უცებ შემონაწერი პოსტი და ჟოზე სარამაგუს ,,მოგონებანი მონასტერზე”

მიკვირს ახლა პოსტის წერას რომ ვიწყებ… არც კი ვიცი თუ გამოვაქვეყნებ. რაც ბლოგი მაქვს, რამდენი წიგნი წავიკითხე, დიდი შთაბეჭდილების ქვეშაც ვყოფილვარ და ძალიან მომწონებია, მაგრამ  ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი იმ წიგნზე თუ დავწერდი რამეს, რომელიც არ მომწონდა… რაღაც არეულად ვარ, დღეს როდეს პოსტი  წავიკითხე, 123–ე გვერდზე… არასდროს მქონია იგივე შეგრძნება, კითხვის დროს ჩვეულებრივ ისე ვიძირები წიგნში, გვერდებს სულ არ ვაკვირდები , მაგრამ ამ შემთხვევაში სულ სხვაგვარად მოხდა…

ბიბლიოთეკაში ახალი წიგნების კატალოგში ვიქექებოდი. უკვე მერამდენედ მივედი და ფამუქის ,, მე წითელი მქვია” გატანილი დამხვდა. უკვე მერამდენედ მის ნაცვლად სხვა წიგნს ვარჩევდი. ამჯერად ყურადღება პორტუგალიელი მწერლის ჟოზე სარამაგუს წიგნზე ,,მოგონებანი მონასტერზე” შევაჩერე. უცებ  რეცენზიას გადავავლე თვალი და ურიგო არ მეჩვენა.

მას მერე ზუსტად 11 დღე გასულა! საოცარია , წიგნი თუ მომეწონა, ერთ დღეში შემიძლია დავასრულო, ეს წიგნი კი სამასიოდე გვერდს თუ ითვლის და წასაკითხად 11 დღე დამჭირდა!

მწერალი მოგვითხრობს XVIII საუკუნის პორტუგალიაზე, ნაწარმოების სიუჟეტი  ეხება ერთი  მონასტრის ამბავს, რომლის მშენებლობაც გიგანტომანიით შეპყრობილი მეფის აღთქმაა.    ჩვენს თვალწინ ცოცხლდება იმდოინდელი საზოგადოება, სასახლის კარი, ფრანცისკანელთა ორდენის ბერები, თავიანთი ადამიანური სისუსტეებით და დაცემულობებით,  ჯარისკაცები, გლეხები…  იმდროინდელი, ,,გაშეშებული ყოფა”, როცა მთელი პორტუგალიის პანორამა ინკვიზიციის კოცონებს მოუცავთ… მეფის სიტყვა უზენაესია და რაც არ უნდა შეუძლებელი იყოს მისი სისრულეში მოყვანა , უნდა შესრულდეს, თუნდაც  მრავალათსიან ბრბოს ამისთვის დიდი ჭაპანწყვეტა მოუწიოს… როცა ინფანტასაც კი, პატარა პრინცესასაც არ შეუძლია გულუბრყვილო და უწყინარი, ბავშვური სურვილის დაკმაყოფილება, მეფის სიტყვის ძალის გამო!

და ყველაფერ ამის ფონზე ამბავს გასდევს არაჩვეულებრივი, საოცრად ღრმა და სულისშემძვრელი… ცალხელა ბალთაზარ– შვიდ მზისა და უცნაურთვალებიანი ბლიმუნდას სიყვარული…..

თავიდან დიდი ინტერესით დავიწყე კითხვა, მაგრამ ცოტა არ იყოს იმედი გამიცრუვდა, მომეჩვენა ძალიან მშრალი წიგნი იყო, მწერალი ძალიან უხეშად წერდა , არ მიჭირდა შეწყვეტა, დროგამოშვებით, ნაწილ–ნაწილ ვკითხულობდი, მაგრამ მაინც არ შემიწყვეტია… რამდენიმე მოსაბეზრებელი ფურცელიც კი გამოვტოვე, მაგრამ ვიფიქრებდი, ახლა უნდა შევწყვიტო, მეთქი და სიუჟეტი ისე საინტერესოდ განვითარდებოდა, გადავიფიქრებდი, ალბათ ეს ჟოზე სარამაგუს საგანგებო მახეებია მკითხველის ჩასათრევად. მომბეზრდებოდა მონასტრის გაუთავებელი სამშენებლო სამუშაოების აღწერის კითხვა და სიუჟეტში ახალი სახე იჭრებოდა, ახალი  და საინტერესო ამბებით. ასე ჩავათავე თითქმის მთელი წიგნი და ბოლოს 242–ე გვერდზე ვიგრძენი, ის რამაც ეს პოსტი დამაწერინა… აქ 242–ე გვერდზე მივხვდი, რა იყო ნაწარმოებში მთავარი, რისი თქმა სურდა ავტორს და ისიც ვიგრძენი, რომ მომეწონა, ყველაფრის მიუხედავად…    აქ ხომ ჩანს შვიდი მთვარე, უცნაურთვალებიანი ბლიმუნდა, მთელი სისავსით, მთელი სისუსტით და მისი უსაზღვრო სიყვარულით… აქ, ამ გვერდზე, ის პირველად გრძნობს ცხოვრებაში სამყაროს, სივრცის სიცარიელეს…

გვ. 246.      1730 წლის 22 ოქტომბერი, მეფის იუბილე და მისი დიადი მონუმენტის გახსნის დღე, რომელსაც ყველა ასე ელოდა… საყოევლთაო ზეიმი და…

ბლიმუნდა… რომლის სულში უკუნი ღამე იყო…

,, ცხრა წელი ეძებდა ბლიმუნდა ბალთაზარს…  ყველა გზა მოიარა…. ქვიანი, ტალახიანი, ქვიშიანი, მტვრიანი, ორჯერ ქარბუქში მოჰყვა, მზე წვავდა, მაგრამ არ მომკვდარა, რადგან არ ეწადა სიკვდილი, ვეღარ იცნობდი, სახე დაეღარა, საფრთხობელასავით დაეხეტებოდა მინდვრებში და ყველას შიშის ზარს სცემდა. ყველა შემხვედრს ეკითხებოდა ცალხელა კაცი ხომ არ გინახავთო, ისეთი სახე აქვს, არასდროს დაგავიწყდებაო, აი , მე ვერ ვივიწყებო…შეიძლება ციდან ჩიტივით ჩამოფრინდა, მანქანაზე ზის, მანქანას აფრები, ქარვის ბურთები და მეტალის ორი მრგვალი ჭურჭელი აქვსო. იმ ჭურჭელში სამყაროს უდიდესი საიდუმლოება იმალებაო….”

ცხრა წელი ეძება.. ათასი მილი გაიარა.. ლისაბონში მეშვიდეჯერ ჩავიდა და ბოლოს იპოვა კიდეც….

არ მინდოდა წიგნის შინაარს შევხებოდი, მაგრამ ამ ნაწარმოებში სწორედ შინაარსია ხმამაღალი და მრავლისმთქმელი. და კიდევ, ჩემი აზრით ჟოზე სარამაგუმ შეძლო ეთქვა სათქმელი, ძალიან კარგად დახატა დიადი მოვლენა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა თითქოს და მის ფონზე აღწერა მარადიული ფასეულობები, ჭეშმარიტი გრძნობები, უბრალო ადამიანური ურთიერთობები, სათნოებები და მანკიერებები…. ალბათ სწორედ ეს უკანასკნელნი ქმნიან ეპოქის ქვაკუთხედს…

რაც შეეხება, ჟოზე სარამაგუს …

13 thoughts on “უცებ შემონაწერი პოსტი და ჟოზე სარამაგუს ,,მოგონებანი მონასტერზე”

  1. წინააღმდეგობრივი განცდები მქონდა კითხვისას, მაგრამ საბოლოო ჯამში მომეწონა🙂 კიდევ ბევრის თქმა შეიძლებოდა, უამრავი ადგილია ძალიან ღრმა და სხვადასხვა ასპექტით შეიძლებოდა მესაუბრა, მაგრამ უცებ, სპონტანურად ეს ,,შემომეწერა”😀

  2. არ წამიკითხავს და არც ავტორზე მსმენია რამე. რატომღაც კი მეცნობა გმირების სახელები, ვერ ვხვდები საიდან.
    საინტერესო ჩანს.

  3. აქამდე მეც არაფერი მსმენოდა ავტორის და წიგნის შესახებ, ისე ,,შემომეკითხა” … საინტერესო კია… მგონი ფილმიცაა თუ სპექტაკლი… სურათების ძებნაში გადავაწყდი კადრებს..

  4. არც მე არ გამიგია ეს ავტორი, ძალიან საინტერესოდ დაწერე, იქნებ მეც წამეკითხა🙂
    “ბლიმუნდა… რომლის სულში უკუნი ღამე იყო…ცხრა წელი ეძება.. ათასი მილი გაიარა.. ლისაბონში მეშვიდეჯერ ჩავიდა და ბოლოს იპოვა კიდეც…” – უცებ დამაჟრიალა🙂
    საერთოდ, არ მიყვარს წიგნები, რომლეზეც შეიძლება ჩამოგეძინოს და დუნედ იკითხება. არადა არ მიყვარს ხოლმე დაწყებული წიგნის შუა გზაზე მიტოვება, რაც გინდა იყოს სულ ვამთავრებ კითხვას. ახლა ამ წუთას რომელი წიგნიც გამახსენდა, რომელიც ასეთ კატეგორიას მიეკუთვნება, არის “პატრიარქის შემოდგომა”. მარკესის ფანებმა არ ჩამქოლოთ😀

    • დიდი მადლობა , ასეთი ტიპის პოსტების მიზანიც ალბათ ეგაა, მკითხველი დააინტერესოს..:)
      იცი ამ 242–ე გვერდის მერე მართლა მაჟრიალებდა…მთავარი აღარ დავწერე, წაკითხვის სურვილი რომ არ მომეკლა, აი ბოლო მომენტებმა შემძრა მართლა…😦
      მეც მასე ვარ.. სულ ბოლომდე მიმყავს, რაც არ უნდა დუნედ იკითხებოდეს. ,,პატრიარქის შემოდგომა ”არ მაქვს, წაკითხული და სამწუხაროდ ვერაფერს ვიტყვი.
      მადლობა საინტერესო კომენტარისთვის :*

  5. ჰმ, მეც გავიმეორებ და ვიტყვი – პირველად მესმის ავტორი, შესაბამისად ყურადღება მიმართულია ამ საინტერესო წიგნის წაკითხვისაკენ, თან როგორც ჩანს, ჩემს 123–ე გვერდის გარდა სხვა გვერდებზეც დამემართება რაღაცები🙂

  6. კი ნამდვილად🙂

    დიდი მადლობა როდე, შენმა პოსტმა თითქოს ბიძგი მომცა😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s