სიკვდილმისჯილი?! არეული ფიქრები ნ.ქადაგიძის ,,სიკვდილმისჯილთა ბანაკზე”

      არც კი ვიცი როგორ დავიწყო..სიტყვები ირევიან,იბურდებიან …დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ…მართლაც საოცარი ნაწარმოებია…მას არ ყავს პერსონაჟი..არა,სიკვდილმისჯილი! რა თქმა უნდა,პერსონაჟია,მაგრამ, ის კონკრეტულ,განსაზღვრულ პირს როდი წარმოადგენს…ის განუსაზღვრელი,საზოგადო,ყოვლისმომცველი და ამავდროულად კონკრეტული ადამიანია…ავტორი ერთადერთ სახელს უწოდებსსიკვდილმისჯილი...რაოდენ ცარიელი და ამავდროულად რა ყოვლისმომცველია ეს სიტყვა…სიკვდილმისჯილი…!გულს გიყინავს…ძარღვებში სისხლს გიჩქარებს…გაშინებს და რაღაც სახიფათოს მოასწავებს…სიკვდილს! სიკვდილს გიქადის…აი რატომაა ეს სიტყვა ასეთი შემაძრწუნებელი…სიკვდილი…ის გარდაუვალია…მას ვერავინ გაექცევა, თუნდ საკნის კარები ღია იყოს… სიკვდილმისჯილი თავისუფალია, მაგრამ მას არ ძალუძს გაარღვიოს საზღვრები, გასცდეს ადგილს , რომელზედაც უხილავი ძაფებით მიჯაჭვულია და განთავისუფლდეს! თავისუფლება ! სიკვდილმისჯილისთვის ის არ არსებობს… მაგრამ სინამდვილეში ის ცხოვრობს საკანში, რომლის კარები ღიაა…მან ეს არ იცის, მაგრამ ადრე თუ გვიან გაიგებს. გაიგებს და წინ ვეღარაფერი დაუდგება… სარტრის ,,ბუზებში’’ დედის მკვლელიც კი აღარ გრძნობს სინდისის ქენჯნას… ახლა სინდისი… მაინც რა არის ის? ის უხილავი ხმაა, რომელიც შინაგანი ‘’მე’’დან შემოგვძახის…ხან გვესმის მისი ხმა,ხანაც ჩვენი დამთხვეული გონების გამოისობით მისი გამაყრუებელი კიჟინიც კი არ აღწევს ჩვენამდე… ზოგჯერ კიდევ გვესმის, მაგრამ ვერ ვსაზღვრავთ, არ ძალგვიძს შევიმეცნოთ მისი ნაუბარი… ან კიდევ უბრალოდ ,,არ გვაწყობს…’’ და ყურებს საგულდაგულოდ ვიცობთ, გულის კარებს საგულდაგულოდ ვრაზავთ, გონებას ვიხშობთ რომ ეს მამხილებელი ხმა არ გავიგონოთ… თავს ვირწმუნებთ ,რომ უდანაშაულოები ვართ, ბრალი არ მიგვიძღვის… და ეს ,,უკეთური ხმა ‘’ რაღაც აბდაუბდას ჩაგვძახის… სულს გვიმღვრევს… არ გვინდა დავიჯეროთ, რომ ისაა ერთადერთი გზის მაჩვენებელი, ერთადერთი მხსნელი, ამომთრევი ჭაობიდან, რომელიც დაღუპვას გვიქადის და სიღრმეში გვითრევს…… როგორ ვეფლობით ჭაობში? საქმე ისაა,რომ ისევ და ისევ ჩვენი ,, დამთხვეული გონება გვაცდუნებს… თვალები გვატყუებს, ვბრმავდებით.. თითქოს გონებით მხოლოდ ლამაზი ყვავილებით მრავალფერად მოჩითულ ველს ვხედავთ და გულუბრყვილო, გამოუცდელი ბავშვივით საფრთხეს ვერ ვამჩნევთ…გაუმაძღრად ვეწაფებით მშვენიერებას, ხარბად ვისრუტავთ. მშვენიერება ჩვენი მსხვერპლია! ჩვენ გაუმაძღარ მხეცებს ვემსგავსებით, ხარბად ვშთანთქავთ… აღუვსებელ, ძირგავარდნილ ქვევრებს ვგავართ… მაგრამ…… მოჩვენებითი სიამე მსწრაფლწარმავალია… მალე ბალახებით, ნაირფერი ყვავილებით მოჩითულ ველს ვეღარც კი დავინახავთ…(ის ჩვენ თვითონ გავანადგურეთ) მის ნაცვლად ულმობელ, საზრელ ღრმა ჭაობს დაუღია ხახა და დაგუპვას გვიქადის… წებოვანი, გულისამრევი მასა გვეკრობა, გვეწებება, უხილავი ძაფებით შემოგვეჭდობა და ბიჯსაც ვეღარ ვდგამთ… შეწრწუნებულნი, აკანკალებულნი ახლაღა მოვდივართ აზრზე და ვხვდბით რომ ყოველივე ამაოება იყო… დახშულ გონებას ნათელი ეფინება, ახლა სინდისის ხმაც კი გვესმის, ის მთელი ძალით, გამალებით ჩაგვძახის და მოგვიწოდებს გონს მოვეგოთ… მაინც არ ვემეტებით ჭაობში დასანთქმავად… დრო არ იცდის… ფეხები მძიმდება… წებოვანი მასა გარს გვეხვევა და ჭაობში გვითრევს……ხსნა არსაიდან ჩანს.. _ არა! ნუ გეშინია, არ დაიღუპები! _ გვარწმუნებს უხილავი ხმა. დრო გადის…ჭაობი უხილავ ხელებს გვაჭდობს… ახლა, ამ მძიმე წუთებშიღა ვხედავთ, რომ თავისუფლები ვართ…სრულიად თავისუფლები..!!! _ აკი მთელი ცხოვრება მის ძებნაში არ დავშვრით?! იმ ,,მშვენიერებით,სიამთკბილობით’’ სავსე მინდორზე იმას არ ვეძებდით? ვერ გვეპოვნა…ახლა კი… ამ ჭაობში, უკანასკნელ ჟამს, როცა სიკვდილი კარს მოგვდგომია, როცა ვიცით, რომ ის გარდუვალია, როცა მხოლოდ ეს კითხვებიღა გვიტრიალებს თავში: ,, რა მოხდება? ნუთუ სულ აღარ ვიქნებით?’’’_ ახლა ვხედავთ იმ ნანატრ, სანუკვარ ყვავილს ,რომლის ძებნასაც მთელი ცხოვრება შევალიეთ… მის ძებნაში ყველა ყვავილს დავეწაფეთ, ყველას ამოვწოვეთ კეთილსურნელება და დავიბერეთ, დავმძიმდეთ… ამიტომაც ვართ ახლა ამ ჭაობში… ყველაფერი ჩვენი ბრალია! ჩვენი სიმძიმე,ტვირთი,რომელიც ზურგზე გვაწევს მიგვაქანებს ბნელი უფსკრულისკენ… _ ახლა თავისუფლება ისე ახლოსაა ჩვენთან ,როგორც არასდროს…ჩვენ თავის უფლები ვართ…! ჩვენ არჩევანის წინაშე ვდგავართ……ან სიკვდილი ან რაღაც სხვა… არ ვიცით რა გველის იქ… ვიქნებით კი კარგად? (გაჩენის დღიდან ხომ ასე მოგვდგამს,სიამეს ველტვით…სიმწარეს აქავებული ქეცივით ვიშორებთ და გავრბივართ…) რა ვქნათ,როგორ მოვიქცეთ? სხვა გზა არაა…! ერთადერთი გზა არსებობს.. ნუთუ სწორედ ესაა ჭეშმარიტება…?! ახლაღა ვხვდებით, რა ტყუილად, რა უქმად გავლიეთ დღენი…სულში ახალი,უჩვეულო გძნობა იშვება…რომელიც არასდროს არ გაგვჩენია….. სინანული….თურმე როგორ გვკლებია აქამდე… რაოდენ საოცარი ძალა ქონია მას… ჩნდება ცრემლიც და… საოცარი რამ ხდება…! სასოწარკვეთილების უფსკრული სადგაც ქრება თანდათან და… სიმძიმე!!! ჩვენ მისგან ვიცლებით… ვთავისუფლდებით… საოცარი ყოფილა განგება…! ქრება შიში… მართალია ,მას კვლავ სიკვდილმისჯილი ქვია, მაგრამ… ის თავისუფალია! ო,რარიგად თავისუფალია……! საკუთარი თავისგან…საკუთარი დაცემულობისგან…ცოდვებისგან…საკუთარი სიმძიმისგან თავისუფალია!!! ახლა ხედავს, რომ მისი საკნის კარები ღიაა და ნებისმიერ დროს შეუძლია თავი დააღწიოს…მაგრამ, აღარ სურს…იქ მონობაა,აქ კი თავისუფალია! სრულიად თავისუფალი და ბედნიერია!    

                

                 

  პ.ს. ბევრი მივედ–მოვედე..:(  აღარ ვიცი რისი თქმა მინდოდა..უბრალოდ ამ მოთხრობამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ვეღარ დავიტიე… 

6 thoughts on “სიკვდილმისჯილი?! არეული ფიქრები ნ.ქადაგიძის ,,სიკვდილმისჯილთა ბანაკზე”

  1. რა გრძნობით და სულის მოუთქმელად ჩავიკითხე შენ არ იცი❤ რა შესანიშნავად გაქვს აღწერილი ეგ ყოველივე,თითქოს ამ სულთან ერთად მეც ვიპოვე თავისუფლება❤ შესანიშნავი იყო რუსა და ძალიან,ძალიან მომეწონა ))
    ამ მოთხრობამ ძალიან დამაინტერესე და აუცილებლად წავიკითხავ :*

  2. ადრე წავიკითხე ეს მოთხრობა და იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, ვეღარ დავიტიე და ფურცელზე გადმოვიტანე მაშინ… მთელი სული და გული ჩავაქსოვე წერისას,მაგრამ მეგონა გადავამლაშე მეტისმეტად,ამიტომ არ ვაქვეყნებდი…მაგრამ ახლა დავმშვიდდი, გამიხარდა თუ მოგეწონა…🙂❤
    თუ ხელში ჩაგივარდება აუცილებლად წაიკითხე..ისე ღრმაა და ისე მრავლისმთქმელი..ამ ჩანაწერით ალბათ მეასედი შთაბეჭდილებად ვერ გადმოვეცი ….

  3. საოცრად გიწერია და ამ ყველაფერს ეს არაჩვეულებრივი მელოდიაც აფორმებს, ძალიან უხდება, შეგიძლია მითხრა ვინ ასრულებს და რა ქვია კომპოზიციას?

  4. მადლობაა :* :* :* შემსრულებელს keiko matsui ქვია და კომპოზიციას ,,midnight stone”…კეიკოს ყველა მელოდია ასე ლამაზია,ძალიან მომწონს…

    • კეიკო მეც მიყვარს, როგორც ჩანს მისი ყველა კომპოზიცია არ მცოდნია.🙂 მადლობა რომ მაპოვნინე ეს მშვენიერი მელოდია🙂 :*

  5. ყველამეც არ ვიცი,მაგრამ რაც ვიცი ყველა გენიალურია! არაფრის გენაცვალე🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s