რაც მინდოდა გამეგონა…

* * *

– თამარ, შენი შვილიც წავიდა?

– რა თქმა უნდა.. ორივე შვილი გავუშვი… ღმერთია მოწყალე…

– კიდევ კარგი ჩემსას არ გამოუთქვამს სურვილი, თორემ ვერ გავუშვებდი, ნათესავთანაა  სოფელში, იმედია იქ არ გამოიძახებენ… გოგო, შენი ნიკა როგორ წავიდა, ჯერ ხომ თვრამეტისაც არაა!

– მამამისი ადრე წავიდა, უფროსი რომ ემზადებოდა წასასვლელად,  პატარაც აედევნა, მერე რა, რომ რამდენიმე თვე მიკლია  სრულწლოვანებასო, ახლა არავინ არჩევს ვინ რა ასაკისაა, მთავარია ქვეყანა დავიცვათო, საქართველო თითოეულმა ქართველმა უნდა დაიცვასო… გულში ჩამიკრა წასვლისას, ტკბილად ჩამეხუტა  და მითხრა დე, მინდა საქართველოს ვუერთგულოო…. იცი, როგორ ვამაყობ ჩემი ნიკათი? ჯერ სულ პატარაა,  მაგრამ მზადაა თავგანწირვისთვის… – თქვა თამარმა და აცრემლდა.

– რა საშინელებაა, ღმერთით ცოცხალი დაგიბრუნდება! ვინ თქვა ჯერ მაგის ომი! დამშვიდდი….

– იცი, მეშინია რომ შეიძლება საშინელება მოხდეს, ოჯახის ყველა წევრი იქაა… შეიძლება შემაძრწუნებელ სინამდვილესთნ მომიწიოს შეჯახება, მაგრამ მიხარია… ისინი ხომ ქვეყნის ვალს იხდიან.. და თუ მათი სისხლი დაიღვრება, ის წინაპართა სისხლით გაპოხიერებული მიწისთვის დაიღვრება!

* * *

– ომში მივყავართ, ძმურად, გთხოვ, ნუ წამოხვალ, მაინც გასული ხარ ნაწილიდან, გაერიდე სიტუაციას“, – ძმაკაცის ამ სიტყვებმა წყობიდან გამოიყვანა.

–  მაგ კაცად მიცნობ, რომ არ წამოვიდეო?

მაშინვე მივარდა დედასთან, გულში ჩაეკრა, მერე  ღვთისმშობლის ხატი მისცა და უთხრა –  ილოცე, ღვთისმშობელს ევედრე საქართველო დაიფაროს და გადაარჩინოს, მაშინ მე რა  მომკლავს, რომც მოვკვდე, ვიცოცხლებო…

მისი სიცოცხლე სამშობლოს შეეწირა……..

* * *

დედას რომ ხედავდა ტკივილისგან გათანგულს, სუნთქვა ეკვროდა…… მას მკერდი მოკვეთეს.. გამაყუჩებელი კი გაუკეთა ექთანმა, მაგრამ კარგა ხანი გავიდა, მისთვის კი ახლა ვის ეცალა, საავადმყოფო  დაჭრილებით იყო გავსილი.. ითმინა და ვეღარ მოითმინა, დედას ჩაეკონა, ილოცე დედიო, უთხრა და გავარდა.

დედას ვერაფრით დაუამა ჭრილობა, აი, სამშობლო კი თავისი მკერდით დაიცვა…

* * *

მოსწავლეებისს ნაწერებმა ნინო მასწავლებელი ჩააფიქრა, ეტკინა…

– ომი სასტიკია, ქვეყნისა და ოჯახების გამანადგურებელია,  მე მამა წამართვა, სამშობლოს კი შვილები…😦

– სამშობლოს სიყვარული რას ნიშნავს? ალბათ იმას, რომ მოვუარო ქვეყანას…

– ხშირად როცა საქართველოს ისტორიის ცოცხალ ძეგლებს ვხედავ, ისეთ ბუმბერაზ ღირსშესანიშნაობებს, როგორიცაა სვეტიცხოველი, ჯვარი, გერგეტი, ანანური, გელათი, ან როცა სოფელ-სოფელ მოგზაურობისას თვალწინ ჩემი ქვეყნის ულამაზესი პანორამა იშლება გული მეკუმშება, სუნთქვა მეკვრის და უნებლიეთ მეტირება, მინდება ხელები დიიდად გავშალო და ჩავეხუტო, იარები დავუამო,დავიცვა….

– სამშობლო ეს ხომ დიდი სიყვარულია, სიყვარული, რომელიც დაბადებითგანვე დაყვება ადამიანს, უბრალოდ, ზოგჯერ გულგრილობის თუ მოუვლელობის გამო ნადგურდება..😦 გამიგია, სიყვარულს მოვლა უნდაო, ჰოდა, სამშობლოს სიყვარულსაც მოვუაროთ უნდა….

* * *

კიდევ ვაპირებდი  რამე დამეწერა, მაგრამ ხაშურის მე-7  საჯარო  სკოლის  მე-11  კლასის  მოსწავლე თორნიკე  სამხარაძე ყველაფერს ამბობს:

“დაიზრდებიან …მტრის  ჯინაზე …დაიზრდებიან …”

-ბიჭია, ბიჭი ! – შესძახა  მახარობელმა.  ქართულ  სოფელში, მტრის  გულუს  გასახეთქად  თოფმა  იჭექა. გვარის  გამგრძელებელი, ქვეყნის  დამცველი, კიდევ  ერთი  ქართველი  ვაჟკაცი  დაიბადა! გიორგი – ბოროტი  ძალის  დამმარცხებელი !

-ბიჭია ? – იკითხა  გაოგნებულმა  ქალმა. ცრემლი  ჩამოუგორდა. სად  წაიყვანის  პატარა ?! ირგვლივ  რუსული  ყინვა  დათარეშობს, ვინ  დაიფარავს  მას  განსაცდელისგან? საშა  დაარქვა. ისე, უბრალოდ . . .

დრო  გადიოდა. ბიჭები  იზრდებოდნენ. ერთი – ქართული  ტრადიციის  მიხედვით, სამართლიანი, თავისუფლებისა  და  ქვეყნის  მოყვარე, კეთილი , ლაღი, მეორე – რუსული  კლიმატივით  ცივი, გულჩათხრობილი. გიორგის  ქართველობა  ეამაყებოდა. ღვთისა  და  ერის  წინაშე  ვალის  აღსასრულებლადაც  უყოყმანოდ  წავიდა, ომია  და  დედის  კალთას  ვერ  ამოვეფარებიო.

საშაც  წავიდა  ომში. სხვის  ომში. უსამართლო  ომში. გაბოროტებული, სიძულვილით  სავსე  გულით. სულერთი  იყო  მისთვის.

ცეცხლის  წვიმაში  წინაპართა  ხმები  ჩაესმოდა  გიორგის. გააფთრებული  ებრძოდა  მტერს. უკან  დედა  და  დედასამშობლო  იყო. არც  ერთს  არ  ეღალატებოდა ! ქართული  ტაძრები  იყო  და  მტერს  ვერ  წააბილწვინებდა. დაეცა. გმირულად . . . საამაყოდ . . .

საშაც  იბრძოდა. უდანაშაულო  ხალხს  ხოცავდა. ღმერთი  არ  ახსოვდა. ახსოვდა  მეთაური. მისი  ბოროტი  თვალები  და  არყის  სუნი. ეშინოდა  და  იბრძოდა. ომში  პირველად  ნახა  სახლი. სახლი  კი  არა , ოჯახი. მას  ის  არ  ჰქონია. ოჯახურმა  სითბომ  კიდევ  უფრო  გააბოროტა. ჯიბეში  იტენიდა  რისი  წაღებაც  კი  შეეძლო. შეშურდა  ბავშვის, რომელსაც  ამ  სახლში  ბედნიერი  ბავშვობა  ჰქონდა, მას  ის  არ  ჰქონია. ჰოდა, სათამაშოც  მოპარა.

აი, თურმე  რატომაა უსულგულო  რუსი  ჯარისკაცი !

ბაშვობა  არ  ჰქონია, სათამაშო  არ  ჰქონია, ოჯახი  არ  ჰყოლია ! სამშობლო ? ალბათ, არც  სამშობლო! დამარცხდა ! სამარცხვინოდ  დამარცხდა. ბევრნი  იყვნენ. მართლები არ  იყვნენ  და  დამარცხდნენ.

გიორგი  გმირულად  დაეცა. სხვისი  სიცოცხლე  იხსნა, თვითონ  კი  დაიღუპა. მის  საფლავზე  მისი  მოსახელე, პატარა  ვაჟკაცი, პატარა  გიორგი  დაბობღავს  ახლა  და  ბუტბუტებს : “მე  პატარა  ქართველი  ვარ ! “

ომი იყო, უსამართლო  ომი ! ომმა  მებრძოლი  სული  გააღვიძა  ქართველში. არ  გადაშენდება  მტრის  ჯინაზე ! “კიდევაც  დაიზრდებიან  ალგეთს  ლეკვები  მგლისანი ! ”

* * *

,,- მაპატიე ჩემო ძმაო ან დაო, იცი როგორ მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრად! დედას ვფიცავარ, მამას ვფიცავარ….და ყველას ვფიცავარ და…. სულ ვფიქრობ რა უშველის ჩემს ქვეყანას?! როდის დაადგება საშველი და ასე შემდეგ.  ვფიქრობ, რუსებთან ერთობა უშველის მეთქი, ამერიკასთნ ერთობა უშველის მეთქი, ევროპასთან კავშირი უშველის, აზერბაიჯანთან კავშირი ერთობას უშველის თქო და ასე შემდეგ….  ,,ეტა ვსიო ბოლშოი ვსდორ! ვეღარ დავამთავრე, უნდა წავიდე…  უწმინდესის ფორმულა – ,,საქართველოსთვის ბრძოლა თითოეული ქართველის სულიერი ბრძოლის ხაზზე გადის!”  წავედი, მთვრალი ვარ!” – 28 ივლისს  facebook – ზე ზუსტად ეს შეტყობინება მომივიდა, მე მოგვიანებით ვნახე და ასევე მოგვიანებით, ავტორს მიეწერა ,,მაპატიე, სხვაგან ვაგზავნიდიო”…

იცით.. ასე მგონია ეს შეტყობინება შემთხვევით არ მოსულა ჩემთან… მან ის თქვა ხმამაღლა, რაც მინდოდა გამეგონა, რაც ბევრს უნდა გაეგონა!

მაპატიე ჩემო  მეგობარო, მაგრამ იმხელა ემოციაა შენს სიტყვებში, ვეღარ დავიტიე და გამოვაქვეყნე..

მართლაც, რა საოცარია უწმიდესის სიტყვები: ,,საქართველოსთვის ბრძოლა თითოეული ქართველის სულიერი ბრძოლის ხაზზე გადის!”

2 thoughts on “რაც მინდოდა გამეგონა…

  1. ქალი ვარ და სულ ვფიქრობ მტერს, რომელიც ჩემი ქვეყნის ასაოხრებად კარს მომადგება, კაცი თუ არ/ვერ დახვდა რომ შეებრძოლოს, მე გავუსწორდები თუნდაც შევაკვდე,

    იცი რა არის? ომი ყველაზე დიდი ბოროტებაა ამქვეყნად რაც კი არსებობს და ის საშაც ისევე მენანება როგორც გიორგი.

    გამახსენდა აფხაზეთის ომი, მძაფრად განვიცადე მაშინ გაგრის დაცემა, თან ნანახი მაქვს ის კადრები რაც ფართო საზოგადოებას არ უნახავს, იმედია არც არასოდეს ნახავს და ამანაც იმოქმედა. ისიც გამახსენდა აგვისტოში როგორ მოდიოდა რუსი დედაქალაქში და გაქცეულების ფონზე ჩვენ ქალაქში ვრჩებოდით, მაშინ უმრავლესობა ამბობდა, მოვიდეს აქ ვარ, დავხვდებიო. იმის თქმა მინდოდა რომ საშასგან განსხვავებით ქართველს უხსოვარი დროიდან კოდური მეხსიერება აქვს და ქვეცნობიერად იცის: ყველაზე წმინდა რაც გააჩნია – ოჯახი არ უნდა დაანებოს მტერს.

  2. შენ ზუსტად გაიგე პოსტის სათქმელი… მადლობა ასეთი ღრმა და გულწრფელი კომენტარისთვის!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s