– უნდა დავბრუნდე!

     – როგორ მომენატრა აქაურობა… დაბრუნება მინდა…

    – მეც მინდა რომ დამიბრუნდე …. დამტვერილ, ბოლო თაროზე უპატრონოდ მიგდებული დღიურივით  ვარ..😦 ერთ დროს შენთვის ბევრს ვნიშნავდი, გულისსიტყვებს მიზიარებდი, მენდობოდი.. ჩემი დახმარებით რამდენი ადამიანი გაიცანი, რამდენს დაუმეგობრდი.. რამდენი, რამდენი თბილი სიტყვა მოგისმენია მათგან!   ასე არაა? 

    – მართალი ხარ..😦 მართლაც რა კარგი იყო მაშინ.. შენ სულ  ჩემს გვერდით იყავი..  ჩემს აზრებს  გიზიარებდი.. რაც საიდუმლოდ მინდოდა შემენახა, იმასაც ინახავდი.. რამდენჯერ, როცა მიჭირდა და  სათქმელი ვერ  მეთქვა ,  შენ გიზიარებდი.. რამდენი draft დამიგროვდა, რომელიც შენ საგულდაგულოდ შეინახე🙂 მე კი საშინლად ზარმაცი და უმადური გამოვდექი..  მკითხველებსაც კი გავუცრუე იმედები.. არადა, ამ ბლოგის სამიზნე, მთავარი ორიენტირი  ხომ მკითხველი იყო ! მე მათი გულების ავსება, გათბობა მინდოდა.. შიგადაშიგ საინტერესო ინფორმაციებსაც ვაწოდებდი… მათ თხოვნებსაც ვიზიარებდი… ასე თუ ისე რაღაც გამომდიოდა, მათგან ისე ტკბილ სიტყვებს ვიღებდი, მაგრამ… მაგრამ უკვე რამდენი თვეა არაფერი გამიკეთებია..

– გაზარმაცდი😦 სად გაქრა ის რუსა?!  განა მაშინ დრო თავზესაყრელი გქონდა? მაგრამ ჩემთვის მაინც იცლიდი, ახლა კი მიმატოვე! 

– რა მეთქმის😦 ;( სამწუხაროდ მართალი ხარ😦 არაფერი მამართლებს…

– რამდენჯერ შეგახსენე თავი…  საახალწლოდ ყველა ბლოგი დაიხუნძლა ფერად-ფერადი, საახალწლო პოსტებით, ნაირფერი მოკაზმულობით, შენ კი, შენ არც კი გაგახსენდი!  :( wordpress – მაც მოგილოცა ახალი წელი და მთელი წლის რეზიუმეც გამოგიგზავნა, მაგრამ ამანაც არ გამოგაცოცხლა… არაფერი დაიწერია ახალი, მაგრამ მკითხველებს მაინც არ დავიწყებიხარ.. რამდენი თბილი კომენტარი წაგიკითხავს, მაგრამ, უშედეგოდ :( 

– კი, ძალიან ბევრი… რა სითბოთი სავსე სიტყვები მომწერეს, მათ შორის ახალმა  მკითხველებმაც…

– კი, შენ კი ამ შენი სამსახურის გადამკიდე ყველაფერი დაივიწყე😦 განა სხვებიც არ მუშაობენ? მაგრამ ყველაფერს ახერხებენ! ამის საუკეთესო მაგალითი მოლი ბლუმია! დატვირთული გრაფიკის მიუხედავად ბლოგი ერთხელად არ მიუტოვებია!

– მართალი ხარ, არაფერი მამართლებს.. სამსახური უბრალოდ საბაბი იყო, თორემ დროს გამოვნახავდი… დღეს იმიტომ შემოვედი და წერაც იმიტომ დავიწყე, რომ ძალიან მომენატრა აქაურობა… სხვანაირი სითბო მეღვრება, სიხარულით, სიყვარულით ვივსები მკითხველების შთაბეჭდილებების კითხვისას და მიხარია ცოტათი მაინც თუ ვაღწევ მიზანს, რომ მათი გულები გავათბო…

– ანუ? გინდა თქვა რომ ბრუნდები? ვაშაააააააააააა :)))))

– კი… ეს მინდოდა მეთქვა.. და კიდევ მკითხველებს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, იმ თბილი და ტკბილი სიტყვებისთვის რასაც ჩემთვის იმეტებდნენ. ..  კიდევ მეგობარ ბლოგერებს, რომ არ დამივიწყეს,  რამდენჯერ მომიკითხეს… რამდენჯერ დამეხმარნენ… ძალიან მიყვარხართ… მიხარიხართ

და.. ისევ მინდა დაგიბრუნდეთ …. 

პ.ს. ემოციები მომეძალა, არც ვაპირებდი ამის გამოქვეყნებას, მაგრამ… დაბრუნება მინდა… თან მალე, ამიტომ არც ვკითხულობ რა ,,ვიბოდიალე”,🙂  საკუთარ თავს უნდა ვუბრძანო, თან – გამოვაქვეყნო, ეს მაინც მაიძულებს სიტყვა შევასრულო და მართლა დავბრუნდე :) 

სიყვარულით რუსა

6 thoughts on “– უნდა დავბრუნდე!

  1. წასვლა-მოსვლა ჩვეული ამბავია. მე მიხარია, რომ ჩემს მეილზე ისევ მოვა შენი სიახლეები🙂

  2. დაბრუნდი რუსა, აუცილებლად. ძალიან დადებითი ადამიანი ხარ და შენი პოსტებიც ასეთია.🙂 უნდა წერო!

  3. დღეს გამოფიტულად ვგრძნობდი თავს.
    ახლა კი… ახლა ბედნიერი ვარ: )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s