რა ფერია სული?
სული, რომელიც მუდამ ცაში ლაღად აფრენას ნატრობს…
მისი ოცნებაა ადამიანების გულები მარადიული, წრფელი სიყვარულით იყოს სავსე, რომლითაც ყოველ წამს და ყოველ წუთს ისაზრდოებენ…
ასაზრდოებენ ერთმანეთს…
გაალამაზებენ არემარეს…
გაალამაზებენ ერთმანეთს…
რა ფერია სული? იქნებ სიცოცხლის ფერი… მაგრამ სიცოცხლე რა ფერია?
ცის-ფერი… რადგან ცა ერთადერთი უკიდეგანო სივრცეა, სადაც ყველაზე მეტი თავისუფლებაა…
იისფერი… რადგან იაა ის პაწია არსება, რომელიც ჩვენი ადამიანობის დასაწყისია… მას, ამ ერთი ციდას შეუძლია ადამიანის გულის გალღობა და მასში ერთი მარცვალი სინაზის აღმოჩენა…
მწვანე… რადგან მწვანენი არიან ჩვენთვის სუფთა ჰაერის მწყალობლები, ჩვენი ხეები… ბალახები… მცენარეები…
ყვითელი… რადგან ყვითელია დიდი სიხარულის და უხვი სითბოს მომნიჭებელი, ჩვენი მზიანი მზე…
სიცოცხლე სიყვარულის ფერია…
სიცოცხლე ბავშვების პატარა გულების ფერია..
სიცოცხლე ადამიანების მზიანი თვალების ფერია…
სიცოცხლე ჰაერის ფერია… ადამიანების სითბოთი გამთბარი ჰაერის…
სიცოცხლე ტკივილის ფერიცაა… თავსხმა წვიმის დროს მუქი ღრუბლებით სავსე ცის_ფერი…
სიცოცხლე ის პაწია არსებაა, რომელიც მობუზული დგას ცხოვრების ტრიალ მინდორზე და მუდამ ფიქრობს…
სიცოცხლის სიცოცხლე ფიქრია…
ადამიანებით გამთბარი და დარდიანი ფიქრი…
ზამთრის მომლოდინე ხეებივით სევდიანი, რადგან იცის, რომ თავის ახლობელ ფოთლებს დაკარგავს…
სიცოცხლე მოლოდინის ფერია…
მუდამ რაღაცის მოლოდინის..
კარგის თუ ცუდის…
მოდით, ვიცოცხლოთ…
კი არ ვიცხოვროთ, ვიცოცხლოთ…
გავლაღდეთ…
გავთავისუფლდეთ…
გვწამდეს
და უბრალოდ,
გვიყვარდეს
ერთმანეთი…
ავტორი : ლიზი ბაზერაშვილი