***შავი ავაზა***

მოწმედქცეული თეთრ ალამს ვუქნევ
კარს მომდგარ ღამეს-
ჩემს წინაშე დღე გაიცრიცა,გაილია და ფერწასული
ფანჯრებს დააკვდა ჩემი სახლისას,
ჩამოიბნედა ზეცამ პირსახე-
და მე,
მომსწრე დღე და ღამის შეუღლებისა,
ქარის წრიალში ვუცდი ღამის დაფეხმძიმებას!
აჰა,უკვე შუაღამეა…მიბნედილი,
დაქანცული ლანდი ავაზის
დიდ არენისკენ გაემართება…
წელაზნექილი,ამრეზილი საკუთარ ბედით,
თან დამცინავი ირონიით ყბებდაღრეჯილი
კანით პრიალა და მეტყველი ურჩი თვალებით,
მორჩილებით გადაღლილი შავი ავაზა
კამარას შეჰკრავს…
თვალისმომჭრელად აელვარდა ირგვლივ ყოველი…
და გადართული მისი გონება
შოლტის ტლაშუნში მოხაზავს რკალებს;
ოო,სასაცილო ბედი შენი შავო ავაზავ!!!
შესაგნებელის შეგნებულად შეუგნებელო,
ამპარტავანო ,მაგრამ მაინც მუცლითმხოხველო!
ტაშის გრიალი,შეძახილი ირგვლივ ათასი,
და უამრავთა ბოდვიანი ამოხავლება;
შენ შუბლშეკრული ბოლთას უვლი ცოდვილთა შორის
და მათ ღრიალში ისმის შენი ბრდღვინვა-ვაებაც,
შოლტის ტლაშუნი,ისევ კამარა…
ჩამოიბნედა ზეცამ პირსახე-
და მე,მომსწრე დღე და ღამის შეუღლებისა,
ქარის წრიალში ვუცდი ღამის დაფეღხძიმებას.
აჰაა უკვე შუაღამეა………..
M.M.M./მაია მარუაშვილი/




2 thoughts on “***შავი ავაზა***

  1. ფიქრი,ოცნება,სევდანარევი სიყვარული და ღრმა განცდები……
    ””მოწმედქცეული თეთრ ალამს ვუქნევ
    კარს მომდგარ ღამეს-””
    დიდ ემოციებს იწვევს,მომწონს.
    მაია საყვარელო,უკეთილშობილესო ადამიანო,გისურვებ წარმატებებს……..!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s