დე….

დე… დედიკუნა….იცი ერთი სული მაქვს როდის დაგინახავ, ასე მგონია ყველაზე ლამაზი,  ყველაზე საყვარელი შენ ხარ…

მინდა მოგეფერო, თვალებში გიცქირო, გაგიღიმო და შენი თბილი ღიმილი, სიყვარულით სავსე თვალები დავინახო….

დე, იცი, არ მინდა აქედან წასვლა, მე ხომ შენში ვარ, შენი ნაწილი ვარ, შენით ვარსებობ, შენით ვსუნთქავ, ერთი მთლიანი ვართ…აქ თბილა, სიმშვიდეა, ვიცი, ბევრჯერ დამიძინია, მაგრამ  არ დაგიტოვებივარ, შენ რომ გძინავს, მაშინ მე გდარაჯობ დე… შენს გულისცემას ვუსმენ და ვცდილობ არ ვიმოძრაო, რომ შენ არ გაგაღვიძო…

დე, მაპატიე, ზოგჯერ გაღვიძებ ხოლმე, მეშინია და იმიტომ, ხანდხან ვერ გგრძნობ და მგონია დამტოვე, ამიტომ გაღვიძებ…

დე, ხანდახან ვიცი ტკივილს გაყენებ, ამ დროს მეც მტკივა დე… მტკივა და ვერ ვითმენ, სუსტი ვარ, პატარა ვარ დე… როცა გავიზრდები უფრო ძლიერი ვიქნები და მოვითმენ დე…

იცი, მამიკოსაც ვგრძნობ, როცა მელაპარაკება,  გვეფერება, ისიც ჩვენთანაა… დაბადება იმიტომაც მინდა, რომ მამიკო დავინახო, უფრო მეტად ვიგრძნო და შევიყვარო…

სამნი ვიქნებით დე….  ერთად ვიქნებით დე…. მინდა სიხარული მოგანიჭოთ…. მიყვარხართ  დე…..

ბოლო ტკივილებსაც გაუძელი და დამინახავ, გამიღიმებ…..

ხელში ამიყვან მალე  დე…

3 thoughts on “დე….

  1. არა, რა! ყველა შენი პოსტისგან სულ სხვანაირი ემოცია მოდის: )
    ახლაც რა ვთქვა არ ვიცი… ისეთი ჩანაწერია…

    უზომოდ მიყვარხარ:*

  2. გენაცვალე ჩემო სიხარულო… არ ვიცი სხვისი თვალით როგორ ჩანს, მაგრამ მე მთელი გულით დავწერე.. მალე ჩემს დაიკოს პაწაწუნა ბიჭი ეყოლება…. ემოციებით ავივსე, ვეღარ დავიტიე და…. მადლობა…

    მეც ძალიან მიყვარხარ !

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s