კაეშნის ღამის ფიქრები…

ისტორია დაიწყება და აუცილებლად ლამაზიო….მას დასასრული არ ექნებაო..რადგან მჯერა,რომ თუ რამე დაიწყება ,ის არასოდეს დასრულდებაო….არასოდეს დასრულდება არაფერი…მაგრამ, ეს არაფერი ზოგჯერ ყველაფერიაო……    _  ეს ისე..უბრალოდ …კანუდოსელი შემოფარფატდა ჩემს სულში და აავსო..გაათბო…

თავს ვაიძულებ დავაჯერო..მაგრამ არა!ეს არ მჭირდება, რადგან ისედაც მჯერა..ან მინდა დავიჯერო,რომ ყველაფერი რაც მშვენიერია,ამაღლებულია,სუფთა და ფაქიზია, არ შეიძლება დასასრულისთვის იყოს განწირული…მართლაც…როგორ დავიჯერო ,როცა:

,,სიყუარული არასადა დავარდების, გინა თუ წანაწარმეტყუელებანი განქარდენ, ანუ თუ ენანი და-ვე-სცხრენ, გინა თუ მეცნიერებანი განქარდენ…”

,,ხოლო აწ ესერა ჰგიეს სარწმუნოებაჲ, სასოებაჲ და სიყუარული, სამი ესე; ხოლო უფროჲს ამათსა სიყუარული არს…”

სამი რამაა უმთავრესი..რწმენა,იმედი და სიყვარული…რწმენა სინამდვილედ იქცევა,როცა ჭეშმარიტებას თვალნათლივ იხილავს.იმედიც განქარდება,როს ფრთას შეისხამს და განხორციელდება…სიყვარული კი..მარადის ჰგიებს…რაც არ უნდა მოხდეს…იზრდება და იფურჩქნება ..ღმერთში…ღმერთი ხომ სიყვარული არს….


სიყვარული…რას არ უწოდებენ..როგორ არ განმარტავენ…ათასფერად აფერადებენ და ამკობენ..მაგრამ, მის არსს ალბათ იქამდე ვერ გამოვცდით, სანამ საკუთარ გულში არ გავაღვიძებთ…ბედნიერია ადამიანი ,ვისაც თანდაყოლილად აქვს მომადლებული უფლისგან სიყვარულის ნიჭი…სხვამ კიდევ, ის თავის თავში თვითონ უნდა აღმოაჩინოს..აღზარდოს…ან  მის ძიებაში დაშვრეს და ბოლოს საწადელს ეწიოს…როგორც აბიბო(ჯემალ ჯაყელის ,,კაეშნის ღამის სანთელში”)დაადგა ,,ოცნების გზას”,გზას,რომელსაც სიყვარულამდე უნდა მიეყვანა,…მან ხომ სულის საგზლად იმედები გამოასკვნა,,სუფთა მარლის ნაჭერში და ჩაიდო უბეში” რათა მოეპოვებინა სიყვარულის ნიჭი და ნამცეცობის შეგრძნებიდან თავდაღწევა…

ალბათ თითოეული ადამიანის გულში ჩნდება განცდა,უკმარისობის,ქონდრისკაცობის,ნამცეცობის შეგრძნების..გინდა გაიზარდო,აივსო,ის იპოვო ,რაც გაკლია,რაც ყველაზე სუფთა და ფაქიზია,რისთვისაც ხარ მოვლენილი და რაც უპირველესი დანიშნულებაა…ჩვენც ვადგებით იმ ბილიკს,რომელმაც მასთან უნდა მიგვიყვანოს,მაგრამ ვაი რომ უამრავ დაბრკოლებას ვაწყდებით და ბევრჯერ წავიბორძიკებთ….რამდენი ვერ უძლებს და უკან ბრუნდება…შეიძლება გზის უმეტესი ნაწილიც კი ქონდეს გავლილი,მაგრამ ვეღარ უძლებს..გზა ხრიოკია,ეკლიანი და გაუსაძლისიც კია ხანდახან მასზე სვლა… მაგრამ რწმენა და იმედი ყავარჯნებივით შემოდგომიან მხრებში  ლტოლვილ მგზავრს,და მიაცილებენ დანიშნულების ადგილისკენ…

ეს ერთი შეხედვით ზედაპირულად ლამაზ პანორამას ჰგავს,რომელსაც ყველა თავისებურად ხედავს და განიცდის…

,,როცა სიყვარული და რწმენა ძლიერია,ადამიანი ყველაფერს იტანს:დაცინვას,დამცირებას,შეურაცხყოფას,ტანის დამახინჯებას,ყველაფერს…”ზოგი ცდილობს მიბაძოს,ზოგი თავისთავში ვერ პოულობს ძალას და გაურბის…რადგან ხვდება მის ყოვლისმომცველ სიძლიერეს და ეშინია…

მაგრამ საშიში განა რაა..უბრალოდ ჩვენი სისუსტის გამო ვფიქრობთ ასე..სიყვრულის ნიჭი ხომ უდიდესი წყალობაა,ყველაზე ფაქიზი და თბილი ,რაც კი ძალგვიძს ვიტვირთოთ…ეს ის გრძნობაა ,რომელიც შინიდან,სულის,გულის უშორესი კუნჭულებიდან გვათბობს,გვასხივოსნებს..გვაფარფატებს..გვავსებს…ის გრძნობაა ,რომელიც სხვის ტკივილს ,როგორც საკუთარს ისე განგაცდევინებს,ის გრძნობაა,რომელიც ხშირ შემთხვევაში სამუდამოდ დაღავს გულს და მოუშუშებელ იარებს გვაყენებს..მაგრამ ,ყველაფრის მიუხედავად ,ის მაინც ყველაზე ტკბილი,ამაღლებული და ყველაზე ლამაზია…ის ღვთიური უნარია,დაკარგული და კვლავ მოპოვებული…რომელიც უნდა დარგო და გაახარო..ან სასტიკი ტანჯვისა და საშინელი გამოცდის ფასად იყიდო….

სიყვარულის მოძღვარიც ხომ მოგვიწოდებს:

,,ერთმანეთის სიყვარული უნდა ვისწავლოთ. ნურავის ეგონება, რომ სიყვარული მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭია, სიყვარული ისწავლება და ყველამ უნდა ვისწავლოთ…”

ვინც ეძიებს პოულობს…(როგორც აბიბომ იპოვა)  და თუ იბრძოლებს, არასოდეს დაკარგავს...,,სიყვარულისთვის ხომ დრო ,,ღუზაზე დგას”…


სიყვარულით ანთებული  კაეშნის ღამის სანთელი იწვის ჩუმად… იღვენთება,გულს ათბობს ,მაგრამ თან უცნაური,ტკბილი კაეშნით ავსებს… უკანასკნელი ფურცელიც მიილია სიყვარულით სავსე,უთბილესი წიგნის…ეს სანთელიც უცნაურია…როგორც მზე,რომელიც ერთსა და იმავე დროს თვალებს აბრწყინებს და აცრემლებს….


7 thoughts on “კაეშნის ღამის ფიქრები…

    • უღრმესი მადლობა მარ..ჩემთვის შენი შეფასება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია…:* :*

  1. “სიყვარული…რას არ უწოდებენ..როგორ არ განმარტავენ…ათასფერად აფერადებენ და ამკობენ..მაგრამ, მის არსს ალბათ იქამდე ვერ გამოვცდით, სანამ საკუთარ გულში არ გავაღვიძებთ…”❤ რა ლამაზი სიტყვებია რუსა.. პოსტიც ძალიან სევდიანი და სიყვარულით სავსე.. )) ძალიან,ძალიან გამათბო❤

  2. ❤ გაიხარე ან… უბრალოდ ემოციები მომეძალა და ,,შემომეწერა'' )))
    მიხარია თუ მოგეწონა..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s