,,Lunaria ” – ყველაზე პატიოსანი და ,,მდიდარი” მცენარე

       ვინც ამბობს, რომ ხე არ ისხამს ფულს, მართალია, მაგრამ  პატარა, ბუჩქოვანი,  დეკორატიული  მცენარე  ნამდვილად იხუნძლება ვერცხლის მონეტებით.

       მისი ორი სახეა ერთწლიანი   და ორწლიანი, მაგრამ სინამდვილეში ორწლიანებს   უფრო მიეკუთვნება.

         თავისი არსებობის პირველ წელს მხოლოდ ფოთლებით იმოსება, მხოლოდ მომდევნო წლის მიწურულს აყვავილდება და ბოლოს დგება მისი ,,ნაყოფიერების ხანა”, როცა ულამაზესი,  ვერცხლისფერი მონეტებით დაიხუნძლება. ჯერ ღეროდან მწვანე ფოთლებივით გამონაზარდი ამოდის, შემდეგ ეს ფირფიტები ხმება და გაყავისფერდება, მერე ყავისფერი გარსი ძვრება და რჩება ულამაზესი, სავსე მთვარისებური, გამჭვირვალე ვერცხლისფერი ,,მონეტა” .

მისი ყვავილებიც ულამაზესია,ძირითადად ვარდისფერია, მაგრამ არის თეთრი და მეწამული შეფერილობისაც.  მდოგვისებრთა ოჯახისაა და იზრდება ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, სამხრეთ-დასავლეთ, აღმოსავლეთ  აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში.

ეს საკმაოდ უცნაური და ლამაზი  მცენარე ბევრნაირი სახელით იწონებს თავს. მისი ლათინური სახელია ,,Lunaria”,  ევროპაში ,,moonwort” -საც უწოდებენ, ალბათ იმიტომ რომ ფორმით და შეფერილობით სავსე მთვარეს ჰგავს. სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში და ამერიკაში მას ,,ფულის მცენარეს”, ,,ჩინურ მონეტას”, ,,ვერცხლის დოლარს” უწოდებენ.  XVI საუკუნიდან  ევროპელები პატიოსან მცენარეს  უწოდებენ, ყვავილის სიფაქიზისა და გამჭვირვალობის გამო .. ალბათ ამის გამო ჩვენთან  ,,ქრისტეს ცრემლებს” უწოდებენ.


ეს  უფაქიზესი, იდუმალი და საოცრად ლამაზი მცენარე პირველად ანანურის ტაძარში ვნახე. ,,გულღია”, ,,პატიოსანი”  ყვავილების თაიგული ტაძრის გასაოცარ კანკელს  უფრო ამშვენებდა და  ტაძარში გამეფებულ სიმშვიდეს საოცრად ერწყმოდა…

იმ მრავალნაირ სახელთაგან ჩემი აზრით ყველაზე მეტად პატიოსანი მცენარის სახელი შეშვენის, ის ხომ სიწმინდესთან, სისადავესთან, სინატიფესთან ასოცირდება.

ნამდვილი ვერცხლის დოლარებით   მართალია ვერ  იხუნძლება, მაგრამ თავისი მშვენიერებით მაინც აჯადოებს მნახველს.

პ.ს. ჩემი ოცნებების სიას ამ მცენარის თაიგულიც შეემატა…  :)

One thought on “,,Lunaria ” – ყველაზე პატიოსანი და ,,მდიდარი” მცენარე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s