ბოლო წლების განმავლობაში შეინიშნება კანონმდებლობაზე
სარწმუნოების გავლენა,რაც ფრიად დადებით მოვლენად უნდა მივიჩნიოთ…
ისტორიულად საქართველოში ეკლესიისა და სარწმუნოების როლს კანონშემოქმედებით საქმიანობაში ერთადერთი თუ არა მთავარი როლი მაინც ეჭირა.ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ქვეყნის აყვავების და ძლიერების პერიოდში.,თუმცა დაპყრობილ და დაქსაქსულ პერიოდებში ქართულ სინამდვილეში ეკლესიას გარკვეულწილად კანონმდებლის ფუნქციაც ჰქონდა შეთავსებული.ასეთი მიდგომა რომ სწორი და მართალი აღმოჩნდა,დაამტკიცა ისტორიამ,რამაც აქამდე მოგვიყვანა როგორც ერი ,სახელმწიფო,ეს ქრისტიანული რწმენისა და ქართული ეკლესიის დამსახურებაა.კომუნისტურ ეპოქაში ეს გავლენა ბუნებრივად შემცირებული იყო და ღვთის მადლით დადგება დრო,როდესაც ეკლესია დაიბრუნებს თავის პოზიციებს.
საქართველოს პარლამენტმა მიიღო სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი,რომელიც ძალაში შევიდა 2010 წლის 1 ოქტომბერს.ახალი საპროცესო კოდექსი,შეიძლება ითქვას ,უპრეცედენტოა ქართული კანონმდებლობისთვის,ვინაიდან შემოდის მთელი რიგი განსხვავებული ინსტიტუტები,(უმთავრესი ,,ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტია”,მაგრამ ამას არ ვეხებით ამჯერად)
თუკი შეიძლება ამას ,,ინსტიტუტი ”ეწოდოს…. სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს რელიგიური მნიშვნელობის ფიცის დადებას მოწმის მიერ.
როგორც ვიცით, სისხლის სამართლის ძველ საპროცესო კოდექსში დადგენილი იყო მხოლოდ ერთი სახის ფიცი .
მუხლი 479
სრულწლოვანი მოწმე ჩვენების მიცემის წინ დებს ფიცს:,,ვფიცავ ვილაპარაკო სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა!”
ბუნებრივია,ადამიანს შინაგანად გაუჩნდება კითხვა,ვისზე იფიცება ან რაზე იფიცება მოწმე…ამაზე კოდექსი არაფერს ამბობს…ამიტომაც ერთგვარ უკმარისობის გრძნობას ქონდა ადგილი კითხვებზე პასუხგაუცემლობისა გამო.
სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი კი მოწმის მიერ ჩვენების დადებისას ფიცის 3 ფორმას გვთავაზობს.
მუხლი 48.მოწმის მიერ ფიცის დადება.
1. სასამართლოში მოწმე დებს რელიგიური ან არარელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცს.
2. ფიცის დადების წინ სასამართლომ მოწმეს უნდა აუხსნას ფიცის მნიშვნელობა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე–3711 მუხლებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
3. რელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცის დადების დროს მოსამართლე მიმართავს მოწმეს:
„დაიფიცეთ ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ღმერთის წინაშე, რომ მთელი შეგნებით იტყვით მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავთ“.
მოწმე უპასუხებს:
„ვფიცავ. ღმერთი იყოს ჩემი მფარველი!“.
4. არარელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცის დადების დროს მოსამართლე მიმართავს მოწმეს:
„დაიფიცეთ, რომ მთელი შეგნებით იტყვით მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავთ“.
მოწმე უპასუხებს:
„ვფიცავ!“.
5. თუ მოწმე აცხადებს, რომ იგი თავისი რწმენისა თუ სხვა მოსაზრებათა გამო უარს ამბობს ფიცის დადებაზე, მაშინ მან ჩვენება უნდა მისცეს ფიცის შემცვლელი დადასტურების განხორციელებით. მოსამართლე მიმართავს მოწმეს:
„სასამართლოს წინაშე პასუხისმგებლობის მთელი შეგნებით ადასტურებთ თუ არა, რომ იტყვით მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავთ?“.
მოწმე უპასუხებს:
„დიახ, ვადასტურებ!“.
აქედან გამომდინარე ,შეიძლება დავასკვნათ,სისხლის სამართლის
ახალი საპროცესო კოდექსით მოწმეს უფლება ეძლევა სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემის დროს გააკეთოს არჩევანი: დადოს რელიგიური ან არალერიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცი.არჩევანის უფლება კი თავის თავში სამართლიანობის განცდას მოიცავს.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია,რომ დღემდე არცერთ ქართულ კანონში,იურიდიულ დოკუმენტში არსადაა დაფიქსირებული და გამოყენებული ტერმინი,ცნება,არსი ,განსაზღვრება ,,ღმერთის”სახით…..
გამონაკლისია მხოლოდ კონსტიტუციის მუხლი,სადაც პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებაა რეგლამენტირებული.ეს ერთადერთი შემთხვავაა.ტერმინი,,ღმერთი” მხოლოდ ახლა იწყებს დაფიქსირებას ქართულ სამართლებრივ სივრცეში.ეს 18–19 საუკუნეების შემდეგ პირველი შემთხვავაა ქართულ სინამდვილეში ,რომ რაიმე სახით კანონმდებლობაში დაფიქსირებულ იყოს ,,ღმერთი”.
ნიშანდობლივია და ერთობ მნიშვნელოვანია ,რომ ეს ხდება სისხლის სამართლის კანონმდებლობაში.სისხლის სამართალი კი დანაშაულთან ბრძოლის,პროფილაქტიკის,სასამართლოს თავისუფლების,პიროვნების თავისუფლებასთან და მის ბედთან ასოცირდება.სწორედ ამ კოდექსით წყდება პიროვნების ბრალეულობა არაბრალეულობის საკითხი….მისი თავისუფლება,მომავალი….ეს უდიდესი პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს.
48 –ე მუხლს თუ მივაქცევთ ყურადღებას,შევნიშნავთ ,რომ კანონმდებელმა გამოიყენა შეფასებითი ფორმა,კრიტერიუმი ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ღმერთის.
(თუმც ეს ერთგვარი მკრეხელობაც კია…რადგან ჩვენ ვინ მოგვცა უფლება შავაფასოთ თვით ღმერთი!…) მაგრამ ამ კანონის მიღებით და კანონში ამ ფორმულირებით სახელმწიფომ და პარლამენტმა აღიარა ღმერთის უზენაესობა.ყოველ შემთხვავაში ეს იურიდიულად ასეა.
ეს პირველი დიდი გარღვევა ქართულ კანონმდებლობაში,რითაც იკვეთება სახელმწიფო ხელისუფლების მცდელობა დაუახლოვდეს დედაეკლესიას და ისტორიულ ფესვებს.
წყარო:
ჟურნალი ,,კრიალოსანი”.მომზადებულია ზაზა ვაშაყმაძის
სტატიის მიხედვით
42.315407
43.356892
Like this:
Like იტვირთება. . .