,, Carpe diem”

უცებ აღმოვაჩინე ,რომ მოიაშმა დამთაგა…მართლაც საოცარია..ცოტა ხნის წინ ზუსტად ამ განწყობაზე ვიყავი, მეთქვა,,შეჩერდი წამო!რა მშვენიერი ხარ!”:–)

მართლაც საოცარი წამებია,ეს გაელვებას გავს..ღვთაებრივ,სასწაულებრივ,ბედნიერ ქროლვას..რომელიც უცებ..მოულოდნელად ჩაგიქროლებს და ფრთებს გამოგასხამს,თავს უბედნიერესად გაგრძნობინებს..სწორედ, ამ დროს გვიჩნდება თხოვნა ,,carpe diem!”

მართლაც, როგორ არ უნდა გაგიჩნდეს ასეთი გრძნობა ,როცა ყოველი ცისმარე დღე ღვთის სასწაულია!ყოველ დღეს ახალი სიხარული,ახალი იმედი მოაქვს…თუ კარგად დავუკვირდებით ცხოვრებას, ლამის ყოველდღე გვაქვს ამ სიტყვების თქმის საბაბი….

იღვიძებ გარიჟრაჟისას…ფანჯრიდან შემოპარული მზის სხივები შენ სასთუმალს ხვდება..გათბობს…გეფერება,გავსებს…ხვდები ,რომ კიდევ ერთი დღე გაჩუქა უფალმა..კიდევ ერთი შანსი  მოგცა ,გამოსწორდე…

განა ცოტაჯერაა ცხოვრებაში წამები,წუთები,საათები, როცა სასოწარკვეთილების ზღვარს გადააბიჯებ საცაა და ამ დროს ანაზდად..სასწაულებრივად ,ღვთის შეწევნით ყველაფერი თავის ადგილას დგება..გვირაბის ბოლოს სინათლე ჩნდება და სულში უკიდეგანო მადლიერების,ბედნიერების სხივი გაკრთება….

განა  ბედნიერი არა ხარ ,როცა სოფელში,ცვრიან ბალახზე ფეხშიშველი დადიხარ?! მერე მინდვრად ჩაგეძინება..ულამაზეს ,უთბილეს სიზმარს ნახავ და მერე მზის ანცი სხივი გაგაღვიზებს…. კიი,ბედნიერი ხარ…

შეიძლება ცხოვრებით კმაყოფილი ადამიანის შთაბეჭდილება დავტოვო,მაგრამ ,გამოგიტყდებით,ცხოვრებაში არაერთხელ მქონია შემთხვევა,მეთქვა ,,შეჩერდი წამო!”…

გავიხსენებ რამდენიმეს…

პირველად,საკუთარი თვალით რომ დავინახე ნისლში გახვეული გერგეტი….მართლა საოცარი შეგრძნება იყო…შთამბაჭდავი….ბუმბერაზ მთებს ნისლი ზეწარივით გადაჰფენოდა და მხოლოდ სამების ტაძარი მოჩანდა…ნისლუხლებელი….გული გაჩერდა,მართლა..მამაოს ჩავებღაუჭე ..მეტყველების უნარიც დავკარგე და ეს წამი უსასრულოდ გაიწელა…ასეთივე შეგრძნება იყო სუმელას მონასტერში…ულამაზეს ხეობას მიუყვები და უცებ მაღლა თუ აიხედავ საოცრებას წააწყდები…კლდეზე ნაკვეთ ულამაზეს მონასტერს…შეხვალ და…მართლა ჩერდება დრო..წამი…კარგავ ყველანაირ შეგრძნებას…თითქოს იყინები…მერე ,ერთიანად ათრთოლებული ,მონუსხული დადიხარ ბერების ნაკვალევზე…მართლაც საოცარია…

ბედნიერი ვარ!!! კი,კი ბედნიერი ვარ ,ფრთები მესხმება..ვთბები როცა მეხუტებიან…ჩემთვის უძვირფასესი ადამიანები..მინდა ეს წამი გაიყინოს,არასოდეს დასრულდეს..გული ივსება,სული მითბება ამ დროს…

მართლაც საოცარია ცხოვრება…ის ღვთის სასწაულია,უბრალოდ, არ ვუკვირდებით :–(   თუ, სიყვარულით ცხოვრობ,ყოველი წამი სიყვარულითაა სავსე…ყველაფრისთვის მადლობ უფალს და ყოველ წამს შეგიძლია თქვა,,შეჩერდი წამო!რა მშვენიერი ხარ!”

ვუერთდები მოიაშს:–)  მოდით, ვიცხოვროთ სიყვარულით,იმედით,ღიმილით,სათნოებით,სიკეთით….მშვიდობით..ვმადლობდეთ უფალს იმისთვის, რასაც გვაძლევს(რადგან ყოველივე ჩვენ საცხოვნებლადაა)მივენდოთ ,მხოლოდ მას ვსასოებდეთ და ყოველი დღეში სასწაული დავინახოთ…მაშინ ყოველი წუთი ,ყოველი წამი განუმეორებელი იქნება…

ღმერთმა გვიმრავლოს მშვიდობა,სიხარული..სიყვარული..ბედნიერი წარუშლელი წამები…

4 thoughts on “,, Carpe diem”

  1. მესმის შენი.
    მხოლოდ დადებითად შემიძლია შევაფასო ის, რომ ემოციური ხარ და რაღაცებს გრძნო, აღიქვამ.

  2. კი, მართლაც ულამაზესია…
    ახლა ვნახე ამ კომენტარებზე პასუხები არ მქონია გაცემული…
    მოიაშ, სად წახვედი? რამდენი ხანია გაქმებულია შენი ბლოგი… არადა რამდენი რამ იყო საინტერესო..😦 მომენატრა შენთან სტუმრობა..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s