My search-პოსტი და… მარტინ ჰაიდეგერი

დიდი ხანია ბლოგზე აღარაფერი დამიწერია,დროც არ მქონდა და არც დაუოკებელი სურვილი…გუშინ blog stats–ში   search-ს  ვკითხულობდი და ვნახე ვიღაც ჰაიდეგერის ,,თემშარით” დაინტერესებულა.დაინტერესებული მკითხველი იმედგაცრუებული დარჩებოდა ,რადგან ჩემს ბლოგზე მას ვერ იხილავდა.მინდა მადლობა გადავუხადო იმ მკითხველს,რადგანაც ,მან მიბიძგა ეს პოსტი დამეწერა :–)

ბლოგის შექმნიდან გადავწყვიტე ,არასოდეს გადმომეკოპირებინა სტატიები სხვა საიტებიდან,რადგან დაინტერესებულ ადამიანს ისედაც შეუძლია მისი სხვა საიტზე ნახვა…გულმოდგინედ მოვძებნე ინტერნეტსივრცეში ,,თემშარა”,მაგრამ ვერსად მივაკვლიე მის ტექსტს,ამიტომაც მალე დავდებ სრულ ტექსტს და დაინტერესებულ მკითხველსაც შეეძლება გაეცნოს .მანამდე კი მარტინ ჰაიდეგერზე მოგაწვდით ცოტაოდენ ინფორმაციას :–)

მარტინ ჰაიდეგერი (1889–1976)ერთ–ერთი უდიდესი გერმანელი ფილოსოფოსი და მოაზროვნეა.ის დაიბადა ქალაქ მესკირხში,თეოლოგიას ქალაქ ფრაიბურგში ეუფლებოდა,შემდეგ ფილოსოფიას სახელგანთქმულ ნეოკანტიანელ ჰ.რიკერტთან,მოგვიანებით ,იგი შეუერთდა მე–20 საუკუნის სოკრატეს,ფენომენოლოგიური მეთოდის ფუძემდებელს.მოგვიანებით  კი ე.ჰუსერლის ასისტენტი გახდა.

მისი მსოფმხედველობა ადრეულ ხანებში საზრდოობდა ფენომენოლოგიით,სიცოცხლის ფილოსოფიითა და დიალექტიკური თეოლოგიის მოტივებით.მისი ფილოსოფიის მთავარი საგანი იყო გაერკვია ყოფიერების საზრისი,მისი აზრით ,ადამიანის არსებობის ონტოლოგიური საფუძველია ადამიანის დაუსრულებლობა,დროულობა…ამიტომაც დროს განიხილავდა,როგორც ყოფიერების ყველაზე არსებით ნიშანს.მისი აზრით ,მთავარია გზის ერთიანობა, გზაზე სვლა. ..ფილოსოფოსობა არის ძიება, გზაზე ყოფნა…რისთვისაც აუცილებელია დასავლეთის რაციონალური და აღმოსავლეთის არაცნობითი აზროვნების შეხვედრა.ის თვლიდა,რომ ადმიანის არსებობა ეგზისტენციაა-ყოფიერებასთან ღია, დაუფარავი, ამავე დროს დაფარული მიმართება. ეგზისტენციალები მიუთითებენ ადამიანის არსებობის არანამდვილობასა(გაუცხოება, გადასროლილობა, Man და სხვ.)და ნამდვილობაზე(სინდისის ხმა, გადაწყვეტილობა, არჩევა და სხვ.). ინდივიდმა უნდა შეძლოს პირველიდან მეორემდე ამაღლება. საამისო იმანენტური ძალა მასშივეა: მარტოობისა და სიჩუმისდროს სინდისის უხმო ძახილი სწორედ ამას მოუწოდებს პიროვნებას. Man დაიძლევა მაშინ, როცა ინდივიდი გააცნობიერებს თავისი ყოფის სასრულობის განსაზღვრულობას; ნამდვილი პიროვნების ამოცანა ,,ჩახედოს თავის გარდაუვალ ხვედრს თვალებში” და გახდეს  ,,თავისი სიკვდილის გმირი”,რადგან ადამიანის ყოფ  ,,ნაპერწკალია წყვდიადში”, არარასთან დგომაა, ამიტომ პიროვნებამ  საკუთარი გადაწყვეტით, თავისუფლებით უნდა განახორციელოს თავისი ერთჯერადი ცხოვრების  აზრი.

ახალი მოაზროვნეებისთვის ადგილის განსათავისუფლებლად ჰაიდეგერმა უარყო ტრადიციული ფილოსოფია..იგი გზას ყოვლისმომცველი ყოფიერებისკენ იკაფავდა.მას სურდა ადამინს თავი დაეღწია საკუთარი თავისთვის..გასულიყო საზღვრებს გარეთ და ყოფიერების საკუთარი გაგების მიხედვით საკუთარი არსება შეექმნა.

ჰაიდეგერმა მთელი თავისი სამეცნიერო საქმიანობა ყოფიერებას მიუძღვნა.მისი აზრით ,ეს თემა უდიდესი ბერძენი მოაზროვნეების არისტოტელეს და პლატონის კვლევაძიების მაცოცხლებელი იყო.მაგრამ შემდეგ  ტრადიციულმა ფილოსოფიამ ყოფიერება უზოგადეს,უცარიელეს ცნებად მიიჩნია.

მისი უდიდესი შრომის ნაყოფია,,ყოფიერება და დრო”.ეს საკმაოდ რთული და ვრცელი ფილოსოფიური ნაწარმოები.მოაზროვნეები ორ ნაკადად დაიყო,ერთნი ცდილობდნენ მისი ეგზისტენციალური აზროვნებით საკუთარი მეთოდები დაეხვეწათ,მეორენი კი იქამდეც კი მიდიოდნენ, ბრალი დაედოთ მისთვის და ამისთვის ძალას არ იშურებდნენ.

ჰაიდეგერი მტკიცედ იყო დარწმუნებული,რომ მან აზროვნებისრადიკალურად ახალი განზომილება აღმოაჩინა,ის იმ ძალებისა და გზების ძიებაში იყო,რომლითაც შეძლებდა მისი პრინციპების განხორციელებას.ამ ძიებაში ,საუბედუროდ, თავისი ბედი ფაშისტებს დაუკავშირა.,,დიდი ადამიანები დიდ შეცდომებს ჩადიან”.მას არაერთი გამოუსწორებელი ნაბიჯის გადადგმა მოუხდა.მსოფლიო ომის შემდეგ ფრანგულმა საოკუპაციო მთავრობამ პენსიაზე უარი უთხრა და აუკრძალა უნივერსიტეტში ყოველგვარი საქმიანობაც.

იმედგაცრუებული ,შეცვლილი დაბრუნდა მშობლიურ მესკირხში და დაიწყო მისი შემოქმედების ახალი ეტაპი.აქ დაიწერა,,თემშარა”(ანუ,,თემშარას რჩევა”) რჩევა გულისხმობს გამხნევებას,დამოძღვრას…განდევნილი ფილოსოფოსი გაჰყურებს თავისი ბავშვობის თემშარას და ახლა ხვდება ,რომ სწორედ მან მისცა პირველი და უდიდესი გამოცდილება.

დიდი მოაზროვნე გარდაიცვალა 1976წლის 26 მაისს გერმანიის ქალაქ ბადენში.დაკრძალულია იქვე.

ფილოსოფოსის  ენა ცოტა არ იყოს,რთულია,მისი აზრებისთვის არ არსებობენ არა მარტო სიტყვები,არამედ გრამატიკაც,მაგრამ რამდენადაც რთული გასაგებია,იმდენად საინტერესო,იდუმალი და ამოუწურველია მისი ნააზრევი.მისი ნაწარმოებები დაუოკებელი ძალით გითრევს და გიზიდავს.

2 thoughts on “My search-პოსტი და… მარტინ ჰაიდეგერი

  1. მიყვარს ეს კაცი…

    უჭკვიანესი გიჟია❤

    ყველაფერი რომ დავივიწყოთ, მარტო იმიტომაა უჭკვიანესი, რომ ახალი ლექსიკა, ახალი ლიტერატურული მეტყველება შექმნა, თან ისეთი რომ ორიგინალიდან ზუსტად ვერ თარგმნიან…

    თემშარას ყველაზე მიახლოვებული თარგმანი ქართული ყოფილა, როგორც ვიცი : ))

  2. უჭკვიანესი გიჟი..❤ როგორ მომეწონა!

    გეთანხმები…მართლაც დამახასიათებელი,თავისებური და ამოუცნობი სტილი აქვს,რომელიც გითრევს….

    მართლა?არ ვიცოდი…ისე ქართულად მართლაც კარგად იკითხება..აი,ორიგინალში წაკითხვის ბედნიერება არ მაქვს…:(

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s