,,ბედნიერი რომ ვიყო, იმისთვის ვწერ”

ორჰან ფამუქი პირველი თურქი მწერალია, რომელსაც ნობელის პრემია გადაეცა ლიტერატურის დარგში. ერთ–ერთი იტალიური გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ,, ცხოვრება ნობელის შემდეგ” კითხვაზე, შეცვალა თუ არა მისი ცხოვრება ნობელის პრემიამ,ის ამბობს:

,,რასაკვირველია, ნობელის პრემიამ შეცვალა ჩემი ცხოვრება. ერთადერთი რამ, რომელიც არ შეიძლებოდა შეცვლილიყო, ეს ჩემი წერის სტილია. ასევე არ იცვლება ჩემი ჟინი და მოტივაცია წერის მიმართ..   არასოდეს მიფიქრია განზე გადგომა მას შემდეგ.ვფიქრობ, როგორც ნორმალური მწერალი. მე მინდა ყოფნა ისე, როგორც მომწონს, როგორც ვარ… ვიჯდე მარტო, საკუთარ მაგიდასთან , მასზე კი უამრავი ფურცელი, ჩაი და ყავა იყოს, მეტი არაფერი! ”


ნობელის პრემიით    დაჯილდოების ცერემონიალზე  მან წარმოთქვა არაჩვეულებრივი სიტყვები, რომელშიც გვიხსნის თუ რატომ წერს…

 „მოგეხსენებათ, ჩვენ მწერლებს ჟურნალისტები ერთობ ხშირად გვისვამენ კითხვას, ასე ძალიან რომ შეყვარებიათ: – რატომ წერთ?
მეწერება და იმიტომ! იმიტომ ვწერ, რომ სხვებივით ნორმალურ საქმეს ვერ ვაკეთებ! 
ჩემნაირ წიგნებს თუ ვინმე დაწერს, წავიკითხავ-მეთქი, ვამბობ და ვწერ.
 ყველაფერზე, ყველაზე ძალიან, ძალიან გაბრაზებული ვარ და იმიტომ ვწერ.
 ერთობ მიზიდავს ოთახში ჯდომა და მთელი დღე წერა და, იმიტომ ვწერ. 
დღემდე რომ არ იცვლება, იმ სინამდვილის ასატანად ვწერ.
მე, სხვებმა, ჩვენ – ყველამ სტამბოლში, თურქეთში, როგორ ვიცხოვრეთ და ვცხოვრობთ მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს-მეთქი, და ვწერ.
ქაღალდის, კალმის, მელნის სუნი მიზიდავს და იმიტომ ვწერ, მთელი არსებით             მწამს ლიტერატურის, რომანის ხელოვნებისა და ვწერ.
ჩვევისა და ძლიერი წადილის გამო ვწერ.
მეშინია, არ დამივიწყონ და ვწერ.
სახელი და პოპულარობა მხიბლავს და იმიტომაც ვწერ.
განმარტოებისთვის ვწერ.
ეგებ როგორმე გავარკვიო, ყველაზე თითოეულზე ასე ძლიერ რატომ ვბრაზობ-მეთქი, და ვწერ.
კითხვა მიყვარს და იმიტომ ვწერ.
ერთხელ დაწყებულ რომანს, ნაწერს, გვერდს ბარემ დავამთავრებ-მეთქი, და ვწერ. ჩემგან ყველა ამას ელის, და მეც ვწერ.
ბიბლიოთეკების უკვდავებისა და წიგნების თაროზე შემოდების ბავშური რწმენის გამო ვწერ.
ცხოვრება, სამყარო წარმოუდგენლად მშვენიერი და საოცარია და, იმიტომ ვწერ.             ცხოვრების მშვენიერებისა და მრავალფეროვნების სიტყვებით გადმოცემა მწადია და იმიტომ ვწერ.
ამბის გასაგებად არა, ამბის ასაგებად ვწერ.
ერთი ადგილია, ყველა უცილობლად რომ უნდა ეწვიოს და სიზმარში როგორც ხდება ხოლმე, სწორედ იმგვარად, თითქოს იქამდე ვერა და ვერ ვაღწევ. ამ გრძნობებისგან გათავისუფლება მწადია და იმიტომ ვწერ.
ბედნიერებას რომ ვერა და ვერ ვეწიე, იმიტომ ვწერ.
ბედნიერი რომ ვიყო, იმისთვის ვწერ.“  

                                  (სანობელო ლექცია: “მამაჩემის ჩემოდანი”)

15 thoughts on “,,ბედნიერი რომ ვიყო, იმისთვის ვწერ”

  1. აუ ძალიან კარგი, მაგარი სიტყვებია! ყველა პუნქტს ვიზიარებ მაგრამ ეს ნაწილი განსაკუთრებით, მომეწონა – “ბიბლიოთეკების უკვდავებისა და წიგნების თაროზე შემოდების ბავშური რწმენის გამო ვწერ.”🙂🙂🙂

  2. მეც ძალიან მომეწონა ცოტნე🙂 თავიდან ეს ციტატა უნდა გამომეყენებინა სათაურისთვის, მაგრამ გრძელი რომ იყო გადავიფიქრე🙂

  3. რატომ წერ – ამას ათას ხუთასი პასუხი აქვს და შესაბამისად, არც აქვს პასუხი.

    მგონი, ამის თქმა უნდოდა ორჰან ბეის.

    მშვენიერი პოსტია, რუსა. იმედია, ფეისბუქზეც დამხვდება.

  4. მართალი ხარ მოლი! მეც ასე ვფიქრობ… მშვენივრად კი თქვა ისე🙂
    კი, დაგხვდება🙂 უკვე დავდე🙂
    ფამუქმა იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა უკვე მეორე პოსტი დავწერე🙂

  5. ეს ის შემთხვევაა როცა არა მარტო წიგნი მაინტერესებს, არამედ თავად ავტორიც.
    კარგი პოსტია
    : )

  6. ჩემი აზრით, XXI საუკუნის ნობელიანტ მწერალთაგან ფამუქმა ყველაზე მეტად დაიმსახურა პრემია. მხოლოდ “მამაჩემის ჩემოდანი” ერთ დიდ ნაწარმოებად ღირს : )

  7. დღემდე რომ არ იცვლება, იმ სინამდვილის ასატანად ვწერ.
    მეშინია, არ დამივიწყონ და ვწერ.
    ბედნიერებას რომ ვერა და ვერ ვეწიე, იმიტომ ვწერ.

    გულში ჩამწვდომი სიტყვებია…
    Happy New Year

  8. ძალიან კარგი პოსტია რუსა🙂
    როგორ მხიბლავს და მიყვარს ეს ადამიანი თავისი წიგნებით. ^.^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s