სიყვარულის რექვიემი


აქ სიბნელეა…
ოთახის სარკმელს ნამგალა მთვარის შუქი ჰა და ჰა სწვდება,მე კი ვცდილობ პეშვით დავიჭირო მისი სითბო,მერე უკლებლივ ჩაუშვა უბეში,რათა მივაწოდო იმედი სიყვარულს,დავყურებ ტერფებვარდისფერ,სიცხით გათანგულ,გალეულ გრძნობას და შენს გაცრეცილ-გახუნებულ სევდიან ფიქრებს ძაღლად ქცეული მოთმინებით გაბმულად ვუყეფ; კვდება ლამაზი სიყვარული! ღმერთო,ან რაღად მაჩუქე იგი,ანდა,თუ ჩემი სიხარული მთლიანად მას გაუნაწილე,რაღად მიცურებ თითებიდან;მნათობი მოსწყდა ჩანაცრებულ ზეცას გრძნობისას-ისჩემი ბედის ვარსკვლავი იყო.მიწას გაეკრნენ ზარები ზათქით;თვით ბრმა ზარებმაც ვერ შეიძლეს სასტიკი გლოვის მუდმივი ზიდვა; შენც ამ ტვირთივით მძიმე გამოდექ ფრთებფარფატა და ნაზო ლოცვავ სიყვარულისა.
ისევ კვნესიან სირინოზები ჩემში რეკვიემს;ჰა,მოსახდენი დღეს უკვე მოხდა;მე დავიმსხვრიე…ცალკეა სული,ცალკეა გული და გრძნობებიც მიჰქრი-მოჰქრიან;გონებას შეუკრია შუბლი მრისხანედ,თვალყურს ადევნებს მარიონეტთა ტაკიმასხრობას;ისევ კვნესიან სირინოზები ჩემში რეკვიემს.
M.M.M./მაია მარუაშვილი/



6 thoughts on “სიყვარულის რექვიემი

  1. ლამაზ სულს ყოველდღე ლამაზი და სრულყოფილი იზიდავს, როგორც კი ის ლამაზს და სრულყოფილს ხვდება, მას აკვირდება და თუ გარეგნობის მიღმა თავის მსგავსებასაც ჰპოვებს, დაუყოვნებლივ უერთდება – ამას ჰქვია ნამდვილი სიყვარული, სამარადისო ტრფობა.
    სიყვარული დარდი და მწუხარებაა, ფიქრი და მოლოდინია, სიხარული და უკიდეგანო ბედნიერებაა – ისეთი მონატრებაა, ხედავ საკუთარი თვალით და მაინც გენატრება. სიყვარული დაუსრულებელი ოცნებაა, იგი გონებას არ ემორჩილება. სიყვარული ღრმაა, ვისაც ვინ უყვარს მისი ლამაზიც ის არის. მაგრამ ის კია, რომ სიყვარულს დრო მალე გაჰყავს, ხოლო დროს ნამდვილი სიყვარული ვერ მიაქვს.

  2. მართლაც… ,,სიყვარულს დრო მალე გაჰყავს, ხოლო დროს ნამდვილი სიყვარული ვერ მიაქვს.”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s