(მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელის მიხედვით)
საინტერესო წიგნმა იოლად იცის ჩათრევა და თუ მკითხველი მიიჯაჭვა, შეიძლება ღამეები გაათენებინოს, ეგ უცხო არაა არცერთი ბიბლიოფილისთვის. მაგრამ ისიც იცით, არის წიგნები, რომელსაც ჩქარა ვერაფრით წაიკითხავ… კითხულობ, გითრევს და თითოეული წინადადება ისე გაფიქრებს შეუძლებელია ჩქარი კითხვის მეთოდით ან თუნდაც ჩვეულებრივად წაიკითხო… როცა მეუფე ანტონი ბლუმის წიგნი გადავშალე რეცენზიაში ზუსტად ეგ წავიკითხე, წიგნი ნელი კითხვისთვისაა განკუთვნილიო…
,, სუროჟელი მიტროპოლიტის გულშიჩამწვდომი საუბრები , ალბათ ასევე გაგათენებინებთ ღამეებს,ოღონდ არა კითხვაში, არამედ ფიქრში, რადგან ძალიან ძნელია, თავიდან შეუძლებელიც კია, წრფელად გაიაზრო მეუფის ნაუბარი და გაითავისო ურთულესი ჭეშმარიტებები…’’
რა თქმა უნდა ვიცოდი ძალიან საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ესოდენ საოცარს ნამდვილად არ მოველოდი…საერთოდ წიგნებს ძალიან სწრაფად ვკითხულობ, მაგრამ ესაა წიგნი, რომელსაც რამდენიემე თვე ვკითხულობდი! რა თქმა უნდა პაუზებით, ფრაგმანტ-ფრაგმენტ… ერთიდაიმავე ადგილს რამდენჯერმე.. თითოეული ადგილის წაკითხვას მოსდევდა დაუსრულებელი ფიქრი ..ეს იყო წიგნი საოცრება… ავტორი სასულიერო პირია და ბუნებრივია კარგი თეოლოგი, მაგრამ გამაოგნა მისმა ცოდნამ მხატვრულ ლიტერატურაში, ფილოსოფიაში..ისე ოსტატურად მოჰყავს ადგილები მხტვრული ნაწარმოებებიდან და ისე აკავშირებს მათ ნებისმიერ თემასთან…. გარდა ამისა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მეუფის ცხოვრებამ, პირადმა მაგალითებმა… ის ექიმი იყო პროფესიით, ფრონტზე დაჭრილებს ეხმარებოდა , ამავდროულად ბერი… მეუფე ჩვეული თავმდაბლობით ამბობს, შეგიძლიათ ჩემი ვარაუდებისთვის ორიანი დამიწეროთ ღვთისმეტყველებაშიო, მაგრამ მისი ქადაგებები ისე ღრმაა, ისე მრავლისმომცველი, შეუძლებელია დაეთანხმო…. დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო მამა ანტონზე და მის საოცარ ქადაგებებზე, მაგრამ მინდა ერთი ადგილი გაგაცნოთ , რომელმაც ბევრი, ძალიან ბევრი მაფიქრა…..
მეუფეს ეკითხებიან :
,,როგორ გადავწყვიტოთ წინააღმდეგობა დაძაბულ სულიერ ცხოვრებასა და მხატვრულ და მოაზროვნე ცხოვრებას შორის? ხელოვნება დაკავშირებულია ცხოვრებასთნ;მაგრამ მწერალი, ხელოვანი წინააღმდეგობრივ სიტუაციაში ხვდება. კონკრეტული მაგალითი-ბლოკი, რომელმაც თქვა, რომ შეუძლებელია ერთდროულად ყურს უგდებდე სამყაროს ხმებს და უდიდეს ხმაურს,რომელიც მარადისობიდან მოდის. შემოქმედ ადამიანს ხანდახან ეჩვენება , რომ მარადისობის ხმაური ახშობს სამყაროს ხმებს.ტოლსტოი, გოგოლი საერთოდ, ვერაფერს ქმნიდნენ , რადგან ეჩვენებოდათ რომ შემოქმედება ცოდვააა….’’
__ ,,მე არ შემიძლია რაიმე არსებითი გითხრათ, რადგან ბუნებით არ გახლავართ
შემოქმედი ადამიანი; მე შემიძლია რაღაც ნაწილები შევკრიბო, გადავაადგილო, მაგრამ მე არასდროს შემძლებია რაღაც ახლის თქმა ან გამოგონება. ამიტომ შემოქმედების შესახებ პირადი გაგება არ გამაჩნია.მაგრამ თუ იმ მაგალითს ავირებთ, რომელსაც თქვენ იძლევით , მე მეჩვენება , რომ ტოლსტოიმ თავის თავში ხელოვანი მოკლა, რადგან გადაწყვიტა მოაზროვნე გამხდარიყო, ის ნიჭით დაჯილდოებული ხელოვანი იყო.სილამაზის საშუალებით მის წინაშე საგნების სიღრმე იშლებოდა; როცა მან ფიქრი ხედვიდან განყენებულად დაიწყო, დარჩა ძალიან უფერული გონება, კოლოსალური სიამაყით და საკუთარ თავზე წარმოდგენით_ და დიდი ხელოვანიდან რაღაც ძლიან უბადრუკი რამ გამოვიდა. შეიძლება ეს სულ მთლად ასეც არ არის, მაგრამ ესაა ჩემი რეაქცია ტოლსტოიზე. გოგოლმა, ვფიქრობ სხვა ადამიანების გავლენით და შინაგანი ცხოვრების საკუთარი სვლით , შექმნა დაპირისპირება იქ, სადაც შეიძლებოდა არც ყოფილიყო. ანუ სწორედ ის დაპირისპირება, რომლის შესახებაც ბლოკი წერდა, გოგოლმა უკიდურესობამდე მიიყვანა: ან_ან. მან საკუთარი თვი, როგორც ხელოვანი, უარყო, რომ არსებითად იგივე ეკეთებინა , რაც ტოლსტოის, იმიტომ ,რომ წერა დაიწყო სულიერზე შთაგონების გარეშე. და მისი ლიტურგიის კომენტარები _ დათაფლული, მწირი და დიკანკის საღამოებზე განუზომლად უარესია…. რაც შეეხება, ბლოკის სიტყვებს, მე ვფიქრობ, რომ ეს მაინც ხელოვნური
დაპირისპირებაა, რადგან დედამიწის ხმები აუცილებლად როდი უპირისპირდება ზეცის ხმაურს . ის რაც დედამიწის ხმებში გვესმის, რაღაც სხვა რამის გამოხატულებაა_ ხშირად დამახინჯებული, შეზღუდული. ყველაფერი, რაც დედამიწაზე მოჩანს_ უფლის ქმნილებაა; ყველაფერი , რასაც ვხედავთ , უფლის ხელითააა შექმნილი, და ჩვენ რომ თვალხილულნი ვიყოთ, დავინახავდით არამარტო სქელ, გაუმჭვირვალე ფორმას, არამედ სხვა რაღაცასაც. არის წმ.მიტროპოლიტ ფილარეტ მოსკოველის შესანიშნავი საშობაო ქადაგება, სადაც ის ამბობს: ჩვენ რომ ხედვა შეგვეძლოს, ყოველ საგანზე, ყოველ ადამიანზე , ყველაფერზე _ მადლის ხატებას დავინახავდით; და თუ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ , მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ ვართ ბრმანი _ და არა იმიტომ, რომ ეს ასე არ არის. მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ ვცხოვრობთ დაცემულ, დამახინჯებულ სამყაროში, სადაც ყველაფერი ორაზროვანია; ყოველი საგანი შეიძლება ზეშთაგონება იყოს და – კერპი და სიცრუე გახდეს. ისეთი ცნებებიც კი, როგორიცაა სიმართლე, ჭეშმარიტება, შეიძლება ზეშთაგონება იყოს, ან პირიქით, შეიძლება თვითონ ის საგანი გაყინოს , რომლის გამოხატვაც სურთ. ამიტომ ყველაფერს ან ხელოვანის, ან წმიდანის თვალით უნდა უყურო; სხვა გამოსვალი არ არის…. რამდენიმე წლის წინ ინგლისში ჩავიდა მეცნიერი, რომელიც ეკოლოგიას მისდევდა; ეკოლოგია მაშინ ჩასახვის პერიოდში იყო. ის ცდილობდა მოეძებნა მიზეზი, თუ რატომ ექცევიან ადამიანები ასე ველურად გარემოს. ის მოგზაურობდა ორი კითხვით. დაგიდგამდათ მიკროფონს და გთხოვდათ: თუ სეიძლება დაუფიქრებლად მიპასუხეთ ჯერ ერთ კითხვაზე, მერე შეისვენეთ, სული მოითქვით და _ მეორეზე. პირველი კითხვა : ,,რა
არის დუმილი?’’ მეორე კითხვა : ,, რა არის ხე?’’ რა ვუპასუხე პირველ კითხვაზე მნიშვნელოვანი არ არის , როგორც მღვდლებს სჩვევიათ , მთელი სიტყვა წარმოვთქვი. შემდეგ საქმე ხემდე მივიდა, მე კი სწორედ ახალჩამოსული ვიყავი ამერიკიდან და იქ მიწის და ბუნების სიძლიერემ გამაოცა: რა სიცოცხლის ძალა აქვს მიწას, რომ ასეთი ძალით შეუძლია აბარტყოს სიცოცხლე ხეების, ბალახის, ბუნებრივი მყოფობით სავსე უზარმაზარი სივრცეების სახით. და როცა მან დამისვა კითხვა, ხე რა არისო, ვუთხარი , რომ ჩემთვის ხე _ დედამიწის ძალის გამოხატულებაა. შემდეგ დაინტერესებულმა სხვებს დავუწყე გამოკითხვა. ვკითხე ერთ ჩვენ მრევლს_ ახალგაზრდა გოგონას, რომელმაც სახეგაბრწყინებულმა მომიგო: ,,ხე _ ეს პოეზიაა!’’ შემდეგ ღვთისმეტყველების სუნივერსიტეტო განათლების მქონე ახალგაზრდა კაცს ვკითხე, მან მიპასუხა: ,,ხე _ სამშენებლო მასალა! ’’ ესეც ორი უკიდურესობა! ერთსა და იმავე ცნებაზე შეიძლება ავაშენოთ სამყარო, გულისხმიერებით, სილამაზით, სიცოცხლით სავსე, ან მაგიდები და სკამები და სხვა არაფერი, მკვდარი საგანი.! ის ვერაფერს ხედავდა ხეში გარდა იმისა, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა მისგან; როგორც დიკენსის გმირი, რომელიც უყურებდა ცხვრის ფარას და ამბობდა: მოარული მწვადები… სხვას ვერაფერს ხედავდა; ცოცხალ არსებებში მხოლოდ ხორცს ხედავდა, რომლითაც მუცელს ამოიყორავდა. ამ უკიდურესობამდე მიუსვლელადაც , ადამიანი ყოველთვის ვერ ხედავს საგნებს წმიდანის თვალით , ისე როგორც ღმერთი ხედავს. ან ხელოვანის თვალით, რომელიც შეიცნობს კეთილსაც და ბოროტსაც. აქ, მე ვფიქრობ , ხელოვანის პასუხისმგებლობაცაა: ის შეიძლება ხედავდეს საგანს , ხედავდეს სიმახინჯეს, ცოდვას, ბოროტებას, შეუძლია ისინი გამოხატოს _ და ეს იქნება დადებითი მნიშვნელობის სიმართლე ან _ პორნოგრაფია… და ყოველთვის არ იცი რა იქნება, რადგან ყველაფერი მოცემულ ადამიანზეა დამოკიდებული. მსოფლიო ლიტერატურაში არის მთელი რიგი შემზარავი სახეებისა, მაგრამ ისეა ნაჩვენები, რომ შენთვის გაკვეთილი იყოს:იცოდე! სხვები კი ისეა ნაჩვენები, რომ ფიქრობ:მაგარია! აფსუს, თაღლითობა, უსინდისობა და ა.შ. არ მომდგამს,თორემ მეც მდიდარი და ცნობილი კაცი ვიქნებოდი! აი, აქ არის ხელოვანის ზეშთაგონების საკითხი: ერთი მხრივ, ის, რასაც ის ხედავს, და მეორე მხრივ _ მისი ზნეობრივი ხარისხის საკითხი, რადგანაც, ხელოვანის თვალსაზრისით , შეიძლება ხედავდე ერთსაც და მეორესაც, ისევე , როგორც ღმერთის თვალსაზრისით , შეიძლება ხედავდე მადლის ნათებას და _ცოდვის საშინელებას. მაგრამ ხელოვანს ხშირად არ შეუძლია ამ განსხვავების გაკეთება, რადგან ეს მისი როლი არ არის, _ სხვანაირად ის ტოლსტოი გახდება : ის ილაპარაკებს ცოდვაზე იქ, სადაც სილამაზეზე უნდა ილაპარაკოს. ეს ორი სხვადასხვა მოწოდებაა, რომლებიც, ისევე, როგორც ყველაფერი ამ ცხოვრებაში, მადლის შთაგონებით შეიძლება იყოს დალოცვილი ან არ იყოს…. მაგრამ ასევე სულიერი ცხოვრებას შეიძლება შემობრუნდეს ეშმაკის სახით: ამას ჩვენ ზოგჯერ სექტებში ვხედავთ…. აი, ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია….
* * *
ჩემი ყველანაირი კომენტარი ზედმეტია, მაგრამ ბევრი მაფიქრა მისმა ქადაგებამ… კიდევ ერთხელ გამახსენდა გოლდმუნდის ტრაგედია… (ჰერმან ჰესეს ,, ნარცისი და გოლდმუნდიდან’’) ისიც ხომ ამან დაღუპა… ჭიდილმა სულიერებასა და ხელოვნებას შორის…. არადა წინააღმდეგობა შეიძლებოდა არც კი ყოფილიყო … … …
42.315407
43.356892
Like this:
Like იტვირთება. . .