……..

 

,,საქართველოსთვის ბრძოლა თითოეული ქართველის სულიერი  ბრძოლის  ხაზზე  გადის!” (ილია II) 

 

 

 

2 thoughts on “……..

  1. გეგეშიძეს უწერია სადღაც, როცა ერი მძორის გადარჩენაზე ფიქრობს, იქ სულიერება კვდებაო…

  2. გეგეშიძე მართალია, მაგრამ პატრიარქის სიტყვებიდან ის ჩანს, რომ საკუთარ თავში თუ ვერ აღმოვფხვრათ ამ საშინელ, ბოროტ ნაწილს, ,,მძორს” სამშობლოს არაფერი ეშველება…. მე ვფიქრობ პატრიარქმა ეს თქვა….

    თამარას პოსტმა კი ყველაფერი თქვა … ,,თუ სიცრუეს ებრძვი, ეს იგივე ხერხებითა და მეთოდებით არ უნდა გააკეთო” და

    ,,სხვაზე ხელის შეწმენდის ნაცვლად პრობლემა საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ”
    და ჩემი მეგობრის გიორგი გაბაიძის ლექსი….
    ა ღ ს ა რ ე ბ ა

    მაპატიე, სამშობლოვ, მაპატიე,
    თვალებს გისწორებ და თან რა პირით,
    ფიცი მერამდენედ დავარღვიე,
    ვერ შემოგეწირე ზვარაკივით.

    მაპატიე, სამშობლოვ, შენ მაგიერ,
    ტყვიას გული რომ ვერ შევუშვირე,
    მამაც მებრძოლად თუ ვერ ვვარგივარ,
    ვიქნები სტროფების მენახირე.

    მაპატიე, სამშობლოვ, უშენობით,
    თვალი ულოცველად გავახილე,
    შუადღით უშენოდ ვიყიალე,
    მწუხრზეც უშენოდ ვიჯახირე.

    მაპატიე, სამშობლოვ ზურაბივით,
    ჩანგრეულ კედელში ვერ ჩაგეყოლე,
    პაპათა ნაოფლარ-ნასისხლარი,
    ვერ აგიწალკოტე ღობე-ყორე.

    მაპატიე, სამშობლოვ, შენს მიმართ რომ,
    ათივე მცნება დავარღვიე,
    მე რაც ვერ შევძელი, – სხვას მივმართე,
    აგაოხრეთ, დაგწვით და დაგარბიეთ.

    მაპატიე, სამშობლოვ, მაპატიე,
    თვალებს გისწორებ და თან რა პირით,
    ფიცი მერამდენედ დავარღვიე,
    ვერ შემოგეწირე ზვარაკივით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s