,,Speed reading ” ანუ როგორ ვიკითხოთ სწრაფად

დღესდღეობით ჩვენ  ინფორმაციულ საუკუნეში ვცხოვრობთ , ვცდილობთ მოვლნებს არ ჩამოვრჩეთ,ყვლაფერი გავიგოთ…უამრავი წიგნი,ჟურნალ–გაზათი იბეჭდება ყოველდღიურად.გვინდა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია შევისრუტოთ, ,,ვშთანთქათ”,მაგრამ თავისუფალი დრო ნაკლებადაა…

მკითხველი ბევრნაირია, კითხვის სიჩქარეც სხვადასხვაა. როგორც წესი, კარგი მკითხველი საკმაოდ ჩქარა კითხულობს. კითხვის ტექნიკა და ტექსტის აღქმაც ინდივიდუალურია. ,, საშუალო მკითხვლია” ის ,ვინც კითხულობს ტექსტის ყველა ხაზს მარცხენა კიდიდან მარჯვენა კიდემდე და ყველა სიტყვას
სათითაოდ. ამ დროს მზერა ჩერდება თითოეულ სიტყვაზე. ყველაზე ცუდია როდესაც ვოკალურად გულში იმეორებენ სიტყვებს,ზოგი ტუჩებსაც ამოძრავებს. ამ დროს შინაარსის აღქმა ძალიან დაბალია. ასეთი მკითხველი ხშირად უბრუნდება უკვე წაკითხულს ანუ ერთი და იმავე ხაზზე თვალი და მზერა წინ და უკან რამდენჯერმე მოძრაობს. ,,კარგი მკითხველი” გულში სიტყვებს არ იმეორებს,არც სათითაოდ ყველა სიტყვაზე არ ჩერდება, თვალი და მზერა მოძრაობს გარკვეული მონახაზით და გონება მხოლოდ ვიზუალურ ტექსტიდან აღიქვამს შინაარსს…

ალბათ ყველა კატეგორიის მკითხველს  უნდა უფრო სწრაფად კითხვა შეძლოს,ასე დროსაც დაზოგავს და გაცილებით დიდი ინფორმაციის შემეცნებას მოახერხებს.

,,პრობლემა” ეველინ ვუდმა გადაჭრა1950 წელს,(ერთი ვერსიით ის იყო ჯონ კენედის და სხვა ცნობილი ადამიანების ადვიკატი,მეორე ვერსიით სკოლის მასწავლებელი)მან შეიმუშავა სწრაფი კითხვის მეთოდი,რომელსაც  ჯერ ,,ვუდის მეთოდი”უწოდეს,მერე,,სწრაფი კითხვის”.  მეთოდის მიხედვით  თუკი კითხვის დროს ტექსტს საჩვენებელ თითს გავაყოლებთ ეს დაგვხმარება ტექსტის ფოკუსირებაში,ასე გაცილებით გაიზრდება კითხვის სისწრაფე და გაცილებით მეტი ინფორმაციის დამახსოვრებას შევძლებთ მცირე დროში.

მოგვიანებით  ჰოვარდ სტეფან ბერგმა, რომელიც იყო სწრაფი კითხვის ექსპერტი,შეიმუშავა ,,მაქსიმალური სიმძლავრით კითხვის მეთოდი”.  ის 1990წელს გინესის წიგნში მოხდა.მისი მეთოდი მოსწავლეებს ეხმარებოდა  ტექსტის კითხვასთან ერთად მის ზედმიწევნით დამახსოვრებაში, რის გამოც ბერგი მათ არამარტო კითხვას, არამედ მახსოვრობასაც უვარჯიშებდა.

ადამიანის ტვინს ამოუწურავი შესაძლებლობები აქვს და გასაოცარი შედეგების მიღწევა შეუძლია.ეს მარტოოდენ განსაკუთრებულ ნიჭზეც არაა დამოკიდებული,ბევრ შემთხვევაში მთავარია მონდომება და ვარჯიში.თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა გაწვრთნას გონება,ასე ფიქრობენ ფსიქოლოგები და განათლების სპეციალისტები.სწრაფი კითხვის შესწავლას გასულ საუკუნეშიც ცდილობდნენ.ცნობილი ფაქტია ,რომ ჯიმი კარტერი და ჯონ კენედი სწრაფი კითხვის შემსწავლელ კურსებზე დადიოდნენ.

სტატისტიკური მონაცემებით,ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივად კითხულობს ახერხებს 1 წუთში 100-დან 250-მდე სიტყვა წაიკითხოს, სწრაფი მკითხველი კი შეძლებს იგივე დროში 500-დან 1000-მდე სიტყვის წაკითხვას რაც დამეთანხმებით გასაოცარია. უფრო გაოცდებით თუ გეტყვით, რომ სწრაფი კითხვის მსოფლიო ჩემპიონ ანა ჯონსს შეუძლია წუთში 4700 სიტყვა წაიკითხოს.

ადამიანების  ჩვევიათ ამოიკითხონ თითო სიტყვა,სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ დროს გონება ,,უქმადაა”,,მოიწყენს”,ვინაიდან მას შეუძლია გაცილებით დიდი ინფორმაცია აღიქვას და გადაამუსავოს.მკითხველთა უმეტესობა პატარა  ფრაგმენტებად კითხულობს,მათ ძალიან პატარა ფოკუსი აქვთ კითხვისას და ბუნებრივია კითხვის პროცესიც უფრო ხანგრძლივია.

ერთ–ერთ უცხოურ საიტზე წავაწყდი საინტერესო მაგალითს. ბევრი ინტერესდება თუ ფოკუსირებას ტექსტის უფრო დიდ ფრაგმენტებზე მოვახერხებთ თუ  გაიზრდება კითხვის სიჩქარეო.პასუხი მარტივია,ვთქვათ თქვენ კითხულობთ 3–3 სიტყვას,ყოველი 3 სიტყვის აღქმის შემდეგ უნებური მცირე პაუზაა,300 სიტყვიანი ტექსტის წაკითხვის შემთხვევაში ასეთი მცირე პაუზა 100 იქნება. და თუკი თვალი ერთდროულად ახდენს ფოკუსირებას 6 სიტყვაზე ,მაშინ პაუზა მხოლოდ 50 იქნება!

ექსპერტებმა საინტერესო დასკვნა გააკეთეს,ინტელექტულალთა უმრავლესობას არ უყვარს კითხვა! ერთი შეხედვით პარადოქსული აღმოჩენაა,მაგრამ…საქმე იმაშია,რომ მათ არ უყვართ კითხვის ნელი პროცესი,სიამოვნება კითხვაში კი არა ინფორმაციის შემეცნებაშია,ამიტომ ისინი ცდილობენ დაეუფლონ სწრაფ კითხვას და მცირე დროში ბევრი წაიკითხონ.მათ წიგნებს თუ ავიღებთ, საინტერესო რამეს აღმოვაჩენთ,ესაა შენიშვნები თუ განახაზები ტექსტში.ასე უფრო ადვილია ტექსტზე კონცენტრირება,მნიშვნლოვანი სიტყვები თავად,, ამჟღავნებენ თავს”🙂

სპეციალისტები მუშაობენ სწრაფი კითხვის სხვადასხვა მეთოდებზე.არის სპეციალური სავარჯიშოები,რომლების 2 ეტაპად იყოფა. პირველი ეტაპი ტექნიკური მხარეა ანუ აქცენტი გადატანილია სისწრაფეზე, თვალების მოძრაობაზე, გვერდითი მხედველობის გამოყენებაზე. ამ დროს შინაარსის აღქმა ქვეითდება. მეორე ეტაპზე უკვე გამოიყენება ნასწავლი ტექნიკა და შინაარსის აღქმის გაუბჯობესებაზეა ყურადღება გადატანილი. გამოიყენება მეხსიერების გასაუმჯობესებელი სავარჯიშოებიც.

ყველაზე უფრო გავრცელებული და ეფექტური მეთოდებია:

1.უმნიშვნელო სიტყვების გამოტოვება.

ამ დროს მკითხველის თვალი ფოკუსირებას ახდენს ერთდროულად სიტყვათა ჯგუფზე.გამოირიცხება ,ასე ვთქვათ,უმნიშვნელო სიტყვები,როგორიცაა არტიკლები უცხო ენებში,კავშირები და სხვა.

2.სიტყვების გამოთქმის აკრძლვა.

არ გამოთქვათ სიტყვები ხმამაღლა,ასე გონებას უფრო უჭირს კონცენტრაცია და დამახსოვრება.ფსიქოლოგების რჩევაა გადავეჩვიოთ ამ წესს,მაგრამ სანერვიულო არაფერია,რადგან ბევრს ჩვევია.

3.თითის ან ფანქრის გაყოლებით კითხვა
სცადეთ ჰაერში გონებით წრე დახატოთ და თვალი გააყოლოთ, შემდეგ იგივე წრე თითით მოხაზეთ ჰაერში და თან თითსთვალი გააყოლეთ – განსხვავებას დაინახავთ. ამ დროს თვალის მოძრაობა გაცილებით უკეთესია და მზერაც უფრო ორგანიზებულია, კონცენტრირებული.  და თუკი კითქვისას ადამიანი  იყენებს საჩვენებელ თითს, რომელიც აყოლებს ტექსტს, ეს მას  თვალის ფოკუსირებაში დაეხმარება.

4.პერიფერიული მხედველობის გამოყენება:
მზერა ფიქსირდება ერთ სიტყვაზე და გვერდითი მხედველობით უნდა აღიქვა გარშემო სიტყვები. ჩვეულებრივი მკითხველი ხედავს 5-6 სიტყვას ერთდროულად. კარგი მკითხველი ვარჯიშის შემდეგ 8-9 სიტყვას, ანუ მთელ ხაზს. ამ დროს თვალებიდან ტექსტის დაშორება შესაბამისი უნდა იყოს – ცოტა შორს.

5.მთლიანი ხაზის კითხვა.

ხდება  მზერის მხოლოდ ერთ შუა წერტილში დაფიქსირება და მთლიანი ხაზის აღქმა გვერდითი მხედველობით – ეს საკმაოდ ძნელია, ზოგჯერ შეუძლებელი.ვარჯიშისთვის კარგია გაზეთების კითხვა,რადგან  იქ უფრო მოკლე ხაზებია.

6.მთელი გვერდის სწრაფი აღქმა ანუ სკანირება:

ამ დროს ხდება  ფურცლის კიდეზე (მინდორზე) ან ტექსტის შუაში თითის ჩაყოლება.

კიდევ არსებობს სხვა მეთოდები,უცხოეთში ატარებენ სპეციალურ კურსებს,მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც მონდომებაა და საკუთარ თავთან პირადად მუშაობა.ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისუფლად დაეუფლოს ამ უნარს.

სწრაფი კითხვა მხოლოდ ჩქარა კითხვა და მეტი ინფორმაციის ათვისების საშუალება არაა,ის დიდ სამსახურს უწევს ტვინს,რომ,, ტყუილად არ ,,მოცდეს”,აწვდის რა მას მეტ ,,საკვებს”ხელს უწყობს მის განვითარებას.

უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ეს

44 thoughts on “,,Speed reading ” ანუ როგორ ვიკითხოთ სწრაფად

  1. საინტერესო იყო, კითხვისას უამრავ სიტყვას არ ვკითხულობ ბოლომდე და თურმე ნორმალურია:)
    მეც მინდა ძალიან სწრაფად ვკითხულობდე…

    • კი ნინიტო :)ნორმალურია,ასე ამბობენ ექსპერტები…ასე რომ არ ინერვიულო :))
      თავისუფლას შეგიძლია აეუფლო ამ უნარს..უამრავი უცხოენოვანი საიტია,სადაც მოცემულია სავარჯიშოები..სამწუხაროდ ქართულად ვერაფერი მოვიძიე თითქმის😦

  2. კი მართლაც..ბევრს აწუხებს ეგ პრობლემა🙂 ქართულ ინტერნეტსივრცეში არ იყო ინფორმაცია და გადავწყვიტე დამეწერა…
    ისე მე საკმაოდ ჩქარა ვკითხულობ,მაგრამ speed reading მაინც სხვაა…ამ მეთოდით წამში კითხულობენ გვერდს..მართლა გენიალური მიღწევაა!

    • რა მაგარია! მაგრამ მგონი ემოციის გააზრება უფრო ნაკლებად მოხდება. მგონი….:)

  3. კი გეთანხმები..ძირითადად ამ მეთოდს სამეცნიერო ტექსტებისთვის იყენებენ..როცა მთავარია თავად შემეცნება,ინფორმაცია..მხატვრული ლიტერატურის კითხვის დროს კი ვფიქრობ შემეცნებასთან ერთად შემეცნების პროცესიც მნიშვნელოვანია…

  4. ერთი დეტალი (მე არ მჩვევია) სხვა მეცნიერების მტკიცებით წაკითხული ტექსტის ხმამაღლა წარმოთქმა –შინაარსის ადვილად დამახსოვრებას უწყობს ხელს. და კიდევ რატომ ირთვება ეს პლეიერი საიტის გახსნისტანავე? კონცენტრაციაში მიშლის ხელ კითხვის დროს.
    საჭირო, საინტერესო და კარგი პოსტია.🙂

    • არადა, ხმამაღლა კითვისას ვიბნები,, ჩემი ხმა ხელს მშლის კონცენტრირებაში😦

  5. კი,მართალი ხარ..ეგ წამიკითხავს,მაგრამ ახლა სულ სხვაგვარად წავიკითხე,ტვინს უფრო უჭირს დამახსოვრებაო..ისე პირადი მაგალითიდან გამომდინარც ამ ვერსიას უფრო ვეთანხმები,იმიტომ რომ როცა თვალით ვკითხულობ უფრო ვიმახსოვრებ, ვიდრე ხმამაღლა როცა გამოვთქვამ სიტყვებს.:)) მაშინ წაკითხულს უფრო არ ვაქცევ ყურადღებას,სიტყვები მეფანტება….რა ვიცი,შეიძლება უცნაურია ,მაგრამ ასე ვარ🙂
    რა ვიცი,ეგ მუსიკა ძალიან მომწონს და…ისე არავის გამოუთხვამს აქამდე პრეტენზია:) ხელს თუ გიშლის შეგიძლია გამორთო..🙂
    მიხარია თუ მოგეწონა🙂 გაიხარე🙂

  6. უნივერსიტეტში გავდიოთ ასეთ საგანს ”ინტელექტუალური შრომის ორგანიზებას”, ჰოდა მაგის ლექტორი გვიმკტიცებდა, წუთში 300 კითხვას ვკითხულობო, და ვინც 150ზე ნაკლებს კითხულობს, ის დაუნია, და უნდა გაირიცხოსო 😀

    • თავის თავზე დიდი წარმოდგენის ლექტორი გყოლიათ😦

  7. 😀 დაუნი დამდვილად არ იქნებოდა, უამრავ ადამიანს ვიცნობ ვინც უფრო ნელა კითხულობს მაგრამ ჭკვიანია..ჭკუა მხოლოდ კითხვაზე არაა დამოკიდებული😀 უბრალოდ სწრაფრი კითხვა დროის მოგებაა ,ჩემი აზრით🙂 წუთში 300 სიტყვა არც ისე ბევრია🙂 ვფიქრობ უამრავ ადამიანს შეუძლია ასე კითხვა:)

  8. საინტერესო და გამოსადეგი პოსტია. მეც ხშირად ვტოვებ ხოლმე სიტყვებს კითხვისას და სწრაფადაც ვკითხულობ. მაგრამ მალე მავიწყდება, ამიტომ ვცდილობ უფრო კონცენტრირებული ვიყო. ნელა ვიკითხო და სამაგიეროდ ბევრი დავიმახსოვრო..

  9. rogorc iqna mogageni)
    saintereso postia,davaksveni rom chqar mkitxvelad vitvlebi da shemidzlia mteli xazi agviqva,tumca es ufro chemi tvalis mexsierebis bralia albat,profesiidan gamomdinare rac dakvirvebul tvals sachiroebs.

  10. მე საერთოდ სრაფი მკითხველი ვარ. ამიტომ, მიწევს ხოლმე აზბაცზე უკან დაბრუნება. იმიტომ რომ ზოგჯერ სიტყვებს ვყლაპავ სიტყვისას და აზრი მეკარგება. საბედნიეროდ ხშირად არ ხდება ეს :)))

  11. ეს პრობლემა მართლაც იჩენს თავს სწრაფი კითხვისას…მაგრამ კიდევ კარგი იშვიათად ხდება..მეც მემართება ხოლმე:)))

  12. მოკლეთ რუსა დიდხანი ბლოგი დვაივიწყე..ხოდა რომ შემოვდივარ შენს ბლოგში მსიამოვნებს აქ “ფუსფუსი” როცა დრო მაქვს…:) ძალიან მომწონს შენი ბლოგი🙂

    • მიხარია :)) მადლობა :)) მართლაც დავივიწყე…დამამთავრებელი კურსი,საბაკალავრო ….და ვერარ ვიცლი ბლოგისთვის…😦

  13. მაგარია.. ვფიქრობ, რომ მე საშუალო სტატისტიკური მკითხველი ვარ :დ

    ვკითხულობ სწრაფად, თითის გაყოლების გარეშე (ამას იშვიათად ვიყენებ, როცა რაღაცას ვამოწმებ, მარტო მაშინ), ხმამაღლა წაკითხვის გარეშე (ესეც დაზუთხვას რომ ვცდილობ, მხოლოდ მაშინ) და რაც მთავარია თითოეულ სიტყვაზე არ ვჩერდები : (

    მაქვს კარგი მხედველობითი მეხსიერება, ვიდრე სმენითი, ამიტომ როცა მიყვებიან შედარებით უფრო ნელა ვიმახსოვრებ, ვიდრე მაშინ, როცა მე თვითონ ვკითხულობ.. არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდია😦

    გარდა ამისა, მანია მაქვს: სურვილი მაქვს თვალი იყოს დაკავებული ნაწერის (ხაზის) კითხვით, ან გაზეთის ნაგლეჯი, ან რამე… სხვაგვარად ვერ ვჩერდები ერთ ადგილზე😦
    sorry, რადგან ტუალეტშიც კი ვკითხულობ, ლოლ😆

  14. ვაიმე..ქევან🙂 არ დამიჯერებ და შენი კომენტარი რომ ვნახე, რომ არ მცოდნოდა შენი დაწერილი იყო საკუთარი მეგონებოდა..😀 მეც მასე ვარ ზუსტად :))) ყველგან,ყველგან ვკითხულობ… გაჩერებაზეც,სამარშრუტო ტაქსშიც,საბნის ქვეშ,ჭამის დროს….(სიარულის დროსაც წამიკითხავს)🙂

    • კაია,.. სიარულისას მეც წამიკითხავს, კინაღამ მანქანაც დამჯახებია : (

      ხოდა, ქე დავდივარ სათვალით… რაიმე ვარჯიშები თვალისა, არ იცი?🙂

      ხო მართლა, რო არ გავაოფო, სწრაფად კითხვისას მნიშვნელოვანია ასევე როგორია ტექსტის სტრუქტურა. თუ აბზაცებითაა უფრო იოლად და სწრაფად კითხულობს ადამიანი, ვიდრე ის, რომელიც არაა აბზაცებით გამოყოფილი🙂

    • მეც ;( მაგრამ ჯერჯერობით ჩემი თვალები უძლებს..კომპიუტერთან მიკეთია მარტო,მხედველობის არ მჭირდება ჯერჯერობით …🙂
      ისეთი არაფერი,უბრალოდ ეგ ვიცი თვალებისთვის კარგია მწვანე ფერი,კითხვისას პატარა ,,განტვირთვები”,ბუნებას უნდა შეხედოო,ჯერ ახლოს,მერე შედარებით შორსო…🙂 კიდევ თითი დახუჭულ თვალებზე მაგრად უნდა მიიდო,ოქროსფერი წრეები რომ გამოჩნდება ხელი უნდა აიღო და ასე რამდენჯერმე🙂😀 რა ვიცი,ჩემთვის ეგ მეთოდი ეფექტურია,თითქოს თვალებს ამშვიდებს:)
      მართალი ხარ,თუ აბზაცებითაა უფრო ადვილად აღქმადია და გაცილებით კარგად იკითხება…

  15. გამოსადეგი პოსტია. მე გულში ვიმეორებ სიტყვებს, აწი დავუკვირდები

    • sorry… I’m guilty….

      აა, გაოფება არ მინდა და წინადადებების რითული გამუქებაც ხომ ეხმარება მკითხველს ტექსტის აღქმაში?

  16. რა საინტერესო რამეები ხდება თურმე აქ:) პირველად ვარ,თან მარჯვენა ფეხით:) მართლა უნდა გავითვალისწინო რამდენიმე რჩევა, იმდენად საჭიროებია… აი მაგალითად თითის გაყოლებით, აზრად არ მომივიდოდა ისე წამეკითხა, როგორც პირველ კლასში:)
    მოკლედ წარმატებული რომ არის აქაურობა ეტყობა, მაგრამ უფრო დიდი წარმატებები შენ:)

  17. მიხარია შენი სტუმრობა:)) და შეფასებაც..მადლობა:)) გაიხარე,შენც ასევე,წარმატებები!

  18. საკმაოდ ინფორმაციული და საინტერესო პოსტი იყო, რაზეც ვორდპრესის ლაიქებიც მეტყველებს.
    ლამაზი ბექგრაუნდი აქვს ბლოგს, თუმცა კითხვის დროს ძალიან გიჭრელდება და იღლება თვალი. იქნებ კონტრასტი ცოტა მეტად გაგემუქებინა?!

  19. დიდი მადლობა მაცო.
    სიამოვნებით გავითვალისწინებდი შენს რჩევას მაგრამ არ ვიცი ეგ როგორ გავაკეთო (blush)

  20. ძალიან საინტერესო პოსტია.
    სწრაფ კითხვას რაც შეეხება,რა თქმა უნდა,როცა არ აჟღერებ ტექსტს,ბევრად უფრო მეტ მოცულობას კითხულობ.
    მეც სწრაფ მკითხველის კატეგორიაში ვარ მაშინ.ხშირად ვტოვებ უმნიშვნელო სიტყვებს,ზოგადი აზრიც გამომაქვს აბზაციდან.მაგრამ თუ რაიმე სერიოზულს ვკლითხულობ–მეცნიერულ ლიტერატურას მაგალითად და ჩემთვის უცხო ტერმინები და მათი განმარტებები მხვდება–მაშინ ძალიან ნელა ვკითხულობ,კი არადა რამოდენიმეჯერაც მაქვს გადაკითხული ხოლმე.და კიდევ,თუ მხატვრუულ ნაწარმოებს ვკითხულობ,ისე შევდივარ როლებში,რომ წერტილ-მზიმიანა ყველაფერს ისე ვაჟღერებ გულში,როგორი ჩანაფიქრიც ავტორს ქონდა,და თან მიმიკებიც შესაბამისი მაქვსა ხოლმე:),მერე რომ მივხვდები,რომ ’ვაჯანჯლებ’–ავუჩქარებს ხოლმე ტემპს🙂

  21. 🙂 მადლობა.
    მართალი ხარ,როცა საქმე უცხო სიტყვებს ეხება ასეც უნდა მოიქცე.. მხატვრული ლიტერატურის კითხვის დროს კი(ადრეც ავღნიშნე) მთავარია როგორც ტექსტის გააზრება,ასევე გააზრების პროცესი,შემეცნება…ის სიამოვნება, რასაც კითხვისას განვიცდით,ამიტომ ასეთ შემთხვევაში, ეს მეთოდები აღარ გამოგვადგება🙂

  22. თითი,რომ გავაყოლო მგონი უფრო ნელა დავიწყებ კითხვას..
    თვალებით კიდევ ძალიან სწრაფად გადავდივარ ერთი ხაზიდან მეორეზე,ამგრამ რაც მართალია ძალიან ვიღლები :ს
    მაგრამ წიგნი იყოს საინტერესო და თვალებსაც გავწირავ🙂

  23. IELTS-ს აქვს მსგავსი რჩევები. ყველაზე ხშირად ვიყენებ ორ მათგანს: Skimming & Scanning. არის ტექსტი, რომელსაც გულისყურით უდნა მოეკიდო და ზოგიერთი უბრალოდ თვალით “დაასკანერო”. აბზაცს გააჩნია. გამოცდილი მკითხველი ადვილად ხვდება…

  24. გამიხარდა დი🙂 შენი პირველი კომენტარი ჩემთან🙂
    მართალი ხარ,სწრაფი კითხვის მეთოდები ყველა ტექსტთან არ გამოდგება,მაგრამ ამას გამოცდილი მკითხველი ნამდვილად მიხვდება

  25. აუცილებლად ვცდი ამ მეთოდებს🙂
    დამეხმარება, მგონია. ბლოგს თვალი გადავავლე და ყველაზე მეტად რაც მაწუხებს, იმან მიიპყრო ჩემი ყურადღება იმ წუთას. თუმცა, სიტყვების გამოტოვება არ მომეწონა რატომღაც, თითოეულ სიტყვაზე ხანდახან ნახევარი საათი დავფიქრდები ხოლმე (ახლა ძალიან ცოტა დრო მაქვს მაგისთვის)
    რაღაცნაირი სიამოვნებ სუფევს ამ ბლოგზე

  26. 🙂 ეგ ზოგადად მიწერია, თორემ გააჩნია ტექსტს, ზოგ შემთხვევაში მართლაც თითოეულ სიტყვაზე უნდა იფიქრო… ისე სწორედ დროის დეფიციტის გამოა ეს მეთოდები🙂🙂
    მიხარია, მადლობა🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s