ყველაზე ”მზიან” და თბილ ადამიანებს…


             ერთხელ,როცა მოცლილობის ჟამს დავხეტიალობდი ინტერნეტ სამყაროში,მოულოდნელად და ჩემდა საბედნიეროდ აღმოვაჩინე ბლოგოსფერო..ეს ლამაზი სამყარო, სადაც უამრავი თბილი და მზიანი ადამიანი ცხოვრობს….მას მერე დავიწყე ამ სამყაროს გაცნობა..შევხვდი ყველაზე,ყველაზე მზიან,თბილ ადამიანებს…მათ ნაწერებს რომ ვკითხულობდი  ასე მეგონა ვივსებოდი…ვთბებოდი ..მზის სხივები უხვად იჭრებოდა ჩემ სიღრმეში და მათბობდა…

დავიწყე მოგზაურობა და პირველად დიას სამყაროშიამოვყე თავი…ძალიან მომეწონა..”მეჩემნაირა..” ისიც იურიდიულზე სწავლობს, … მასაც უყვარს მზე!!!!!!

ვიარე,ვიარე და უცაბედად როდრიგოს გადავეყარე…ისე მიყვარს ხელოვნება,მას სრულებით არ გაძნელებია ხელოვნების მახეში გავები….მას შემდეგ გახლართული ვარ ხლართეგორიაში…

კი გავიხლართე სამახეთში,მაგრამ იქედანაც დავაღწიე თავი..ახლა ფსიქეს ქუჩაზე გადმოვინაცვლე…ეს მართლაც უცნაური გოგონაა…ზედმეტად გულწრფელი და საინტერესო…მართალია მას მზიან ადამიანებს ვერ მივაკუთვენებ,მაგრამ ძალიან მომხიბლა გულწრფელობით…ორიგინალურობით..ბევრი რამ ვისწავლე მისგან….

წამოვედი ფსიქეს ქუჩიდან და ხეტიალში შემთხვევით აღმოვაჩინე ”სქოლიოზიანი ემბრიონი”..სახელმა მეტად დამაინტერესა,დავათვალიერე მისი ბლოგი დაა….არ ვიცი,სიტყვებით ვერ გამოვთქვამ იმ შთაბეჟდილებას….მადლობა ნასტასიას!

ქარმა მატარმატარა…სად იყო და სად არა საბლოგეთში ყველაზე მზიან ადამიანს წავაწყდი…(here comes the sun) (happy)მის სიტყვებს გავიმეორებ და ”ზოგჯერ სრულიად უცნობ თვალებში იპოვნი თურმე სულის მეგობარს…” ზუსტად ასე დამემართა…ასე მგონია ის ყველაზე,ყველაზე ახლობელი ადამიანია ჩემთვის…მაგრამ მე  მას არც კი ვიცნობ… :–( მის ნაწერებს ვკითხულობდი და ენით აუწერელი განცდა მეუფლებოდა….ძალიან ბევრი დამთხვევა აღმოვაჩინე,მასაც ის მწერლები უყვარს რომელიც მე,გურამ დოჩანაშვილი,ირაკლი ჩარკვიანი…გოდერძი ჩოხელი…..ნოდარ დუმბაძე….მასაც იგივე ოცნებები აქვს რაც მე…(ხის სახლი ტყეში)   მართლა…..ამიტომაც ძალიან შემიყვარდა….ავივსე,გადავივსე…გამათბო….

‘‘მე მაინც ესეთი ვიქნები…… გვერდებამოხეული და სულგადასწორებული, მაგრამ მაინც წასაკითხად საინტერესო გვერდზე გადაშლილი…”

გავგიჟდი ისე მომეწონა….გენიალური  ადამიანიაააა…….

ნელ–ნელა ცისარტყელაშემოპარულ სამყაროში ბევრი ვიხეტიალე და აქ მეორე შესანიშნავ სამყაროს წავაწყდი! საოცარია!!!! ეს მზიანი წვიმების და ალუბლების თავსესაფარია…

სალოლას ბლოგი!

სალოლას სამყარო მართლაც მშვენიერია,კიდევ მზიანი და აქაც უამრავი სხივია და უამრავი სიყვარული…..უამრავი ღია ფანჯარა საიდანაც მზიანი სახეები უხვად აფრქვევენ სითბოს….მშვენიერია…მეც მინდა ამ სამყაროს მივეკედლო……ჩემი ფანჯრის დარაბებიც ფართოდ გავაღო და ბოლო ხმაზე ვიყვირო:

_   გავუღროთ ერთმანეთს

გულის კარები..ვაჩუქოთ

ღიმილი,სითბო..სიყვარული……

_მიყვარხაააართ..მიყვარხააააააააართ

უსაზღვროოოდ…….

კიდევ გავიმეორებ ნოდარ დუმბაძის მარადიულ სიტყვებს….

” ადამიანის სული, გაცილებით მძიმეა, ვიდრე მისი სხეული. იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული. თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ სხვისი გარდაცვალების შემდეგ მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე”


2 thoughts on “ყველაზე ”მზიან” და თბილ ადამიანებს…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s