არეული ფიქრები…მონატრება .. და პოსტი ,რომელსაც სახელი ვერ მოვუფიქრე…


,,ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს….” მთელი დღეა ეს სიტყვები მაქვს აკვიატებული…. გონება იმეორებს და იმეორებს…ბავშვობაში…სიამტკბილობაში,სითბოსა და სიყვარულში მითრევს….აზრები იფურჩქნებიან და ლამაზ მოგონებებად იშლებიან… რაღაც შეიცვალა…არა!რაღაც კი არა ბევრი რამ…..სამყარო?! არა..სამყარო არა..ცვლილება ჩემშია…მე  შევიცვალე…მაშინ ყველაფერს სხვაგვარად ვუყურებდი..სხვა სიხარულით მიხაროდა და სხვა ტკივილით მტკიოდა….ირგვლივ სიმშვიდე და სისუფთავე სუფევდა..ყველაფერი ფერადი იყო და….დიიდი….ჰო…დიიდი….. ამ ფიქრებში გართული დავხეტიალობდი უსაყვარლეს ადგილებში და ყველაფერი სხვანაირად მეჩვენა… _     როგორ გამოცვლილა… ნუთუ ეს ისაა?ის ხე,რომელიც  ბუმბერაზი მეგონა..მაშინ ხომ თვალსაც ვერ ვუწვდენდი…..ეს გვირაბი,რომელიც იმდენ საიდუმლოს ,იმდენ განცდას და ემოციას აღვიძებდა ,რაღატომაა ასე უფერული და რეალური…მიწიერი….რამდენი რამ მაკავშირებდა მასთან..მთელი ბავშვობა იქ ,გამოქვაბულთან ჩამომჯდარმა გავატარე…იქ ვფიქრობდი..ვფანტაზიორობდი..ჭინკა–ფიქრებთან ერთად დავხეტიალობდი შინაგან ლაბირინთებში…ნუთუ ყველაფერი ასე გაცამტვერდა? ჰო….ყველაფერმა ფერი დაკარგა თითქოს…არა..გრძნობა დაკარგა..მაშინ ხომ ხეებს,ყვავილებს..ბალახებსაც კი ველაპარაკებოდი..მათი გაგება შემეძლო თითქოს…..ახლა მე შევიცვალე…..ჰო და ყველაფერი იმიტომ ჩანს ასე უფერულად…გავიზარდე…….და მეც დამავიწყდა რომ ოდესრაც ბავშვი ვიყავი… :–( ერთხელ ერთმა ადამიანმაც ეგ მითხრა…..ბავშვობა დაგავიწყდაო…..  :–( მართლა ასეა…მეტიც..მე კი არა ,მგონი ყველას თუ არა,ძალიან ბევრ ადამიანს დაავიწყდა ოდესღაც ბავშვი რომ იყო…გავწყვიტეთ კავშირი ბუნებასთან..სამყაროსთან…და ყველაფერს მუქი სათვალეებით ვუყურებთ….. მუდამჟამს  ახალახალი პასუხისმგებლობით ვიბოჭებით და მთავარი და არსებითი გვავიწყდება…..ამიტომაც განვსხვავდებით პატარებისგან..რომლებიც ჩვენთან შედარებით ნათლად ხედავენ ყველაფერს…. ,, ადამიანები ჩქარი მატარებლებივით დაქრიან, მაგრამ თვითონაც არ იციან რას დაეძებენ. ამიტომაა, რომ მოსვენება დაუკარგავთ და აქეთ-იქეთ აწყდებიან, მაგრამ ამაოდ… მარტო ბავშვებმა იციან რასაც დაეძებენ. ისინი თავს ევლებიან ჭინჭის თოჯინას და ამიტომაა იგი ასე ძვირფასი მათთვის და თუ ვინმემ მათ თოჯინა წაართვა, მწარედ ტირიან. . .” არა,რა უცნაურები არიან ეს დიდები!!!!! აღარ მინდა დიდობა….მინდა ბავშვი ვიყო ისევ….თავისუფალი..ლაღი და  სუფთა….მინდა ზედაპირულობისგან განვთავისუფლდე და ყველაფერი სიღრმისეულად შევიგრძნო….მინდა, ისევ იმ ჩემ სამყაროში…საზღაპრეთში ვხეტიალობდე..მინდა ღამით იდუმალ ცაზე პატარა უფლისწულის ვარსკვლავს კვლავ ვეძებდე…..კვლავ ვთხზავდე იდუმალებით მოცულ,ფანტასტიკურ ამბებს  გვირაბზე…..მინდა ისევ ვკრეფდე ბაბუაწვერებს და ვნატრობდე….მინდა …   ჰო.. მინდა…


” სიყვარულის უნივერსიტეტი”

ჰო..არ მოგეჩვენათ..მართლა…მართლა არსებობს სიყვარულის უნივერსიტეტი…სიყვარულის,სითბოს,ერთსულოვნების,თანადგომის სასწავლებელი…ის ყველა უმაღლეს სასწავლებელს ჯობია,ყველა პრესტიჟულ ,მაღალი დონის უნივერსიტეტს,იმიტომ,რომ აქ სიყვარული,ადამიანობა ისწავლება….


”  სიყვარულის უნივერსიტეტი” ასე მას ჩემმა მეგობარმა უწოდა,მართლაც საოცრად შესაფერისი სახელია და ძალიან მომეწონა.”უნივერსიტეტი,”როგორც ვიცით,ერთობლიობას ნიშნავს და  სიტყვათშეთანხმებიდან კი სიყვარულის ერთობლიობა გამოდის…:)მართლაც საოცარია,აქ ყველა ერთიანია,ერთსულოვანი,სითბოთი და სიყვარულით განმსჭვალულები,ისინი ანთებულ სანთლებს მაგონებენ ღვთის სადიდებლად რომ კიაფობენ….

ამ სასწავლებელს სემინარია ქვია..სასულიერო სემინარია…თვით”სემინარია ”სანერგეს ნიშნავს,მართლაც სანერგეა თითქოს,რადგან აქ ხომ ცდილობენ გამოიყვანონ საუკეთესო ნერგები…აქ ხომ ადამიანები იცვლებიან..იზრდებიან…

მართლა სიყვარულის უნივერსიტეტია,აქ იმხელა სიყვარულია,უბრალოდ წარმოუდგენელია..ეს სითბო,დაუშრეტელი სიყვარული გავსებს,გათბობს,გაწრთობს,..აქ ისეთი თბილი,ალალი,უთვალთმაქცო ურთიერთობებია..ჩვენ ერთმანეთის და–ძმები ვართ,და ყველანი ასონი ვართ ქრისტესნი….ამიტომაც სუფევს ასეთი სიყვარული..რომელიც მაშინვე მოგხვდებათ თვალში, როგორც კი სემინარიიის ზღურბლს გადააბიჯებთ..აქ ყველა მოკრძალებულია და თბილი.ლექციების წინ ნახევარი საათით ადრე ყველა ერთად დაუჯდომელს კითხულობს..უფალს და წმინდანებს მეოხებას თხოვენ სწავლაში…ყოველი ლექციაც ლოცვით იწყება და ლოცვით მთავრდება.

რექტორი..უსაყვარლესი მამა ბასილი…რომელიც ყოველთვის სტუდენტის გვერდშია და ყოველთვის ცდილობს გაგვიგოს..სხვა ლექტორებიც…..

მერე სტუდენტები…აღსანისნავია და ვფიქრობ ,ძალიან საინტერესოა ის,რომ აქ ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია ჩაბარება,ამიტომ ერთობ მრავალფეროვანი კონტიგენტია.ზოგი სულ მთლად ბავშვია,ზოგი შედარებით უფროსი..ეს მართლაც საინტერესო ატმოსფეროს ქმნის.აქ არცერთი არაა ხელმოცარული..აქ იმის გამო არ აბარებენ,უნივერსიტეტში თუ ვერ მოხვდნენ ,აქ ღვთის სიყვარულის ,სათნოებებში წარმატების,ღვთისმეტყველებაში ცოდნის გაღრმავების გამო აბარებენ..უმეტეს მათგანს აქვს პროფესია..ზოგი ხატმწერია,ზოგი მგალობელი..არიან ფილოსოფოსები,ისტორიკოსები,მასწავლებლები,ეკონომისტები,მედავითნეები,ვართ იურისტებიც :)დამეთანხმებით ალბათ,მართლაც საინტერესოა…

წმ.მატათა მოციქულის სახელობის მე–3  კურსი

ჩემი კურსელები:)თეონა,სალომე,თეონა და ნათია :*

მატათა,აკაკი,ოთარი,მარიამი,რამაზი:*

წმ.ბასილი დიდის სახელობის მე–2 კურსი

ჩვენი მეოთხეკურსელები:–)

ჩვენი შორენა..უტკბილესი :

ალბათ ძალიან გაზვიადებულად გეჩვენებათ,მაგრამ არ შემეძლო არ დამეწერა..მართლა გულწრფელი ვარ ..უბრალოდ შეიძლება მიკერძოებული ვარ ,რადგან ჩემს სასწავლებელზე ვწერ და ძალიან მიყვარს…..


ჩემი სამყარო

ესაა სამყარო,სადაც ვცხოვრობ მე..იქ ..შორს..ყველაზე სევდიან

,მაგრამ ლამაზ ვარსკვლავზე…

ჩემი საყვარელი საქმიანობა არის” წიგნების ჩხრეკა” ,რომელიც

არასოდეს მომბეზრდება და კიდევ ჭინკა–ფიქრებთან ერთად ხეტიალი

შინაგან ”მე”–ში…უმისამართოდ…..