებიან სწორი გზა ავირჩიო,რჩევებს მაძლევენ,შეცდომებსაც კი მპატიობენ.მართალია,ვერ ველაპარაკები,მაგრამ ჩემი ესმით,ჩემს აზრებს კითხულობენ და ექოსავით უკან მიბრუნებენ.ეს ჩემი გულის ხმაა,გულის ფიქრი,გულის ჩურჩული…ვერ გავიგებდი გულის ხმას რომ არა ისინი.ახლაც ისინი მკარნახობენ და მაწერინებენ.ერთმანეთს ეცილებიან ვინ მიკარნახებს.მე კი უსასრულოდ,უმისამართოდ ვწერ…ხან ერთს ვუგდებ ყურს,ხან მეორეს.ისინი ჩხუბობენ:)
_ ასე როგორ დავწერ…ყველას ერთად როგორ მოგისმენთ?!
ჩემში ნამდვილი რევოლუცია ხდება.აზრები ერთმანეთში ირევიან,იფანტებიან…არა! უნდა დამშვიდდნენ,თორემ ასე როგორ დავწერ?
_ რაზე დავწერო?
ულამაზეს პრინცესაზე,ფერიებზე,თუ თავგადასავლების მოყვარულ პატარა ბიჭზე?!თუ ღატაკ,მშიერ ,მაგრამ ამაღლებული სულის მქონე ადამიანზე?ბუნების მშვებიერებაზე თუ…არა!მათზე ბევრჯერ დაიწერა…სათქმელი ბევრი აღარაფერი დარჩა…ეს უბრალოდ გამოგონილია..ფანტაზიის ლტოლვა ვერმიღწეულისაკენ…
გულის ჩურჩულს ჭინკები უკან მიბრუნებენ და მე საკუთარი გილის ხმა მესმის …
_ არა!ამჯერად ამ გზას არ ავირჩევ!ფიქრებო,ნუ მირჩევთ ზღაპარი შევთხზა…მე რაღაც სხვა მინდა!მინდა მშიდად ვიხეტიალო ადამიანთა გულებში,მათი აზრები ამოვიკითხო…მაშინ გავიგებდი ვის აქვს გულში ბოროტება და ვის არა..მერე ბოროტ აზრებს ერთად ავკინძავდი და სადღაც შორას მოვისროდი.კიდევ,მინდა სამყაროს იდუმალება ამოვხსნა..ღვთის საიდუმლოს ჩავწვდე…რა მოხდება ამის უნარი რომ შემწევდეს?_ პაწაწინა აზრის ჭინკა გაისუსა,ჩაფიქრდა…მეც გავირინდე,მხოლოდ გულის წიკწიკი მესმოდა… _ გული ფეთქავს,მაგრამ მისი მონოლოგი აღარ მესმის?რატომ გაყუჩდა ჭინკა?-ამას მეორე აზრი მეუბნება.მე კი გაფაციცებული ყურს ვუგდებ-ისიც გაჩუმდა…
მშიდად მივცურავ ფიქრების ზღვაში,ვინ იცის რომელი აზრი ჩამავლებს ხელს,ტალღებზე მივსრიალებ.აქედან,სულის უშორესი კუნჭულიდან სამყარო სულ სხვა ფერია…თვალები დახუჭული მაქვს,სულით დანახული სამყარო კი სულსხვანაირია,საოცარია..აზრების ზღვა მშვიდია,მაგრამ უცებ აბობოქრება იცი ხოლმე…წყალი ფირუზისფეია,ანკარა..ისეთ სუფთა,ისეთი ცისფერი,რომ ლამის ცას შეერწყას უნდა…ცა და ზღვა უნდა გაერთიანდეს..საოცარია ამის ყურება…მზეც აიტაცა ამ თვალწარმტაცმა სანახაობამ,გაოცებული შესცქერის ამ სილამაზეს და ათას მცხუნვარე სხივს გზავნის..მე კი მივცურავ..სხივების სითბო ჩემს სულში იჭრება და მათბობს…ხელი ახლა სხვა ჭინკა-აზრმა ჩამავლო,ეს ისაა ,რომელიც გზას მიჩვენებს,პაწაწინა,წითელი კომპასივითაა,ხან აღმოსავლეთისკენ მივყავარ,ხან- სამხრეთისკენ,ხანდახან ჩრდილოეთითაც,მაგრამ არასდროს წავუყვანივარ დასავლეთისკენ.სულ მაინტერესებს,რატომ?მაგრამ მხოლოდ ამას მეუბნება:
_ მოითმინე!შენთვის ჯერ ადრეა..ეს დროც მალე მოვა….
_ ჭინკავ!პაწია აზრო,ახლა საით მიაქანებ ჩემს სულს?
_ იქ,სადაც შენ გსურს იყო! – მიპასუხა და გამიღიმა.
_სად მსურს ვიყო?ეს როგორ გაიგე ჭინკავ?
_ მე შენში ვცხოვრობ….ამიტომ ყველაფერი მესმის..შენ გინდა ჩვენნაირი იყო,არა?
_ეს როგორ?არა,სულაც არ მინდა…
_ შენ ხომ ოცნებობ ადამიანთა სულებში შეაღწიო?მათი ფიქრი ამოიკითხო?
_ დიახ!ძალიან მინდა….
– მაშინ ჩვენნაირი უნდა გახდე!
საიდანღაც მოცვივდნენ ჩემი პატარა მეგობრები.ისეთი პატარები იყვნენ!ნამცეცები!ჭრელაჭრულა ტანსცმელში გამოწყობილნი.ერთი მეორეს არაფერით ჰგავდა.ამოდენა,ჭრელაჭრულა ბრბო მიყურებდა და ამას ჩამძახოდა.გაოცებული შევყურებდი მათ.მოხუცი,ბრძენი” აზრი-ჭინკა” მიხვდა ვერაფერს ვხვდებოდი,ბრბოს გამოეყო და მომიახლოვდა.ხელზე დავისვი.ეს სიბრძნე იყო,მხცოვანი,თეთრწვერა მოხუცი,ფაფუკი,ქათქათა წვერი გრძლად ეშვებოდა.მოხუცმა ალერსიანად გიმიღიმა და მითხრა:
_ მეგობარო.,ჩვენ გვინდა სურვილი აგისრულოთ.ის რომ მოხდეს,რაც გინდა ,ჩვენნაირი უნდა გახდე,ოღონდ ყველა უნდა გავერთიანდეთ და სიბრძნე გიბოძოთ…ჩვენ მხოლოდ შენში ვართ,სხვაგან ვფერ წავალთ..შენ კი გინდა ,ისეთი ჭინკა იყო ყველას აზრებს კითხულობდე..ამისთვის შენ დასავლეთით უნდა გაეშურო..იქ,საბერძნეთში,თესალიაში,ხელოვნების ღმერთი აპოლონი ცხოვრობს.ის უთუოდ დაგეხმარება..შემოქმედ ადამიანებს მფარველობს…
აღტაცებულმა მადლობა გადავუხადე სიბრძნის ჭინკას და სათუთად დავსვი.ახლა დასავლეთით მივეშურები..აზრები მიკვლევნ გზას,პაწაწინა მეგობრები..გზა დაუსრულებელია და მტვრიანი..ირგვლივ სულ ქვიშის უდაბნოებია,მზე ისე აცხუნებს,ლამის დავიწვა..ქვიშა ნაღვერდალივით გახურებულა,თითქოს მიწას ცეცხლი უკიდიაო.ჩემი და აზრების გარდა აქ არავინაა.არა!მხოლოდ მე მივაბიჯებ ქვიშიან ბილიკზე,აზრები კი ჩემში არიან და ჯიუტად მიბიძგებენ უსასრულობისკენ….ვჩერდები,ტერფები მტკივა,ქვიშა მწვავს.ფიქრის ჭინკები კი ისევ მაიძულებენ წავიდე.
– არა! არ უნდა გაჩერდე…არ უნდა ჩაიმუხლო,თორემ მიზანს ვერ მიაღწევ,ერთი თუ ჩაიმუხლე,ერთ წამს თუ თვალი დახუჭე,ცხოვრების ქვიშიან უდაბნოში ჩაინთქმები,გავარვარებული,ცხელი უდაბნო შენს დასაღუპავად დაიძვრის,სანამ თვალს გაახელ მასში ჩაინთქმები! არ გაჩერდე! არ ჩაიმუხლო!
_ სხვა გზა არ მაქვს,შეშინებული მივაბიჯებ ცხიოვრების უდაბნოში..სიმხურვალესაც ვეგუები უკვე,,ყველაფერმა შეჩვევა იცისო”,- მართალი ყოფილა ვისაც ეს უთქვამს.ჩაფიქრებული მივაბიჯებ,დაბრკოლებებსაც ხშირად ვხვდები,მაგრამ ვუძლებ,მე ხომ ადამიანი ვარ!პატარა პაიკი დიდი მოჭადრაკის-ცხოვრების ხელში!მივილტვი ვერმიღწეულისაკენ,თუ ჩავიმუხლე, მეგობრები ამომიდგებიან მხარში და წამომაყენებენ.უნდა მივაღწიო მიზანს! ჩემი მიზანი კი დიდია… მინდა კასტილიის წმინდა წყაროს დავეწაფო და პარნასის პატარძლად ვიქცე …
ჩემდაუნებურად ფიქრებს თავი დავაღწიე და მარტო დავრჩი.არა,მარტო არ დავრცენილვრ,მაგრამ შევძელი ცოტა ხნით ფიქრებისგან თავი დამეღწია.მტვრიან გზაზე მივდიოდი,ქვიშას ქარი პირდაპირ სახეში მაყრიდა.გარემოს მოვავლე თვალი და გავოცდი.ადამიანი დავინახე! გამიხარდა…ის ჩემნაირი იყო..
საუკუნეა ადამიანს არ შევხვედრივარ,სადაცაა მივუახლოვდები,აი, უკვე გარკვევით ვხედავ.ეს შუახნის კაცია.მოწყენილს ქვიშაში ჩაუმუხლავს,იდაყვდდაყრდნობილი ცას მისცერებია.ცა კი ისე მშვიდია ,ისე ნაზი როგორც არასდროს…ჩავიმუხლე მასთან და ასე ვიყავით ერთხანს…სამარისებური სიჩუმე იყო…ფიქრებსაც კი აღარ ვახსოვდი.არ ვიცოდი,როგორ მოვქცეულიყავი,მეშინოდა…
_ რა უნდა ვუთხრა? -ვფიქრობდი ჩემთვის..რას გარინდებულა?ნუთუ ვერ მხედავს?- რომ დავრწმუნებულიყავი,ხელი მხარზე შევახე.-იგრძნო?_ ვკითხე ჩემს თავს._დიახ,იგრძნო და შეკრთა..თვალები,რომლებიც ცას მისჩერებოდნენ,ახლა მე მიცქეროდნენ,ლამობდნენ ჩემში შემოეღწიათ.მის თვალებში კითხვითი ნიშნები დავლანდე.ალბათ ასეთი კითხვითი ნიშნები ჩემ თვალებშიც იყო.მაინტერესებდა,მწყუროდა გამეგო,ვინ იყო,მინდოდა მის სულში შემეღწია.სურვილი მოსვენებას არ მაძლევდა..დანახვისთანავე მივხვდი,რომ ის დიდი ადამიანი უნდა ყოფილიყო.სხვანაირი,უჩვეულო ელფერი დაჰკრავდა,თითქოს თავზე შარავანდედი ედგა.დიდხანს ვიყავით ასე.. გარინდებულები…და ერთურთის სულში ჩაჭვრეტა გვწყუროდა..მე მას ვსწავლობდი,ის- მე…ვცდილობდით სულის კუნჭულში მფეთქავი,ჭრელი ფიქრები აგმოგვეჩინა.როცა სულები საუბრობენ,მათ სიტყვები აღარ ჭირდებათ,უსიტყვოდაც ყველაფერი გასაგებია.მასთან არ მისაუბრია,მაგრამ უკვე ვიცნობდი,ისიც ჩემნაირი იყო,მასშიც ცხოვრობდნენ პაწაწინა ჭინკები,ფიქრები მისი მეგობრებიც იყვნენ,მასაც ჰყავდა ბრძნული აზრი,ისიც” კომპას-აზრმა” მოიყვანა ფიქრთა უდაბნოში სახეტიალოდ,ისიც მიზნისკენ მიისწრაფოდა,უნდოდა სრულყოფილებისათვის მიეღწია,ილტვოდა ჯიუტად ვერმიღწეულისკენ..ცდილობდა არ ჩაემუხლა,რომ არ გაეთალა ცხოვრებას,მაგრამ ჩაიმუხლა,არ დაინდო ულმობელმა უდაბნომ… არ მინდოდა ლაპარაკი,ისედაც ყველაფერი გასაგევბი იყო,მაგრამ ეს არ ისურვა,მომიახლოვდა,მხარზე ხელი დამადო და მითხრა:
_რა პატარა ხარ! -გამიღიმა და განაგრძო _ მეც შენოდენა ვიყავი ,როცა ვრცელი უდაბნოებისკენ გამოვეშურე..ჯიუტად მივილტვოდი წინ,მშვიდად გადმოვცურე ფიქრთა ოკეანეები,ზღვენი,რომ ამ ცხელ ტრამალებამდე მომეღწია.მეც არ მასვენებდნენ პაწია ჭინკა-აზრები,მივილტვოდი ვერმირწეულისაკენ…ცხოვრებას გავურბოდი ,მაგრამ მაინც ცხოვრებისკენ მივისწრაფოდი,მუხლჩაუხრელად წინ მივიწევდი..ბევრი დაბრკოლება გადავლახე,მაგრამ გავუძელი… ვსწავლობდი,ვსწავლობდი,ვსწავლობდი,რადგან მსურდა სამყაროს იდუმალება გამომეცნო,მივისწრაფოდი ღვთის საიდუმლოს ჩავწვდომიოდი.ბევრი ჭინკა დაიბადა ჩემში,მათი დახმარებით შევძელი აქამდე მომეღწია,მართალია,მარიგებდნენ,არ ჩაიმუხლო,განაგრძე გზაო,მაგრამ ვერ შევძელი,მიზანს ვერ მივაღწიე,თუმცა ცოტაღა დამჩენოდა..პარნასელი დების დახმარებით შევძელი მომეწყვიტა პარნასის ულამაზესი ყვავილები…ალბათ ეს იყო ჩემი ვალი,ეს დამაკისრა მამაზეციერმა აღსასრულებლად..მეტი ვერ შევძელი… -ეს თქვა და გაირინდა..თვალები სადღაც შორს იცქირებოდნენ…
_ იცით,მეც მინდა ამოვხსნა სამყაროს იდუმალება… _ დავიწყე გაუბედავად_ კიდევ მინდა პატარა ჭინკა-ფიქრია გავხდე და ადამიანთა სულებში შევიჭრა,სწორედ ამიტომ გამოვეშურე ქვიშიან ტრამალებში სახეტიალოდ,ამიტომაც მივილტვი დასავლეთისაკენ..სადაც თურმე ხელოვნების ღმერთი აპოლონი ცხოვრობს.მივილტვი,თუმცა ვიცი,რომ ეს ფუჭი ლტოლვაა ვერმიღწეულისკენ…
_არა! შენ ცდები!იარე,იარე და მიხვდები,რაც გსურს…იარე და შენს ვალს აღასრულებ!მთავარი არ არის პარნასზე ახვიდე,მეც ამას ვესწრაფოდი,მაგრამ გზაში,ფიქრთა ზღვაში არმოვაჩინე ,რაც მსურდა,ჭინკად ვერ ვიქეცი,მაგრამ სამყაროს ერთი საიდუმლო ამოვხსენი,იმ საიდუმლოს კარი გავაღე,რომელიც მსურდა გამომეცნო,მე მივაღწიე ამას და შენც მიაღწევ,ოგონდ იარე,იარე და შენც აღასრულებ ვალს…აბა,შენ იცი,გასწიე ..მე კი მარადისობაში გადავინაცვლებ..
აქამდე გასუსული,სმენადქცეული ვიჯექი,ის მიდიოდა,მშორდებოდა,მე კი ხმასაც ვერ ვიღებდი.უცებ გონება გამინათდა.შიშის ნაპერწკლებმა სხეული დამწვა თითქოს..
_ არა! იქ არ წახვიდეთ!!! არ მიმატოვოთ! _ აღმომხდა უნებურად. მან მოიხედა,მომაჩერდა და მითხრა.
_ უნდა წავიდე..სხვა გზა არ მაქვს…
ავტირდი….მომიახლოვდა,შუბლზე მაკოცა და მითხრა:
_ სიამოვნებით ვიხეტიალებდი ამ უსასრულო,ქვიშიან ტრამალებში,მაგრამ აღარ შემიძლია..მე იქ მიხმობენ..სხვა გზა აღარ მაქვს…უნდა დაგემშვიდობო.გახსოვდეს რაც გითხარი,იარე,იარე და ვალს აგასრულებ…ადამიანთა სულებში ჩასაღწევად ”ჭინკა-ფიქრად” ქცევა აუცილებელი არაა,გზა გააგრძელე,იარე,იცხოვრე და მიხვდები,როგორ აისრულო ოცნება.თუ ადამიანთა სულებში ვერ ჩააღწევ,გამოიგონე საკუთარი ადამიანები,მასინ შეძლებ სული შთაბერო მათ,ისინი ისეთივე მარიონეტები იქნებიან შენს ხელში,როგორც ადამიანები ცხოვრების ხელში,ოღონდ ეს მარიონეტები ნამდვილი ადამიანები კი არა პერსონაჟები იქნებიან შენს სამყაროში.თუ სამყაროს საიდუმლოს ვერ გამოიცნობ შებ თვითონ შექმენი შენი სამაყარო! დაე,სხვამ სცადოს ამოხსნას..თუ ქვიშიანი ტრამალი გაილევა,შენ თვითონ შექმენი შენი უდაბნო..იწვალე..ირომე და საწადელს მიაღწევ! მე მივდივარ,გზას შებ დაგითმობ..მშვიდობით!!_ მითხრა და წავიდა.ატირებული გავცქეროდი,აღარ ჩანდა,მაგრამ თითქოს ვხედავდი,ცრემლები მახრჩობდა,სული ამიფორიაქა მასთან შეხვედრამ…
_ არა ! არ უნდა ვიტირო! ეს ხომ არ მოეწონებოდა! უნდა ვიარო ამ უდაბნოში და მივხვდევი,რაც მინდა…
მართლაც მივხვდი რაც მინდოდა,რაცაც ვნატრობდი..ჩემი სამყარო მინდოდა მქონოდა..ეს მოვახერხე..შევიქმენი საკუთარი სამყარო,დავიწყე წერა..ახლა დავხეტიალობ ფიქრთა უდაბნოში და ადამიანთა სულებშიც კი ვიჭყიტები.ისინი ჩემი მარიონეტები არიან,როგორც ჩვენ_ ცხოვრების..არ ვჩერდები,მივაბიჯებ ვერმიღწეულისაკენ ქვიშიან ტრამალებში…გზას პარნასისაკენ კი პაწაწინა ”ჭინკა-ფიქრია-კომპასი” მიჩვენებს….